დიაბეტური ტერფი — დაავადება, რომელიც წარმოიშობა დიაბეტის გვიანი სტადიის გართულებისას. დაავადება აზიანებს რბილ ქსოვილებს, სახსრებს და ჩნდება წყლულის სახით.
მიზეზები
დიაბეტური ტერფი ჩნდება ნერვებისა და სისხლძარღვების დაზიანების შედეგად. დაავადების გამომწვევი მიზეზებია:
· სისხლში შაქრის დონის სწრაფი ზრდა;
· ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის დარღვევა;
· ცუდი სისხლის მიმოქცევის გამო განვითარებული ინფექცია.
სიმპტომები
დაავადებისთვის დამახასიათებელია შემდეგი სახის სიმპტომები:
· ძლიერი ტკივილი ფეხებში;
· ფეხის ტერფების მგრძნობელობის დაკარგვა;
· «ჭიანჭველების» შეგრძნება, წვა, ჩხვლეტა ტერფებში, რომელიც ქრება სიარულის დროს;
· ფეხის კანის ფერის ცხვლილება (გაუფერულება, მოყავისფრო შეფერილობა);
· ტერფების კანის სიმშრალე და დახეთქვა;
· მაზოლების ხშირი გაჩენა;
· ფეხის თითებს შუა კანზე ნაპრალების გაჩენა;
· ფეხის ფრჩხილების დეფორმაცია;
· ტერფის დეფორმაცია.
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკისთვის ექიმი-ენდოკრინოლოგი ატარებს შემდეგი სახის გამოკვლევებს:
· მგრძნობელობის რეფლექსების გამოკვლევას (ტკივილის და ტემპერატურულის);
· არტერიული სისხლის მიმოქცევის მდგომარეობის გამოკვლევას (დოპლეროგრაფია);
· ტერფებისა და სახსრების რენტგენოგრაფიას;
· ბაქტერიოლოგიურ გამოკვლევას.
მკურნალობა
დაავადების მკურნალობა დამოკიდებულია მის ფორმაზე.
ნეიროპათიური ფორმისთვის დამახასიათებელია:
· მკვდარი ქსოვილების ქირურგიული გზით მოცილება;
· სპეციალური ფეხსაცმლის დანიშვნა (ტერფის დეფორმაციის დროს);
· ანტიბაქტერიული თერაპია.
იშემიური ფორმისთვის დამახასიათებელია:
· ანტიბაქტერიალური მკურნალობა;
· სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი პრეპარატები;
· შუნტირება;
· თრომარკტერექტომია;
· კიდურების ამპუტაცია (განგრენის შემთხვევაში).
საშიშროება
თუ დიაბეტი გართულდება ან დაავადების მკურნალობა დროული არ იქნება, შედეგები შეიძლება იყოს შეუქცევადი და მოხდეს შემდეგი დაავადებების წარმოშობა:
· სოკოვანი დაავადებები გაჩენა;
· მგრძნობელობის დაკარგვა (ადამიანმა შეიძლება ვერ იგრძნობს მიღებული ტრავმები);
· ტერფის განგრენა.
რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში შედიან:
· ადამიანები, ვისაც აწუხებს სისხლძარღვების დაავადებები;
· ალკოჰოლის მომხმარებლები;
· ქოლესტერინის მომატებული დონის მქონე პირები;
· გართულებული დიაბეტის მქონე პირები;
· ვისაც გადატანილი აქვს კიდურების მპუტაცია.
პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
· შაქრიანი დიაბეტის დროულად მკურნალობა;
· დიაბეტის დროს დანიშნული დიეტის დაცვა;
· ფეხების ჰიგიენის დაცვა.