ანორექსია – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ

0
271
xr:d:DAGCAK4jeKw:37,j:368593694671096795,t:24041011

ანორექსია  – დაავადება, რომელსაც ახასიათებს ნერვულ-ფსიქიკური აშლილობა, რომელიც გამოიხატება გახდომის აკვიატებულ იდეაში. განსაკუთრებით გავრცელებულა ანორექსია გოგონებში 16-24 წლამდე.
გამოყოფენ ანორექსიის შემდეგ სახეობებს:
·         ნერვული ანორექსია – დაავადება ხასიათდება უარყოფით ემოციებით;
·         ნეიროდიმანიკური ანორექსია – ძლიერი ტკივილების შედეგად ზიანდება ნერვული ცენტრის ფუნქცია, რომელიც პასუხისმგებელია მადაზე;
·         ნევრო-ფსიქიკური ანორექსია – ფსიქიკური აშლილობა (დეპრესია, აკვიატებული აზრების გაჩენა) რომელსაც ადამიანი საკვებზე უარის თქმამდე მიჰყავს.

მიზეზები
დაავადება წარმოიშობა თავის ტვინის კვების ცენტრის ფუნქციის მოშლით. ანორექსიის მიზეზებია:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მოქმედი პრეპარატების ხანგრძლივი მიღება (ტრანკვილიზატორები, ანტიდეპრესანტები);
·         საძილე და ნარკოტიკული პრეპარატების ბოროტად გამოყენება;
·         ფსიქოლოგიური ფაქტორი (ოჯახური კონფლიქტი, გარემოს ზემოქმედება).

ანორექსიის სიმპტომები
ანორექსიის დამახასიათებელი სიმპტომებია
·         გახდომის ძლიერი სურვილი (ნორმალური წონის დროსაც კი);
·         საკვებზე მუდმივად უარის თქმა;
·         ფეტფობია (ჭარბი წონის შიში);
·         საკვების მიღების შემდეგ დისკომფორტის განცდა.
ქცევაში გამოვლენილი ნიშნები:
·         გაზრდილი ფიზიკური დატვირთვები;
·         თავისუფალი სტილის სამოსის შერჩევა, რომელიც ფარავს «ჭარბ წონას»;
·         საკვებსა და გახდომაზე ვიწრო შეხედულებები, საკუთარი პირნციპების აგრესიულად დაცვა;
·         მარტოობისკენ მიდრეკილება.
ასევე აღინიშნება
·         აპათიისა და დეპრესიიკენ მიდრეკილება;
·         ძილის დარღვევა;
·         საერთო სისუსტე;
·         თავბრუს ხვევა, გულყრა;
·         ქალებში მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
·         სისხლის მიმოქცევის დარღვევა.

დიაგნოსტიკა
ანორექსიის მკურნალობის დასანიშნად ექიმი-ფსიქოთერაპევტი ატარებს დიაგნოსტიკას:
·         სისხლის ანალიზი;
·         შარდის ანალიზი;
·         აწონვა;
·         არტერიული წნევის კონტროლი;
·         პაციენტის ფსიქიკური მდგომარეობის შეფასება.

ანორექსიის მკურნალობა
მკურნალობა მოიცავს:
·         ფსიქოთერაპიას;
·         სხეულის ნორმალური წონის და ნივთიერებათა ცვლის აღდგენას;
·         წყალ-ელექტროლიტური და იონური ბალანსის აღდგენას.

საშიშროება
ანორექსიის არადორული მკურნალობის გამო შესაძლოა გაჩნდეს შემდეგი საშიშროება:
·         ორგანიზმის გამოფიტვა;
·         ჰიპოტონია;
·         ბრადიკარდია;
·         კანის სიმშრალე;
·         თმის ცვენა;
·         შინგანი ორგანოების დისტროფია;
·         კუნთოვანი ქსოვილების გამოფიტვა;
·         ამენორეა;
·         გულის უკმარისობა.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფს მიეკუთვნებიან:
·         ენდოკრინული სისტემის დარღვევის მქონე ადამიანები (ჰიპოთირეოზი);
·         საჭმლის მომენელებელი სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები (გასტრიტი, პანკრეატიტი);
·         ადამიანები, რომლებსაც ღვიძლის ქრონიკული უკმარისობა აქვთ;
·         ადამიანები, რომლებსაც ავთვისებიანი წარმონაქმნები აქვთ.

პროფილაქტიკა
პროფილაქტკისთვის რეკომენდირებულია:
·         მოზარდებთან დიეტისა და საკვების როლზე საუბარი;
·         წონის დასაკლებად ექიმ-დიეტოლოგთან კონსულტაციის გავლა.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
გიორგი ფხაკაძე
#drpkhakadze

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ