ალცგეიმერის დაავადება – ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება

0
173
xr:d:DAGCAK4jeKw:28,j:4943125013462169594,t:24041010

ალცგეიმერის დაავადება (ალცგეიმერის ტიპის დემენცია) – ცენტრალური ნერვული სისტემის დეგენერატიული დაავადება, რომელსაც ახასიათებს გონებრივი შესაძლებლობების ნელ-ნელა დაქვეითება. დაავადება მოქმედებს მეხსიერებაზე, მეტყველებაზე, ლოგიკურ აზროვნებაზე. დღეისათვის დაავადება წარმოადგენს მოხუცებში გონებასუსტობის განვითარების მიზეზს.

მიზეზები
დაავადების წარმოშობის ზუსტი მიზეზები დღემდე დაუდგენელია. ექიმები ვარაუდობენ, რომ ალცგეიმერის მიზეზი ხდება:
·         გენეტიკური მიდრეკილება;
·         დიდი რაოდენობით ნერვული უჯრედების დაშლა;
·         ორგანიზმში ასაკობრივი ცვლილებები;
·         თავის ტრამვები;
·         ტვინის სიმსივნე;
·         ტოქსიკური მეტალებით მოწამვლა;
·         ჰიპოტირეოზი.

ალცგეიმერის დაავადების სიმპტომები
დაავადებას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:
·         მეხსიერების დარღვევები (ადამიანი სწრაფად ივიწყებს უახლოეს წარსულში მომხრად მოვლენებს);
·         ავადმყოფი ვერ ცნობს ადამიანებს, საგნებს;
·         დეპრესია;
·         შფოთვა;
·         ემოციური აშლილობა;
·         დროსა და სივრცეში დეზორიენტაცია;
·         ჰალუცინაციის წარმოქმნა;
·         ჩვეული საქმიანობისა და ცხოვრებისადმი აპათია;
·         სიარულის პრობლემა («არეული სიარული»);
·         აფაზია (მეტყველების ნაწილობრივ ან სრულად მოშლა);
·         პიროვნული ორიენტაციის დარღვევა.

დაიგნოსტიკა
ალცგეიმერის დიაგნოსტიკას ატარებს ექიმი-ნევროლოგი. ის ნიშნავს მთელ რიგ გამოკვლევებს, რომელთა შორის არის:
·         თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია;
·         თავის ტვინის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია;
·         ელექტროენციფალოგრამა;
·         სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა.
აუცილებლობის შემთხვევაში პაციენტს აგზავნიან ექიმ-ფსიქოთერაპევტთან.

ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა
მკურნალობას სრული გამოჯანმრთელება არ ახლავს. მკურნალობა მხოლოდ აფერხებს პროცესის განვითარებას და გამოიყენება:
·         ანტიდეპრესანტები;
·         კრუნჩხვების დაწინააღმდეგო პრეპარატები;
·         ჰოლინესტერაზი ინჰიბიტორები.

საშიშროება
შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როგორ უნდა მოხდეს ალცგეიმერის დაავადების მკურნალობა, მაგრამ მედიკამენტოზური თერაპიის არარსებობამ შეიძლება ისეთ გართულებებამდე მიგვიყვანოს, როგორიცაა:
·         თანმდევი ინფექციები (პნევმონიები);
·         ტრამვები, უბედური შემთხვევები.
2-8 წლის შემდეგ დგება ლეტალური შედეგი.

რისკის ჯგუფი
რისკის ჯგუფში არიან:
·         65 წელს ზემოთ ადამიანები;
·         მემკვიდრეობითი მიდრეკილების ადამიანები;
·         ქალები;
·         დაუნის სინდრომის მქონე ადამიანები;
·         თავის ტრავმების მქონე ადამიაენბი;
·         მაღალი ქოლესტერინის მქონე ადამიანები;
·         არტერიული წნევის დარღვევების მქონე ადამიანები.

პროფილაქტიკა
დაავადების პროფილაქტიკისთვის რეკომენდირებულია:
·         საკვებში დიდი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის გამოყენება;
·         სიგარეტისა და ალკოჰოლის გამოყენებაზე უარის თქმა;
·         სუფთა ჰაერზე დიდი დროის გატარება;
·         სისხლში ინსულინისა და ქოლესტერინის დონის კონტროლი;
·         არტერიული წნევის კონტროლი.

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
Dr Giorgi Pkhakadze
პროფესორი გიორგი ფხაკაძე, მედიცინის დოქტორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მაგისტრი, ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი ანთროპოლოგიისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის საკითხებში. “შენი ექიმი"-ს დამფუძნებელი. #drpkhakadze #sheniekimi

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ