პარასკევი, ოქტომბერი 25, 2024
მთავარიაკრედიტაცია"საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, ეს დასაფასებელია" - ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი...

“საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, ეს დასაფასებელია” – ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე

“საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი” საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციისთვის პროცესს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტის, პროფესიორ გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით გადის.

2024 წლის 30 მარტს საპატრიარქოს უნივერსიტეტში აღნიშნული სამედიცინო დაწესებულების წარმომადგენლებთან “აკრედიტაცია კანადას” ტრენინგ-სემინარი გაიმართა, რომელსაც თავად გიორგი ფხაკაძე და “აკრედიტაცია კანადას” ექსპერტი, ალესანდრო ბურიანი უძღვებოდნენ.

ჯანდაცვის ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ საერთაშორისო ჯანდაცვის აკრედიტაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა:

“საქართველოში სამედიცინო აკრედიტაციის პროცესი აქტიურ ფაზაში გადავიდა და საპატრიარქოს საავადმყოფო გადის ამ პროცესს “აკრედიტაცია კანადასთან” ერთად. ეს არის სამედიცინო დაწესებულებების მსოფლიოში უძლიერესი მააკრედიტირებელი ორგანო. 

საპატრიარქოს საავადმყოფოს ეს გადაწყეტილება განპირობებულია იმით, რომ ამ საავადმყოფოსთვის პრიორიტეტია პაციენტის უფლებები, პაციენტზე ორიენტირებულობა და რაც მთავარია, უმაღლესი ხარისხი. ხარისხში იგულისხმება ინფრასტრუქტურა, კლინიკური მაჩვენებლები და პაციენტზე ორიენტირებული ჯანდაცვა.

რამდენიმე თვეა, საპატრიარქოს კლინიკაში ვმუშაობთ და უკვე დავინახეთ საკმაოდ კარგი შედეგი – სამედიცინო პერსონალის ჩართულობა, ცვლილებები კლინიკურ მიმართულებაში და გარკვეული ცვლილებები ინფრასტრუქტურაშიც კი… 

ჩვენ ვეხმარებით კლინიკებს, გაიარონ აკრედიტაცია, რაც ძალიან რთული პროცესია. სხვათაშორის, ჩრდილოეთ იტალიაში 100-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება ახლა გადის “აკრედიტაცია კანადას” აკრედიტაციას და შესაბამისად, გვაქვს გამოცდილება, თუ როგორ შეიძლება, ევროპის მასშტაბით აკრედიტაციის ჩატარება, რასაც თავისი სპეციფიკური მახასიათებლები აქვს. 

საქართველოში კი 20-ზე მეტი სამედიცინო დაწესებულება გადის აკრედიტაციას ჩვენთან – “აკრედიტაცია კანადასთან” ერთად, თბილისში, ბათუმში და ქუთაისში.

მინდა, ხაზი გავუსვა სამედიცინო პერსონალის, მენეჯმენტის და მფლობელების საკმაოდ დიდ მზაობას, რადგან ჩვენთან – “აკრედიტაცია კანადასთან” თანამშრომლობა არის მკაფიო გზავნილი საზოგადოებისთვის. 

საპატრიარქოს საავადმყოფოებმა, თბილისშიც და ქუთაისშიც, მიიღეს გადაწყვეტილება, ეს პროცესი გაევლოთ მსოფლიოში ურთულეს მააკრედიტირებელ ორგანოსთან, რომელიც ძალიან მოთხოვნადია, თუმცა თუ სამედიცინო დაწესებულება გაივლის “აკრედიტაცია კანადას” აკრედიტაციას, ესე იგი, ეს საავადმყოფო არის საუკეთესო, უსაფრთხო და რაც მთავარია, პაციენტზე ორიენტირებული. 

საპატრიარქოს ეს ხედვა ძალიან დასაფასებელია, რადგან ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საპატრიარქომ მიიღო პაციენტზე ორიენტირებული გადაწყვეტილება”- განაცხდა გიორგი ფხაკაძემ.

შეგახსენებთ, რომ “აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს აქტიურ რეჟიმში მართავს.

 

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

9 საუკეთესო სანაპირო დუბაიში

23 October, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები 25 ოქტომბერი

25 ოქტომბერი 2024
4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

4 მარტივი გზა თეთრ აბაზანაში ფერების დასამატებლად

ოქტომბერი 13, 2024
19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

19 ეფექტური გზა ბაღის გასაშენებლად

ოქტომბერი 24, 2024
VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

VIDEO: „ბოლოს რა გააკეთე სიყვარულისთვის? – „შეუძლებელი, გავაჩინე ტყუპები“ – თინათინ ბოკუჩავა

24 ოქტომბერი 2024
„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“-  სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

„ინფორმაცია არასწორია და მიზნად ისახავს მგზავრების შეცდომაში შეყვანას“- სატრანსპორტო კომპანია განცხადებას ავრცელებს

ოქტომბერი 24, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ეკოლოგიურად სუფთა ქართული პროდუქტით არავინ ინტერესდება

ოქტომბერი 15, 2024
Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

Victoria secret – ის შოუ 6 წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა

ოქტომბერი 16, 2024
მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

მსოფლიო ქალაქების საიდუმლოებები: გასაოცარი ისტორიები და უცნობი ადგილები

18 ოქტომბერი 2024
„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

„32 წუთი“ – დოკუმენტური ფილმი წყალბურთის კლუბ „დინამო თბილისის“ შესახებ

ოქტომბერი 25, 2024
Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

Impact Hub Tbilisi-ის სტარტაპ აქსელერატორი იწყება

ოქტომბერი 16, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights