პარასკევი, მაისი 9, 2025
მთავარიაკრედიტაცია"აკრედიტაციის გარეშე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია"- "პინეო სამედიცინო ეკოსისტემის"  გენერალური დირექტორი, კახა...

“აკრედიტაციის გარეშე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია”- “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”  გენერალური დირექტორი, კახა ნურალიძე

2024 წლის 26 მარტს “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობის ოფიციალური შეხვედრა გაიმართა
“პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” წარმომადგენლებთან.

“აკრედიტაცია კანადა”, რომლის წარმომადგენელი საქართველოში ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძეა, საქართველოს 20-ზე მეტი კლინიკის აკრედიტაციის პროცესშია ჩართული.

 

ამჟამად “აკრედიტაცია კანადას” წარმომადგენლობა, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, საქართველოშია და კლინიკებთან შეხვედრებს მართავს.

“აკრედიტაციის გარეშე თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია”- “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის” გენერალური დირექტორი, კახა ნურალიძე | sheniekimi.ge | შენი ექიმი

შეხვედრის შემდეგ “შენი პულსი” “პინეო სამედიცინო ეკოსისტემის”  გენერალურ დირექტორს, პროფესორ კახა ნურალიძეს ესაუბრა:

“შეხვედრა ნაყოფიერი იყო, განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც ეხება საერთაშორისო აკრედიტაციას სამედიცინო დაწესებულებებში.

   ბევრი ადამიანი დაესწრო და ინტერაქტიული კითხვა-პასუხის რეჟიმით მიმდინარეობდა შეხვედრა, რაც ძალიან კარგია. მინდა მივულოცო “პინეოს სამედიცინო ეკოსისტემას” სამედიცინო გუნდს აკრედიტაციის მორიგი ეტაპის წარმატებით დასრულება და ახალ ეტაპზე გადასვლა.

დარწმუნრბული ვარ, რომ წლის ბოლოს შესაბამისი შედეგი დაიდება.

  ზოგადად, აკრედიტაციის პროცესი არის ის აუცილებელი გამოწვევა და საერთაშორისო სტანდარტიზაციის ის აუცილებელი საფუძველი, რომლის გარეშე დღეს თანამედროვე სამედიცინო დაწესებულება წარმოუდგენელია.

 “აკრედიტაცია კანადა” დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. არამხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. მაგალითად, ჩრდილოეთ იტალიაში 100-ზე მეტი დაწესებულება გადის აკრედიტაციის პროცესს “აკრედიტაცია კანადას” სტანდარტით და მინდა წარმატება ვუსურვო მათ.”

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ამინდზე დაკვირვების ისტორიაში 2024 წელი სავარაუდოდ ყველაზე ცხელი იქნება
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights