ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ფიტნესიგანახლებული სტანდარტები სწავლის შედეგების შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, საგანმანათლებლო კრედიტების რაოდენობასა (ECVET და...

განახლებული სტანდარტები სწავლის შედეგების შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, საგანმანათლებლო კრედიტების რაოდენობასა (ECVET და ECTS) და სასწავლო დატვირთვის მოცულობასაც მოიცავს

ევროპა აქტივი EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტებს ანახლებს

„ევროპა აქტივმა” პილატესის მასწავლებლის პროფესიული როლის სტანდარტები განიხილა და განაახლა. განხილვა ჩაატარა ტექნიკურმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც „ევროპა აქტივის” პროფესიული სტანდარტების კომიტეტმა შექმნა და პილატესის ეროვნული ფედერაციების, პილატეს ასოციაციებისა და სასწავლო სკოლების ექსპერტებისგან შედგებოდა. შემდეგ, სტანდარტების შესახებ ინდუსტრიის გარე კონსულტაციები შედგა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს პროექტზე უკუკავშირის მიცემის საშუალება ჰქონდათ.

ცოდნისა და უნარების მოთხოვნების თვალსაზრისით, სტანდარტები ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს (EQF) მე-4 დონეზე რჩება. თუმცა, უფრო მარტივად გაგებისა და გამოყენების მიზნით, სტანდარტები ასოცირებული სწავლის შედეგებითა და შეფასების კრიტერიუმებით სასწავლო ერთეულების სერიებად არის წარმოდგენილი. ამჟამად აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პილატესის ინსტრუქტორის კურსები ყველა ამ ერთეულსა და თითოეულის მოთხოვნას შეესაბამება. ანალოგიურად, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, განახლებული სტანდარტების მოთხოვნების შესრულება მოუწევს.

გააგრძელეთ კითხვა

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  "ფიტნეს სექტორში საერთაშორისო სტანდარტებს დავნერგავთ, აკრედიტაციის პროცესში კი საერთაშორისო მააკრედიტირებელი ორგანოები დაგვეხმარებიან" - ვალერი გულბანი
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights