ევროპა აქტივი EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტებს ანახლებს
„ევროპა აქტივმა” პილატესის მასწავლებლის პროფესიული როლის სტანდარტები განიხილა და განაახლა. განხილვა ჩაატარა ტექნიკურმა ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც „ევროპა აქტივის” პროფესიული სტანდარტების კომიტეტმა შექმნა და პილატესის ეროვნული ფედერაციების, პილატეს ასოციაციებისა და სასწავლო სკოლების ექსპერტებისგან შედგებოდა. შემდეგ, სტანდარტების შესახებ ინდუსტრიის გარე კონსულტაციები შედგა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს პროექტზე უკუკავშირის მიცემის საშუალება ჰქონდათ.
ცოდნისა და უნარების მოთხოვნების თვალსაზრისით, სტანდარტები ევროპული კვალიფიკაციის ჩარჩოს (EQF) მე-4 დონეზე რჩება. თუმცა, უფრო მარტივად გაგებისა და გამოყენების მიზნით, სტანდარტები ასოცირებული სწავლის შედეგებითა და შეფასების კრიტერიუმებით სასწავლო ერთეულების სერიებად არის წარმოდგენილი. ამჟამად აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებები უნდა დარწმუნდნენ, რომ მათ მიერ შეთავაზებული პილატესის ინსტრუქტორის კურსები ყველა ამ ერთეულსა და თითოეულის მოთხოვნას შეესაბამება. ანალოგიურად, ნებისმიერ სასწავლო დაწესებულებას, რომელსაც „ევროპა აქტივის” აკრედიტაციის მიღება სურს და ამჟამად მის სტანდარტებს ეწინააღმდეგება, განახლებული სტანდარტების მოთხოვნების შესრულება მოუწევს.
განახლებული სტანდარტების ძირითადი არსებითი ცვლილება არჩევითი ნაწილის დამატებაა, რომელსაც „პილატესის დანადგარის უსაფრთხო და ეფექტური გამოყენება“ ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ წინა სტანდარტი მხოლოდ დასაფენ მატზე შესასრულებელ ვარჯიშებზე ფოკუსირდებოდა, სასწავლო დაწესებულებებს ახლა შესაძლებლობა ექნებათ აკრედიტაცია მიიღონ „ევროპა აქტივის” აღიარებული ისეთი სასწავლო კურსების ჩასატარებლად, რომლებიც არა მხოლოდ დასაფენ მატზე შესასრულებელი ვარჯიშებს, არამედ პილატესის დანადგარებსაც მოიცავს. ეს პილატესის ინსტრუქტორების პროფესიული როლის აღიარებაში მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ განახლებული სტანდარტები სწავლის შედეგების შეფასების რეკომენდებულ მეთოდებს, საგანმანათლებლო კრედიტების რაოდენობასა (ECVET და ECTS) და სასწავლო დატვირთვის მოცულობასაც მოიცავს. ასეთი დანამატები კვლავ ევროპის მასშტაბით პილატესის სასწავლო დებულებების სტანდარტიზაციას ემსახურება.
„ევროპა აქტივი” მადლობას უხდის ყველას, ვინც ტექნიკურ ექსპერტთა ჯგუფში მონაწილეობდა და გარე კონსულტაციების პროცესში თავისი წვლილი შეიტანა. „ევროპა აქტივის” საგანმანათლებლო სტანდარტების პროგრესი და ეფექტურად გავრცელება მხოლოდ ასეთი ერთობლივი მუშაობით არის შესაძლებელი. ორგანიზაციას სჯერა, რომ განახლებული პილატესის ინსტრუქტორის სტანდარტები პილატესის განათლების უმაღლესი ხარისხის უზრუნველყოფაში ყოვლისმომცველი საცნობარო პუნქტი იქნება.
განახლებული EQF 4 დონის პილატესის ინსტრუქტორთა სტანდარტები ხელმისაწვდომია მოთხოვნით ელ.ფოსტის მისამართზე: accreditation@europeactive.eu იმ „ევროპა აქტივის” მიერ აკრედიტებული სასწავლო დაწესებულებებისთვის და პილატესის სასწავლო სკოლებისთვის, რომლებსაც აკრედიტაციის მიღება სურთ.
#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi
მასალის გამოყენების პირობები