სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებიბავშვის ნერვული სისტემა - რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის...

ბავშვის ნერვული სისტემა – რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას 

ბავშვის ნერვული სისტემა. რომელი პროდუქტები უშლის და უწყობს ხელს ბავშვის თავის ტვინის, ნერვული სისტემისა და იმუნიტეტის განვითარებას 

საუბრობს ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში –  „პირადი ექიმი“:

„ნერვული სისტემა ორგანიზმის მართვის პულტია. ყველა ორგანო, სისტემა არის ორკესტრი, რომელსაც ერთი დირიჟორი ჰყავს, თავის ტვინის სახით. იმუნური სისტემა ჩვენი ორგანიზმის დაცვაზე მთლიანადაა პასუხისმგებელი, მათ შორის, ნერვულ სისტემაზე, კავშირის ხელოვნურად ძებნა არც გვჭირდება. მოსაძებნია კავშირი კვებას, ნერვულ სისტემასა და იმუნურ სისტემას შორის.

დადგენილია, რომ ნებისმიერი პროდუქტი, რომელიც ანთებას ხელს უწყობს, ბავშვის ნერვულ სისტემას, თავის ტვინსა და მის განვითარებასაც აზარალებს. მეორე მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. შესაბამისად, ასუსტებს ბავშვის იმუნურ პასუხს სხვადასხვა გამოწვევაზე. ყველა ის პროდუქტი, რომლებიც კალორიებითაა დატვირთული, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბია, პრობლემაა ნერვული სისტემის განვითარებისთვის, თავის ტვინისთვის, შემეცნებისა და რასაკვირველია, იმუნური სისტემისთვის.

როდესაც კვება კალორიებით მდიდარია, მაგრამ საკვები ნივთიერებებით ღარიბი, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომელი ნივთიერებებით იტვირთება ასეთ დროს ბავშვის ორგანიზმი. ესენია:

  • ბევრი შაქარი,
  • ბევრი მარილი,
  • ბევრი ცხიმი.

ბავშვებს უყვართ: ჩიფსი, ბურბუშელა, ხრაშუნა პოპკორნი, სხვადასხვა სახის ტკბილეული, პურ-ფუნთუშეული, სწრაფი კვების პროდუქტები. ეს ტვინის განვითარებისთვის, იმუნიტეტისთვის ერთხელ მოხმარებით პრობლემას არ შექმნის. ჯანმრთელი ბავშვებისთვის ხანდახან ასეთი პროდუქტების გამოყენება შესაძლებელია.  როდესაც სისტემატურ, არარაციონალურ, დიდი რაოდენობით გამოყენებაზე ვსაუბრობთ, მაშინ რისკი ცალსახაა. ეს ყველაფერი ბავშვის ჯანმრთელობაზე, თავის ტვინსა და იმუნურ სისტემაზე აუცილებლად აისახება.

ცილას “სიცოცხლის მოლეკულას”ეძახიან, რომელიც სჭირდება იმუნიტეტსაც და თავის ტვინსაც. ცილა, სწორად შერჩეული ნახშირწყლები, თუთია იმუნიტეტსაც და თავის ტვინის განვითარებასაც სჭირდება.

უნდა გავითვალისწინოთ B ჯგუფის ვიტამინები. A ვიტამინი და მისი წინამორბედი ნივთიერებები, რომელთა არსებობაც საკვებში ტვინსაც სჭირდება და იმუნიტეტსაც.

რკინა და ქოლინი. თავის ტვინის, ბავშვის ნერვული სისტემის სრულფასოვანი განვითარების, ზრდასრულ ასაკში საღი, ადეკვატური აზროვნება, სწორი შემეცნება რომ გვქონდეს, რკინა და მისი შესაბამისი მოხმარება გვჭირდება.

  ონში ბავშვთა სტომატოლოგიური კაბინეტი ბავშვებს უფასო სტომატოლოგიურ მომსახურებას გაუწევს

რკინა ძირითადად, ცხოველური წარმოშობის პროდუქტებშია – წითელი ხორცის შემადგენლობაში არსებული რკინა, რომელშიც საქონლის, ფრინველის ხორცი იგულისხმება. რკინა გარკვეული რაოდენობით არის თევზსა და კვერცხშიც. რკინა გვხვდება გამომშრალ პროდუქტებში, – ლობიოში, სხვადასხვა სახის თესლში, გაღვივებული ხორბლის პროდუქტებში, – ხალგაზრდა ჯეჯილში, ან გაღვივებისთანავე გამოყენებულ ხორბალში. გამომშრალი ყურძენი – ქიშმიში. ქლიავის ჩირი, გარგრის ჩირი –  მათთან ერთად, ისეთი პროდუქტების გამოყენება, როგორებიცაა, მაგალითად, ისპანახი, ან სეზონურად მიწასთან ახლოს მზარდი ბოსტნეული, რომლების დიდი რაოდენობით C ვიტამინს შეიცავს, ეს კი რკინის შეთვისებაში გვეხმარება.

ქოლინი სასიცოცხლოდ აუცილებელი ნივთიერებაა, რომელიც დიდი რაოდენობითაა წითელ ხორცსა და ფრინველის ხორცში. რეკორდულად დიდი რაოდენობითაა კვერცხში, მცირე რაოდენობითაა თევზშიც. მისი მიღება მიზანშეწონილია C ვიტამინისა და ანტიოქსიდანტების შემცველ პროდუქტებთან ერთად.“

 

#datashvil#drpkhakadze#sheniganatleba#sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights