სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისხვა-ამბებირატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე - რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი...

რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე – რა პრობლემებს უქმნის ქალის გულს ნევროზი და დეპრესია

რატომ მწვავდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები გაზაფხულზე;

რა სიმპტომებია ძირითადად გამოხატული;

გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” საუბრობს კარდიოლოგი ნინო ჟვანია:

„ორგანიზმი ზამთრის შემდეგ დაღლილია, ამ პერიოდის მანძილზე ადამიანი ნაკლებს მოძრაობს, ნაკლებად გადის გარეთ, ნაკლებად იღებს მზის სხივებს. მზის სხივები ჰორმონი სეროტონინის გამომუშავებას უწყობენ ხელს. ეს სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ხელს უწყობენ დოფამინის გამომუშავებას, რომელიც ასევე სიხარულის ჰორმონადაა ცნობილი. ამიტომ ადამიანი დეპრესიისადმია განწყობილი“, – განაცხადა კარდიოლოგმა ნინო ჟვანიამ.

მისი თქმით, ზამთრის მანძილზე ნაკლები რაოდენობით ვიღებთ ხილს, ბოსტნეულს, რომლებიც ვიტამინებს შეიცავს.

„ზაფხულისთვის მრავალი დაავადების გამწვავება ხდება. ეს მხოლოდ გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს არ ეხება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა ალერგიაცა. არტერიული ჰიპერტენზია მწვავდება, წნევა იმატებს, სტენოკარდიის შეტევები ხშირდება.

დადგინდა, რომ ნევროზი, ანუ ნერვული დაძაბულობა, სტრესი ქალბატონებში მიკროვასკულარულ სტენოკარდიას განაპირობებს, ქალები და მამაკაცები სტრესზე სხვადასხვანაირად რეაგირებენ.

ქალებში მეტი რაოდენობით გამოიყოფა ნივთიერება, რომელიც კორონარულ სისხლძარღვებს ავიწროებს და ქალებში უფრო ხშირად ვითარდება ე.წ. მიკროვასკულარული სტენოკარდია, რაც წვრილი სისხლძარღვების შევიწროებას მოიცავს. დიაგნოსტირებაც ძალიან ძნელია“, – აღნიშნა ნინო ჟვანიამ.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights