სამშაბათი, აპრილი 1, 2025
მთავარიშენი ექიმირა არის გლაუკომა, რა იწვევს გლაუკომას?

რა არის გლაუკომა, რა იწვევს გლაუკომას?

გლაუკომა არის დაავადებათა ჯგუფი, რომელიც გამოწვეული შიდა თვალის წნევით, აზიანებს ოპტიკურ ნერვს და შესაძლოა მხედველობის დაქვეითებისა და მისი სრულად დაკარგვის მიზეზი გახდეს. გლაუკომა სიბრმავის გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია და მოზრდილ ასაკში უფრო ხშირია, თუმცა შესაძლოა ნებისმიერ ადამიანს დაემართოს. გლაუკომის სიმპტომები პაციენტისთვის შესამჩნევი არ არის დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე და საკმაოდ გვიან გამოვლინდება. გლაუკომის მიერ გამოწვეული მხედველობის დაქვეითება არ ექვემდებარება აღდგენას და ამიტომაც მნიშვნელოვანია თვალის შიდა წნევის პერიოდული მონიტორინგი. დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის შემთხვევაში შესაძლებელია მხედველობის შენარჩუნება.

გლაუკომა შესაძლოა იყოს რამდენიმე ტიპის:
• ღიაკუთხოვანი გლაუკომა

• დახურულკუთხოვანი გლაუკომა

• მეორადი გლაუკომა სამედიცინო შუნტით

• ნორმალური წნევის გლაუკომა

• თანდაყოლილი გლაუკომა

• პიგმენტური გლაუკომა

• აქერცვლითი გლაუკომა

• ტრავმატული გლაუკომა
თქვენ შესაძლოა გქონდეთ გლაუკომა თუ:

ღიაკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში

• მხედველობაში ხელს გიშლით მხედველობის პერიფერიულ ან ცენტრალურ არეალში არსებული ლაქები (ხშირად ორივე თვალში)

• გაქვთ ე.წ. გვირაბის ხედვა დახურულკუთხოვანი გლაუკომის შემთხვევაში

• ძლიერი თავის ტკივილი

• თვალის ტკივილი

• გულისრევა

• დაბინდული მხედველობა

• თვალის სიწითლე

გასათვალისწინებელია, რომ გლაუკომის სიმპტომები დამოკიდებულია გლაუკომის ტიპსა და მისი განვითარების ეტაპზე.

რა სახის მკურნალობის ჩატარებაა შესაძლებელი?

რამდენადაც გლაუკომა შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტიპის, შესაბამისად მკურნალობა დამოკიდებულია გლაუკომის ტიპის ზუსტ დიაგნოსტირებაზე. გლაუკომა უმეტეს შემთხვევაში ქრონიკული დაავადებაა და მის ყველა ტიპს ოპტიკური ნერვის დაზიანება ახასიათებს, რაც გამოწვეულია თვალის შიდა წნევის მომატებით. ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში ყველა ტიპის გლაუკომის მკურნალობაა შესაძლებელი.

როდის მივმართოთ ექიმს

• მიმართეთ ექიმს, როდესაც შეამჩნევთ მხედველობის ცვლილებას.

• თუ იგრძენით ძლიერი თავის ტკივილი, თვალის ტკივილი ან მხედველობის დაბინდვა, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.

რა იწვევს გლაუკომას?

გლაუკომა გამოწვეულია ოპტიკური ნერვის დაზიანებით. ნერვის მდგომარეობა თანდათანობით უარესდება და მხედველობის არეალში ჩნდება ლაქები. ნერვის დაზიანება კი ძირითადად დაკავშირებულია თვალის მაღალ წნევასთან. ცნობილია, რომ გლაუკომა გენეტიკური დაავადებაა და მემკვიდრეობით გადაეცემა.

  რა არის ჩრდილოეთის ციალი

ვის შეიძლება დაემართოს გლაუკომა

არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს გლაუკომის განვითარებას:

• ინტრაოკულარული წნევა (შიდა თვალის წნევა)

• ასაკი 60+

• გენეტიკა – წინაპრების ჯანმრთელობის მდგომარეობა

• დიაბეტი

• გულის დაავადებები

• თვალის დაავადებები, როგორიც არის მიოპია (ახლომხედველობა)

• თვალის დაზიანება / თვალის ტრავმა

• კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება, განსაკუთრებით თვალის წვეთების

გლაუკომის პრევენცია

გლაუკომის პრევენცია საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელია ადრეული დიაგნოსტიკა და პროგრესის შენელება.

• მიმართეთ ექიმს რეგულარულად – საჭიროა სისტემატიური ოფთალმოლოგიური მეთვალყურეობა

• მიაქციეთ ყურადღება გენეტიკას – გამოიკვლიეთ აწუხებთ ან აწუხებდათ თუ არა გლაუკომა თქვენს წინაპრებს

• ივარჯიშეთ უსაფრთხოდ – რეგულარული და ზომიერი ვარჯიშის შედეგად შესაძლებელია თვალის შიდა წნევის შემცირება და შესაბამისად, გლაუკომის პრევენციაც

• შეასრულეთ ექიმის დანიშნულება – რეგულარულად გამოიყენეთ ექიმის მიერ დანიშნული თვალის წვეთები

• დაიცავით თვალი – ატარეთ თვალის დამცავი საშუალებები, როდესაც ხართ დაკავებული რაიმე ხელსაქმით, ხელსაწყოებით ან სპორტით

გლაუკომის მკურნალობა ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში

ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრს გლაუკომის მკურნალობის უდიდესი გამოცდილება გააჩნია, რომლის გამოცდილი ოფთალმოლოგები მკურნალობის პროცესს უახლესი ტექნიკით აღჭურვილი აპარატურით უზრუნველყოფენ. ულტრათანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურის საშუალებით ხდება მხედველობის კომპიუტერიზებული ტესტირება, ოპტიკური ნერვის ვიზუალიზაცია, სისხლის მიმოქცევის ხარისხის ტესტირება და პაციენტებისთვის სხვა სპეციალიზებული გამოკვლევების ჩატარება.

ნიუ ჰოსპიტალსში არსებული კარლ ცაისის (Carl Zeiss) თანამედროვე ტექნიკის დახმარებით შესაძლებელია გლაუკომის დიაგნოსტიკა ადრეულ სტადიაში, რამდენიმე წლით ადრე, ვიდრე პაციენტისთვის რაიმე სახის შესამჩნევი სიმპტომი გამოვლინდება. ადრეული დიაგნოსტირების საშუალებით შესაძლებელია მკურნალობის ოპტიმალური მეთოდის შერჩევა და პაციენტისთვის პოტენციურად სიბრმავის გამომწვევი მიზეზის მკურნალობა.

ნიუ ჰოსპიტალსში ასევე ხელმისაწვდომია ინოვაციური ხელსაწყოები – ალკონის (Alcon) გლაუკომის მინი შუნტები, რაც აუმჯობესებს ტრადიციული ტრაბეკულექტომიის პროცედურის ხარისხს, ამცირებს ინტრაოკულარულ (შიდა თვალის) წნევას და ამცირებს ოპერაციის შემდგომი გართულებების რისკს.

 

  ადამიანის სხეულის საოცარი რიცხვები
მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

მესტრე: მშვიდი იტალიური ქალაქი ვენეციის ქაოსს მიღმა

1 April, 2025
„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

„ცხრა წელი ვიცხოვრეთ ერთად და მიღალატა… მეორედ სხვის ჯინაზე გავთხოვდი – ნინო კობერიძე

1 აპრილი 2025
პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

პრაქტიკული და სასარგებლო თვისებები, რაც ხალიჩის შესახებ არ იცოდით

აპრილი 1, 2025
სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

სურსათის ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს – „გამოვლინდა გაურკვეველი წარმომავლობის ხორცი“

აპრილი 1, 2025
“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

“ერთადერთი ვაჟი ვერ გადაარჩინა” – ჯუნა დავითაშვილის ტრაგიკული ბედი, დაწყევლილი მემკვიდრეობა და წარუმატებელი ქორწინება ქართველ საჯარო მოხელესთან

21 თებერვალი 2025
თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

თბილისში ორი ახალი მეტროსადგურის მშენებლობა იგეგმება

აპრილი 1, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

ქართული ტრადიციული კერძები. რა ხდის ქართულ ტრადიციულ სამზარეულოს უნიკალურს?

აპრილი 1, 2025
დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

დალი ჩიტალაძე 62 წლის გახდა,

აპრილი 1, 2025

ქართველი ემიგრანტების წარმატების ისტორიები: მსოფლიო ასპარეზზე გაბრწყინება

1 აპრილი 2025
მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

მეტეხის ხიდიდან მთაწმინდამდე – თბილისის ისტორია ფეხით

აპრილი 1, 2025
ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

ტომ კრუზის ცნობილი კადრი ლეგოს კუბიკებით გაცოცხლდა — „შეუსრულებელი მისია“ LEGO Ideas-ზე

მარტი 31, 2025
მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

მედიაჰოლდინგი “შენი”, გიორგი ფხაკაძის ხელმძღვანელობით, 30M+ ნახვით, საქართველოში ლიდერი, დამოუკიდებელი მედიაა

თებერვალი 4, 2025
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights