პარასკევი, იანვარი 31, 2025
მთავარიშენი ექიმიწარმატებით დასრულდა - GM PHARMA უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

წარმატებით დასრულდა – GM PHARMA უწყვეტ ტექნოლოგიურ განვითარებას აგრძელებს

GM PHARMA-მ თბილისის საწარმოში შვეიცარიული ტექნოლოგიური კომპანია GERTEIS-ისგან შეძენილი მშრალი გრანულაციის მანქანა-დანადგარის – MINI-PACTOR® – ინსტალაცია დაასრულა. დანადგარი GERTEIS-იდან სპეციალურად ჩამოსულმა წარმომადგენელმა ჩვენი კომპანიის პროცესის ინჟინრებთან, ტექნიკოსებთან და წარმოების სპეციალისტებთან ერთად დაამონტაჟა. წარმატებით დასრულდა აღნიშნული დანადგარის ე.წ. SAT (Site Acceptance Test) პროცესიც.

ფარმაცევტულ ინდუსტრიაში MINI-PACTOR® ფართოდ გამოიყენება როგორც ახალი წამლების განვითარებისთვის, ისე წარმოების მოცულობის გასაზრდელად. დანადგარს საწარმოო სიმძლავრის ფართო ამპლიტუდა გააჩნია, კერძოდ – 10 გრამიდან 100 კგ-მდე საათში, რაც მას იდეალურ მშრალ გრანულატორად აქცევს და მისი, როგორც განვითარების ეტაპზე, ისე წარმოებაში თანაბრად გამოყენების შესაძლებლობას იძლევა.

GM PHARMA-ს კვლევა-განვითარების განყოფილებას სამომავლო გეგმებში ისეთი პრეპარატების შექმნა-განვითარება აქვს, რომლებსაც სწორედ MINI-PACTOR® დასჭირდება. აღნიშნული დანადგარი მნიშვნელოვნად გაზრდის GM PHARMA-ში წარმოებული მედიკამენტების ჩამონათვალს. მაგალითად, ესენია პროლონგირებული ანუ გახანგრძლივებული გამოთავისუფლების პრეპარატები, რადგან სწორედ MINI-PACTOR® უზრუნველყოფს წამლის ნაწილაკების ისეთ გადანაწილებას და ზომას, ასევე შუალედურ ფარმაცევტულ პროდუქტში დამხმარე ნივთიერების ისეთ ჩართვას, რომ წამლის მზა ფორმაში აქტიური ნივთიერების გახანგრძლივებული გამოთავისუფლება მივიღოთ, რაც მედიკამენტის დღე-ღამეში ერთჯერადი დოზირების შესაძლებლობას ქმნის. MINI-PACTOR® საშუალებას იძლევა, კომპანიამ შექმნას და აწარმოოს ტენისადმი და სითბოსადმი მგრძნობიარე მედიკამენტები, რომელთა წარმოება სველი გრანულაციით თითქმის შეუძლებელია; ასევე არსებობს ისეთი ფარმაცევტული სუბსტანციები, რომლებსაც დაბალი ლღობის ტემპერატურა აქვთ და მშრალი გრანულაციის აღნიშნული დანადგარი ასეთი სუბსტანციების შემცველი პრეპარატების წარმოებაშიც გამოიყენება.

MINI-PACTOR® აუმჯობესებს ისეთი აქტიური სუბსტანციებისგან მიღებული შუალედური ფარმაცევტული პროდუქტის დენადობას, რომლებიც ორგანულად ხასიათდებიან ცუდი დენადობით ან ნაწილაკების დაბალი ზომით გამოირჩევიან და მშრალი გრანულატორის გამოყენების გარეშე, ასეთი სუბსტანციებისა და შუალედური ბალკის დატაბლეტება ან კაფსულირება თითქმის შეუძლებელია. ასევე აქტიურად მოხდება MINI-PACTOR®-ის გამოყენება ისეთი პრეპარატების წარმოებაში, სადაც აქტიური ნივთიერების შემცველობა ტაბლეტის სრული მასის 20%-ზე ნაკლებია; ასეთ პრეპარატებში მშრალი გრანულაციის აპარატი დოზირებისა და მასის ერთგვაროვნებას უზრუნველყოფს.

GERTEIS არის პრემიუმ ხარისხის მშრალი გრანულაციის მოწყობილობების მწარმოებელი ბაზრის ლიდერი კომპანია. იგი თანამშრომლობს ისეთ წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან, როგორიცაა Pfizer, Bayer, GSK, Roche და სხვ.

GM PHARMA ფოკუსირებულია ფარმაცევტულ წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებაზე, წარმოების უახლესი მეთოდოლოგიების დანერგვასა და თანამედროვე მედიცინისათვის აქტუალური პროდუქტების შექმნა-განვითარებაზე.

GM PHARMA-ს პრეპარატების ჩამონათვალშია თანამედროვე, ინოვაციური მედიკამენტები, რომლებიც უკანასკნელი წლების თერაპიული სქემებით და გაიდლაინებით არის მოწოდებული.

GM PHARMA-ს მედიკამენტებს და საკვებ დანამატებს საქართველოსა და კომპანიის საერთაშორისო ბაზრებზე (საექსპორტო ქვეყნებში) დაახლოებით 12 მილიონი პაციენტი იღებს ყოველწლიურად, რაც მომხმარებლებისა და ჯანდაცვის სპეციალისტების მხრიდან კომპანიის აღიარებაზე მეტყველებს.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

ბრაგა: პორტუგალიის უძველესი ქალაქი ულამაზესი ბაღებით და სასახლეებით

28 January, 2025
ლოზანის საავადმყოფო წამალს ფეკალური ბაქტერიებისგან ამზადებს

ლოზანის საავადმყოფო წამალს ფეკალური ბაქტერიებისგან ამზადებს

30 იანვარი 2025
რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

რა უნდა გავითვალისწინოთ სასადილო მაგიდის არჩევისას

იანვარი 30, 2025
ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

ბაზარზე რძის პასტისგან წარმოებული ყველის რაოდენობამ იმატა

იანვარი 30, 2025
რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

რეპროდუქტოლოგი სწორი კვების ფორმულას გვიზიარებს

23 იანვარი 2025
საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა განცხადებას ავრცელებს

იანვარი 30, 2025
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
თევზი ნიგვზის საწებლით

თევზი ნიგვზის საწებლით

იანვარი 30, 2025
ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

ძილის გაუმჯობესების 5 რჩევა პროფესორ გიორგი ფხაკაძისგან

იანვარი 30, 2025
ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

ქ. ბერლინში, საერთაშორისო გამოფენაზე „მწვანე კვირეული“ ქართული სტენდი იყო წარმოდგენილი

29 იანვარი 2025
თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

თბილისის სატელევიზიო ანძა ზურმუხტისფრად განათდა, რაც საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეს უკავშირდება

იანვარი 30, 2025
Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

Instagram-ის ახალი ფუნქცია — თქვენს რომელ აქტივობას ნახავენ მეგობრები

იანვარი 30, 2025
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights