ორშაბათი, აპრილი 21, 2025
მთავარიშენი ექიმისანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები - სიმ­პტო­მე­ბი, დი­აგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა...

სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები – სიმ­პტო­მე­ბი, დი­აგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა…

სანაღვლე სადინარებისა და ნაღვლის ბუშტის სიმსივნეები

სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბი­სა ან ნაღ­ვლის ბუშ­ტის კი­ბო იშ­ვი­ა­თი­ა.

ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ით შე­იძ­ლე­ბა სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რებ­ში ან ნაღ­ვლის ბუშ­ტში არ­სე­ბუ­ლი სიმ­სივ­ნის დად­გე­ნა.

ასე­თი კი­ბო, ჩვე­უ­ლებ­რივ, სიკ­ვდილს იწ­ვევს, მაგ­რამ სიმ­პტო­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი­ა.

სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბის კი­ბო (ქო­ლან­გი­ო­კა­რ­ცი­ნო­მა) შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­იქ­მნას ბი­ლი­ა­რუ­ლი ტრაქ­ტის ნე­ბის­მი­ერ ად­გი­ლას, გან­სა­კუთ­რე­ბით ღვიძ­ლის გა­რეთ, სა­დაც ის შე­დის წვრილ ნაწ­ლავ­ში. მან შე­იძ­ლე­ბა გა­არ­თუ­ლოს პირ­ვე­ლა­დი მას­კლე­რო­ზე­ბე­ლი ქო­ლან­გი­ტი.

ნაღ­ვლის ბუშ­ტის კი­ბო იშ­ვი­ა­თი­ა. ნაღ­ვლის ბუშ­ტის კი­ბოს მქო­ნე თით­ქმის ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს ნაღ­ვლის ბუშ­ტის კენ­ჭე­ბი. ასე­თი კი­ბოს გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დეგ ადა­მი­ა­ნე­ბი მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე ცოცხ­ლო­ბენ.

ნაღ­ვლის ბუშ­ტში შე­იძ­ლე­ბა გან­ვი­თარ­დეს პო­ლი­პე­ბი, რომ­ლე­ბიც ქსო­ვი­ლის კე­თილ­თვი­სე­ბი­ა­ნი გა­მო­ნა­ზარ­დე­ბი­ა. ისი­ნი იშ­ვი­ა­თად იწ­ვე­ვენ სიმ­პტო­მებს და იშ­ვი­ა­თად სა­ჭი­რო­ე­ბენ მკურ­ნა­ლო­ბას. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ის დროს გა­მოკ­ვლე­უ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის 5%-ს ნაღ­ვლის ბუშ­ტის პო­ლი­პე­ბის არ­სე­ბო­ბა უდ­გინ­დე­ბა.

ზოგ­ჯერ სიმ­სივ­ნე აფერ­ხებს ნაღ­ვლის დი­ნე­ბას, მაგ­რამ ბლო­კა­დე­ბის უმე­ტე­სო­ბა გა­მოწ­ვე­უ­ლია კენ­ჭე­ბით. უფ­რო იშ­ვი­ა­თად, სიმ­სივ­ნე სხე­უ­ლის ნე­ბის­მი­ე­რი ნა­წი­ლი­დან შე­იძ­ლე­ბა გავ­რცელ­დეს მე­ზო­ბელ სტრუქ­ტუ­რებ­ში ან ახ­ლომ­დე­ბა­რე ლიმ­ფურ კვან­ძებ­ში და გა­მო­იწ­ვი­ოს დახ­შო­ბა. დახ­შო­ბა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­იწ­ვი­ოს სა­ნაღ­ვლე გზე­ბის კე­თილ­თვი­სე­ბი­ან­მა სიმ­სივ­ნე­ებ­მაც.

სიმ­პტო­მე­ბი

  • ად­რე­ულ სიმ­პტო­მებს მი­ე­კუთ­ვნე­ბა:
  • სიყ­ვით­ლის გა­უ­ა­რე­სე­ბა (კა­ნი­სა და თვა­ლის თეთ­რი ნა­წი­ლის მოყ­ვი­თა­ლოდ შე­ფერ­ვა);
  • დის­კომ­ფორ­ტის შეგ­რძნე­ბა მუ­ცელ­ში;
  • უმა­დო­ბა;
  •  წო­ნა­ში კლე­ბა;
  • ქა­ვი­ლი;

სიმ­პტო­მე­ბი თან­და­თა­ნო­ბით უა­რეს­დე­ბა. მუ­ცლის ტკი­ვი­ლი შე­საძ­ლოა ძლი­ე­რი და მუდ­მივი გახ­დეს, რაც, ჩვე­უ­ლებ­რივ, სა­ნაღ­ვლე გზე­ბის დახ­შო­ბით არის გა­მოწ­ვე­უ­ლი. ადა­მი­ა­ნე­ბი გრძნო­ბენ დის­კომ­ფორტს და დაღ­ლი­ლო­ბას. მათ შე­იძ­ლე­ბა შე­იგ­რძნონ წარ­მო­ნაქ­მნის არ­სე­ბო­ბა მუ­ცელ­ში.

დი­აგ­ნო­ზი

ექი­მებს ეჭ­ვი მი­აქვთ სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რის კი­ბო­ზე, რო­დე­საც ვერ დგინ­დე­ბა სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რის დახ­შო­ბის სხვა მი­ზე­ზი, გან­სა­კუთ­რე­ბით იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, რომ­ლებ­საც აქვთ პირ­ვე­ლა­დი მას­კლე­რო­ზე­ბე­ლი ქო­ლან­გი­ტი. ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფია არის პირ­ვე­ლი კვლე­ვა სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რებ­ში სიმ­სივ­ნის დად­გე­ნის­თვის. მის ნაც­ვლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ტარ­დეს მაგ­ნი­ტურ­-რე­ზო­ნან­სუ­ლი ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ა­ტოგ­რა­ფია (MღჩP) ან კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი ტო­მოგ­რა­ფია (კტ/ჩთ).

თუ კი­ბო აღ­მოჩ­ნდა, ექი­მე­ბი სიმ­სივ­ნი­დან იღე­ბენ ქსო­ვი­ლის ნი­მუშს თხე­ლი ნემ­სით, რო­მე­ლიც კა­ნის გავ­ლით შეჰ­ყავთ ორ­გა­ნო­ში. ნემ­სის შეყ­ვა­ნა კონ­ტროლ­დე­ბა ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ით ან კტ-თი. გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­სა და ქსო­ვი­ლის ნი­მუ­შის მო­სა­პო­ვებ­ლად შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბულ იქ­ნეს ენ­დოს­კო­პი­უ­რი რეტ­როგ­რა­დუ­ლი ქო­ლან­გი­ო­პან­კრე­ა­ტოგ­რა­ფია (EღჩP), რომ­ლის დრო­საც დრე­კა­დი, და­სათ­ვა­ლი­ე­რე­ბე­ლი მი­ლი პი­რის ღრუს გავ­ლით წვრილ ნაწ­ლავ­ში შეჰ­ყავთ.

  მკერდის კიბოს დიაგნოზირება, ნერწყვის ნიმუშით, ხუთ წუთში იქნება შესაძლებელი

თუ ეჭ­ვი აქვთ ნაღ­ვლის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნის არ­სე­ბო­ბა­ზე, ატა­რე­ბენ კტ გა­მოკ­ვლე­ვას. ის ულ­ტრა­სო­ნოგ­რა­ფი­ა­ზე მე­ტად ინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი­ა.

მკურ­ნა­ლო­ბა

სა­ნაღ­ვლე სა­დი­ნა­რე­ბი­სა ან ნაღ­ვლის ბუშ­ტის სიმ­სივ­ნე­ე­ბის უმე­ტე­სო­ბა სა­სიკ­ვდი­ლო­ა, მაგ­რამ მკურ­ნა­ლო­ბა გვეხ­მა­რე­ბა სიმ­პტო­მე­ბის კონ­ტ­რ­ო­ლ­ში.

სა­დი­ნარ­ში ჩად­გმუ­ლი მი­ლე­ბი (სტენ­ტე­ბი) შე­საძ­ლებ­ლო­ბას აძ­ლე­ვენ ნაღ­ველს, გა­აგ­რძე­ლოს დახ­შულ ნა­წილ­ში დი­ნე­ბა. ეს პრო­ცე­დუ­რა ხელს უწყ­ობს ტკი­ვი­ლის კონ­ტროლ­სა და ქა­ვი­ლის შემ­ცი­რე­ბას. დახ­შუ­ლი ნა­წი­ლე­ბის გახ­სნა შე­საძ­ლე­ბე­ლია EღჩP-ს დროს.

შე­საძ­ლე­ბე­ლია ავ­თვი­სე­ბი­ა­ნი სიმ­სივ­ნის ამო­მ­კვე­თი ოპე­რა­ცი­ის ჩა­ტა­რე­ბა, მაგ­რამ, ჩვე­უ­ლებ­რივ, სიმ­სივ­ნის სრუ­ლი ამოკ­ვე­თა ვერ ხერ­ხდე­ბა. ქო­ლან­გი­ო­კარ­ცი­ნო­მის ქი­მი­ო­თე­რა­პი­უ­ლი ან რა­დი­ა­ცი­უ­ლი მკურ­ნა­ლო­ბა შეს­წავ­ლის სტა­დი­ა­ში­ა. თუ სიმ­სივ­ნე გავ­რცელ­და სხე­უ­ლის სხვა ნა­წი­ლი­დან (მე­ტას­ტა­ზი), ქი­მი­ო­თე­რა­პი­ამ შე­იძ­ლე­ბა სიმ­პტო­მე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა უზ­რუნ­ველ­ყოს; თუმ­ცა, ის მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არ ზრდის სი­ცოცხ­ლის ხან­გრძლი­ვო­ბას.

ნაღ­ვლის ბუშ­ტის კი­ბო ძალ­ზე ად­რე­ულ სტა­დი­ა­ში, რო­მელ­საც აღ­მო­ა­ჩე­ნენ ნაღ­ვლის კენ­ჭე­ბ­ზე ოპე­რა­ცი­ის დროს, შე­იძ­ლე­ბა გა­ნი­კურ­ნოს ნაღ­ვლის ბუშ­ტის ამოკ­ვე­თით.

წყარო: ჯანმრთელობის ენციკლოპედია. მერკის სახელმძღვანელო:
ჯანმრთელობის საშინაო ცნობარი. (გამომცემლობა პალიტრა L)

შე­შუ­პე­ბა, და­ბუ­ჟე­ბა და კა­ნის ფე­რის შეც­ვლა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights