სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიაღმოაჩინეს აკნეს სამკურნალო საშუალებებში კიბოს გამომწვევი ქიმიკატები

აღმოაჩინეს აკნეს სამკურნალო საშუალებებში კიბოს გამომწვევი ქიმიკატები

აკნეს სამკურნალო საშუალებებში კიბოს გამომწვევი ქიმიკატები აღმოაჩინეს.  მკვლევრებმა კანცეროგენი ბენზოლი იპოვეს აკნეს პოპულარულ სამკურნალო საშუალებებში, რომლებიც შეიცავს ბენზოილ პეროქსიდს.

კანცეროგენი აღმოჩნდა ცნობილი ბრენდების პროდუქტებში, როგორიცაა Clearasil, Clinique და Up & Up, Target-ის სილამაზის ხაზი.

კლივლენდის კლინიკის თანახმად, ბენზოილის პეროქსიდი ეფექტურია აკნეს სამკურნალოდ, რადგან ის „მოქმედებს ანთების წინააღმდეგ და კლავს ან ხელს უშლის ბაქტერიების ზრდას თქვენს კანზე“.

თუმცა, Vailsure-ის თანახმად, მას ასევე შეუძლია შექმნას კანცეროგენი ბენზოლი გარკვეულ პირობებში.

ამ აღმოჩენას გამოეხმაურა ფირმის წარმომადგენელიც.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ Clearasil-ის ყველა პროდუქტი, როდესაც გამოიყენება და ინახება ისე, როგორც მითითებულია მათ ეტიკეტზე, უსაფრთხოა. ჩვენი პროდუქციის უსაფრთხოება და ხარისხი ჩვენი მთავარი პრიორიტეტია და მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მარეგულირებლებთან მთელს მსოფლიოში. დამოუკიდებელი ლაბორატორიის მიერ წარმოდგენილი დასკვნები ასახავს არარეალურ სცენარებს“,- ამბობს Clearasil-ის წარმომადგენელი.

ბენზოლი ასევე აღმოაჩინეს Proactiv-ში, PanOxyl-ში, Walgreens-ის აკნეს საპონში და Walmart’s Equate Beauty აკნე კრემში.

კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტომ და EPA-მ დაადგინეს, რომ ბენზოლი ადამიანისთვის კანცეროგენულია. ბენზოლის ზემოქმედება შესაძლოა საზიანო იყოს რეპროდუქციული ორგანოებისთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #shenipulsi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights