მეცნიერებმა შექმნეს მედიკამენტი მეზოთელიომის, ანუ აზბესტთან დაკავშირებული კიბოს, სამკურნალოდ.
ცდა ლონდონის დედოფალ მერის სახელობის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარდა. საერთაშორისო დონის ცდა ხუთ ქვეყანას მოიცავდა. ახალი მედიკამენტი სიმსივნისთვის საკვების მიწოდებას წყვეტს, ოთხჯერ გაიზარდა გადარჩენის სამწლიანი მაჩვენებელი.
შედეგები ჟურნალ JAMA Oncology-ში გამოქვეყნდა.
პაციენტს, რომელსაც უტხრეს, რომ ოთხი თვე იცოცხლებდა, განაცხადა, რომ ამ ცდამ შეცვალა მეზოთელიომის მქონე ადამიანების ცხოვრება.
„ამ ცდამ შეცვალა მეზოთელიომის მქონე ადამიანების ცხოვრება. ის საშუალებას გვაძლევს, უფრო დიდხანს ვიცხოვროთ“, – განაცხადა პაციენტმა, რომელიც ცდაში მონაწილეობის შედეგად ხუთი წლის შემდეგაც ცოცხალია.
ექსპერტები აცხადებენ, რომ გარღვევა მნიშვნელოვანია, რადგან მეზოთელიომას აქვს გადარჩენის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი. ახალი პრეპარატი, ADI-PEG20 (პეგარგიმინაზა), ბოლო 20 წლის განმავლობაში პირველი ისეთი მედიკამენტია, რომლის შერწყმაც ქიმიოთერაპიასთან წარმატებით ხორციელდება.
კვლევაში მონაწილეობდნენ პაციენტები დიდი ბრიტანეთიდან, აშშ-დან, ავსტრალიიდან, იტალიიდან და ტაივანიდან და მას ხელმძღვანელობდა პროფესორი პიტერ შლოსარეკი. თითოეულ პაციენტ ყოველ სამ კვირაში 6-კვირიანი ქიმიოთერაპიის კურსი უტარდებოდა. ორი წლის განმავლობაში ცდაში ჩართული პაციენტების ნახევარს, პარალელურად, ახალი მედიკამენტის ინექციებსაც უკეთებდნენ, ხოლო მეორე ნახევარს პლაცებოს.
კვლევა 2017-2021 წლებში ხუთი ქვეყნის 43 ცენტრში ჩატარდა.
„კვლევამ აჩვენა, რომ პეგარგიმინაზა-ქიმიოთერაპიამ მნიშვნელოვნად გაზარდა გადარჩენის საშუალო მაჩვენებელი 1,6 თვით და გააოთხმაგა სიცოცხლის ხანგრძლივობა პლაცებო-ქიმიოთერაპიასთან შედარებით“, – აცხადებენ კვლევის ავტორები.
ექსპერტებს იმედი აქვთ, რომ მომავალში ეს მკურნალობა ხელმისაწვდომი გახდება ყველა პაციენტისთვის.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები