სამშაბათი, ნოემბერი 26, 2024
მთავარისხვა-ამბები„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება"

„ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება”

ბავშვებისთვის ფეხშიშველი სიარული საუკეთესო რამ არის, რადგან ამ დროს ტერფი ოპტიმალურად სტიმულირება, რაც საბოლოო ჯამში თავის ტვინს ავარჯიშებს და უბიძგებს, რომ მან სასიარულოდ სწორი და ბუნებრივი იმპულსები გამოსცეს.

ექიმმა, გიორგი ღოღობერიძემ გადაცემაში – “მთავარი დიაგნოზი” ისიაუბრა, რატომ არის ბავშვისთვის სახლში ფეხშიშველი სიარული სასარგებლო და რა გავლენას ახდენს ეს ფაქტი მის იმუნურ სისტემასა და ჯანმრთელობაზე:

„რამდენად მართალია ის ფაქტი, – თუ ბავშვს ფეხზე ჩააცმევთ, ეს მას უფრო წაადგება, ხოლო ფეხშიშველი სიარული ზიანს მოუტანს? ეს არის აბსოლუტური სიცრუე. პირიქით, ბავშვისთვის უკეთესია, ფეხზე რომ არ ეცვას და სახლში, პირველი ნაბიჯებით დაწყებული, მომდევნოთი დამთავრებული, ფეხშიშველმა იაროს.

2018 წელს გერმანელი და აფრიკელი ბავშვების განვითარების ინდექსები შეადარეს. გერმანიაში, სადაც ბავშვებს ფეხსაცმელები ეცვათ და ასე ვითარდებოდნენ და აფრიკაში, სადაც ბავშვებს არ ჰქონდათ ფეხსაცმელი, წარმატების მიღწევის შანსი ერთნაირი არ ყოფილა. აფრიკელი ბავშვების იმუნური სისტემა უფრო მაღალი იყო, ვიდრე გერმანელების. თუ თქვენ ბავშვს მუდმივად აიძულებთ, რომ ფეხზე ჩაიცვას, ის ფეხსაცმელი რიგიდულია და ტერფს რეცეპტორების განვითარების შესაძლებლობას არ აძლევს. ტერფში რეცეპტორების რაოდენობა დაახლოებით 7 ათასს აღწევს“.

მისი თქმით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს.

„როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია, 7 ათასიდან მხოლოდ ათასი მოქმედებს. ეს იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 6 ათასი უბრალოდ იძინებს. ჯობს, ბავშვს არ ეცვას ფეხსაცმელი და მივცეთ შესაძლებლობა, რომ სწორედ ის 7 ათასი რეცეპტორი განავითაროს, რადგანაც ისინი იატაკიდან, ზედაპირიდან მიღებულ ინფორმაციას თავის ტვინს გადასცემენ. ამ შემთხვევაში თავის ტვინის ყოველი ნეირონი ვითარდება. ასეთ ბავშვებს ძალიან მყარი, ბალანსირებული სისტემა, კოორდინაციის უნარი აქვთ. მარტივი ბიძგებით არ წაიქცევიან. როდესაც ფეხსაცმელი აცვია, მისი ტერფი ისვენებს და ასეთი ბავშვებისთვის ტრავმების სიხშირე მეტი იქნება.“, – ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

მისივე თქმით, როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია.

„როცა ბავშვს ფეხზე არ აცვია, მისი ტერფი უფრო განიერია. თუ ტერფი განიერი იქნება, უფრო დიდი ზედაპირის ფართობი ექნება და წონას უფრო კარგად დააბალანსებს და მისი ხერხემალი, მენჯ-ბარძაყი, ჩონჩხოვანი სისტემა კარგად განვითარდება და უფრო მეტად დაცული იქნება.

ამბობენ, თუ ბავშვმა ფეხშიშველმა გაიარა, რაღაც ინფექციები დაემართება. როგორ შეიძლება ბავშვს ფეხშიშველი სიარულით ფილტვების ანთება დაემართოს? ფილტვების ანთებას მიკოპლაზმა, ვირუსები, სტრეპტოკოკი იწვევს, მაგრამ ამ ინფექციების გავრცელების გზა სასუნთქი სისტემიდანაა და არა ტერფიდან. ტერფზე კანის სისქე თითქმის 1 სანტიმეტრს აღწევს, ან შეიძლება მეტიც კი იყოს. ამიტომ, ამ სისქის კანის გავლა ბაქტერიისთვის, ვირუსისა და სოკოსთვის წარმოუდგენლად რთულია. პირიქით, როცა ბავშვს ფეხსაცმელი აცვია და მას დიდი ხნის განმავლობაში არ იხდის, ის დახუთული სივრცე, რაც ფეხსაცმელში იქმნება და ოფლი, სოკოს, ბაქტერიების განვითარებას ხელს უწყობს.

ასე, რომ როცა ბავშვი ფეხშიშველია, ეს მისი ჯანმრთელობისათვის უკეთესია, უფრო მომგებიანია როგორც იმუნური სისტემისთვის, ასევე საყრდენ-მამოძრავებელი, ნერვული სისტემისთვის. ამ დროს აბსოლუტურად ყველაფერი ვითარდება, დაწყებული უშუალოდ ტერფიდან, დამთავრებული თავის, ზურგის ტვინით, ხერხემლით. ჩვენ ხომ ტროპიკულ ქვეყნებში არ ვცხოვრობთ, სადაც კანის სხვადასხვა დაავადებაა გავრცელებული. აქ მსგავსი ინფექციები არ გვხვდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სახლში ფეხშიშველი მოძრაობა ბავშვისთვის აბსოლუტურად უსაფრთხოა. უსაფრთხოა არა მარტო სახლში, ასევე გარეთაც. მაგრამ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუ ბავშვი ფეხშიშველი გარეთ გადის, ამ შემთხვევაში უნდა დავაკვირდეთ, რომ სადმე მინის ნამსხვრევები არ იყოს და ფეხი არ გაიჭრას. გარდა ამისა, მზისგან დამცავი კრემი უნდა გამოვიყენოთ და ზედაპირის ტემპერატურას მივაქციოთ ყურადღება.

ფეხშიშველი სიარული იმუნურ, საყრდენ-მამოძრავებელ და ნერვულ სისტემას განავითარებს“, – აღნიშნა გიორგი ღოღობერიძემ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

მასალის გამოყენების პირობები
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
მსგავსი სიახლეები
11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

11 საუკეთესო აქტივობა რომელიც კრაკოვს შეგაყვარებთ

25 November, 2024
რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

რადიო “პოზიტივის” დღის ამბები

25 ნოემბერი 2024
როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

როგორ შევქმნათ ინტერიერის საახალწლო გაფორმება საკუთარი ხელით

ნოემბერი 25, 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

როგორ მუშაობს ტვინი, როდესაც წიგნს ვკითხულობთ

20 ნოემბერი 2024
გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

გაფრთხილება მძღოლებს! – დარღვევის შემთხვევაში, 1000 ლარით დაჯარიმდებით

ნოემბერი 26, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ზღმარტლი – ცოტამ თუ იცის მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოემბერი 25, 2024
5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

5 რჩევა plus-size მოდელისგან ეშლი გრეჰემისგან საკუთარი თავისა და სხეულის უკეთ შეყვარებისთვის

ნოემბერი 25, 2024
სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

სად ვიმოგზაუროთ ზამთარში: საუკეთესო ადგილები დასვენებისთვის

25 ნოემბერი 2024
ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ავლაბარი – თბილისის უძველესი ისტორიული უბანი

ნოემბერი 25, 2024
ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ქართველი პენსიონერების აქტიურობა საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაიზარდა

ნოემბერი 25, 2024
პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

პროდუქტები რომელიც პოზიტიურად განგაწყობთ და შემოდგომის მელანქოლიის დაძლევაში დაგეხმარებათ

ოქტომბერი 7, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights