სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიმიღწევა - სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს

მიღწევა – სისხლის ახალი ტესტი შიზოფრენიის რისკს ავლენს

ინდიანას უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში მომუშავე მეცნიერებმა შექმნეს სისხლის ახალი ტესტი, რომელიც ამ მხრივ წინ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან შიზოფრენიის სიმწვავესა და რისკს ავლენს.

„ფსიქოზი ადრეულ ზრდასრულობაში ვლინდება – სიცოცხლის ძირითად პერიოდში. სტრესი და ნარკოტიკები, მათ შორის მარიხუანა, გენეტიკური მოწყვლადობის დამაჩქარებელი ფაქტორებია.

თუ ფსიქოზს უყურადღებოდ დავტოვებთ, ის ბიოლოგიურად, სოციალურად და ფსიქოლოგიურად დაგვაზიანებს”, — აცხადებენ სპეციალისტები.

შიზოფრენია ტვინს რეალობის უწყვეტ აღქმაში უშლის ხელს და მოძრაობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. მიუხედავად ამისა, მისი კონტროლი შესაძლებელია.

პირველ რიგში, დიაგნოზის დასმაა საჭირო. სისხლის ტესტი სწორედ ფსიქოზთან ასოცირებული ფიზიკური ცვლილებების, ბიოინდიკატორების, იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.

მკვლევრებმა სისხლში ზემოხსენებული ცვლილებების კვალის შესასწავლად პაციენტთა 1-დეკადიანი მონაცემები გამოიყენეს და ახალი ტესტი შექმნეს. ზოგიერთი ასეთი ბიომარკერი ამჟამინდელი თერაპიების სამიზნეა, ანუ შესაძლებელია, შიზოფრენიის ადრეული დიაგნოსტირების შემდეგ მათ აღმოფხვრას ჩვენს ხელთ არსებული მედიკამენტებით ვეცადოთ.

მეცნიერები ამბობენ, რომ სოციალური და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი აღნიშნავენ, რომ მათ ტესტზე ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გავლენის შესწავლაცაა საჭირო, მაგრამ ის, სავარაუდოდ, წელსვე იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო:

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ერთმა პაციენტმა კბილებს შორის მოქცეული ლურსმნები შემთხვევით გადაყლაპა - ექიმებმა 2025 წელს პაციენტების სხეულიდან ამოღებული ყველაზე უჩვეულო საგნები დაასახელეს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights