ჯანდაცვის სამინისტროში საკადრო ცვლილებებია. მინისტრის მოადგილის პოსტი თამარ ბარკალაიამ დატოვა.
სამინისტროს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია, რომ თამარ ბარკალაიას ადგილს სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ყოფილი დირექტორი ირაკლი მხეიძე დაიკავებს.
“ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა, თანამშრომლებს ახალი მოადგილე – ირაკლი მხეიძე წარუდგინა. უწყების ხელმძღვანელმა, მას თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ირაკლი მხეიძე თამილა ბარკალაიას შეცვლის.
ზურაბ აზარაშვილმა, თამილა ბარკალაიას, რომელიც მინისტრის მოადგილის თანამდებობას 7 წლის განმავლობაში იკავებდა, ნაყოფიერი საქმიანობისთვის, მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ირაკლი მხეიძე სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორის პოზიციას იკავებდა. მანამდე კი, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ხელმძღვანელობდა”, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორც ბარკალაიამ განაცხადა, ის საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს.
„ჩემი შემდგომი კარიერის განვითარება. საქმიანობას 1-ელი მარტიდან საფრანგეთის განვითარების სააგენტოს (AFD) ექსპერტთა ჯგუფში გავაგრძელებ.
მინისტრისგან იყო შემოთავაზება, ჩვენ ამასთან დაკავშირებით არაერთხელ ძალიან კარგი საუბარი გვქონდა, უბრალოდ ეს იყო ჩემი გადაწყვეტილება. ამ ეტაპზე ჩემთვის და ჩემი კარიერისთვის ასე უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ბარკალაიამ.
#datashvil #drpkhakadze #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi
მასალის გამოყენების პირობები