სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVნახეთ - სად ამოქმედდა დიალიზის სერვისები

ნახეთ – სად ამოქმედდა დიალიზის სერვისები

წალენჯიხაში, საგარეჯოში, დუშეთში, ახალქალაქში, ყვარელში, ტყიბულში, სენაკში, მარტვილში, ხულოსა და ჭიათურაში დიალიზის სერვისი ამოქმედდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ქვეყნის მასშტაბით წელს, დიალიზის 10 სერვისცენტრი გაიხსნა.

„ცვლილებების შედეგად, მომსახურებაზე კიდევ უფრო გაიზარდა გეოგრაფიული მოცვა და ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, ბენეფიციარები, სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება. დიალიზის ახალი ცენტრები, სამინისტროს ჩართულობით, კერძო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად მოეწყო.

აღსანიშნავია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან, მანამდე, ბენეფიციარებს, პროცედურის ჩასატარებლად კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

დღეს, ქვეყნის 49 მუნიციპალურ ერთეულში, დიალიზის ცენტრები ყოველდღიურად 2600 პაციენტს ემსახურება. პროგრამის გაფართოება ჯანდაცვის სამინისტრომ 2022 წლის აპრილში დააანონსა, რის შემდეგაც მომსახურება ამავე წელს ეტაპობრივად ამოქმედდა მესტიაში, ამბროლაურში, ლანჩხუთში, ყაზბეგსა და თიანეთში. უახლოეს მომავალში კი, სამედიცინო მომსახურება, ასევე, კასპში, ცაგერში, წნორსა და დედოფლისწყაროშიც ამოქმედდება“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  რამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლდენა დეფეკაციის დროს, რა ძირითადი მიზეზი არსებობს...
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights