ხუთშაბათი, აპრილი 9, 2026
მთავარიაკრედიტაციაკლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი

კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი

ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ზურაბ აზარაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესის შესახებ ისაუბრა.

ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, კლინიკების 80%-მა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის გავლის პროცესი.

„ქვეყანაში ყველა პირობა იქმნება იმისთვის, რომ სამედიცინო ხარისხი გაუთანაბრდეს საერთაშორისო სტანდარტს. 2023 წლიდან საერთაშორისო აკრედიტაციის ვალდებულების შემოღების საპასუხოდ, კლინიკების 80%-ზე მეტმა უკვე დაიწყო საერთაშორისო აკრედიტაციის პროცესი, რაც 2025 წლიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მთავარი პირობა იქნება.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში სამინისტრო მუშაობს განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესაბამისად. საკანონმდებლო ორგანოში წარმოსადგენად მზად არის სამედიცინო მოწყობილობის შესახებ შემუშავებული ახალი კანონპროექტი“, – განაცხადა აზარაშვილმა.

მისი თქმით, იგეგმება იმპორტირებული კოსმეტიკური საშუალებების რეგულირება, ქიმიური უსაფრთხოების სტანდარტების დაცვის მიზნით. სამინისტროში ამბობენ, რომ საკითხზე ჯერ მუშაობა მიმდინარეობს და მეტ დეტალს ვერ დაასახელებენ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
© საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი
სანდო, მტკიცებულებებზე დაფუძნებული ინფორმაცია | მთავარი რედაქტორი: პროფესორი გიორგი ფხაკაძე (MD, MPH, PhD)
  პაციენტთან ურთიერთობის კოორდინატორი – ექსკლუზიური ტრენინგი „აკრედიტაცია კანადისგან” ყველა კლინიკისთვის საქართველოში
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights