სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები, სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი

საქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები, სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი

4 თებერვალს, მსოფლიო კიბოს მსოფლიო დღეს აღნიშნავს.
საქართველოში, კიბოს პრევენციისა და მკურნალობისთვის საჭირო სამედიცინო სერვისები, სახელმწიფო პროგრამებით არის უზრუნველყოფილი:
ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვის მკურნალობა სახელმწიფოს მიერ სრულად ფინანსდება, როგორც საქართველოში ისე თურქეთში, ისრაელსა და ესპანეთში წამყვან, მაღალტექნოლოგიურ სამედიცინო დაწესებულებებში. დაფინანსება მოიცავს დიაგნოსტიკასა და სტანდარტული მკურნალობის კურსს: ქიმიოთერაპიას, სხივურ თერაპიას, ოპერაციულ ჩარევას. ასევე – პროტონოთერაპიას, პაციენტის საჭიროებებიდან გამომდინარე.
ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თითოეული ბენეფიციარისთვის, მათი შემოსავლის მიუხედავად, თანაბრად ხელმისაწვდომია. ფინანსდება, როგორც ონკო-ქირურგია, ისე ქიმიო, ჰორმონო და სხივური თერაპიები.
ჯანდაცვის სამინისტრომ, მაღალი ხარისხის, ინოვაციური ონკოლოგიური მედიკამენტების შესყიდვა, უშუალოდ მწარმოებლისგან, სპეციალური ფასითა და პირობებით, პირდაპირი გზით დაიწყო. ამ გზით გაიზარდა თითოეული ბენეფიციარისთვის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა.
სახელმწიფო სრულად აფინანსებს ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოსა და სწორი ნაწლავის კიბოს სკრინინგს, ასევე პროსტატის კიბოს ადრეულ გამოვლენას.
საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის, 2023 წელს, ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ასაკობრივი ჯგუფი გაიზარდა და უფასოდ ვაქცინაციის ჩატარება შეუძლიათ გოგონებსა და ქალებს 10-დან – 45 წლის ჩათვლით, ხოლო ბიჭებსა და მამაკაცებს 10-დან 26 წლის ჩათვლით.
22 წლამდე ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე მოქალაქეების სამედიცინო სერვისების დაფინანსებაში, ასევე , მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სოლიდარობის ფონდს.

2024 წლის მარტიდან ონკოლოგიური დაავადებების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის მიზნით დაფინანსდება კიბოს სადიაგნოსტიკო გამოკვლევები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  წამლების ჩამონათვალი, რომელზეც რეფერენტული ფასი მოქმედებს, გაფართოვდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights