სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიასაკთან ერთად, რატომ პატარავდება სხეული - ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება

ასაკთან ერთად, რატომ პატარავდება სხეული – ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება

ხანდაზმულ ასაკში ადამიანთა სიმაღლე მცირდება. ამას სხვადასხვა მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

დაპატარავებას ხშირად ხერხემლის პრობლემები იწვევს. როცა სხეულის ზედა ნაწილში მისი მრუდი იზრდება, რასაც კიფოზი ეწოდება. ეს იმიტომ ხდება, რომ ორგანიზმში არსებული კუნთების ბოჭკოები წლების მატების პარალელურად უწინდელ ფორმას ვეღარ ინარჩუნებს, ამიტომ ხერხემლის დამხმარე კუნთები სუსტდება.

შედეგად, გრავიტაციას ისე ვეღარ ვეწინააღმდეგებით და წელში ბოლომდე გასწორება გვიჭირს. ამის თავიდან ასაცილებლად სპეციალისტები ფიზიკურ აქტიურობას გვირჩევენ. ვარჯიში არა მხოლოდ კიფოზის რისკის შემცირებაში, არამედ უკვე ხანდაზმულობაში მდგომარეობის გამოსასწორებლადაც რეკომენდებულია.

სხვა მიზეზი, რომლის გამოც ჩვენი სხეული პატარავდება, ძვლების სიმკვრივის დაკარგვაა. ამას საფუძვლად სასქესო ჰორმონების, ესტროგენისა და ტესტოსტერონის, ასაკობრივი შემცირება ედება. ხშირად აღნიშნულ პროცესს D ვიტამინის ნაკლებობა და თირკმლის მიერ ნაკლები კალციუმის შთანთქმა აჩქარებს და შესაძლოა, ოსტეოპოროზიცგანაპირობოს, რაც ძვლის დაავადებაა.

ძვლის სტრუქტურის ცვლილება ოსტეოპოროზის დროს.
როცა ადამიანის ძვლები სუსტდება და უფრო ფოროვანი სტრუქტურის ხდება, ხერხემალი ორგანიზმის წონას ვეღარ უძლებს და ზიანდება. როგორც წესი, მსგავს დაზიანებებს ტკივილი არ ახლავს თან, ამიტომ ის შეუმჩნეველი რჩება, ხერხემალი კი ნელ-ნელა უფრო და უფრო მჭიდროვდება.

ეს ხშირად ხერხემლის დისკების ცვლილებას იწვევს. ისინი 30-40 წლის ასაკიდან გამოშრობას იწყებს და წყალთან ერთად სიმტკიცესაც კარგავს. მათი რაოდენობა სულ 23-ია, ამიტომ თუნდაც ზოგიერთ მათგანში მიმდინარე ამგვარი პროცესები სიმაღლის რამდენიმე მილიმეტრით შემცირებას განაპირობებს.

კარგია რეგულარული ვარჯიში, რადგან ის სხეულს ტონუსში ამყოფებს, კუნთებს მასას უნარჩუნებს და ძვლების სიმყარეს უზრუნველყოფს. ასევე, რეკომენდებულია D ვიტამინითა და კალციუმით მდიდარი საკვების მიღება.

პირველ რიგში, კონსულტაცია ექიმთან უნდა გაიაროთ.

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ადამიანები მომსახურებას მიიღებენ მხოლოდ იმ მიმართულებით, ვისაც ეს ნამდვილად სჭირდება“-ზაზა ლომინაძე ნარკოპოლიტიკის შესახებ პრემიერის ინიციატივაზე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights