სამშაბათი, აპრილი 22, 2025
მთავარიპულსი TVგინეკომასტია, რომელიც ხასიათდება მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდით, ძირითადად ვითარდება ჰორმონალური...

გინეკომასტია, რომელიც ხასიათდება მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდით, ძირითადად ვითარდება ჰორმონალური დარღვევების გამო

გინეკომასტია, რომელიც ხასიათდება მამაკაცებში სარძევე ჯირკვლის ქსოვილის გადაჭარბებული ზრდით, ძირითადად ვითარდება ჰორმონალური დარღვევების გამო. გინეკომასტიის მკურნალობა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
დაკვირვება: გინეკომასტიის მსუბუქ შემთხვევებში სპეციალისტები აკვირდებიან პაციენტის მდგომარეობას, რადგან ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია თვითგანკურნება.
ძირითადი მიზეზის მკურნალობა: გინეკომასტიის ძირითადი გამომწვევი მიზეზის დადგენის შემდეგ იწყება მკურნალობა ამ მიზეზის აღმოსაფხვრელად. მაგალითად, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული გინეკომასტიის დროს ინიშნება ჰორმონალური მკურნალობა.
მედიკამენტური მკურნალობა: ზოგიერთ შემთხვევაში, ჰორმონალური დისბალანსით გამოწვეული გინეკომასტიის დროს, შეიძლება გამოყენებულ იქნას მედიკამენტური მკურნალობა. კერძოდ მედიკამენტები, რომლებიც ამცირებს ესტროგენის გავლენას ან ზრდის ტესტოსტერონის დონეს.
ქირურგიული ჩარევა: თუ აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ქსოვილის ზრდა ან ცხიმის დაგროვება, რომელიც იწვევს გინეკომასტიას, შეიძლება საჭირო გახდეს ქირურგიული ჩარევით მათი მოცილება. მედიკანას საავადმყოფოები სპეციალიზირებულია პლასტიკურ და რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, რომელიც პროფესიონალურ დახმარებას სთავაზობს პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ გინეკომასტიის პრობლემა. პროფესიონალთა გუნდი აფასებს თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებს და გეგმავს მკურნალობის ყველაზე შესაბამის ტაქტიკას.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  თირ­კმლის კი­ბო - სიმ­პტო­მე­ბი, დიაგნოსტიკა, პროგ­ნო­ზი, მკურ­ნა­ლო­ბა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights