კვირა, აპრილი 20, 2025
მთავარიშენი ექიმიმასშტაბურ კვლევაში ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს

მასშტაბურ კვლევაში ადრეულ დემენციასთან დაკავშირებული 15 ფაქტორი გამოავლინეს

მიუხედავად იმისა, რომ დემენცია უფრო გავრცელებული ხანდაზმულებშია, ყოველწლიურად ასობით ათას ადამიანს უსვამენ ადრეული დემენციის (YOD) დიაგნოზს. ამის მიზეზს გარკვეულ ნათელს ჰფენს ახალი, საკმაოდ ვრცელი კვლევა.

ამ სფეროში ჩატარებული კვლევების უმეტესობა თაობებს შორის გადაცემულ გენეტიკას სწავლობს, მაგრამ ამ ამჯერად, მკვლევართა ჯგუფმა ასევე გამოავლინა ცხოვრების სტილისა და ჯანმრთელობის 15 სხვადასხვა ფაქტორი, რომელიც ადრეული დემენციის რისკთან არის დაკავშირებული.

„ეს გახლავთ ყველაზე დიდი და მტკიცე კვლევა ამ მიმართულებით ჩატარებულთა შორის. საინტერესოა, რომ პირველი კვლევაა, რომელიც ცხადყოფს, რომ გარკვეული ქმედებებით შეგვიძლია შევამციროთ ამ დაავადების რისკი, თუკი მიზანში ამოვიღებთ სხვადასხვა ფაქტორს“, — ამბობს ბრიტანეთის ექსეტერის უნივერსიტეტის ეპიდემიოლოგი დევიდ ლეველინი.

მკვლევართა ჯგუფმა 65 წელს ქვემოთ მყოფი 356 052 ბრიტანელის მონაცემები შეისწავლა. დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსი, სოციალური იზოლაცია, სმენის დაქვეითება, ინსულტი, დიაბეტი, გულის დაავადებები და დეპრესია — ეს ყველაფერი ადრეული დემენციის მაღალ რისკთან აღმოჩნდა დაკავშირებული.

წაიკითხეთ სრულა

#datashvil  #drpkhakadze  #sheniganatleba #sheniambebi #sheniekimi

author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  როგორ ამოვიცნოთ ადრეული ნიშნებით დემენცია?
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights