სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციები - „შესაძლებელია, რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს“

ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციები – „შესაძლებელია, რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს“

ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციები – „შესაძლებელია, რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს“

„რუსთავი 2“-ის გადაცემა ​„სხვა შუადღე“ – რა უნდა იდოს ჩვენი ოჯახის აფთიაქში, როცა დასასვენებლად მივდივართ? ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციები 
რა უნდა იდოს ჩვენი ოჯახის აფთიაქში, როცა დასასვენებლად მივდივართ?
უნდა შეიცვალოს თუ არა ჩვენი აფთიაქი მთასა და ზღვაზე მოგზაურობისას?
ზაფხულში ბავშვების კუჭ-ნაწლავის ინფექციები
საუბრობს ​პედიატრმა მაია ჩხაიძე:

„სასურველი არ არის, ბასეინის წყალი პირში მოხვდეს. შესაძლებელია, რინოვირუსი ბასეინის წყლით გადავიდეს. ასევე ძალიან ხშირია ბაქტერიული ნაწლავური ინფექციები ბავშვებში, რომლებიც საკვებით გადადის. შესაძლოა, საკვებში შეჰყვეს ბავშვს და რამდენიმე საათიდან 24 საათამდე განუვითარდეს სალმონელოზური ნაწლავური ინფექცია. აუცილებელია ჰიგიენური პირობების დაცვა, ხელების ხშირად დაბანა. უნდა შევეცადოთ, ონკანის წყალი არ დავლიოთ. გადადუღებული წყალი არ ვარგა. გადადუღებულ წყალში არ არის ელექტროლიტები. ელექტროლიტები იშლება გადადუღების დროს. ბოთლის წყალი, რომელიც იყიდება, გაფილტრულია და საშიში არ არის.

ზღვის წყალი თუ მოხვდება პირის ღრუში და იქ ფეკალიებია, შესაძლოა, ამ შემთხვევაშიც ინფექციის შეიჭრას. თავი უნდა შევიკავოთ ბავშვებისთვის მალფუჭებადი პროდუქტების მიცემისგან, კარგად უნდა დავიცვათ შენახვის წესები.

როდესაც ზღვაზე ისვენებთ, ძნელია იქ საკვების გაკეთება. სადაც ბავშვს ვაჭმევთ, უნდა ვიცოდეთ, რომ იქ ჰიგიენური პირობები არის დაცული“.

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ტვინის ჩიპი ფიქრებს მაღალი სიზუსტით შიფრავს და სიტყვებად აქცევს
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights