სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარისამინისტროსაქართველოს აქვს პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით

საქართველოს აქვს პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ზურაბ აზარაშვილის ხელმძღვანელობით, სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სხდომა გაიმართა.
ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„სამინისტროს წარმომადგენელმა, კომისიის წევრებს, საქართველოს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის 2024-2028 წლების ეროვნული სტრატეგიის პროექტი წარუდგინა, რომელიც შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის გაძლიერებასა და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას გულისხმობს.
დოკუმენტი, ასევე, მოიცავს, შრომის ბაზარზე, გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფასა და სამუშაო პირობების კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
კომისიის სხდომაზე განიხილეს, „ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის“ 2023 წლის ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციებიც. აღინიშნა, რომ საქართველოს აქვს პროგრესი შრომის უსაფრთხოებისა და სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით.
შეხვედრას მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გელა გელაძე,რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ბექა ფერაძე და დარგის წარმომადგენლები ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights