ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
მთავარიშენი ექიმიმოკლე ტელომერები დაკავშირებულია დაბერებასთან ასოცირებულ ყველა პრობლემასთან

მოკლე ტელომერები დაკავშირებულია დაბერებასთან ასოცირებულ ყველა პრობლემასთან

ტელომერები ჩვენი ქრომოსომების ბოლოებზე არსებული დნმ-ის პატარა „ქუდებია”, რომლებიც ასაკთან ერთად, ზომაში ნელ-ნელა მცირდება.
უჯრედის ყოველი გაყოფისას ტელომერები ოდნავ მოკლდება. ეს პროცესი გრძელდება მანამდე, სანამ უჯრედი არ შეწყვეტს გაყოფას ან არ მოხდება აპოპტოზი, ანუ უჯრედის დაპროგრამებული სიკვდილი.
უჯრედი კვდება, როდესაც მისი ტელომერები უკვე ძალიან მოკლეა.
რაც უფრო გრძელია ტელომერები, მით უფრო მეტი ხნის განმავლობაში ხდება დნმ-ის ჯანსაღი რეპლიკაცია. რაც უფრო მოკლეა ისინი, მით უფრო მოკლეა ჩვენი ცხოვრება.
მოკლე ტელომერები დაკავშირებულია დაბერებასთან ასოცირებულ ყველა პრობლემასთან და ზრდის არა მხოლოდ ჭაღარა თმის, არამედ გულის დაავადებების, კიბოს, იმუნური სისტემის დისფუნქციიის და სხვა რისკებს.
კვლევებით დადგინდა, რომ გვაქვს უზარმაზარი გავლენა ჩვენს ტელომერებზე. ტოქსიკური, პროცესირებული საკვებით მდიდარი დიეტა, შაქარი, გარემო ტოქსინები, უმოძრაო ცხოვრების წესი და ფსიქოლოგიური სტრესი- აჩქარებს ტელომერების დამოკლების პროცესს.
სრულფასოვანი საკვებით, ფიტონუტრიენტებით მდიდარი დიეტა, ვარჯიში, მედიტაცია, ძილი, სიყვარული და მულტივიტამინებიც კი, აგრძელებენ ტელომერებს და ახანგრძლივებენ სიცოცხლეს.
წყარო:
ქრომოსომების ბოლოებზე მდებარე განმეორებად უბნებს ტელომერები ეწოდება და ისინი ეუკარიოტთა მრავალ სახეობაში გვხვდება, დაწყებული ადამიანებიდან, დამთავრებული ერთუჯრედიანი უმარტივესებით. ტელომერები ქრომოსომების ბოლოებზე თავსახურებივითაა, რომლებიც შიდა ნაწილებს იცავენ და დნმ-ის თითოეული რეპლიკაციისას ისინი სიგრძეში ოდნავ მოკლდება.
author avatar
SheniEkimi.ge
#drpkhakadze
  ნიტაზენები, ფატალური შედეგები – უხმო გლობალური საფრთხე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights