სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი„ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი პოსტი…“ - რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

„ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი პოსტი…“ – რას ამბობს გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის კონსულტანტი, ექიმი, აკრედიტაცია კანადას წარმომადგენელი საქართველოში გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა წიაღისეული საწვავის გლობალური ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო.

ვიცი, ბევრს არ მოეწონება ჩემი პოსტი…
????“2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთმა წიაღისეული საწვავის გლობალური ექსპორტით 550 მილიარდი ევროს შემოსავალი მიიღო, საიდანაც 180 მილიარდი ევროს ღირებულების პროდუქტი ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა შეიძინეს.”
✅სანამ ვინმე ხმას ამოიღებს, რომ საქართელომ უნდა დაუწესოს ოკუპანტს სანქციები. პასუხი ჩემგან, ჯერ ვინც ამას ითხოვს, თავად 0%-მდე დაიყვანონ რუსული წიაღისეულები, ალმასები, ურანიუმი და ბევრი სხვა რამის ყიდვა/გაყიდვა და მერე ხმა ამოიღოს (2 წელი გავიდა უკვე)❗️
✅ჩემი პირადი აზრია, რომ პირიქით, – მაქსიმალურად გამოვიყენოთ სატრანზიტო, უსაფრთხო გარემოს ფუნქცია და მაქსიმალურად გავაძლიეროთ ჩვენი ეკონომიკა.
✅დემაგოგიური საუბრები არ გვინდა რა… თუ ვინმე ამბობს, რომ დააწესე სანქციები, –  კი ბატონო, ჯერ მიგვიღეთ ნატოში და ევროკავშირში (სტატუსები და შეშფოთებები არ გვინდა რა) ახლა და არა 30 წელიწადში❗️
✅ვისაც ჩემი აზრი არ მოგწონთ, ეს თქვენი პრობლემაა და არა ჩემი.
PS: ქვემოთ თანდართული გრაფიკა/სტატისტიკა გულის ამრევია…“ – წერს გიორგი ფხაკაძე.
author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „ამას როდის ვამბობდი … სიმართლე ვთქვათ … რამდენი დამესია!“-გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights