სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიშენი ექიმიკვლევა: ძილის დროს ნებისმიერი სინათლის ზემოქმედება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან

კვლევა: ძილის დროს ნებისმიერი სინათლის ზემოქმედება დაკავშირებულია სიმსუქნესთან, ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებთან

ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ მკრთალმა შუქმაც კი შეიძლება გამოიწვიოს ძილის დარღვევა, რაც ზრდის ხანდაზმულებში ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემების რისკს. ამის შესახებ CNN-ი ნორსვესტერნის უნივერსიტეტის ახალ კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

„ძილის პერიოდში ნებისმიერი რაოდენობის სინათლის ზემოქმედება დაკავშირებული იყო დიაბეტის, სიმსუქნისა და ჰიპერტენზიის უფრო მაღალ გავრცელებასთან როგორც ხანდაზმულ მამაკაცებში, ასევე ქალებში“, – ამბობს უფროსი ავტორი ფილის ზი, ჩიკაგოს ჩრდილოდასავლეთის უნივერსიტეტის ფეინბერგის მედიცინის სკოლის ძილის მედიცინის უფროსი. 

”ადამიანებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა თავიდან აიცილონ ან მინიმუმამდე დაიყვანონ სინათლის რაოდენობა ძილის დროს,” – დასძინა მან.

კვლევაში 552 ქალი და კაცი მონაწილეობდა, რომელთა ასაკიც 63 – 84 წელს შორის მერყეობს. მეცნიერებმა მათ სპეციალური მოწყობილობები დაურიგეს, რომელიც ძილის ციკლებს, ძილის დროს მოძრაობასა და შუქის რაოდენობას ზომავდა.

კვლევის მონაწილეთა 53%-ზე მეტს ძილის დროს ოთახში ამა თუ იმ ფორმით შუქი ჰქონდათ ჩართული (სანათები, ტელევიზორი და ა.შ.). რაც უფრო ინტენსიურია შუქი, მით უფრო მაღალი იყო ადამიანებში დიაბეტის, ჭარბი წონისა და ჰიპერტენზიის განვითარების შემთხვევები.

ხანდაზმულებს ხშირად უწევთ ღამით ადგომა ჯანმრთელობის პრობლემების ან მედიკამენტების გვერდითი ეფექტების გამო, თქვა ზეიმ, ამიტომ ამ ასაკობრივ ჯგუფს ყველა შუქის ჩაქრობის რეკომენდაციით შესაძლოა დაცემის რისკი შეუქმნას.

ასევე დადგინდა, რომ შუქი ძილის ციკლს არღვევს. კერძოდ კი, მის იმ სტადიას, რომლის დროსაც უჯრედების განახლება ხდება.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  ეს საშუალება ძილის რეჟიმის გამოსწორებასთან ერთად ასევე მუცლის პრობლემებსაც მოგიგვარებთ მისი დადებითი ეფექტების დახმარებით
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights