სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVგულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი

გულის უკმარისობა – XXI საუკუნის კარდიოლოგიის აქტუალური საკითხი

გულის უკმარისობა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ჩვენს ჯანმრთელობასა და, ზოგჯერ, სიცოცხლესაც კი. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია მისი ნიშნების დროულად ამოცნობა და რეაგირება.

რა ახასიათებს გულის უკმარისობას, რა ზრდის მისი განვითარების რისკებს და როგორია გამოსავალი? – ამ და სხვა კითხვებით თოდუას კლინიკის კარდიოლოგ ნინო ბაზღაძეს მივმართეთ.

რა არის გულის უკმარისობა და რამდენად მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ის?

გულის უკმარისობა არის კლინიკური სინდრომი, რომელიც ვითარდება გულის სტრუქტურული ან/და ფუნქციური დაზიანების შედეგად; ეს არის მდგომარეობა, როდესაც გული ვერ ასრულებს მის მთავარ ფუნქციას – უზრუნველყოს სისხლის სათანადო ცირკულაცია, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით, დღეს 65 მილიონზე მეტ ადამიანს აქვს დადგენილი გულის უკმარისობის დიაგნოზი მსოფლიოს მასშტაბით. მეტად გავრცელებულია ცენტრალურ ევროპაში, ჩრდილოეთ ამერიკასა და შუა აზიაში, შედარებით ნაკლებად გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, რაც კავშირშია ამ გეოგრაფიულ რეგიონებს შორის ცხოვრების განსხვავებულ სტილთან (კვების რაციონი, ფიზიკური აქტივობის დონე, ჭარბწონიანობა).

წაიკითხეთ სრულა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტი საქართველოში შემოვიდა
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights