სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიპულსი TVარის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს...

არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა.

არსებობს ინსულტის ორი ფორმა:

  • იშემიური ინსულტი: არტერიის თრომბით დახშობა
  • ჰემორაგიული ინსულტი: სისხლჩაქცევა ტვინში

ინსულტის ყველაზე ხშირი (87%) ფორმა – იშემიურია.

გადაცემაში “დილა მშვიდობისა საქართველო” ექიმმა დერმატოლოგმა ზაზა თელიამ ისაუბრა, არის თუ არა ინსულტის განვითარების თავიდან აცილება შესაძლებელი და რა სიმპტომები ახასიათებს მას:

სიმპტომები შესაძლოა, წამებში, წუთებში განვითარდეს.

  • ხდება ბალანსის დარღვევა, შესაძლებელია, თან ახლდეს თავის ტკივილი, თავბრუსხვევა.
  • მხედველობის გაუარესება, პაციენტს ბუნდოვანი მხედველობა აღენიშნება.
  • სახის ერთი ნაწილის ასიმეტრია ფიქსირდება. 
  • ზედა, ან ქვედა კიდურის სისუსტე, შესაძლოა, სიარულის გაძნელება აღენიშნებოდეს, ან პაციენტი საერთოდ დაეცეს.
  • მეტყველების დარღვევა
  • სასწრაფოდ, დაუყოვნებლივ უნდა დაურეკოთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას იმიტომ, რომ ინსულტის დროს სწრაფი ჩარევა კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

ორი ტიპის ინსულტი არსებობს – იშემიური და ჰემორაგიული.

შეიძლება, იშემიური ინსულტი თრომბით განპირობებული იყოს, რა დროსაც კონკრეტული სისხლძარღვი თრომბით დაიხშობა და სისხლის მიმოქცევა ირღვევა.

  • შესაძლოა, იშემიური ინსულტი არითმიული კარდიოემბოლიით იყოს განპირობებული, როდესაც შესაძლებელია, ადამიანს გულის არითმია, მათ შორის, მოციმციმე არითმია ჰქონდეს და ამან გამოიწვიოს. ამიტომაა მნიშვნელოვანი, რომ ეს გავაკონტროლოთ.
  • შესაძლოა, იშემიური ინსულტი , ცერებრული ჰიპოპერფუზიით იყოს განპირობებული. ის კარდიოლოგიურ პრობლემებს, გულის უკმარისობას,ფილტვის ემბოოლიას, სეფსისს შეიძება უკავშირდებოდეს, რამაც შესაძლოა, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაარღვიოს.

ჰემორაგიული ინსულტი უფრო ვერაგ ინსულტად ითვლება, როდესაც თავის ტვინში უკვე სისხლდენა მიმდინარეობს. ეს შესაძლოა, ისევ და ისევ კარდიოლოგიური პრობლემებით იყოს განპირობებული, როგორიცაა ჰიპერტენზია, ანუ წნევის მატება, ტრავმა და ანევრიზმის გასკდომა.

კარდიოლოგიური გამოკვლევა მნიშვნელოვანია. გულის კარდიო-ექოსკოპია, ელექტროკარდიოგრაფია და ჰოლტერმონიტორინგი, როდესაც პაციენტი 24 საათის განმავლობაში დაკვირვების ქვეშაა.

ის ადამიანები, რომლებსაც არითმია აწუხებთ, მედიკამენტებს განუწყვეტლივ უნდა იღებდნენ იმიტომ, რომ მედიკამენტი აკონტროლებს, რომ რითმი არ დაირღვეს. თუმცა, მედიკამენტი, რა თქმა უნდა, სპეციალისტმა უნდა შეარჩიოს.

  ბავშვის კვებისას რეჟიმის დაცვის მნიშვნელობა - “აუცილებლად მიმაჩნია, რომ კვებებს შორის შუალედი...“

ზოგადად, ითვლება, რომ ინსულტი, როგორც წესი, 70 წელს გადაცილებულ ადამიანებში უფრო გვხვდება. თუმცა, საგანგაშო და საინტერესო სტატისტიკაა ის, რომ 2019 წლის მონაცემებით, ინსულტის შემთხვევების 63% 70 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში დაფიქსირდა. ასევე, საგანგაშო არის ის, რომ დაფიქსირებული ინსულტების 89% დაბალი, ან საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებში დაფიქსირდა, ისეთებში, როგორშიც საქართველოც ითვლება.

სამწუხაროდ, ინსულტის განვითარების ასაკი გაახალგაზრდავებულია.

ინსულტის რისკ-ფაქტორად ითვლება:

  • არასწორი ცხოვრების წესი, მათ შორის, ჭარბი წონა, სიმსუქნე
  • თამბაქოს მოხმარება
  • დისლიპიდემია – მეტაბოლური პრობლემები
  • ალკოჰოლიზმი
  • ნარკოტიკების მოხმარება

ინსულტიროგორ ამოვიცნოთ სიმპტომები? – ინსულტი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შედეგად გამოწვეული ტვინის ქსოვილის დაზიანებაა

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights