ოთხშაბათი, იანვარი 14, 2026
მთავარიბლოგიკორონავირუსის - EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება

კორონავირუსის – EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება

17/08/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

Reuters აშშ-და და ევროპის ქვეყნების ჯანდაცვის სამინისტროებზე დაყრდნობით წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის ახალი ვარიანტის EG.5 შემთხვევები მკვეთრად იზრდება. ცნობილია, რომ EG.5 იგივე „ერისი“ კორონავირუსის „ომიკრონის“ ქვევარიანტია. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ახალი ვარიანტი უკვე საქართველოშია.

„ერთი კარგი ამბავი ისაა, რომ არ არის ძალიან „მძიმე“, მაგრამ რისკის ჯგუფში მყოფი ადამიანებისთვის, არის საშიში“.

ჯანმოს განცხადებით, ახალი შტამით გავრცელების დინამიკას ყურადღებით აკვირდებიან, რადგან მისი მუტაცია შესაძლოა, სწრაფად გავრცელდეს. ბოლო მონაცემებით, „ერისით“ დაინფიცირების შემთხვევები მსოფლიოს 50 ქვეყანაშია დაფიქსირებული.

სიმპტომები

ჯერ საკმარისი კლინიკური ნიშნები არ არსებობს, თუ კონკრეტულად რა სიმპტომები ვლინდება ახალი შტამის არსებობის შემთხვევაში, თუმცა, ეს ძალიან ჰგავს უკვე ბევრისთვის ნაცნობ ომიკრონის სიმპტომებს. ესენია:

ხველა;
ყელის ტკივილი;
სურდო;
ცემინება;
დაღლილობა;
თავის ტკივილი;
კუნთების ტკივილი;
შეცვლილი/დაკარგული ყნოსვა



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


წყარო: https://tv9news.ge/ka/covid-19/article/41065-koronavirusis-5-shemthkhvevebi-mkvethrad-izrdeba


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „მანიპულაცია” ჩემი სიტყვების და ფაქტების – ვინ გადაიხადა ამაში ფული?“ – ვის პასუხობს გიორგი ფხაკაძე
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights