სამშაბათი, იანვარი 13, 2026
მთავარიბლოგი“დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!” – ფხაკაძე

“დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!” – ფხაკაძე

09/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე 12-16 წლამდე ასაკის ბავშვებში კოვიდვაქცინაციის დაშვებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ კარგი იქნებოდა, თავდაპირველად პენსიონერები აეცრათ.


“გრძელდება!


ბავშვების აცრა 12-16 წლამდე დაუშვა საქართველომ ფაიზერის ვაქცინით (მალე 5 დან 11 წლამდე იქნება, მაგრამ ჯერ ამაზეც უნდა “ითათბირონ”) ისე, ჯერ პენსიონრები აგვეცრა, კარგი იქნებოდა!


სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება


სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს…


სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდება, რა თქმა უნდა, უბრალოდ, დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს…


დროულად დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება და როგორც არ უნდა ატრიალო, საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება, ოღონდ დაგვიანებით. იქ, სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ, ყველგან ცხვირი წავიტეხეთ, სამწუხაროდ.


დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის:


ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ, ის რაც გამო აცხადებს მინიმუმ 50% შესაცვლელი/გადასაკეთებელია).


გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Moderna) ისე, როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.


სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურულ და ღია თავშეყრის ადგილებში.


სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს გადასული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)


არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა!


ყველაფერი ჩვენს ხელშია!


აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ, კარგი იქნება ).”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://www.alia.ge/dros-vkargavth-da-sitsotskhleebs-ar-chavaketinoth-qveqhana-phkhakadze/


author avatar
გიორგი ფხაკაძე
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (PhD), მედიცინის დოქტორი (MD), ჯანდაცვის მაგისტრი (MPH). საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის (PHIG) თავმჯდომარე. არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ექსპერტი და Accreditation Canada-ს წარმომადგენელი საქართველოში. ეწევა აკადემიურ საქმიანობას დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში. არის Georgian Medical Journal (GMJ)-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი. გამოქვეყნებული აქვს მრავალი სამეცნიერო ნაშრომი საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალებში, არის სახელმძღვანელოებისა და პროფესიული გზამკვლევების ავტორი. გიორგი ფხაკაძე აქტიურად მონაწილეობს ასობით ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-პროფესიულ კონფერენციასა და სამუშაო ჯგუფში, 25 წელზე მეტი გამოცდილებით საზოგადოებრივი ჯანდაცვის, ხარისხის სტანდარტებისა და ჯანდაცვის პოლიტიკის სფეროში. #აქხარისხია #drpkhakadze #sheniambebi
  „არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები უყურადღებობის და პირადი ინტერესების გამო…“
მსგავსი სიახლეები

[fetch_posts]

- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights