ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
მთავარისამინისტრო2018 წლიდან დღემდე ევროპის ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს

2018 წლიდან დღემდე ევროპის ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს

25/11/2023

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ყაზახეთში, პირველადი ჯანდაცვის გლობალურ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. ღონისძიება რეგიონში ჯანდაცვის სისტემისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გაძლიერების მიზნით ჩატარდა.

კონფერენციის ფარგლებში თამარ გაბუნია პანელურ დისკუსიაში მონაწილეობდა, სადაც 2018 წლიდან დღემდე ევროპის ქვეყნებში პირველადი ჯანდაცვის ტრანსფორმაციაზე იმსჯელეს.

მინისტრის მოადგილემ საქართველოში ამ კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პროგრესზე ისაუბრა და ყურადღება იმ პროგრამებზე გაამახვილა, რომლებიც ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვის გაძლიერებას უწყობს ხელს. მათ შორის, აქცენტი გააკეთა სტანდარტიზებულ ელექტრონულ საინფორმაციო და სამედიცინო ჩანაწერების საყოველთაო ელექტრონულ სისტემებზე, ტელემედიცინაზე, ელექტრონული რეფერალის პლატფორმაზე.

თამარ გაბუნიას განცხადებით, პირველადი ჯანდაცვის პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით დედაქალაქსა და რეგიონებში, სხვადასხვა სოფლის ამბულატორიებში მოქმედებს. პანელურ დისკუსიაზე მინისტრის მოადგილემ პირველადი ჯანდაცვის განვითარების ხედვებსა და სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა.

ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა ჯანდაცვის სამინისტროს სტრატეგიული განვითარებისა და ანალიტიკის დეპარტამენტის უფროსი ლელა სულაბერიძე. პირველადი ჯანდაცვის გლობალური კონფერენცია ყაზახეთის დედაქალაქში ჩატარდა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაერო-ს ბავშვთა ფონდის ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირები, ევროპის წევრი ქვეყნების ჯანდაცვის მინისტრები და მოადგილეები, ევროკომისიისა და „იუნისეფის“ მაღალი რანგის წარმომადგენლები.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 
 

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

 

https://youtube.com/@drpkhakadze

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

15 July, 2024
ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

ტაილანდმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა აამოქმედა

17 ივლისი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights