ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიბლოგი"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან,...

“ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს” – ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

ავტორი: თათია გოჩაძე
გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს გიორგი დარციმელიასთან, რომელიც Queen Tamada-ს დამფუძნებელი; “სერტიფიცირებული გიდების ასოციაციის” წევრი და “სომელიეთა ასოციაციის წევრი” გახლავთ...

ბატონო გიორგი, გვიამბეთ თქვენი საქმიანობის შესახებ…

– ტურიზმი და ღვინო არის გამოკვეთილი ჩემს საქმიანობაში – ვასწავლი ორივე სფეროში… მაქვს კომპანია, რომელიც ღვინის ტურებს აწყობს. ეს არის სპეციალიზირებული ტური, რომელიც კეთდება ღვინის ელემენტით, რაც გულისხმობს მარნების მოძიებას, ღვინის დეგუსტაციას. აქცენტი გასტრონომიაზე კეთდება… ეს გულისხმობს ქართული სამზარეულოს ეთნოგრაფიას.

"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

–  საქართველო ღვინის, ვაზის სამშობლოა… საინტერესოა, თუ გამოყოფდით რომელიმე მხარეს, სადაც განსაკუთრებულად კარგი ღვინო დაგიგემოვნებიათ?
–  საქართველოს ვენახების 70%-ზე მეტი მოდის კახეთზე… ამ მხრივ კახეთია გამორჩეული – ვენახების, ტურების და ღვინის რაოდენობითაც.
  თუმცა ბოლო დროს წინ წამოვიდა რაჭა და იმერეთი – ამ ორივე მხარეს უაღრესად საინტერესო ღვინოები აქვს. წარმატებით მუშაობს მცირე მარნები.
– საინტერესო და სასიხარულო ტენდენციაა! განსაკუთრებით რაჭაზე წლებია, საუბარია, რომ ხალხისგან იცლება. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები უბრუნდებიან ამ მხარეს?
– სამწუხაროდ, არ ვიცი ეს დაბრუნების ტენდენცია რაჭასთან მიმართებით ხდება თუ არა, რადგან სოფლების დაცლა არ შეჩერებულა.  თუმცა, სადაც ღვინის წარმოება  დაიწყო, სურათი სერიოზულად შეიცვალა.
  ჩართული ვიყავი პროექტში, სადაც შევქმენით “მარნის მასპინძლობის” კურსი, რომელიც სახელმწიფომ დაამტკიცა და ისწავლება პროფესიულ სასწავლებლებში…
ამ ორი რეგიონისთვის არსებობს სახელმძღვანელო მარნის მასპინძლობისა, რომელიც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, გიდის უნარებს და სომელიეს ციდნას ანუ ღვინო და ტურიზმი გაერთიანდა ამ კურსში.
მიზანი ისაა, რომ ადგილობრივმა მიიღოს ეს ცოდნა, დასაქმდეს და ტურისტის მასპინძლობიდან მიიღოს შემოსავალი.

"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

რამდენად მოჰყვა დაინტერესება ამ კურსს?
– რამდენადაც ვიცი, იმერეთი აქტიურობს ამ მხრივ, თუმცა რაჭასთან შედარებით იმერეთი რაოდენობითადაც ჭარბობს… ჩემთვის გულდასაწყვეტია, რომ რაჭის მარნებმა ამაზე ჯერჯერობით უარი თქვეს. არადა, რაჭა განსაკუთრებულია და დიდი პოტენციალი აქვს… მე, მაგალითად, რაჭაში ყველაზე ნაკლები ტურისტი მყავს და ეს გულდასაწყვეტია.
იმერეთში პოპულარულია მასპინძლობა, დეგუსტაცია ადგილობრივი კერძების – იმერული სოფელი ამ კუთხით ძალიან გამოცოცხლებულია, იმერლებმა კარგად აუღეს ალღო. რაჭაში კი ცოტა მძიმედ გვაქვს ეს საკითხი…
შესაძლოა, ხასიათიც არის გასათვალისწინებელი და ცოტა გვიან გააქტიურდნენ რაჭველები ამ მხრივ 🙂
 – დიახ, რაჭა ძალიან საინტერესო მხარეა ტურიზმის თვალსაზრისით და როცა ვწერდით სახელმძღვანელოს, ეს გულისხმობდა თანამშრომლობას რაჭაში მეღვინეობებთან. გამოგვეხმაურნენ მხოლოდ ერთეული კომპანიები… როგორც ჩანს, ვერ გაარკვიეს ღვინის მწარმოებლებმა, თუ რაში სჭირდებათ ეს კურსი…

"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

–  იქნებ აუხსნათ, ზოგადად, ღვინის მწარმოებლებს, რამდენად მნიშვნელოვანია, თუ როგორ გაუკეთონ რეალიზება საკუთარ ნაწარმს და რატომაა საჭირო განათლების მიღება ამ მხრივ?
– ჩვენი სტრატეგია იყო ადგილობრივების დასაქმება და სერვისების შექმნა, რაც გულისხმობს ტურისტის მასპინძლობას, რაც ადგილზე დაასაქმებდა ადამიანს და შემოსავალსაც მოიტანდა, ასევე გაყიდვებს შეუწყობდა ხელს.
ბევრ მცირე მწარმოებელს იმის საშუალება არ აქვს, რომ მარკეტინგის სამსახური ჰქონდეს და ექსპორტზე გაიტანოს.  ამიტომ მისი ღვინის გატანას პერსპექტივა აქვს, თუ ვიღაცის გასატან ღვინოს თავის ასეულ ბოთლს მიამატებს. ამ შემთხვევაში მის მოგებას ერთი ნული მაინც აკლდება ანუ ათჯერ ნაკლები იქნება იმაზე, ვიდრე ღვინის ტურიზმით შეეძლებოდა, მიეღო. მოკლედ, ღვინის ტურიზმი შემოსავლის თვალსაზრისითაც საინტერესოა, დასაქმების მხრივაც და სხვა დონეზე გადაჰყავს ტურიზმი.

რეალურად, გადახდისუნარიანი ტურისტი ჩადის და ადგილზე აგემოვნებს ღვინოებს. ამ პროცესში ერთვება საკვები, სხვა სერვისები… ამ მხრივ ადგილზე გაცილებით მეტი ფული რჩება, ვიდრე ღვინის ექსპორტზე გატანის შემთხვევაში. დღეს სერვისი ყიდის პროდუქტს.

"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

ბატონო გიორგი, ქართული ღვინის ექსპორტზე რას იტყვით – როგორია მაჩვენებელი?
– თითქმის ნახევარზე მეტის ექსპორტირება ხდება რუსეთში. ასევე 47 ქვეყანაში მოხდა წელს გატანა ქართული ღვინისა. ეს კარგი მაჩვენებელია, მაგრამ საექსპორტო პროდუქციაში ღვინოს არ უჭირავს მნიშვნელოვანი ადგილი შემოსავლის მხრივ. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, ქვეყანაში განვითარდეს კვალიფიციური პროფესიონალი მუშახელი, განსაკუთრებით ადგილზე იყოს მნიშვნელოვანი შემოსავალი, რაც მოაქვს განსაკუთრებულ პროდუქტს და განსაკუთრებულ სერვისს – ღვინის ტურიზმი ამას ადასტურებს.
და ამას ასწავლით ხომ?
– დიახ. რაც შეეხება ღვინის საერთაშორისო კურსს, რომელსაც ვასწავლი და ვარ ე.წ. აკრედიტირებული მწვრთნელი – ეს არის საერთაშორისო ღვინისა და ალკოჰოლის საგანმანათლებლო ფონდი. მისი ცენტრი არის ლონდონში და ჩვენ ვამზადებთ და იბარებს გამოცდას – ხეცურიანის სომელიეს სკოლა…
მე-11 წელია, ამას ვაკეთებთ და თუ დასაწყისში მხოლოდ რამდენიმე ჯგუფი გვყავდა, ახლა ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს. ასევე, თუ ადრე თანამშრომლებს გზავნიდა რესტორანი, დღეს თავად მწარმოებლებლები და ბიზნესის მფლობელები მოდიან, რათა გაიარონ ეს კურსი ანუ დამოკიდებულება შეიცვალა, რადგან ხვდებიან, რომ კარგი გაყიდვებისთვის სჭირდებათ კარგი წარმოდგენა ღვინის სფეროზე.
აგვიხსენით, კონკრეტულად რას ასწავლით ამ სკოლაში?
– საერთაშორისო ღვინოებს, რეგიონებს, ეტიკეტირებას, ეტიკეტის წაკითხვას. ეს კურსი არის ზუსტად იმის ახსნა, თუ რატომ იყიდება ღვინოები საშუალო და მაღალ ფასად და რა მონაცემები უნდა ჰქონდეს ღვინოს ამისთვის. ეს არის წმინდა სტრაგეგიული ცოდნა, რასაც აძლევს Wset-ის კურსი და თვალს უხელს საერთაშორისო ღვინის ბიზნესზე გლობალური მასშტაბით… სადაც არ უნდა ახსენოთ, რომ wset-ის რომელიღაც დონე გაქვთ, ყველამ იცის აღნიშნული ღვინის სფეროში.
– ასევე, საინტერესოა, ევროპიდან შემოსული ტურისტების რაოდენობაში რომელი ქვეყანა ლიდერობს?
– პოლონელი ტურისტების წილი იზრდება და იმედია, ის ქვეყნები, რომელთაც განსაკუთრებული პროდუქტი აინტერესებთ, უფრო აქტიურად ივლიან საქართველოში – დიდ ბრიტანათს და სკანდინავიის ქვეყნებს გამოვყოფდი ამ მხრივ…
და, როგორ უნდა მოვიზიდოთ ტურისტები ამ ქვეყნებიდან?
– განათლებით – პირველ რიგში. სადაც არაა ცოდნა, იქ ხედვაც არაა და ხედვის გარეშე, არც ერთი საქმე არ გამოდის.
პანდემიის დროს ტურიზმის სექტორს დიდი ზიანი მიადგა – რა ვითარებაა ახლა?
– დიახ, პანდემიის დროს საკმაოდ მძიმე შედეგი გვქონდა და დღემდე ვიმყოფებით აღდგენის პროცესში. ჩემი კომპანია, რომელიც გაცილებით აქტიური იყო პანდემიამდე, დღეს ისე აქტიური აღარ არის… პანდემიის დროს ბევრმა ბიზნესმა შეწყვიტა საქმიანობა. სასტუმროებს და რესტორნებს განსაკუთრებით გაუჭირდათ აღდგენა…
ბატონო გიორგი, როგორია თქვენი ფორმულა ტურიზმის და განსაკუთრებით გასტრონომიული, ღვინის ტურიზმის განვითარებისა?
– განათლებაზე უკვე ვისაუბრე და თუ განათლება პრაქტიკასთან ერთად არ იქნა, შედეგი ვერ დადგება… როცა დავიწყე საქმიანობა გიდად, მსოფლიო ფედერაციის კურსი გავიარე და ამ დონის ტრენერი გავხდი. რაც შეეხება ღვინის ტრენერს, ლონდონის wset გავიარე, ავედი მე-3 დონეზე და მერე ჩავაბარე მწვრთნელის გამოცდა, რათა მიმეღო აკრედიტაცია. ასე რომ, ვეცადე ორივე სფეროში საერთაშორისო ცოდნა მიმეღო და ეს ცოდნა გამეზიარებინე საქართველოში.
როგორც ცნობილი სომელიე, რომელ ქართულ ღვინოს გამოკვეთდით, ყურძნის რომელი ჯიშია თქვენთვის საუკეთესო?
– დასავლეთ საქართველოში გამოვყოფდი ორ ჯიშს, რომელსაც უდიდესი პერსპექტივა აქვს და 1000 ევროდ გაიყიდება, ეს არის “უსახელაური” და “ოცხანური საფერე”.
აღმოსავლეთ საქართველოში “საფერავს” ჯერ კიდევ აღმოსაჩენი აქვს პოტენციალი, მაგრამ გამოვყოფდი მაგალითად: “ქართლის შავკაპიტოს” და “თავკვერს”. წლიდან წლამდე ამ ღვინის მწარმოებლები უფროდაუფრო საინტერესოდ აკეთებენ… ძალიან პოპულარული გახდა “ქისი” კახეთში და ამ მხრივ დიდი პერსპექტივა აქვს.  დასავლეთ საქართველოში ჩემი საყვარელი ჯიშია “კრახუნა”…
“ცოლიკაურის” ღვინოები ჯერ კიდევ აღნოჩენის პროცესშია…
– “ხვანჭკარაზე” რას იტყვით?
– ვფიქრობ, უნდა გადავიდეს საქართველო ნახევრად ტკბილი ღვინოებიდან უფრო მშრალი ღვინის წარმოებაში და გადავიდეს სხვა ტექნოლოგიაში ანუ სტილურად სხვა ღვინოები აწარმოოს. ინვესტიცია დიდ თანხას, სწორ გათვლას და დროს მოითხოვს – შრომატევადი საქმეა. კარგია, რომ სახელმწიფოს მიდგომა აქვს მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობისა, რაც სასიხარულოა…
როცა ექსპორტზე ვსაუბრობთ, რა უნიკალურობა აქვს ქართულ ღვინოს? ალბათ, დაყენების – თუნდაც ქვევრის ტექნოლოგია…
– კი, მაგრამ რაოდენობრივად ეს ბევრი არაა და ვერც იქნება. ვახსენე ჯიშები, რომლებიც ძველი, მივიწყებული და გადაშენების პირას მყოფია, მაგრამ მათი აღდგენა დაიწყო, საუკეთესო ღვინოს აყენებენ, რაც კარგია… ისევ ტურისტმა უნდა გაუკეთოს ამას პოპულარიზაცია ანუ ღვინის ტურიზმი იქნეს გამოყენებული, როგორც ინსტრუმენტი საიმისოდ, რომ ეს მიმართულება განვითარდეს. რაოდენობიდან ხარისხზე უნდა ორიენტირდეს …

"ქართულ ღვინოს დიდი პოტენციალი აქვს" - ექსკლუზიური ინტერვიუ ცნობილ სომელიე გიორგი დარციმელიასთან, რომელიც ღვინის ტურიზმსა და ქართველი გიდების პერსპექტივაზე საუბრობს

როცა ღვინის ფასზე ვსაუბრობთ, დაძველების ეფექტსაც აქვს ხომ მნიშვნელობა?
– დიახ და რომ დაძველდეს, უნარი უნდა ჰქონდეს ღვინოს. ისეთი საინტერესო ღვინოები კი, რომელიც განსაკუთრებით ფასობს, სწორი დაგეგმვით მიიღწევა. ეს ქმნის განსაკუთრებულ ხარისხს, რომელსაც განსაკუთრებული ფასი აქვს. 2 დოლარად იყიდება ქართული ღვინო სადღაც სარდაფში და ძალიან მნიშვნელოვანია, არ გაიყიდიოს ასე დაბალ ფასად, რადგან უზარმაზარ ძალისხმევას მოითხოვს ვაზის მოვლა და მერე დაღვინების პროცესს, წარმოებას, შესაბამის შენახვას და ა.შ. ეს ყველაფერი ხარჯს მოითხოვს.
თან თუ დავარგების უნარიანია, ამასაც დრო სჭირდება, რაც ხარჯიანია… საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გამოიყენა შესაძლებლობა, რადგან სექტორში არ არის საკმარისი თანხა საამისოდ.
–  რაც შეეხება თქვენს მეორე საქმიანობას – გიდებს რა როლი აქვთ ტურიზმის სეგმენტში?
– გიდები არიან ფლაგმანები… დღეს პროგრესი გვაქვს, სულ სხვა დონეზე ავიდა და ძალიან საინტერესო, ნიჭიერი ადამიანები შემოიყვანა ამ საქმიანობაში ქართულმა ტურიზმმა. ჩვენ შევქმენით “ვერცხლის სამკერდე” და ეროვნული სერტიფიცირების ძალიან კარგი მოდელი, ასოციაციები ყალიბდება და “სერტიფიცირებული გიდების ასოციაცია”, რომლის დამფუძნებელიც ვარ, სწორედ იმას გულისხმობს, რომ გადმოიღოს მოწინავე საერთაშორისო გამოცდილება და ადგილზე შექმნას ეს მხარდაჭერა. გაცილებით ძვირი ღირს სერტიფიცირებული გიდი და მას უფრო დიდი მოტივაცია აქვს, რაც შეიძლება მაღალი ხარისხის სერვისი შექმნას.
კარგი გიდის შემოსავალს ჯერჯერობით ვერ შეედრება ვერც ერთი პროფესიის შემოსავალი… ბევრი ნიჭიერი ადამიანი სხვა სფეროდან იწყებს გიდად გადამზადებას, რადგან აქ შემოსავალი გაცილებით დიდია…
თქვენი ასოციაცია მოიცავს სასწავლო კურსსაც გიდებისთვის?
– ჩვენ გვაქვს საგამოცდო სისტემა, ხოლო ტრენინგ კურსი გულისხმობს ამ გამოცდებისთვის მომზადებას. გიდისთვის მნიშვნელოვანია პრაქტიკა, ის მოქმედი უნდა იყოს, რომ შეძლოს ამ გამოცდების ჩაბარება ანუ თვითგანათლებაა აქ მნიშვნელოვანი და პრაქტიკამ აჩვენა, რომ ადამიანები პრაქტიკული საქმიანობით იღებენ უნარებს და გამოცდილებას.
ჩვენი ასოციაცია მსოფლიო ფედერაციის წევრია…
მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ივლისი 3, 2024
რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

რამდენად კალორიულია ჩირი და ვინ უნდა შეიკავოს თავი გამომშრალი ხილის მიღებისგან?

ივნისი 27, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
- Advertisment -spot_img

ბოლო სიახლეები