ოთხშაბათი, ივლისი 17, 2024
მთავარისამინისტროსოციალური დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გამოწვევები

სოციალური დაცვის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი პროექტები და გამოწვევები

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილეს, რადიმ ირსენს შეხვდა, –  ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, უცხოელ კოლეგას, სამინისტროს პრიორიტეტები და მიმდინარე საქმიანობა გააცნო.

„ისაუბრეს სოციალური დაცვის მიმართულებით არსებულ მნიშვნელოვან პროექტებსა და გამოწვევებზე.განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებიც.

ჩეხეთის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილემ უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯები დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ სამინისტროს სწორად დასახული პრიორიტეტები აქვს.

„ჩვენ ვითანამშრომლებთ ისეთ საკითხებზე როგორიცაა სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტები. განვიხილეთ სოციალური დაცვის სისტემები და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევები. ჩეხეთის მხარემ ამ მიმართულებით საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა, რათა ჩვენი სოციალური სისტემები კიდევ უფრო დაუახლოვდეს ერთმანეთს. შევთანხმდით სამომავლო ურთიერთთანამშრომლობაზე და ჩეხეთის მხრიდან სოციალური პროექტების მხარდაჭერაზე“,-აღნიშნულის შესახებ თამილა ბარკალაიამ განაცხადა.

შეხვედრას ჩეხეთის რეგიონული განვითარების წარმომადგენელი იანა ზელინგეროვაც ესწრებოდა“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

#datashvil

#drpkhakadze

#SheniEkimi.ge

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

5 მიმართულება, რომელსაც ადგილობრივები იაპონიაში მოსანახულებლად გვირჩევენ

15 July, 2024
ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს

ე.წ. ბასლაინზე გადაადგილების უფლება ტაქსებთან ერთად, შესაძლოა, მოტოციკლსა და მოპედებსაც მიენიჭოს

16 ივლისი 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები

Verified by MonsterInsights