ორშაბათი, ივლისი 8, 2024
- Advertisement -spot_img
მთავარიაგრო სიახლეებირა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას - რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას – რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეთ

რა უნდა ვიცოდეთ თხილის კულტურის გაშენებისას

ქვემოთ მოგვყავს ის ძირითადი რჩევები, რაც აუცილებლად უნდა იცოდეს თხილის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირმა:
1. თხილის გაშენების საუკეთესო პერიოდია შემოდგომა-ზამთარი;
2. თხილის ბუჩქების გაშენება შეიძლება როგორც სწორ ადგილას, ისე 5-10º-ით დაქანებულ ფერდობებზე;
3. ფერდობზე დარგვისას ნერგები ირგვება ტერასების გარეშე, 100X100 სმ სიღრმე-სიგანის ორმოებში;
4. შემოდგომა-ზამთრის პერიოდში თხილის გაშენებისას ორმოების ამოთხრა უმჯობესია დამთავრდეს 10 ოქტომბრისათვის;
5. აღმოსავლეთ საქართველოში თხილის გაშენებამდე, პირველ რიგში, იფიქრეთ პლანტაციის წყლით მომარაგების საკითხზე – დასავლეთში პლანტაციას არ რწყავენ, თუმცა დარგვისას წყლის დასხმა აუცილებელია;
6. ბუჩქიდან ბუჩქამდე დასატოვებელი მანძილის საუკეთესო ვარიანტია 8X8 და 10X10მ;
7. სწორ ადგილზე ორმოს სიღრმე-სიგანე საკმარისია 60X60სმ-ზე;
8. როცა ბუჩქებს შორის მანძილი 8X8 ან 10X10 მ-ია, ბუჩქებში ღეროების რაოდენობა 26-დან 30-მდე უნდა იყოს;
9. თხილის ბუჩქები შეიძლება დაირგოს 6X6, 6X7 მ კვების არის ფართობზეც, მაშინ ბუჩქებში ვტოვებთ 8-10 ტოტს, თუ კვების არის ფართობი 7X7მ-ია – 12-14 ტოტს;
10. ვინაიდან დასავლეთ საქართველოში ნიადაგები მაღალი ტენიანობისაა და ნარგაობა ძლიერი ზრდით ხასიათდება, დაბლობ ადგი­ლებში უმჯობესია კვების არე იყოს 7X8 ან 8X8მ; აღმოსავლეთ საქართველოში – 6X6, 7X6 მ;
11. გახსოვდეთ! თხილს ახასიათებს არაჩვეულებრივად ძლიერი, კომპლექსური ფ­ესვთა სისტემა, რომელიც კარგად ამაგრებს ნიადაგს. ნუ გაუშვებთ ხელიდან მცენარის ამ უნარს, გა­აშე­ნეთ იგი ფერდობზე, ნიადაგსაც დაიცავთ, მოსავალსაც მიიღებთ და სწორ ფერდობებს სხვა კულტურების გასაშენებლადაც გამოიყენებთ;
12. თხილის გაშენების ყველაზე ხელმისაწვდომი და ხელსაყრელი მეთოდია ამონაყარებით გამრავლება;
13. ნერგების დარგვისას ყოველ ორმოში 5-6კგ გადამწვარი ნაკელი ან 100 გ გრანულირებული სუპერფოსფატი იყრება. საუკეთესო სასუქი თხილისათვის ნაკელი ან კომპოსტია;
14. დარგვამდე ამოწმებენ ფესვთა სისტემას, თუ რომელიმე ფესვი დაზიანებულია, აჭრიან ჯანსაღ ნაწილამდე;
15. დარგვამდე ნერგები რომ არ გამოშრეს, მოათავსეთ ჭურჭელში, რომელშიც წ­ყალში გაზავებული ნაკელი და მიწა ყრია;
16. ნერგს რგავს ორი ადამიანი, ერთს უჭირავს ნერგი, უსწორებს ფესვებს, ანაწილებს მათ ორმოში, რგავს 6-8სმ-ით უფრო ღრმად, ვიდრე დარგვის სიღრმეა, მეორე აყრის ფხვიერ მიწას და სანამ მიუტკეპნიან, ნერგს ზემოთ ამოსწევენ, რომ მიწა ფესვქვეშ კარგად შევიდეს. რგავენ ისე, რომ ფესვის ყელი მიწის ზედაპირთან ახლოს იყოს. ამის შემდეგ მიწას მიუტკეპნიან და აუცილებლად რწყავენ, წყალს უსხამენ ნერგის ირგვლივ გაკეთებულ ჯამში. როგორც კი წყალი შეიწოვება, მონარწყავზე აყრიან მშრალ, ფხვიერ მიწას. მოსარწყავი წყლის რაოდენობა 2-3 ვედროა;
17. თხილის გაშენებისას საუკეთესო ვარიანტია პლანტაციაში არანაკლებ 4 ჯიშის გაშენება, ეს ხელს უწყობს ჯვარედინ დამტვერვასა და უხვ­მოსავლიანობას;
18. დარგვიდან 2 წლის განმავლობაში ნერ­გები არ ისხვლება. მხოლოდ მესამე წელს შ­ე­იძლება ზედმეტი ყლორტების – ცუდად განვითარებული ამონაყარების მოცილება. სცილდება აგრეთვე ხმელი, მოტეხილი და ძალიან ახლო-ახლოს მდგომი ცუდად განვითარებული ტოტები;
19. ერთწლიანი ნაზარდის დამოკლება არ არის რეკომენდებული;
20. ბუჩქების გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ 20-25 წლის შემდეგ. ამ დროს იწყება მათი ხმობა და დაბალმოსავლიანობაც;
21. ბუჩქების გაახალგაზრდავება ხდება თანდათანობით, 6-7 წლის განმავლობაში; სხვა შემთხვევაში, მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირდება;
22. ბუჩქის გაახალგაზრდავებაზე უნდა ვიზრუნოთ მხოლოდ გაზაფხულზე, დაყვავილების შემდეგ, მაგრამ ფოთლების განვითარებამდე;
23. რაც შეეხება ბუჩქში წვრილ ამონაყარებს, ისინი ძალიან ასუსტებს ბუჩქებს და სავეგეტაციო პერიოდის განმავლობაში უნდა გამოიხშიროს 3-4-ჯერ;
24. შემოდგომით ახალგაზრდა, მსხმოია­რე პლანტაციებში დაბარვის ან მოხვნის წინ აუცი­ლებელია ბუჩქის ირგვლივ ჯამებში შეტა­ნილ იქნას (1ჰა-ზე გადაანგარიშებით) 20ტ გა­დამწვარი ნაკელი, 250კგ სუპერფოსფატი და 90-120კგ ამონიუმის გვარჯილა;
25. აღმოსავლეთ საქართველოში ახალგაზრდა პლანტაციებს ესაჭიროება რწყვა – ერთ­ხელ ზამთარში და ორ-სამჯერ ზაფხულში (მაისი, ივნისი, ივლისი).
26. მოსავლის აღების ყველაზე მოხერხებული მეთოდია ბუჩქის ქვეშ ბრეზენტის ან ჯვალოს ქსოვილის დაფენა და დაბერტყვა. ხეზე დარჩენილი ნაყოფი, რა თქმა უნდა, იკრიფება ხელით. დაბერტყვისას ჩამოდის სუფთა ნაყოფი და არ საჭიროებს გარჩევას. ხელით მოკრეფილი ნა­ყოფი 2-3 დღე-ღამის განმავლობაში გაშალეთ მზეზე და ჯოხის მსუბუქად დარტყმით გამოარჩიეთ. ნაყოფი დიდხანს შეინახება, თუ მას კარგად გამოაშრობთ და ჯვალოს ტომრებით შეინახავთ მშრალ სათავსში, რომელიც კარგად ნიავდება.
შემოდგომაზე, დაბარვის წინ, თხილის პლან­ტაციის ყოველი ბუჩქის ჯამში აუცილებელია 2-3 ვედრო გადამწვარი ნაკელისა და 200-250გ სუ­პერფოსფატის შეტანა, ხოლო სა­გა­ზაფხულო გაფხვიერების წინ – 100-120გ ამო­ნიუმის გვარჯილის. დიდ ფართობებზე 1ჰა-ზე შეაქვთ 20ტ ნაკელი, 250 კგ სუპერფოსფატი და 90-120 კგ ამონიუმის გვარჯილა.
საქართველოში თხილის ორმოცზე მეტი ჯიშია გავრცელებული, რომელთაგან ცხრა ჯიში ქართულია. ქვემოთ მოგვყავს სამეურნეო ღირსების მქონე თხილის ჯიშები. ამით, სავარაუდოდ, დაინტერესდებიან ფერმერები, რომლებიც ამ კულტურის სამრეწველო მიზნით გაშენებას აპი­რებენ. ეს ინფორმაცია სასარგებლო იქნება მოყვარული მეურნეებისთვისაც. ამრიგად, თხილის ქართული ჯიშებია:
გულშიშველა – გავრცელებულია დასავლეთ საქართველოში, სადაც ძირითად სამრეწველო ჯიშს წარმოადგენს. ხარობს ბუჩქის სახით, ნაყოფი პირველად გამოაქვს მესამე წელს, რის შემდეგაც რეგულარულად მსხმოიარობს. თითო­ეული ბუჩქიდან საშუალოდ იღებენ 3,5-4კგ-ს, ანუ ჰა-ზე 8-10 ც-ს. საადრეო კარგი გემური თვისებების მქონე ჯიშია; იკრიფება ივლისის პირველ ნახევარში. მსხვილი ნაყოფის წონა საშუალოდ 2,1 გ-ია, ამასთან გული ნაჭუჭს ყო­ველთვის ავსებს. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 48%-ია, ცხიმიანობა 66,5%.
ხაჭაპურა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. გავრცელებულია გურია-აჭარის რეგიონებსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში. საადრეო, საშუალომოსავლიანი, სამრეწველო ჯიშია. კრეფენ ივლისის მეორე ნახევრიდან. თითოეული ბუჩქიდან გროვდება 2,5-3 კგ თხილი, ერთ ჰა-ზე – 6,5-7 ც. ნაყოფედში 3-4 ნაყოფია. ნაყოფის საშუალო წონაა 2,5 გ. ამ ჯიშის თხილის გულის გამოსავლიანობა 46%-ია, ცხიმიანობა – 65,9%.
შველისყურა (სინონიმი: სკვერი) – უმთავ­რე­სად გავრცელებულია გურიის რეგიონსა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სადაც ამ სინონიმით არის ცნობილი. პირველად ისხამს დარგვიდან მესამე წელს. იკრიფება ივლისის მეორე ნახევარში. უხვმოსავლიანია, ბუჩქიდან საშუალოდ გროვდება 3,5-4 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8,5-9 ც. კარგად ეგუება გარემო პირობებს.
ცხენისძუძუ (სინონიმი: ცხენისკბილა) – გავ­რცელებულია გურიაში. იკრიფება ივლისის მე­ორე ნახევარში. ნაყოფედში 3-6 თხილია, ნა­ყო­ფის საშუალო წონაა 2,1-2,3 გ. თხილის ამ უხვ­მოსავლიანი ჯიშის გულის გამოსავალია 53%, ცხიმიანობა – 69%. ბუჩქიდან იკრიფება 4,3 კგ თხილი, 1 ჰა-ზე 12-13 ც. სამრეწველო თვალსაზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით ნოტიო კლიმატურ პი­რო­ბებში.

ფუთქურამი (სინონიმი: ანაკლიური) – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ფართოდაა გავრცელებული სამეგრელოში, წამ­ყვანი ჯიშია აფხაზეთში, სადაც ანაკლიურ ჯიშად მოიხსენიება. მავნებლების მიმართ გამძლეა, იკრიფება იმავე პერიოდში, როგორც ზემოჩამოთვლილი ჯიშები. ნაჭუჭი მუდამ სავ­სეა გულით, ნაყოფის საშუალო წონაა 2,4 გ. თხილის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 45-47%, ცხი­მიანობა 68.8%-ია. ბუჩქიდან საშუალოდ იკ­რი­ფება 3,5 კგ, 1 ჰა-ზე – 8,5-10 ც. სამრეწველო თვალ­საზრისით, მისი გაშენება მიზანშეწონილია შედარებით მშრალ პირობებში.
ჩხიკვისთავა – მიღებულია ხალხური სელექციის შედეგად. ჯიში გავრცელებულია გურიის რეგიონში. უხვმოსავლიანია, ოღონდ აუცილებელია მისი დარგვა სხვა ჯიშებთან ერთად ჯვა­რედინი დამტვერვის მიზნით. ნაყოფი სხვა ჯიშებთან შედარებით წვრილია, მისი საშუალო წონაა 1,3-1,5 გ. ნაჭუჭი მუდამ სავსეა გულით. თხი­­ლის ამ ჯიშის გულის გამოსავლიანობა 56%-ია,
ცხიმიანობა – 70%. ბუჩქიდან საშუალოდ იკ­რიფება 2,5 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 8 ც.
ნემსა – უმთავრესად გავრცელებულია ოზუ­რ­­­გეთის მუნიციპალიტეტში. იკრიფება 10-15 აგვისტოდან, ნაყოფედში 3-4 ნაყოფია; ბუჩ­ქიდან საშუალოდ იკრიფება 3,8 კგ თხილი, 1ჰა-ზე – 11,7 ც. გულის გამოსავლიანობა და­ახლოებით 52%-ია, ცხიმიანობა – 68,5%. ნემსა საუკეთესო სამრეწველო ჯიშია.
ვანის წითელი – საადრეო ჯიში შეირჩა სო­ფელ ზედა ვანში. იკრიფება ივლისის ბო­ლო­დან, ნაყოფედში 2-4 თხილია, ნაყოფის წონაა 2-2,5 გ, ცხიმიანობა 72%. გული ნაჭუჭს მუდამ ავსებს, გამოსავლიანობა 54,5%-ია. ამ ჯიშის თხილის ბუჩქის საშუალო მოსავალი 6კგ-ია. ძვირფასი სამრეწველო ჯიშია, თხილის კულტურის გაშენების მსურველებს ვურჩევთ მის გაშენებას.
ბადემი (სინონიმები: დედოფლისთითა, აკა­კი წერეთლის თხილი) – ლიტერატურული წყა­როების მიხედვით, დიდი ხანია, შემოტანილია თურქეთიდან. გავრცელებულია ყირიმში, აჭა­რასა და აფხაზეთში. ერთეული ბუჩქების, ზოგჯერ პლანტაციის სახითაც გვხვდება ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, ანაკლიასა და სოფელ შემოქმედში. საადრეო ჯიშია, იკრიფება ივლისის დასაწყისში; ლამაზი, საშუალო სიდიდის ნაყოფის წონა 2,5 გ-მდეა. გული ნაჭუჭს ყოველთვის არ ავსებს, მისი გამოსავლიანობა 52%-ია, ცხიმიანობა 68%. თითოეული ბუჩქიდან იკრიფება 3,2კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 12 ც. ნაკლებად ცნობილი, თუმცა სამრეწველო მნიშვნელობის ჯიშია, რომელიც წარმატებით შეიძლება გაშენდეს, რო­გორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
განჯა-თხილი (სინონიმი: კტნ-69) – აზერბა­იჯანის ადგილობრივი, ხალხური სელექციით გა­­მოყვანილი უხვმოსავლიანი ჯიშია; ერთი ბუჩ­­ქიდან იკრიფება 4,5-5 კგ, 1 ჰა-ზე – 10-12ც. ნა­ყოფი საშუალო სიდიდისაა, გული ნაჭუჭს­ ყო­ველ­თვის ავსებს, ნაყოფის წონაა 2,5 გ, გულის გა­მოსავალი ნაყოფის საერთო წონის 52%-ს შე­­ადგენს, ცხიმიანობა – 67,9%-ს. სამეურნეო ღირ­სებების გამო, სასურველია, გაშენდეს როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში.
ბერძნულა – გავრცელებულია მთელ და­სავლეთ საქართველოში. პირველ მოსავალს იძლევა დარგვიდან სამი წლის შემდეგ, მაქსიმუმს აღწევს 7-15 წლის ასაკში. ერთ ბუჩქიდან იკრიფება 5-10 კგ თხილი, 1 ჰა-ზე – 26,5 ც. ნაყოფი, რომლის წონაა 2,1-2,5 გ, მთლიანად ავსებს ნაჭუჭს. გულის გამოსავალი ნაყოფის საერთო წონის 49-53%-ს შეადგენს, ცხიმიანობა – 63-67%-ს.
გარდა ზემოჩამოთვლილი ჯიშებისა, სა­ქარ­თველოში მეტ-ნაკლებად გავრცელებულია: გე­რ­­­მა­ნული (10 ჯიში), ინგლისური (10 ჯიში), სა­მ­­ხრე­თ­ევროპული (2 ჯიში), თურქული (3 ჯიში), იტა­­­ლიური, ჩერქეზული და ესპანური თითო-თითო ჯიში, ზოგის წარმოშობა უცნობია. მეტად სა­ინტერესო ჯიშებია:
გერმანული: გულსავსე, დიდისფერული, ლა­ნ­­დ­სბერგის გრძელი, ლუიზა, გუსტავი, კა­დე­ტენი, სიკლერი, ბიუტნერი, ლომ­ბარ­დიუ­ლი წითელი, გოლიათი.
ინგლისური: ნოტინგემური, უების ძვირფასი, მეჯიქ-ბერი, როიალი, კენტის, ბადიუსი, კოსფორდი, ევგენია, გარიბალდი, დავიანა.
თურქული: კუდრიავჩიკი (ტომბული), ფუ­რ­ფულაკი, ბადემი.
აზერბაიჯანული: განჯა-თხილი, ათა-ბაბა, იზი­უმ-შაქარი, აშრაფი, კეერასუნდის მრგვალი, ავე­ტის დალაქიანი, კუტკაშენი.
ეს ჯიშები საქართველოში გხვდება, მაგრამ რამ­დენად ხელმისაწვდომია, ძნელი სათქმელია. ერთი რამ ცხადია – მათი სამრეწველო დანიშ­ნულებით გაშენება ერთობ მიზანშეწო­ნი­ლია.

როგორ იმყნობა კაკალი

წყარო: ნიკოლოზ იოსებიძე, ყველაფერი საოჯახო მეურნეობის შესახებ (გამომცემლობა პალიტრა L)

#datashvil #drpkhakadze #sheniambebi #shenisofeli

მასალის გამოყენების პირობები
მსგავსი სიახლეები
ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

ევროპის ულამაზესი “საიდუმლო კუნძული”, სადაც მოხვედრა მხოლოდ ნავითაა შესაძლებელი

7 July, 2024
5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 გამორჩეული მაღაზია ნეაპოლში

5 July, 2024
რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

რა უნდა მიირთვათ სლოვაკეთში

5 July, 2024
ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ვარიკოზული დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მეთოდები კლინიკა “კონსილიუმ მედულაში

ივლისი 6, 2024
რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა – ბიჭებში

ივლისი 6, 2024
ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ფიზიკური აქტივობის დროს სითხის მიღება ხელს უწყობს შრომისუნარიანობის ამაღლებას

ივლისი 6, 2024
„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

„განცხადებების მიუხედავად, ფედერაციამ ყველა გამოიძახა, ყველა…  და ეს იყო განაცხადი ანუ, მარტო ფულით არ გვჯობიან. ჩვენ კიდევ ტოქსიკური შეყვარებულები ვართ და ტოქსიკური სიყვარულისგან, ბოლოს მაინც ყველა გარბის“  ნანუკა ჟორჟოლიანი

5 ივლისი 2024
სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

სექსუალური ძალადობის გამო, ლიეტუვაში ფსიქოლოგს თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა – საქმე მიგრანტების მიმართ ჩადენილ დანაშაულს ეხება

5 ივლისი 2024
გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

გერმანიაში ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

5 ივლისი 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

მსოფლიოს უცნაური სახლები-რომელ მათგანში იცხოვრებდით

ივლისი 7, 2024
როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

როგორ გამოიყურება თბილისური ეზოების ულამაზესი კიბეები

ივლისი 6, 2024
თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

თანამედროვე სტილი-მოხატული კედლები სახლში

ივლისი 6, 2024
ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

ავტობუსის გაჩერებაზე შემთხვევით ნაპოვნი, პოლიეთილენის პარკში გახვეული ტიციანის შედევრი, 22 მილიონ დოლარად გაიყიდა

7 ივლისი 2024

ფოტომასალა, რომლითაც დასტურდება, რომ ნაცისტები საქართველოს სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას განიხილავდნენ

7 ივლისი 2024
როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

როგორი იქნებოდა ჰარი პოტერი “ბოლივუდს” რომ გადაეღო

6 ივლისი 2024
საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

საბავშვო ბაგა-ბაღებში რეგისტრაცია იწყება – რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა

ივლისი 6, 2024
21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

მარტი 21, 2024
როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

როგორ ვკვებოთ ბავშვები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

რძე და რძის პროდუქტები – რა დოზით ჩავრთოთ კვების რაციონში

ივლისი 6, 2024
როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

როგორ მოვიქცეთ – მავნებლებმა ვაზი რომ არ გააფუჭოს

ივლისი 6, 2024
ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ყველაზე გავრცელებული კანის პრობლემები ზაფხულში

ივლისი 7, 2024
ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ვარდის წყალი – სილამაზის საიდუმლო

ივლისი 7, 2024
როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

როგორი წარბის ფორმა შევარჩიოთ- თანამედროვე ტენდენციებისა და სახის ოვალის გათვალისწინებით

ივლისი 6, 2024
მსოფლიოს უცნაური სახლები

მსოფლიოს უცნაური სახლები

7 ივლისი 2024
მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

მოგზაურობა პარიზში-10 უალამაზესი ადგილი, რომელიც უნდა ნახოთ

6 ივლისი 2024
რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

რჩევები, რომლებიც საზღვარგარეთ სწავლის დაწყებამდე გამოგადგებათ

6 ივლისი 2024
გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

გვიან ღამით თბილისში მოსულმა უხვმა ნალექმა, რასაც თან ერთვოდა ძლიერი ქარი, პრობლემები შეუქმნა დედაქალაქს

ივლისი 7, 2024
თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

თბილისი ზღვის მიმდებარე ტერიტორია დასუფთავდა

ივლისი 6, 2024
თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

თბილისში 34 ბინა ექსპლუატაციაში არ მიიღეს

ივლისი 5, 2024
- Advertisement -spot_img

ბოლო სიახლეები