თაფლის ანტიცელულიტური მასაჟი კატეგორიულად არ შეიძლება თუ ფეხებზე არსებობს პრობლემები ვენებთან დაკავშირებით,
ვარიკოზული გაგანიერება, თრომბოფლებიტი, კანის დაავადებების, ასევე, მაღალი წნევის დროს.
ანტიცელულიტური მასაჟი არ შეიძლება გაკეთდეს კრიტიკულ დღეებში. თაფლის მასაჟი არ კეთდება ბარძაყის შიდა მხარეზე, საზარდულის ლიმფური კვანძების ზონაში, მხრის შიდა მხარეზე. მუცლის არეში მასაჟი კეთდება ძალიან ფრთხილად.
თაფლის მასაჟი უნდა გაიკეთოთ 15 დღის განმავლობაში, თითო დღის გამოტოვებით. დაიცავით ზომიერება.
თაფლით მასაჟის გასაკეთებლად გამოგადგებათ ნებისმიერი ნატურალური თაფლი – ცაცხვის, ყვავილის თუ სხვ. ოღონდ ყურადღება მიაქციეთ, რომ იგი არ შეიცავდეს უცხო მინარევებს.
მასალის გამოყენების პირობები