ორშაბათი, მაისი 4, 2026

„Covid19-ის ახალი შემთხვევების ზრდა – ამ მატების შესაძლო მიზეზები მოიცავს შეშფოთების (VOCs) უფრო…

08/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„7% increase in new #Covid19 cases globally last week. First increase in many weeks.
“Possible reasons for this increase include the continued spread of more transmissible variants of concern (VOCs), relaxation of public health and social measures (PHSM) and fatigue around adhering to PSHM measures.” WHO
გასულ კვირას გლობალურად #Covid19-ის ახალი შემთხვევების 7 იანი ზრდა. პირველი ზრდა მრავალი კვირის განმავლობაში.


ამ მატების შესაძლო მიზეზები მოიცავს შეშფოთების (VOCs) უფრო გადამცემი ვარიანტების გავრცელებას, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური ზომების (PHSM) მოდუნებას და დაღლილობას PSHM-ის ზომების მიტანას.” WHO“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მსოფლიოში ჯერჯერობით კორონავირუსის სამკურნალო წამალი არ არსებობს, ვაქცინის მიღებას 18 თვე სჭირდება

16.04.2020 Rustavi2

გაეროს ექსპერტი, ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ჯერჯერობით კორონავირუსის წამალი მსოფლიოში არ არსებობს.

როგორც გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას აღნიშნა, ზოგადად, ვაქცინის შექმნა რთული და გრძელვადიანი პროცესია და მას დაახლოებით 18 თვე სჭირდება.

“ვაქცინების განვითარება – ეს არ არის ისეთი პროცესი, რომელიც ჩვენ მოქალაქეს შეიძლება წარმოედგინოს ტრილერებსა და კინოებში. ეს რთული პროცესია და ძალიან ხანგრძლივი. საშუალოდ, ვაქცინის პროცესი დაწყებიდან დამტკიცებამდე გრძელდება 12-18 თვე. ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია და აქედან გამომდინარე, საშუალოდ, ვაქცინის დამტკიცებას 18 თვე სჭირდება.

ის მოწოდებები, რომელიც ძალიან ბევრია ინტერნეტში და რომელსაც ვისმენთ ზოგჯერ მედიასაშუალებებიდან, ჩვენთვის ძალიან სასაცილო არის. არასერიოზულია, როდესაც ვინმე ამბობს, რომ ერთ, ან ორ თვეში ჩვენ ვაქცინა გვექნება. ვაქცინის დამტკიცებას სჭირდება დრო – ჯერ ლაბორატორიული მუშაობა, მერე ცხოველებზე ექსპერიმენტები, შემდეგ ადამიანებზე გადამოწმება.

პირადად ერთი რამე შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით, მკურნალობის არცერთი პროცესი არ არის საბოლოოდ დამტკიცებული და არ გვაჩვენა ჩვენ 100-პროცენტიანი დადებითი შედეგი. არის ძალიან ბევრი კვლევები მსოფლიოს სხვადახვა ნაწილში, ძალიან ბევრი ლაბორატორიაა ჩართული, მაგრამ დღეს არ გვაქვს წამალი, რომელმაც გვაჩვენა, რომ ეს კონკრეტული წამალი არის კოვიდის სამკურნალო. ჯერჯერობით მსოფლიოში ჩვენ ეს წამალი არ გვაქვს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161577

ეს ხომ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს – რას აპროტესტებს გიორგი ფხაკაძე

03/11/2021

ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი გიორგი ფახაკაძე სოციალურ ქსელში ვრცელ ინფორმაციას ავრცელებს და კოვიდპანდემიის მართვის რეკომანდაციას გასცემს.


პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„ქვეყანაში გადაწყვეტილების მიმღებმა ეს პოსტი უნდა დაიდონ წინ სახელმძღვანელო გაკვეთილივით. სულ პუნქტ-პუნქტად თანმიმდევრობით უნდა გაიარონ და მიყოლებით მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები… ვაქცინაცია ქვეყანაში ჩავარდნილია

მარტივ ენაზე – ვაქცინაციის პროცესი გაჩერდა. ვაქცინაციის საბჭომ უნდა აიღოს სრული პასუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე

დაავადებათა კონტროლის ცენტრმა უნდა აიღოს სრული პადუხისმგებლობა ამ ჩავარდნაზე. ნუ ვეძებთ “ვიღაც” დამნაშავეებს.

როცა არაპროფესიონალები (ვაქცინაციის სფეროში) იღებენ არაპროფესიონალურ /პოლიტიკურ /ბიზნეს ინტერესებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს, შედეგია არის შესაბამისი.

4 ტიპის ვაქცინის შემოტანა იყო შეცთდომა და წინადადება – “ვაქცინის არჩევანის თავისუფლება” იყო თავიდანვე დიდი შეცდომა. ვერ გავიგე, ეს ვაქცინაა თუ “ბოტილოქსი” (ბოტოქსი არის შხამი, რომელიც გამოიყენება ესთეტიკურ მედიცინაში). მოქალაქემ უნდა იცკდეს რომ უნდა აიცრას და რა ვაქცინით, ეს არის შიდა სამედიცინო საკითხი.

მესმის, რომ თავიდან არანაირი ვაქცინა არ იყო და ნებისმიერი ვაქცინა იყო ხსნა ამაზე არავინ დავობს. მაგრამ როცა აგვისტოდან უკვე მსოფლიოში სრულად დამტკიცდა ფაიზერი 16 წლის ზევით ასაკის ადამიანებში გამოსაყენებლად და ამ ვაქცინაზე ხელმისაწვდომობა გაიზარდა, რატომ არ მოვიქეცით, ისე როგორც, მაგალითად, ჩვენი მეზობელი თურქეთი?! თურქეთში ვაქცინაცია დაიწყეს ჩინურით და ახლა მთლიანად გადავიდნენ ფაიზერ/ბიონტეკის ვაქცინაზე.

ჩვენი “ექსპერტების” მიერ “შემოგდებული” ტერმინი – “ტრადიციული ვაქცინა”. თავიდანვე ვეწინააღმდეგებოდი ამ ტერმინის ეს არასწორი ტერმინია. აკადემიურადაც და რეალურადაც. ამ ტერმინმა უფრო დააბნია ისედაც დაბნეული მოსახლეობა. ყველა ვაქცინა დღეს მზადდება თანამედროვე მაღალტექნოლოგიური მეთოდებით.

ჩინური ვაქცინების “გაპრავება” – ეს კიდევ ცალკე თემაა. გავიგეთ, რომ ვუჰანური ვირუსის წინააღმდეგ ჩინური ვაქცინები 50%-ით იცავს და ეს არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანუზაციაში წარმიდგენილ საბუთებში, მაგრამ იმის მერე წამივიდა ბრიტანული, სამხრეთ აფრიკული, ინდური და სხვა შტამები და ეს ჩინური ვაქცინები ვერ არიან ეფექტური ამ შტამების წინააღმდეგ. ყველა კვლევა, რაც არსებობს დღესდღეობით ჩინური ვაქცინების შესახებ, გვაჩვენებს, რომ ეს ვაქცინები არის უსაფრთხო, მაგრამ, სამწუხაროდ, დაბალ ეფექტურია ახალი შტამების წინააღმდეგ. საქართველოში პოპულარული შრილანკის და ჰონკონგის კვლევები არის არასანდო და არასერიოზული მარტივი მიზეზის გამო – 1/ ორივე დაფინანსებულია ჩინეთის მთავრობის მიერ, 2.კვლევებში მონაწილეთა რაოდენობა არის ძალიაან მცირე შრილანკაში- 282 და ჰონკონგში -360 მონაწილე.

ლატარიის ჩატარება სახელმწიფოს მიერ, ეს იყო და არის არამიზნიბრივი ხარჯი და არაპროფესიონალების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული. ასეთ რამეს რომ აკეთებ ჯერ სოციოლოგიირი/ანტროპოლოგიური მცირე კვლევა მაინც უნდა დადო, რომ დათვალო, რა დადებითი და რა უარყოფითი შედეგები ექნება ამ პროცესს. შედეგი ნათელია – ლატარია არის არაეფექტური და პირიქით უფრო დიდი ზიანი მიაყენა ვაქცინაციის პროცესს. სჯობდა ლატარია ყოფილიყო კერძო ბიზნესის (ეს მათი ინტერესში შედის, რომ მომხმარებელი ჯანმრთელი იყოს და ლოკდაუნი არ გამოცხადდეს) და სახელმწიფოს წილი ყოფილიყო გადასახადებისგან განთავისუფლება ამ ლატარიისთვის. მაგრამ ყველაფერი უკუღნა გაკეთდა.

ვაქცინაციის ბარათიზე ხომ საერთოდ აღარაფერს ვამბობ, ჩავარდნილია თავიდან ბოლომდე ინიციატივა და რატომ? არაპროფესიონალების მიერ არის დაგეგმილი და იმიტომ.

საინფორმაციო კამპანია, ეს ხომ საერთოდ ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. აქაც არაპროფესიონალების ნიერ ჩავარდნილი საქმე.. ავიღოთ მაგალითად “ბარამბოს” ან სადაზღვევო კომპსნიების , ძველი “ალდაგის” რეკლამები … ყველა არის გაკეთებული ქართველების მიერ. დაუკვეთეთ მათ ჩააბარეთ საქმე პროფესიონალებსდა დარწმუნებული ვარ, მოკლე დროში მაღალი ხარისხის და რაც მთავარია ქართველი მომხმარებლისთვის გასაგებ საინფორმაციო კამპანიას მივიღებთ.

და კიდევ ბევრი რამ….. დამღლელია, ერთი და იმავე შეცდომებს რომ უშვებენნ და ყველა რომ “ატარებს” ამ შეცდომებს.

კოვიდ სიტუაციის მართვა შესაძლებელი და საკმაოდ მარტივია. არაერთი ქვეყანა უკვე იყენებს ამ მეთოდს. საქართველოსთვის კი გამოსავალი შემდგეგშია:

ვაქცინაცია უნდა იყოს მხოლოდ ერთი ვაქცინით (Pfizer-BioNTech) მწარმოებლის ინსტრუქციით (ქართული ჩამატებები არ გვინდა რა)

სამედიცინო პირბადეების გამოყენება ყველგან. დისტანციის დაცვა ყველგან. კოვიდ სტატუსის ელექტრონული სისტემის ამუშავება (ევროპული ანალოგი) და თავშეყრის ადგილებში მხოლოდ კოვიდ სტატუსით დაშვება. სხვა ალტერნატივა ჯერჯერობით არ არსებობს. თავს ნუ ვიტყუებთ“, – აღნიშნავს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-khom-saertod-veranair-kritikas-ver-udzlebs-ras-aprotestebs-giorgi-fkhakadze/


„ეს არის დასასრულის დასაწყისი“ – გიორგი ფხაკაძე საგანგაშო კოვიდსტატისტიკაზე

03/11/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე დღევანდელ საგანგაშო სტატისტიკას გამოეხმაურა.


„მე ჩემი სათქმელი ვთქვი, ვირუსმა კი თავისი სათქმელი კიდევ ერთხელ თქვა. დღეს 49/6024…
ეს არის დასასრულის დასაწყისი“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, კორონავირუსით ქვეყანაში ოფიციალურად გარდაიცვალა 49 პაციენტი, ვირუსი დაუდასტურდა 6 024 მოქალაქეს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-dasasrulis-dasatskisi-giorgi-fkhakadze-sagangasho-kovidstatistikaze/


რას უნდა მოვერიდოთ ვაქცინაციის პროცესშიდაპოსტა 2021/06/14-ში

14.06.2021 megatv.ge Kutaisi

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. მან „ფაიზერის“ ვაქცინა საფრანგეთში გაიკეთა.

როგორც ის ამბობს, თავს კარგად გრძნობს და მხოლოდ ინექციის ადგილას აქვს მცირე დისკომფორტი.

როგორც ის ამბობს, ვაქცინაციის შემდეგ სასურველია, რომ ალკოჰოლურ სასმელებს მოვერიდოთ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a1-%e1%83%a3%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90-%e1%83%9b%e1%83%9d%e1%83%95%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%93%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%95%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%aa%e1%83%98/

გიორგი ფხაკაძე – “კოვიდ ვაქცინის მე-3 დოზა გარდაუვალია!”

09/07/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საფრანგეთში ვაქცინაციის ჯავშნის ვებ-პორტალის ფოტო-სქრინს აქვეყნებს და წერს, რომ უკვე ვაქცინის მესამე დოზაზე რეგისტრაციაც იწყება.


მისი მტკიცებით, მესამე დოზით ვაქცინაცია გარდაუვალია.


” საფრანგეთში ვაქცინაციის პორტალი…

უკვე გახსნილია მე-2 დოზა და ასევე მე-3 დოზაც….

კოვიდ ვაქცინის მე-3 დოზა გარდაუვალია!

მზადება უნდა იყოს ახლა და არა 12 თვის შემდეგ!

მე-3 დიზა ფაიზერი ან მოდერნა!” – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-kovid-vaqtsinis-me-3-doza-gardauvalia/



რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად – გიორ

17/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.


„ფაიზერის“ ვაქცინა დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ყველაზე ეფექტური იარაღია… მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ …

გამოსავალი არის – დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია ….“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rats-ufro-bevri-adamiania-autsreli-mit-meti-mutatsia-da-variantebi-iqneba-am-mutatsiebis-shedegad-giorgi-fkhakadze/


სრულად ვაქცინირებულ ორსულებში Covid-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია

05/11/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) კვლევის თანახმად, ორსულებში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ია, რაც 8,6%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულებში კი ეს მაჩვენებელი დაბალია.


NCDC-ის მიხედვით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შედა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ფხაკაძე ამბობს, რომ ფეხმძიმობის საკითხთან დაკავშირებით მთელი სამედიცინო საზოგადოება და მარეგულირებელი სააგენტოები უკმაცრესები არიან. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია, წამალი, თუ ვაქცინა.

„ყველა არსებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვისაა გათვლილი. მათგან ორი ყველაზე დაწინაურებულია: „მოდერნა“ და „ფაიზერი“. კვლევებით, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დამტკიცდა, რომ ფეხმძიმე ქალებისთვის აღნიშნული ვაქცინები მარტო უსაფრთხო კი არ არის, არამედ აუცილებელიც.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს გამოაქვეყნდა კვლევა, სადაც შეერთებულ შტატებიდან 130 000 ქალი იღებდა მონაწილეობას, ბრიტანეთში – 52 000. მასში თითქმის 200 000 ფეხმძიმე იყო ჩართული, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა. შედეგი დაუჯერებელია – ამ 200 000 ქალიდან კოვიდი მხოლოდ სამს შეხვდა. ისიც იმიტომ, რომ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. როდესაც ვსაუბრობთ მომავალ თაობაზე, აქ შეცდომის და ცდუნების საშუალება არ არის“.

ორსულობა და ვაქცინა

თუ აპირებთ ოჯახის შექმნას, სჯობს, ვაქცინა გაიკეთოთ. ბიჭები და გოგოები ხშირად მეკითხებიან, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ. ამ დროს ორივე მშობელი დაცული იქნება. თუ დაზუსტებით არ იცით, ხართ თუ არა ფეხმძიმედ, გაიკეთეთ ვაქცინა, ამით თქვენ იქნებით დაცულები.

თუ იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, სასურველია რომ ვაქცინაციის პროცესში 14 კვირის შემდეგ ჩაერთოთ. თუ დედა არ დაინფიცირდება, შესაბამისად, ბავშვიც უსაფრთხოდ იქნება.

14 კვირის შემდეგ არანაირი შეზღუდვები არ არის. უკუჩვენების შემთხვევაში ზუსტად ის გამოვლინდება, რაც არაფეხმძიმეებში ვლინდება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/srulad-vaqtsinirebul-orsulebshi-covid-19-it-infitsireba-dzalian-dabalia/



„ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია…“-გიორგი ფხაკაძე

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია. ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 83.5%-მდე მერყეობს. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ.“


მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა – შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი.


„გასათვალისწინებელია, – არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე! იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ!

ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. დაუკვირდით, რა ხდება – ჩინური ვაქცინა ჩამოიტანა სახელმწიფომ. ყველა, ვინც არის აფილირებული სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან, უკეთებს რეკლამას ჩინურ ვაქცინას. მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის.

სამწუხაროა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, – არ გინდათ!

ჩინური ვაქცინის ეფექტურობა ვისაც გჯერათ, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს.


„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უკვე ყველაფერი გითხარით. მათ კი, ვინც უკვე გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.

ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია – დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით აწონ-დაწონეთ რისკები და ბენეფიტები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.

იმასაც გეუბნებოდით, ვინც კოვიდი გადაიტანა, არა აქვს მნიშვნელობა რთული თუ იოლი ფორმით, ამ ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტამდე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოვლენები უვლინდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარდა, რამაც ეს შედეგები აჩვენა;

მე თქვენ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გეუბნებით იმას, რაც შემდეგ საჯაროვდება. საიდან მომაქვს ეს ინფორმაციები?! – ვარ ძალიან ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში, სადაც შემოდის ეს კვლევები გამოქვეყნებამდე. სანამ ჟურნალში სტატია დაიბეჭდება, ეს სტატია უნდა განიხილონ სხვადასხვა ტიპის ექსპერტებმა, თითოეულ სტატიას უამრავი კვლევა ახლავს. ამ კვლევების საფუძველზე გაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც გაწვდით და რაც არ არის საყოველთაოდ გაჟღერებული.

მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.

კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები;

კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!

ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა. არავინ არაფერს არ იცავს. ყველა ლანძღავს პოლიტიკურ ელიტას – პოზიციას და ოპოზიციას. კი არიან სალანძღავი, მაგრამ მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა ავიწყდებათ.

რომ ვუყურებ, ჩემი დასკვნაა:- მოსახლეობას სულ არ აინტერესებს კორონაპანდემია. ნახეთ, რა ხდება მეტროში და ავტობუსში. მე ჩაკეტვის და წესების მკაცრი დაცვის მომხრე ვარ, მაგრამ რეალურად რომ ვუყურებ, ალბათ, სხვა გამოსავალი არ არის, ალბათ, უნდა გაიხსნას ყველაფერი და ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, დაიცვან თუ არა პანდემიის წესები;

რასაც ვუყურებ, კუკუდამალობანას აზრი არა აქვს. ხან დაკეტავენ ნახევრად, ხან ნახევრად გახსნიან – ამას აზრი არა აქვს. ვიღაცისთვის რესტორანი გახსნილია, ვიღაცისთვის დაკეტილია. ქვეყანაში ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ამით უფრო აღიზიანებთ ხალხს. ბარემ გახსენით ყველასთვის და იმიეცით ადამიანებს უფლება, აკეთონ ის, რაც უნდათ.

ჩვენს სახელმწიფოში არაპროფესიონალების და კორუმპირებულების გოგლიმოგლია. მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა ნულია.

თუ ვერ მართავთ ქვეყანას, აღიარეთ მაინც. მე, მაგალითად ახლა სასწრაფოდ რასაც გავაკეთებდი – გავაკეთებდი კლინიკებში საწოლების მობილიზებას, ჟანგბადის მომარაგებას. ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა.

ვაქცინაციის პროცესი მოუმზადებელია. ელექტრონული ჯანდაცვა არა გვაქვს. ადამიანები ვაქცინაცის მეორე დოზისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხევბენ.

ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით მაქსიმალური დისტანცია, 2 მეტრს მაინც არ დაიცავთ, ვხედავ.

ყველაზე მთავარი, გაუფრთხილდით ნერვებს. არ ინერვიულოთ , დეპრესია უფრო აზიანებს იმუნურ სისტემას, ვიდრე კოვიდი. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ პირბადე, იქონიეთ ნაკლები კონტაქტი ხალხთან“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



გიორგი ფხაკაძე ბიზნესმენებს მიმართავს.

ბიზნესმენებსაც მივმართავ:

– გახსენით ბიზნესებიო, რომ მოითხოვენ, ამისთვის მომზადებაა საჭირო. ეს კოვიდი კარგა ხანს იქნება, ბიზნესმაც და მომხმარებელმაც მასთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. ბიზნესმენებს მივმართავ, დაიქიარაეთ კვალიფიციური ექსპერტები, გინდა ფხაკაძე, გინდა სხვა, რომ სწორი რეგულაციებით ბიზნესის წამოებაში დაგეხმარონ…

ბოლო დროს, რაც მახარებს, ეს არის ჩვენი „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“. სულ უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება გვემატება. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მომავალ კვირას უკვე დავიწყებთ უშუალოდ აკტრედიტაციის მინიჭების პროცესს;

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ მოსახლეობას უნდა აუხსნან არსებული რეალობა და მოსალოდნელი საფრთხეები, ამის შემდეგ მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოიქცეს“.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.

მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



COVID-ვაქცინა Pfizer-ისგან – იმედი თუ სატყუარა?

10, 11, 2020 რადიო თავისუფლება

მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა, 9 ნოემბერს, ერთმანეთის მიყოლებით, ელვისებურად გაავრცელეს ცნობა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის კლინიკური კვლევის წინასწარი მონაცემების საიმედო შედეგების შესახებ.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა თუ სააგენტო, მათ შორის „ბიბისი“, „ეკონომისტი“, „ნიუ იორკ ტაიმსი“, „როიტერსი“, კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით წერენ, რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა კვლევაში ჩართულ იმ მოხალისეებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ახალი კორონავირუსი. კომპანიის მტკიცებით, ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია და შესაძლოა, რომ ის უსაფრთხოდ ჩაითვალოს.
Pfizer-ი უკვე გეგმავს, რომ ვაქცინის დამტკიცების მიზნით, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ნოემბრის ბოლოს მიმართოს. მარეგულირებელი კომპანიების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კომპანია აპირებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, 50 მილიონი დოზა, ხოლო 2021 წელს – 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინა აწარმოოს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა ორ ეტაპად, სამკვირიანი ინტერვალით კეთდება. ანუ, თუკი დამტკიცდება, 2021 წელს, მსოფლიოს მხოლოდ 700 მილიონი ადამიანისთვის ექნება ვაქცინა.
კომპანიამ ინფორმაცია ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ პრესრელიზის სახით გამოაქვეყნა და ეს მონაცემები არცერთ რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში არ დაბეჭდილა. როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ამ ეტაპზე, ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არის საკმარისად დეტალური და არ არის გამორიცხული, რომ კვლევის მსვლელობის პროცესში, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეიცვალოს.
Pfizer-მა კვლევის მესამე ეტაპზე, რომელშიც 43 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, 27 ივლისს გადაინაცვლა. გამოკვლევაში აშშ-ის, არგენტინის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები მონაწილეობენ. სექტემბერში, ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიას 500 მილიონი დოზა ვაქცინის დასამზადებლად 1,9 მილიარდი დოლარი გამოუყო. 120 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა Pfizer-ს იაპონიამ. 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეკვეთას გეგმავს ევროკავშირი.
9 ნოემბერს, კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ „ეს დიდი დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის“.
Pfizer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მიესალმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: „დღევანდელი შესანიშნავი ამბავი მომავალ წელს ვითარების შეცვლის შესაძლებლობას გვპირდება, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი დღევანდელი ამოცანები უცვლელია“.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ Pfizer-ის განცხადება „იმედის მომცემია“.
ამ ცნობების ფონზე, კომპანია Pfizer-ის აქციების ფასებმა საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვნად მოიმატა.
“ნაადრევი სიხარული”?
სკეპტიკურად უყურებს Pfizer-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზს გიორგი ფხაკაძე, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის წევრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი. მეტიც, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ კომპანიამ მედიას ე.წ. უტკა გადაუგდო და ამით, თავისი აქციების ფასი 5,5%-ით, ანუ, ათეულობით მილიარდი დოლარით გაზარდა:
„ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოიყენა მისი აქციების ფასის გასაზრდელად, რაც უკვე დაფიქსირდა კიდეც საფონდო ბირჟებზე და მათი აქციების ფასი 82 მილიარდი დოლარით გაიზარდა“.
„ნაადრევი სიხარული“, – ასე აფასებს ის Pfizer-ისა და მსოფლიო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში COVID-ის საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინის შექმნის თაობაზე:

„ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისთვის, ეს ინფორმაცია არის ძალიან საინტერესო მეცნიერული კუთხით, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ეს ინფორმაცია ჩვენთვის არაფრის მომცემია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ფუჭი იმედების გავრცელება საჭირო არ არის და, რაც მთავარია, არასწორია, რადგან შესაძლოა, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვიოს საზოგადოების ყურადღების მოდუნება, რომ აი, მალე ვაქცინა გვექნება და ის აუცილებელი წესები, რასაც პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება ჰქვია, სრულად იყოს უგულებელყოფილი. გავითვალისწინოთ, რომ ამ ვაქცინის შესახებ, ჯერჯერობით, არცერთ დამოუკიდებელ ექსპერტს საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვამს. ვაქცინის ეფექტურობა უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც არ არიან დაფინანსებული ფარმაკომპანიების მიერ და იტყვიან იმას, რაც სინამდვილეშია და არა იმას, რასაც მათ ეს კომპანიები დაუკვეთენ. ტექნიკური ინფორმაცია, რასაც დღეს კომპანია გვაწვდის, ძალიან ზედაპირულია, არის ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელი. ეს არის კლასიკური „უტკა“.
გიორგი ფხაკაძის თქმით, თუკი Pfizer-ის საბოლოო გამოკვლევა მართლაც აჩვენებს ვაქცინის პოზიტიურ შედეგს, ვაქცინა საქართველომდე მინიმუმ 2022 წლამდე ვერ ჩამოაღწევს:
„ამ ვაქცინის შესანახად -80 გრადუსი გვჭირდება. ვაქცინის დამტკიცება ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორსაც შემდეგ უკვე მისი გავრცელება. მსოფლიოში უამრავი ვაქცინა არსებობს, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, რადგან ვაქცინის მიწოდების, ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მოუხერხებელია. ამ ტიპის ვაქცინების ტრანსპორტირება ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარდა გამოკვლევა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ ტიპის ვაქცინების ეფექტურობა გრძელდება მხოლოდ 5 თვეს. ამიტომ ასეთი აჟიტირება ნაადრევია და ფუჭი იმედების მომცემი“.
გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნამდე და საქართველოში შემოსვლამდე, დიდი ალბათობით, ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიქმნება, რომელიც მძიმე პაციენტების რიცხვს შეამცირებს. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ვირუსმა ძირეული მუტაცია განიცადოს და როგორც სხვა ვირუსები, მათ შორის, სარსი და მერსი დამარცხდა ვაქცინის გარეშე, ისეთი დასასრული ჰპოვოს COVID-19-მაც:
„ჩვენ რომ თავიდანვე გვქონოდა გლობალური თანხმობა, რომ, მაგალითად, მთელი მსოფლიო, ერთდროულად, 40 დღის განმავლობაში ჩაკეტილიყო, დღეს ვირუსი აღარ იქნებოდა, მაგრამ ვერ ჩავიკეტეთ. დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში, კოვიდი მიიღებს სეზონური ვირუსის ხასიათს. ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ ვირუსი აღარ არის ისეთი მკვლელი, როგორიც ადრე და შესაძლოა, ის ვაქცინის გარეშე გაქრეს“.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 170-მდე კანდიდატი ვაქცინა გადის სამეცნიერო ცდებს. მათ შორის, 130-135 ვაქცინა პრეკლინიკური კვლევების ფაზაშია. კვლევების პირველ ფაზას გადის 14 ვაქცინა, მეორე ფაზაზე გადასულია 8 ვაქცინა.
COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში Pfizer-თან ერთად ასევე დაწინაურებულია ორი კანდიდატი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი „ასტრაზენეკა“ და ავსტრალიაში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ძველი, თითქმის 100 წლის წინანდელი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ-ს ვაქცინის რემოდიფიცირება გადაწყვიტეს.
„ასტრაზენეკას“ განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას. აშშ-ის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ გამოკვლევების გასაფართოებლად, 1,2 მილიარდი დოლარი გადასცა.
რაც შეეხება ავსტრალიურ ვაქცინას, მკვლევრებმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს.
ორივე ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის და მასში ათასობით ადამიანია ჩართული.
იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დასრულებას მინიმუმ 9 თვე სჭირდება, რასაც კვლევაში ჩართული ადამიანების ანალიზი უნდა მოჰყვეს, ჯერჯერობით არ არსებობს კითხვაზე პასუხი, რამდენად შედეგიანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები გრძელვადიან პერსპექტივაში.
თუკი საერთაშორისო სტანდარტებს დავეყრდნობით, აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს სტანდარტის მიხედვით, იმისათვის, რომ ვაქცინა დამტკიცდეს, მას მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა უნდა ჰქონდეს. გაცილებით მაღალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის თანახმადაც ვაქცინამ 70-80%-იანი ეფექტურობა უნდა აჩვენოს.
რაც შეეხება ეფექტური ვაქცინის შექმნის ვადებს, ის 2-დან 5 წლამდე მერყეობს. მისი შექმნის ალბათობა, მხოლოდ და მხოლოდ, 6%-ია.
ნახეთ ვაქცინის ტესტირების ეტაპების შესახებ ვიდეო რადიო თავისუფლების არქივიდან ⬇️


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30940864.html

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights