კვირა, აპრილი 19, 2026

„გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ?!“- გიორგი ფხაკაძე

07/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„გუშინ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წინასწარ ორიგინალურად მომილოცა გიორგობა „მითების დეტექტორზე“ არჩილ მარშანიას კომენტარებით, რომელიც, სხვათა შორის, „მთავარ არხზეც“ მუშაობს. გამლანძღეს, რაღაც აბსურდი დამაბრალეს. ვიმეორებ, მე პასუხისმგებელი ვარ ყველა ინფორმაციაზე, რასაც მსმენელს ვაწვდი, ყველგან პირველწყაროს ვუთითებ, თან სამეცნიერო ჟურნალებიდან. მე ვარ აკადემიური ადამიანი, პროფესორი, მაქვს შესაბამისი გამოცდილება და განათლება. როცა რაღაცას ვამბობ, ვიცი, რასაც ვამბობ.


პატივცემული ოპონენტები „მითების დეტექტორზე“ აპელირებდნენ მედიასაშუალებებში 2020 წელს გამოქვეყნებული სტატიებით, როცა მე აკადემიურ, სამეცნიერო ჟურნალებში ოფიციალურად გამოქვეყნებულ სტატიებს ვეყრდნობი.
დღემდე ვიღაცეები თუ მაბრალებდნენ, რომ ფხაკაძე ნაცია და ვინმეს ამის გჯეროდათ, აგერ, ბატონო, ლუსტრაცია, გამწარებული მლანძღავენ ნაცები.

მეორე სტატია დღეს დაბეჭდა „მედიაკრიტიკამ“ და გიორგობა ახლა უკვე ქოცებმა მომილოცეს ოფიციალურად. საოცრებებს წერენ. მაბრალებენ, – ანტივაქსერი ვარ. ეს იგივეა, რომის პაპს ათეისტობა დააბრალო. ბოლოსდაბოლოს, ფხაკაძე “Gavi”-შია, ამაზე მეტი რა გითხრათ?! გესმით, ეს ვაქცინების თემაში რას ნიშნავს?! ვისაც გაინტერესებთ, სად ვმუშაობ და რას ვაკეთებ, დაწვრილებით დევს ჩემს ფეისბუქზე. თან მე, „ანტივაქსერი“, ერთ თვეში ფაიზერის ვაქცინით ვიცრები, ცნობისათვის!

უბრალოდ, ადამიანურად უნდა ვიკითხო – ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მაბრალებთ რაღაცეებს, გასაგებია, კაი, დამაბრალეთ, მაგრამ იცით, რომ გიორგი ვარ და გიორგობა დღეს ასეთი ცილისწამებით მილოცავთ, რაიმე სიწმინდე არ გწამთ!
გავიგეთ, რომ არჩევნებია, ანგაჟირებულები ხართ, რომ ლაიქები გინდათ……..გავიგეთ, არ მოგწონთ, ფხაკაძე არავისი არაა. ფხაკაძე არის დამოუკიდებელი! ყოველთვის ილაპარაკებს სიმართლეს, ამას შეეგუეთ!
ნუ გეშინიათ, ხალხო, მე პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ, არ მაინტერესებს! ვერ იჯერებთ და დაიჯერეთ! არ მაინტერესებს არანაირი თანამდებობა და არც თქვენს ბიზნესინტერესებში ვერევი.

ვხედავ, ჩემი განეიტრალება გინდათ, მართლა ასეთი პოპულარული ვარ?! განეიტრალება რომ არ გამოუვიდათ, ახლა დისკრედიტაციაზე მუშაობენ, თითქოს მე ტყუილებს ვლაპარაკობ. აკადემიურად, მარტივ ენაზე გაწვდით, რაც ხდება ჯანდაცვის სფეროში. თუ არ მოგწონთ, ნუ მისმენთ.
გულწრფეად გეუბნებით, ძალიან მადლობელი ვარ, „ნაცებმაც“ და „ქოცებმაც“ ასე გამლანძღეს. დიდი მადლობა „მედიაკრიტიკას“ და ქალბატონ ლელა კურდღელაშვილს, რადგანაც ხალხს დაინახა, – ფხაკაძე ოცნებისტი არ არის; ქალბატონო ლელა, https://www.facebook.com/lela.kurdgelashvili პირდაპირ მოგმართავთ, რაიმე შეკითხვა თუ გაქვთ, დამირეკეთ და ინტერვიუს მოგცემთ.
ასევე დიდი მადლობა ბატონ არჩილს „მითების დეტექტორიდან“, რადგან ნათელი გახადა, რომ ფხაკაძე არც ნაცი არ არის.
ნაცები მიხვდნენ, „ქოცი“ არა ვარ, „ქოცები“ მიხვდნენ, რომ ნაცი არა ვარ. მე რომ გეუბნებოდით, არ გეჯერათ, ახლა თქვენი თავის მაინც დაიჯერეთ. ფხაკაძე არც ნაცია და არც ქოცი, ხომ ხედავთ. ლუსტრაცია მოხდა.
მესმის, რაზეც ხართ ჩემზე გაბრაზებული, რასგანაც „ოცნებასაც“ ვლანძღავ და „ნაცებსაც“. კიდევ გავლანძღავ, რადგან ქვეყნისთვის არც ერთს უნდა კარგი. ქვეყანაში პანდემიაა, დღეში 25-მდე ადამიანი იღუპება ვირუსით, რა დროს პოლიტიკური გარჩევები და თავყრილობებია?! თუ პატრიოტები ხართ, გამოაცხადეთ მორატორიუმი, პოლიტიკურ აქტივობებზე, მიტინგებზე, ჯერ დავამარცხოთ ვირუსი და მერე დაიკმაყოფილეთ ეს თქვენი პოლიტიკური ამბიციები.
ქუთაისში აქციაზე ამდენი ხალხი რომ გამოვიდა და დასავლეთში ვირუსი აფეთქდა, ვისი პასუხისმგებლობაა?! რომ ხედავ, არ მოსწონს ხალხს ეს „ნამოხვანჰესის“ პროექტი, გააჩერე! ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ მიტინგი არ იყოს ამ პანდემიისას და ვირუსი არ გავრცელდეს. მთავრობა რომ ხარ, ეს გადაწყვეტილება უნდა მიიღო. ოპოზიცია კიდევ აქეზებს და ცეცხლში შეშას უკეთებს. შევარცხვინე ორივე!
დასასრულს, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ არჩილს და ქალბატონ ლელას, რომ საჯაროდ დაამტკიცეს, რომ მე არ ვარ არც ნაცი და არც ქოცი. დიდი მადლობა გიორგობაზე ასეთი კარგი საჩუქრისთვის.

ჯანმრთელობას გისურვებთ!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

„იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ“ – გიორგი ფხაკაძის საგანგაშო სტატისტიკა

30/10/2021

ოფიციალურად, კოვიდმა წაიღო 5 მილიონი ადამიანის სიცოცხლე მსოფლიოში, სინამდვილეში, ეს ციფრი უფრო მაღალია და 20 მილიონ ადამიანამდე ადის, – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე წერს.


„საქართველოს სტატისტიკაც იგივეა.. ნებისმიერი ციფრი უნდა გაამრავლოთ 4-ზე და მიიღებთ რეალობასთან მიახლოებულ ციფრს. იმედია, მათემატიკა არ დაგავიწყდათ და დათვალეთ, ოფიციალური მონაცემებით, დღეს რამდენმა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდისგან და გაამრავლეთ ეს ციფრი 4-ზე= … ვისაც დაგავიწყდათ, დაგეხმარებით: ოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოში 28/19/2021 კოვიდისგან გარდაიცვალა 9,818 მოქალაქე. 9,818×4= 39,272.

ერთადერთი ალტერნატივა დღეს არის „ფაიზერით“ (ან მოდერნათი) ვაქცინაცია, სამედიცინო პირბადე და დისტანცია“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/imedia-matematika-ar-dagavitskdat-giorgi-fkhakadzis-sagangasho-statistika/


„ინდური შტამი უკვე 20 ქვეყანაშია – არის ძალიან საშიში – შესაძლებელია, საქართველოშიც“

27/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციაზე გვესაუბრა:

„უკვე 20 ქვეყანაშია გავრცელებული ინდური შტამი. შესაძლებელია, უკვე საქართველოშიც იყოს შემოსული ინდური შტამი.

მსოფლიოში უმძიმესი მდგომარეობაა. მკაცრად ვაკონტროლოთ რეგულაციები. ჩავხედოთ ვირუსს თვალებში, დღეს ვირუსი არის ჩვენი ნომერი პირველი მტერი და ვებრძოლოთ მას. ვაქცინის პრობლემა მთელს მსოფლიოშია!


ვაქცინები, რომლებიც დღეს გვაქვს, საჭიროებენ 5-6 თვეში განმეორებით გაკეთებას ერთი დოზის, იქაც მე ვიყავი პირველი, ვინც იკითხა, სად არის მესამე დოზა? ახლა რომ გაუკეთებ ადამიანს ორ დოზას და 5 თვეში კიდევ ერთი დოზა რომ სჭირდება, სად არის ის დოზა? არც არავინ საუბრობს ამაზე და არც ვაქცინაციის გეგმაშია გაწერილი. ან, როგორ უნდა ავცრათ წლის ბოლომდე მოსახლეობის 60 პროცენტი?რომც ავცრათ, ამით მოსახლეობის მხოლოდ 30 პროცენტს ვიცავთ, – არც ამას ამბობს ვინმე. ვამბობდი, ზამთარში არ დაიწყებოდა ვაქცინაცია, – ასრულდა! ვამბობდი, – წლის ბოლომდე 60 პროცენტს ვერ ავცრიდით და ესეც ასე იქნება.


თავიდან გვქონდა მხოლოდ ვუჰანური შტამი, – „ბაბუას“ ვეძახი. ყველა ლაბორატორია კვლევებს ატარებდა სწორედ ამ ვუჰანურ შტამზე, ვაქცინებიც შეიქმნა ვუჰანურ შტამზე. ზოგადად, ვირუსი მუტაციას როცა განიცდის, ვიცით და მეცნიერება როგორც ამბობს, ვირუსის 500 მუტაცია შეიძლება გვქონდეს კვირაში. პირველი მუტირებული აგრესიული შტამი იყო ბრიტანული შტამი და იყო აგრესიული, – ვუჰანური ვირუსი გავრცელდა ცხოველიდან ადამიანზე, ბრიტანული შტამის პირობებში ვირუსი ადაპტირდა და ბევრად კომფორტულად გრძნობს თავს ადამიანში, ადამიანიდან ადამიანზე ვრცელდება და მეტად გადამდებიცაა. ბრიტანული შტამი უკვე მთელ მსოფლიოშია გავრცელებული. გვაქვს სამხრეთ აფრიკული, ბრაზილიური და ინდური შტამი, რომელთა წინააღმდეგ არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს. არც ერთი ის ვაქცინა, რომელიც დღეს არის მსოფლიოში, უკვე ვერ გვიშველის. ყველა ვაქცინა მუშაობს ვუხანის ვირუსის წინააღმდეგ და მეტნაკლებად ბრიტანული შტამის წინააღმდეგ.


„ვუჰანური შტამის“ შემდეგ იმუნიტეტი თუ რჩებოდა 5 თვე ორგანიზმში, ინდური შტამის შემთხვევაში, იმუნიტეტი არ მოქმედებს, ეგრევე შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

ისრაელმა (ფაიზერი) და დიდმა ბრიტანეთმა (ასტრაზენეკა) მოსახლეობის 60 პროცენტი აცრა. ვნახეთ, რომ ორივე ვაქცინა მოქმედებს ბრიტანულ შტამზე, ორივემ შეამცირა სიკვდილობა, ეს ძალიან კარგია და ვიყავი ძალიან გახარებული. პირველი ცუდი სიგნალი წამოვიდა საახალწლოდ, როცა ასტრაზენეკას ვაქცინამ არ იმოქმედა სამხრეთ აფრიკულ შტამზე, სამხრეთ აფრიკამ ვაქცინა უკან დაუბრუნა ასტრაზენეკას, მხოლოდ 20 პროცენტიანი დაცვა აღმოაჩნდა ამ შტამთან მიმართებაში, თითქმის არ იცავდა. ისრაელში რეინფიცირების შემთხვევები წამოვიდა სამხრეთ აფრიკული შტამით, ვერც ფაიზერი მუშაობს სამხრეთ აფრიკული შტამის წინააღმდეგ.

უბედურება ისაა, რომ ეს ახალი შტამები მოდის, უკვე თურქეთში არის დაფიქსირებული ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამი. ჩვენ საზღვრები ღია გვაქვს ამ ქვეყნებთან, რუსებს და ინდოელებს აქვთ მიმოსვლა ერთმანეთთან და ჩვენ ღია გვაქვს საზღვარი რუსეთთან. რომ ჩავკეტეთ ინდოეთთან, ირიბი გზით ხომ შემოდიან მაინც ინდოეთში ნამყოფები სხვა ქვეყნებიდან? გესმნით, რა არის საშიშროება?


ვაქცინებში – „ატრაზენეკა“ და Johnson&Jonson მილიარდებია ჩაყრილი, არ ვარგა ეს ორი ვაქცინა!


ფაიზერსაც აქვს იგივე პრობლემები თრომბოზთან დაკავშირებით, ასევე მოდერნასაც,
„ჩინური ვირუსი“ როცა გავრცელდა, ვაქცინები – ფაიზერი, ასტრაზენეკა, Johnson&Jonson, მოდერნა მუშაობდნენ, ასევე ჩინური და რუსული ვაქცინაც. დაახლოებით 5-6 თვის წინ ვირუსმა განიცადა მუტაცია. ერთ-ერთი მულტირებული ვირუსი გაჩნდა ბრიტანეთში, ბრიტანული შტამის წინააღმდეგ ფაიზერი და ასტრაზენეკა მეტ-ნაკლებად მუშაობს. ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ. წამოვიდა უკვე სამხრეთ-აფრიკული შტამი, ვირუსი შეიცვალა და გახდა სხვანაირი, არც ერთი ვაქცინა არ მუშაობს ამ ვირუსის წინააღმდეგ. უსაშინლესი აფეთქებაა ინდოეთში, კატასტროფა ხდება, ძირითადად ახალგაზრდები იღუპებიან! არც ერთი ვაქცინა ინდური ვაქცინის წინააღმდეგ არ მუშაობს.


ისრაელში ჩატარდა კვლევა, რა უკუჩვენებები აქვს ვაქცინებს! ყველა, ვინც არის რეინფიცირებული, არის ძირითადად ბრაზილიური შტამით, ფაიზერი და ასტრზენეკა ვერ მუშაობს ბრაზილიური და სამხრეთ-აფრიკული შტამების წინააღმდეგ.
არის სამი ძალიან საშიში ბრაზილიური, სამხრეთ-აფრიკული და ინდური შტამები! ეს ვაქცინები არ მუშაობენ ამ შტამების წინააღმდეგ! ეს ყველამ იცის!
იცით, რომ ვაქცინაციის შემდეგ 6 თვის შემდეგ ისევ ხელახლა არის გასაკეთებელი ერთი ნემსის ანუ მესამე დოზაა საჭირო. ფაიზერი მაგალითად“.


ინდოეთში აღმოაჩინეს კორონავირუსის ახალი შტამი, რომელმაც ორმაგი მუტაცია განიცადა. ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროში ჯერჯერობით ვერ ადასტურებენ, არის თუ არა ახალი სახეობა ვირუსით ინფიცირების შემთხვევების სწრაფი ზრდის მიზეზი.
ქვეყნის 18 შტატში დაფიქსირებულია კორონავირუსის ბრიტანული, ბრაზილიური და სამხრეთ აფრიკული შტამებიც. ინდოეთი სიკვდილიანობის მაჩვენებლით მსოფლიოში მესამე ადგილს იკავებს.
ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების შემთხვევათა რიცხვი 323 144-ით გაიზარდა.

ლინკი: https://www.reuters.com/world/india/india-posts-323144-new-covid-19-cases-2021-04-27/?fbclid=IwAR1LFnV07GD24Y12g2P85gbpXV8nINv5LE6Id_kDYyrVRrqrn9hmrN2o570


ვირუსს ბოლო 24 საათში კიდევ 2 771 ადამიანი ემსხვერპლა.


ქვეყანაში ცოტა ხნის წინ საერთაშორისო დახმარება ჩაიტანეს, მათ შორის ჟანგბადის სისტემები, მართვითი სუნთქვის აპარატები და ანტივირუსული მედიკამენტები.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე, ინდოეთში ინფიცირების 17 მილიონზე მეტი შემთხვევა აღირიცხა, მათ შორის 198 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა. ხელისუფლებაში ვარაუდობენ, რომ ინფიცირების შემთხვევათა რეალური რაოდენობა გაცილებით მაღალია.
კორონავირუსი გარდაცვლილთა მასობრივი კრემაცია ინდოეთში მიმდინარეობს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა – რის შესახებ საუბრობს გიორგი

23/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე რუსეთში წარმოქმნილ ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს.


როგორც ფხაკაძე ამბობს, ეს არის შტამი, რომელსაც რუსები დელტა პლუსით მოიხსენიებენ, თუმცა უფრო სწრაფად ვრცელდება. ამის შესახებ ფხაკაძემ ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.

„რუსეთში არის ახალი შტამი. ისინი ეძახიან დელტა პლუს შტამს, თუმცა ის არის რუსული შტამი. უფრო სწრაფად ვრცელდება. რა ინფორმაციაც გვაქვს, იგივე ვარიანტია, თუმცა ფრო სწრაფად ვრცელდება. ძალიან ფრთხილად ნდა ვიყოთ. მე მას დავარქევდი რუსულ ვირუსს.

სხვათა შორის, დიდ ბრიტანეთშიც არის გავრცელებული. ლოკალური აღარ არის. ეს არის ერთი ძალიან ცუდი ამბავი, მაპატიეთ, მაგრამ სიმართლე უნდა ვთქვა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-erti-dzalian-tsudi-ambavi-mapatiet-magram-simartle-unda-vtqva-ris-shesakheb-saubrobs-giorgi-fkhakadze/


გიორგი ფხაკაძე – „სასწაული” მკურნალობა ანადგურებს სიმსივნეებს კიბოთი დაავადებულ პაციენტებში“

24/09/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ახალი ჰერპესის “სასწაული” მკურნალობა ანადგურებს სიმსივნეებს ტერმინალურად კიბოთი დაავადებულ პაციენტებში.
გენეტიკურად შემუშავებული ვირუსი შეჰყავთ პირდაპირ სიმსივნეში, სადაც ის მრავლდება, რაც იწვევს უჯრედების შიგნიდან აფეთქებას. უმაგრესი ამბავია! ჯანმრთელობას გისურვებთ…“


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/09/giorgi-phkhakadze-sastsauli-mkurnaloba-anadgurebs-simsivneebs-kibothi-daavadebul-patsientebshi/



„პირველად განგაში ატეხეს ინდოეთში – ძალიან ბევრი რეპროდუქციული კლინიკაა, სადაც პირველად აღმოაჩინეს…“

14/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ყველა ხუმრობაში ბევრი რაღაც არის სიმართლე. სიმართლე ნამდვილად არის ის, რომ არაერთი კვლევა ჩატარდა. პირველად განგაში ატეხეს ინდოეთში, იქ არის ძალიან ბევრი რეპროდუქციული კლინიკა, სადაც პირველად აღმოაჩინეს, რომ ვინც გადაიტანა კოვიდი (ყველაზე არ არის საუბარი) უშვილობის პრობლემა აქვთ.

რამდენიმე კვირის წინ დავწერე, ძალიან მიხაროდა, Johnson & Johnson-ის ვაქცინამ გაიარა დროებითი აკრედიტაცია აშშ-ის წამლის სააგენტოში, მაგრამ სამწუხაროდ, რაღაც პრობლემები აღმოჩნდა და აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს. ასევე შაჩერდა აქტივობები ევროპაში.


ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა ჩვენთვის. უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი პასუხისმგებლიანი ორგანიზაცია და კომპანია არის ღია და გამჭვირვალე. რამე პრობლემის შემთხვევაში ინფორმაცია არის საჯარო.

საქართველოში ისეთი კომპანებიდან უნდა შემოვიტანოთ წამლები, რომლებიც არიან გამჭვირვალე და არ დამალავენ ინფორმაციას. რაც მთავარია, ძლიერი მარეგულირებლის მიერ ექნება კონტროლი…“ – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10160117033590579



აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განვითარდა. წერს Euronews-ი .
მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.
აშშ-მა Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 6.8 დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




„ასე არ შეიძლება! თქვენ ხალხი გიყურებთ- ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან…

23/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე:


-„ბევრი ადამიანი აკეთებს კომენტარს ვაქცინებზე და საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე…. ყველამ მიხედოს თავის სპეციალობას, – ინტერნეტში ნანახი ნიუსებით ნუ აკეთებთ განცხადებებს!


ჟურნალისტებსაც მივმართავ, – თქვენ ხალხი გიყურებთ და ამიტომ გაქვთ პასუხისმგებლობა საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, – პური აცხობინეთ მეპურეს, საზოგადოებრივ ჯანდაცვის ექსპერტი ალაპარაკეთ საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე, დარგობრივი ექიმები თავიანთ სპეციალობაზე და დარგზე. – ასე დალაგდება ყველაფერი და თავ-თავისი ადგილი ექნება მიჩენილი.


ან რა იყო ტელეკომპანია იმედზე გადაცემა პრაიმშოუ ვაქცინებთან დაკავშირებით? ასე არ შეიძლება!

ლინკი: https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=314223590376247


არც ერთ ჩვენს ქართველ ექიმთან პრობლემა არა მაქვს. პირიქით, მიხარია, რომ წარმატებულები არიან თავიანთ სფეროებში, მაგრამ მათ შეეკითხეთ ის საკითხები, რომელიც მათთან მიმართებაში იქნება სწორი – რაც მათი სფეროა, იმაზე ალაპარაკეთ და არა საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე. თვალის ექიმი და გინეკოლოგი რომ შევადაროთ, ისეთია, თვალი თუ გტკივათ, გინელოკოგთან წახვალთ?


საქართველოში არის რამდენიმე ადამიანი, ვისაც აქვს კომპეტენცია ჯანდაცვის საკითხებში და ძალიან დიდ პატივს ვცემ, მათ ესაუბრეთ, ყველას ნუ აალაპარაკეთ საზოგადეობრივ ჯანდაცვაზე“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


მომეწონა, პირველი რაც ვთქვი, იყო „ვაუ“ … ეს იყო პირველი ემოცია – გიორგი ფხაკაძე თბილისში ჩამოსვლის

01/10/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.


„ახლა უკან რომ ვიხედები, მიკვირს, ნუთუ მე, ერთმა ქუთაისელმა ბიჭმა ამდენი შევძელი… მიკვირს, ნეპალში დაკიდებულ აღმართზე, უფსკრულის პირას საცალფეხო ბილიკზე უშიშრად მიმავალს, როგორ არ მეშინოდა ფეხის დაცდენის… თავში როგორ მომდიოდა ის აზრი, რომ კვლევები მეწარმოებინა იქ, სადაც ჯერ კიდევ ხალხი ხეზე ცხოვრობდა.

დიდი გზა გავიარე, რთული და საინტერესო გზა, სულ უფსკრულის პირას ვიარე… დანაღმულ ველზე… გაუკვალავი გზებით ვიარე ქუთაისიდან ჟენევამდე“…

გიორგი ფხაკაძემ ავტობიოგრაფიული წიგნის გამოცემა თუ გადაწყვიტა, ალბათ, სქელტანიან შემოქმედებას ეს პროლოგი დაამშვენებდა.


ორწლიანი განშორების შემდეგ, უკვე მეორე დღეა, რაც ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე, სამშობლოშია. ის „პრაიმტაიმს“ საკუთარ ემოციებზე უყვება.

„მაინტერესებდა, რა შეიცვალა. ყოველთვის რაღაც სიახლეს ელოდები. პირველ რიგში, უყურებ გზას. აეროპორტიდან რომ წამოვედი, გზა განსაკუთრებით მომეწონა. ბავშვობიდან მახსოვს, ძალიან მაღალი მონუმენტი რომ არის, („ადამიანი და მზე“) 80-იანი წლებიდან საშინელ მდგომარეობაში იყო, ეს იყო პირველი ემოცია, მონუმენტი ლამაზ მდგომარეობაში რომ დავინახე, მომეწონა. პირველი რაც ვთქვი, იყო – ვაუ.

მომეწონა განათებული თბილისი. მოდი ასე ვთქვათ, იგივე თბილისია, იგივე ხალხია. ბოლო 2 წელიწადში პატარ-პატარა ცვლილებები შევამჩნიე. ადრე 3-6 თვით მოვდიოდი და ცვლილებებს ვერ ვხედავდი, ახლა 2 წლის შემდეგ ეს დავინახე. ახალი შენობებია, ავტობუსის ზოლი მომეწონა ძალიან. ველობილიკები მომეწონა ძალიან, ეს არის ევროპა. ვაკემდე ჯერ ვერ მივედი“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე „პრაიმტაიმთან“ მიცემულ ინტერვიუში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mometsona-pirveli-rats-vtqvi-iko-vau-es-iko-pirveli-emotsia-giorgi-fkhakadze-tbilisshi-chamosvlis-pirvel-emotsiaze/



გიორგი ფხაკაძე – “ვერ არის საქმე კარგად…”

26/11/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:


„ვერ არის საქმე კარგად
გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ოფიციალური სახელი ალბათ ამ დღეებში ექნება სავარაუდო სახელით “ნუ” Nu.
სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს რომელიც შესაძლოა დელტაზე 30 ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ხვალ გვექნება უფრო დეტალური ინფორმაცია,
ეს ვარიანტი უკვე გაცთა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა მეზობელ ბოტსვანაში და შორეულ ჰონგკონგში.


რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ:
ძალიან სწრაფად ვრცელდება,
საკმაოდ ბევრი მუტაციები ააქვს,
შესაძლოა ამ ვარიანტს უფრო კარგად შეუძლია აუაროს ჩვენი იმუნური სისტემა და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში,
არსებულ ვაქცინებზე ეფექტურობის საკითხი იქნება ნათელი დაახლოებით 2 კვირაში.
რატომ არის ამდენი მუტაცია სამხრეთ აფრიკაში? იმიტომ რომ მოსახლეობის მხოლოდ 24% არის აცრილი და უმრავლესობა არის დაინფიცირებული… არ გაგონებთ არაფელს… ჩვენ ისე ვიზამთ რომ ქართულ ვარიანტსაც შევქმნით…:(
რაც უფრო ბევრია აუცრელი მით უფრო თავისუფლად ცირკულირებს ვირუსი და მით უფრო ბევრი მუტაცია ჩნდება… ეს არის ევოლუციის კანონი (ვინც ბიოლოგია სკოლაში ისწავლეთ იმედია გახსოვთ, ვინც გააცთინეთ ეს გაკვეთილრბი ჯობია კომენტარების წერა არ დაიწყოთ, ნუ გაასაჯაროებთ თქვენს “განათლებულობას”).


რა უნდა ქნას სახელმწიფო ეხლა:
დროებით ჩაკეტოს შემოსვლა სამხრეთ აფრიკიდან, ბოტსვანიდან და ჰონკონგიდან
რა უნდა გააკეტოთ თქვენ:
მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები
ჯანმრთელობას გისურვებთ …”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/11/giorgi-phkhakadze-ver-aris-saqme-kargad/




ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა – გიორგი ფხაკაძე ახალ შტამზე

03/12/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის ახალ შტამზე წერს.


„მეკითხებიან კორონავირუსის ახალ ვარიანტზე, ომიკრონზე. დღეს ვიცით, რომ დაზუსტებით არაფერი ვიცით, არის მხოლოდ ბევრი ვარაუდი.

როგორ გამოიყურება, უკვე ვიცით. ნახეთ სურათი, რომ იცოდეთ, ვიზუალურად როგორ შეიცვალა. რამდენად უფრო გადამდები, უფრო საშიში, უფრო სასიკვდილოა – ჯერ დაზუსტებით არავინ იცის. იმ კვირას იქნება პირველი მონაცემები. უფრო დაზუსტებული მონაცემები კი თვის ბოლოს.

ეს ახალი ვარიანტი უკვე ყველა კონტინენტზე დაფიქსირდა, გავრცელდა 30 ქვეყანაში (იხილეთ რუკა) და, სავარაუდოდ, თვის ბოლომდე ყველა ქვეყანაში იქნება. გიზიარებთ რამდენინე მიმდინარე კვლევის ამონარიდებს, გრაფიკას, რათა დაახლოებით ნახოთ, რომ ეს ვარიანტი, შესაძლოა დიდი გამოწვევა იყოს კაცობრიობისთვის.

პანიკა საჭირო არ არის, პირიქით, საყოველთაო მობილიზაცია უნდა იყოს, რომ მოვერიოთ ამ ვერაგ ვირუსს“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/nakhet-surati-rom-itsodet-vizualurad-rogor-sheitsvala-giorgi-fkhakadze-akhal-shtamze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights