კვირა, აპრილი 19, 2026

„თუ ჩამოვალ, ზოგიერთები ციხეში ამოყოფენ თავს… ილოცეთ, რომ არ ჩამოვიდე“ – გიორგი ფხაკაძე

18/04/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ადამიანს ყოველთვის ვეხმარები, რომ გაიზარდოს;
მე არასოდეს არ წავალ პაციენტის წინააღმდეგ…
იშვიათი სანახავია მსოფლიოში აბსოლუტურად დამოუკიდებელი ადამიანი აზროვნებით და სულით, რომელიც არ და ვერ იყიდება – გიორგი ფხაკაძე არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი და მას ვერ იყიდით, ამის გაგება უჭირს ბევრს, ვატყობ!


ფხაკაძის ენა არის ცეცხლის ენა…

მე ვარ ნამყოფი ჯოჯოხეთში და ცოცხალი გამოვედი იქიდან – ეს ჯობია, გაითვალისწინონ ზოგ-ზოგიერთებმა …


დედაჩემი ამბობდა, წასულებზე ლაპარაკობენ ან კარგს, ან არაფერს. ხალხი, რომლებიც ახლა ჩინური ვაქცინით ვაქცინაციის და მსგავს გადაწყვეტილებებს ღებულობს, არიან მავნებლები. კონკრეტულად არავის სახელს არ დავასახელებ, რადგან ჩემთვის ეს ხალხი არის წასული!


ფხაკაძეს დაუბიუჯეტებია 20 მილიარდზე მეტი სხვადასხვა ბიუჯეტები, თქვენ კი იცით საერთოდ, 20 მილიარდი როგორ გამოიყურება⁉️


თუ დასჭირდება საქმეს, ფხაკაძე საქართველოში ჩამოვა! მაგრამ თუ ჩამოვალ, თავისი ქმედებების გამო ვიღაცები ციხეში ამოყოფენ თავს, ვიღაცეები კი საავადმყოფოში შევლენ არა თეთრი ხალათით, არამედ მხოლოდ როგორც მხოლოდ პაციენტები.
ახლა წადით ეკლესიაში და ზოგიერთებმა სანთელი დაანთეთ, რომ ფხაკაძე არ ჩამოვიდეს.


გავიმეორებ – არანაირ პოლიტიკურ პარტიასთან მე არ ვიქნები აფილირებული! მე ვარ ტექნოკრატი! საქმის გაკეთება თუ დაგჭირდებათ, ჩემი ტელეფონი იცით, დამირეკეთ, დაგეხმარებით, თქვენი ხელფასი არ მინდა, ისე გავაკეთებ გასაკეთებელს! ხალხის ფული არ მინდა ერთი თეთრი! მე ჩემი გაგება მაქვს;


მონას, ყველა მონა ჰგონია. ჩემთან არ არსებობს კოჰაბიტაცია. მავნებლობასთან კომპრომისი დაუშვებელია;

თქვენზეა დამოკიდებული, არ იყოთ მონები, მიიღეთ სწორი გადაწყვეტილება. გამოდით მონობიდან, მონობა ღუპავს, მონობა კლავს! ქართველი ადამიანი არ არის მონა;


სანამ საქართველოში იქნება მანქანებზე დაბურული შუშები და სანამ არ იქნება იმის შეგნება, რომ პრეზიდენტი, პრემიერი, მუშა, მინისტრი, დამლაგებელი – ყველა არის ერთი და მათ შორის არანაირი განსხვავება არ უნდა იყოს, მანამდე არ გვეშველება. ერთადერთი განსხვავებული არის ჩვენი ჯარი, საპატიო და აღმატებული;


მე ვაქცინებზე მეტს აღარ ვილაპარაკებ, თუ რაიმე უბედურება არ მოხდა. უკვე ყველაფერი ვთქვი!ქვეყანა არის შესაცვლელი, მე რევოლუციების წინააღმდეგი ვარ, მაგრამ ასე გაგრძელება აღარ შეიძლება, მიიღეთ გადაწყვეტილება და რაღაცა ქენით…მე პოლიტიკოსი არა ვარ და არც მინდა, პოლიტიკაში ჩავერიო, მაგრამ გადაწყვეტილება მისაღებია – დავალაგოთ ეს ქვეყანა, რომ საქმე აკეთონ პროფესიონალებმა!ჯანმრთელობას გისურვებთ…”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/04/thu-chamoval-zogierthebi-tsikheshi-amoqhophen-thavs-ilotseth-rom-ar-chamovide-giorgi-phkhakadze/


„ცუნამი მოდის, მე გაგაფრთხილეთ!” – გიორგი ფხაკაძე

09/12/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე აცხადებს, რომ ომიკრონმა გადაუარა ლონდონს, რის გამოც, სავარაუდოდ, ლონდონი ჩაიკეტება.


„ასტრაზენეკას ეფექტურობაზე აღარც ვსაუბრობთ. საქართველოში “ომიკრონის” აქტიურ გავრცელებაზე და იმ შედეგებზე, თუ რა იქნება იანვარში, არც კი მინდა, ვიფიქრო. უნდა დავიწყოთ მზადება ახლავე. ჩემი პირადი მოსაზრებით, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უნდა დარჩეს თავის პოსტზე მინიმუმ ზაფხულამდე და მიეცეს “კარტ ბლანში”, რათა მოამზადოს და მართოს ქვეყანა ამ ურთულეს პერიოდში. ცუნამი მოდის, მე გაგაფრთხილეთ!”, – აცხადებს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/12/tsunami-modis-me-gagaphrthkhileth-giorgi-phkhakadze/


,,დაინერგოს ელექტრონული “კოვიდ საშვი”- ერთ-ერთი კომპონენტი ვირუსთან ბრძოლაშიდაპოსტა 2021/08/25-ში

25.08.2021 megatv.ge Kutaisi



“ამ ვერაგი ვირუსის წინააღმდეგ ერთი იარაღი, ან ერთი საშუალება, ან ერთი მეთოდი არ და ვერ იმუშავებს.


ნახეთ, ბმულში გრაფიკულად აღწერილია ის 11 მეთოდი, რომელიც ჩვენ დაგვეხმარება ამ ვერაგ ვირუსთან საბრძოლველად!


1. დისტანცია


2. სამედიცინო პირბადე


3. ხელების დაბანა


4. ხელით არ შეეხოთ სახეს


5. აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს


6. სწრაფი და ხშირი ტესტირება და კლასტერების მართვა


7. დახურული სივრცეების ადეკვატური სავენტილაციო სისტემებით გამართვა


8. სახელმწიფომ უნდა მოამზადოს და განათავსოს ყველგან საინფორმაციო გზავნილები (ბილბორდების 40%, რადიო /ტელევიზიაში ყოველი 40 წუთი, ინტერნეტბანერები). ასევე, სახელმწიფომ უნდა დააფინანსოს დაზარალებული მოსახლეობა/ ბიზნესები


9. კარანტინი და იზოლაცია უნდა იყოს უმკაცრესად გაკონტროლებული


10. გაძლიერდეს ფაიზერით ვაქცინაცია


11. დაინერგოს ელექტრონული “კოვიდ საშვი” და სერვისების უმრავლესობა უნდა იქნას ხელმისაწვდომი ამ საშვებით.


ჯანმრთელობას გისურვებთ”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%93%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a1-%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a2%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%99/

გიორგი ფხაკაძე – “სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე”

19/07/2021


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე წერს.


მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ვირუსთან თანაცხოვრება ვისწავლოთ.


„სამედიცინო პირბადე ყველგან ორშაბათიდან. სკოლები გადადეთ 1 ოქტომბრამდე და გააგრძელეთ შერეული სწავლებით (30% მეტი მოსწავლე სკოლაში, 70% დისტანციურად). გვეყოს სირაქლემის პოზიციაში ყოფნა. არ ჩავკეტოთ ქვეყანა, ვისწავლოთ ვირუსთან თანაცხოვრება,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-skolebi-gadadeth-1-oqtombramde/


„დღეის მდგომარეობით (26/02/2021) წარმატებით გაიარეს ხალხის ნდობის მანდატი -შემდეგი…

26/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ავერსი ფარმა:
ავერსი ფარმა – Aversi Pharma
ციტმედი:
ციტმედი / Citmed


პსპ აფთიაქი:
PSP Pharmacy • პსპ აფთიაქი
წარმატებით გაიარეს ხალხის ნდობის მანდატი

ეს სააფთიაქო ქსელები/ონლაინ მაღაზიებე ვერ დაადასტურეს რომ მათ ასსორტიმენტში ყველა პირბადე არის სამედიცინო ხარისხის არ ააქვთ ხალხის ნდობის მანდატი
ჯპს აფთიაქი:
ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy

ფარმადეპო:
Pharmadepot ∙ ფარმადეპო

მაგნიტი:
მაგნიტი • Magniti

დღეის მდგომარეობით (26/02/2021) წარმატებით გაიარეს ხალხის ნდობის მანდატი შემდეგი აფთიაქები/მაღაზიები,


ავერსი ფარმა
ციტმედი
პსპ აფთიაქი

ამ აფთიაქებში იყიდება ხარისხისნი სამედიცინო პირბადეები (EN14683 Type I, II, IIR)

მადლობა, რომ მომხმარებლებს აწვდით ხარისხიან სამედიცინო პირბადეების

პატივისცემით, გიორგი ფხაკაძე.


P.S.

მე გიორგი ფხაკაძე გადავამოწმე ამ აფთიაქების/მაღაზირბის გამოგზავნილი საბუთები ოფიცისლური ფასებუკ გვერდიდან და მომხმარებლების მიერ გამოგზავნილი სურათები (ქვითრები, ყუთის და სერტიფიკატების სურათები),

ყველა ინფორმაცია და შესაბამისობა დასტურდება შესაბამისი ევროკავშირის სტანდარტებით,

ხარისხის შენარჩუნება არის მუდმივი პროცესი, იმედია თქვენ შეინარჩუნებთ არსებულ ხარისხს და ასევე არსებულ ფასს (14- 20 თეთრი) ,

იქნებით მუდმივ მეთვალყურეობის ქვეშ, იმ შემთხვევაში თუ ხარისხი დაიკლებს ან ფასი აიწევს, ამის შესახებ ვაცნობებ საზოგადოებას ,

პატივისცემით, გიორგი ფხაკაძე“, – წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძის გადაწყვეტილება – „სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს. მე გადავწყვიტე, საქართველოში…

27/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„სექტემბერი მოდის. გეგმები მაქვს. მე გადავწყვიტე, საქართველოში ჩამოვიდე 2-3 კვირით. ბევრს ვფიქრობდი, როდის უნდა ჩამოვსულიყავი. წესით, ახალა მინდოდა. ახლა რისკია ჩამოსვლა. ეს რისკები დაახლოებით ოქტომბრის მეორე ნახევარში დამთავრდება. როგორც კი საწოლფონდი გათავისუფლდება ჩამოვალ. ოქტომბრის ბოლოს ეს ვირუსი ქვევით ჩამოვა, “- ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


თუ აკეთებთ რევოლუციას გააკეთეთ, დავიღალეთ – გიორგი ფხაკაძე

05/12/2021


ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ კოვიდსტატისტიკაზე საუბრობს. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, მისთვის გაუგებარია მსგავსი პანდემიის ფონზე როგორ აწყობენ პოლიტიკოსები ამხელა მიტინგებს.


ფხაკაძე მიხეილ სააკაშვილზეც ამახვილებს ყურადღებას, რომელიც დაპატიმრების შემდეგ ხალხს მოუწოდებდა, რომ მის მხარდასაჭერად ქუჩაში გამოსულიყვნენ. ამის შესახებ ფხაკაძემ ერთ-ერთი ვიდეომიმართვის დროს ისაუბრა.


„ადამიანი არის პოლიტიკოსი და უნდა იფიქროს ადამიანებზე. 80 ადამიანი რომ კვდება დღეში, რა დროს მიტინგებია. პირიქით უნდა გამოსულიყო და ეთქვა – ხალხო, მე თქვენ მხარეს ვარ, თქვენი სიცოცხლე მნიშვნელოვანია, არ მინდა მიტინგი ოღონდ თქვენ დაცულები იყავით. ჩვენ რა გვესმის – მოაწყობთ სამ საათიან რევოლუციებს, ილაპარაკებთ ძირს მთავრობაო, მერე მიდიხართ სახლში და ჭამა-სმა? თუ აკეთებთ რევოლუციას, გააკეთეთ.

თქვენ რომ ხართ პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, პირიქით უნდა უთხრათ ყველას, რომ არ მოვაწყოთ ამას და გადავარჩენთ სიცოცხლეებს.

აი მაგალითად, ერთმა თქვენგანმა თქვას, რომ ჩემს მიტინგზე მიიღებს მონაწილეობას ვინც არის აცრილი, ყველა იქნება სამედიცინო პირბადეებით და დავიცავთ დისტანციას. კი ბატონო, მე დავდგებოდი თქვენ გვერდით. ხომ შეიძლება მართლა ადამიანებზე იფიქროთ და რომ აკეთებ ამ რევოლუციას, თუ აკეთებთ გააკეთეთ, დავიღალეთ. ადამიანები დაიღალნენ და დაკარგეს ყველანაირი რწმენა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-aketebt-revolutsias-gaaketet-davighalet-giorgi-fkhakadze/


როდის ველოდოთ კოვიდ-ვაქცინას 14 ოქტომბერი 2020,

14.10.2020 ajaratv.ge


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მომუშავე ორმა მსხვილმა კომპანიამ „ჯონსონ ენდ ჯონსონმა“ და “ასტრაზენეკამ“ ვაქცინის ცდის საბოლოო ეტაპი დროებით შეაჩერა. ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ინფორმაცია საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტმა, გიორგი ფხაკაძემ დაუდასტურა.

მისივე განმარტებით, ეს ნიშნავს, რომ ვაქცინა ჩავარდა. გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ვაქცინას ახლო მომავალში არ უნდა ველოდოთ და ის მზად სავარაუდოდ, 2-დან 5 წლამდე პერიოდში იქნება. ჯანდაცვის ექსპერტთან ინტერვიუ მაუწყებელმა რამდენიმე საათის წინ ჩაწერა, სადაც მან პანდემიასთან მსოფლიო ბრძოლის მიმდინარე ეტაპები მიმოიხილა.

გიორგი ფხაკაძე საუბრობს დეზინფორმაციის შესახებაც და გვირჩევს, რომ დადებითი მოლოდინების შექმნის მიზნით, ასეთი სახის ახალ ამბებს არ უნდა დავეყრდნოთ და ამ შემთხვევაში სარწმუნო მხოლოდ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. ექსპერტის მთავარი რეკომენდაციაა,რომ ვატაროთ პირბადე როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში და დავიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია.



თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://ajaratv.ge/article/65855

„სირცხვილია -ყიდით არასამედიცინო პირბადეს -SPAR Georgia-2 ნაბიჯი -ნიკორა -აგროჰაბი“- გიორგი ფხაკაძე

27/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„SPAR Georgia2 ნაბიჯი • 2 Nabijiნიკორა • Nikoraაგროჰაბი • AgroHub…
სირცხვილია,

ცალობით ყიდით არასამედიცინო პირბადეს სალაროებთან (50, 80, 90 თეთრი)

გაყიდეთ ხელმისაწვდომ ფასში მხოლოდ სამედიცინო პირბადე ,

სანამ ბოიკოტზე არ გადავედით (შეეკითხეთ -ჯპს აფთიაქი – GPC Pharmacy და Pharmadepot ∙ ფარმადეპომ როგორ გადაიტანეს 2-კვირიანი ბოიკოტი) გაყიდეთ ხელმისაწვდომ ფასად (15 თეთრი) სამედიცინო პირბადე,

მეგობრებო !!! გთხოვთ დადოთ აქ თქვენი სურათები სხვადასხვა მაღაზიებიდან.


კარგი იქნება:
ქვითარი,
პირბადის სურათი,
მაღაზიის გარე სურათი…“- წერს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„გადავიდეთ თვითრეგულაციაზე. თვითრეგულაცია არის, -„სახალხო კონტროლი“- ერთობლივი ძალებით ვნახოთ…

24/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – ვაქცინა, პირბადეები, ელექტრონული ბარათები!- რა არის, გამოსავალი?!


„გამოსავალია, – ერთობლივი ძალებით ვნახოთ გამოსავალი. იმიტომ, რომ მთავრობა თავის საქმეს ვერ აკეთებს, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აკეთებენ ან არ აკეთებენ, თუ სხვა მიზეზია, ვერ გავიგე!


გადავიდეთ თვითრეგულაციაზე. თვითრეგულაცია არის, -„სახალხო კონტროლი“. იმიტომ, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, კომპანიები თავის თავს ვერ აკონტროლებენ (ზოგი აკონტროლებს, ზოგი ვერა). პრაქტიკულად, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, მთლიანად, რაც ეხება ჯანდაცვას, არანაირი კონტროლი არ არსებობს! ან არის ჩამოშლილი, ან არის „ფასადური“!


წლებია, ლაპარაკობენ და არავინ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი. დგას უკვე საკითხი, – ვინ მოკიდებს ამას ხელს?! ვხედავ, რომ საქართველოს ეს ნამდვილად სჭირდება! მაგრამ, როცა იწყებ რაღაც საქმეს, უნდა იყო ჩამოყალიბებული. არაერთხელ მქონდა მცდელობა, შევთავაზე საავადმყოფოებს და ა.შ. – იქნებ რამე გავაკეთოთ?! მაგრამ, – არა, -ინტერესი არის ნული, სახელმწიფოს ინტერესიც არის ნული!


პირბადეების საკითხმა თვითონ იფეთქა. პირბადეებთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, – დავიწყე – „პირბადეების სალხო კონტროლი!“ თქვენი დაჟინებული თხოვნით შედეგად, არაერთ კომპანიას მივმართე (რაც შეეხება სამედიცინო პირბადეს, სამედიცინო პირბადეების ხარისხს), სამედიცინო პირბადე არის ყველაზე მინიმალური, ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი პროდუქტი, რომელიც იოლი შესამოწმებელია, იოლია ტრანსპორტირება (ყველაზე მარტივი სამედიცინო პროდუქტია, ასე ვთქვათ).


ერთადერთი გამოსავალი რაც არის ამ პანდემიის დროს, -ჩვენ გვჭირდება სამედიცინო პირბადე, მოქალაქეების უსაფრთხოება რომ იყოს დაცული, ორმეტრიანი დისტანცია და სამედიცინო პირბადე, – ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!

მე ადრე ვთქვი, გახსოვთ, ალბათ, საქართველოში ვაქცინა არ ჩამოვა ახალ წლამდე. ხომ გითხარით, ახლაც გეუბნებით, თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში არ შემოვა, – ასრულდა!


გითხარით, რომ, შეიძლება, ფრთხილად თუ არ ვიქნებით, აპრილში, მესამე ტალღა „აფეთქდეს“. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. სამწუხაროდ, ეს ბოლო წელიწადი, რასაც ვამბობ,- ხდება! ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს! როცა ვამბობ, არის მეცნიერული გათვლები! გვაქვს პრობლემა წინ და პრობლემა უნდა მოვაგვაროთ! როგორც ნოემბერში გავაკეთეთ, -„ავიწყვიტეთ“, აგვისტოში „ყველაფერი კარგად იყო“ და მივიღეთ ნოემბერი. ახლაც ხომ „ავიწყვიტეთ“, აპრილიც შორს არ არის. იმედია, რაღაც ზომები იქნება მიღებული და ფრთხილად შეხვდებით და არ იქნება ეს მეორე „აფეთქება“. მათემატიკური გათვლები არის, რომ აპრილში, შეიძლება, იყოს „აფეთქება“. გთხოვთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, რომელიც ახლა იყიდება „ავერსში“, „ციტმედში“ და პსპ-ში. დღეს, ვერც ერთ საბავშო პირბადეს ვერ მივცემ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ არ მინახავს აცრ ერთი სერიფიკატი!


სანამ მთელი მოსახლეობა, არ იქნება ვაქცინირებული, როგორც ისრაელში, პირბადის და ორმეტრიანი დისტანციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის!


ქალბატონო ეკა, ელექტრონული ბარათების თემა არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც მე წამოვწიე წინ. -ვისაუბრე და ავუხსენი, რომ ეს არის აუცილებელი!


ელექტრონული ბარათი, ეს არის სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელი საქმე. აქ უკვე არის პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილება. მე, გიორგი ფხაკაძე მაგას ვერ გავეკეთებ! მე ამოვიღე ხმა, ვილაპარაკე. თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა, მიწერეთ!


ელექტრონული ბარათების სისტემა არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ჩვეულებრივ, ბრძანება არის გასაშვები, მაგრამ ყველას ეშინია „გადახტეს იმ ხრამში, მაგრამ უნდა „გადახტნენ“, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. არის ქაღალდმატარებლები და საავადმყოფოებშია ცალ-ცალკე სოფტები, ეს ყველა სოფტი არის ძალიან დიდი დანაშაული, არასწორი მიდგომა არის. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.


ელექტრონულ ბარათებს აქვს ორი მიმართულება. რატომ არის, ელექტრონული ბარათები კარგი? – ელექტრონულ ბარათზე არის თქვენი დაავადების ისტორია, თქვენი ყველა ტესტი, სისხლის ტესტი, რენტგენის პასუხი, კატეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის, – ყველაფერი ეს მოთავსებული იქნება ერთ ადგილას,- ელექტრონულად1 დაასკანერებენ და იქნება თქვენს ტელეფონში და ეს ინფორმაცია იქნება დალაგებული, იქნება ელექტრონული ბაზა (როგორც არის ისრაელში), თუ გაქვთ მიმდინარე ვაქცინები გასაკეთებელი, თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, ნახავს სისტემა! ბევრი ხმარობს ელექტრონულ საათსაც! თქვენს მკურნალ ექიმს ექნება ყველა ინფორმაცია პაციენტთან დაკავშირებით!


მაგალითად, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, პასუხი ქაღალდზე კი არ იქნება, ელექტრონულ ბარათებზე იქნება! წარმოიდგინეთ, – თქვენს ტელეფონში, აპლიკაცია (როგორც ბანკის აპლიკაცია) გექნებათ კოდი. ძველი ტესტების პასუხებიც, ყველაფერი უნდა იყოს ერთად დალაგებული, როგორც წიგნების თაროებზე გაქვთ ჩაწყობილი ყველაფერი! ბავშვობის ისტორიებიც რომ იყოს დატანებული, კარგია, იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ როცა ვიზრდებით, აუცილებელია, ვნახოთ დინამიკა, -გულის დინამიკა სისხლის ანალიზების დინამიკა (შეიძლება, ხუთი წლის წინ სხვა, სისხლის ანალიზი გქონდათ, წელს სხვა)… ძალიან ბევრი სამედიცინო ინდიკატორი იქნება. ელექტრონულად ეს იქნება მარტივი, – წონის კონტროლიც კი! ძალიან ბევრი რეცეპტი იქნება ერთად! შეიძლება, ამოიბეჭდოს, შეიძლება, აფთიაქში აჩვენო რეცეპტი.


ქართველები, რომლებიც ცხობრობენ საზღვარგარეთ, კარგია მათთვის (გაქვთ ქრონიკული დაავადება და გჭირდებათ წამალი) და ეს წამალი ექიმმა გამოგიწერათ საქართველოში, რეცეპტი თუ გექნებათ ევროპაში (წესით 90% ქვეყნებში) და წარადგენთ, შეიძენთ წამალს! ანტიობიოტიკსაც კი.


ჯერ მივხედოთ პირბადეებს და შემდეგ ავირჩიოთ სხვა მიმართულება, „ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს!“ ლაბორატორიებზეა საუბარი! – ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159979264410579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights