ორშაბათი, აპრილი 20, 2026

„ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება. თუ რეინფიცირება დაიწყება…

10/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia – მეგი საჯაია, ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” თანადამფუძნებელი.


სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.
თემა: ვაქცინაცია, შეზღუდვების მოხსნა და მოსალოდნელი შედეგები!

–ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ განახორციელა ზუსტად ისე, ხომ უნდა ვთქვათ, რაც მთავრობამ გააკეთა კარგი, როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, ყველაფერი შეასრულეს, საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეტანილი, გეგმაც დაწერეს, მაცივრებიც არის. 92 ქვეყანამ შეიტანა აპლიკაცია, ჩვენ ვართ ამ ქვეყნების ნაწილში. მოვხვდით იმ 18 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც მიიღებენ, პირველ, – ფაიზერის ვაქცინას, ჩვენს რეგიონში მიიღებენ მოლდოვა და საქართველო, დაახლოებით15 ათასი მედპერსონალი რომ იყოს ვაქცინირებული. ვაქცინაციის მეორე ეტაპი, ვინაიდან არ არის იმდენი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა, აქ უფრო იქნება ასტრაზენეკას ვაქცინა, აზტრაზენეკას ვაქცინის კომპონენტშიც საქართველოში დაახლოებით 180 ათასი ვაქცინა შემოვა. დაახლოებით 90 ათას ადამიანზე.


რამდენი ვაქცინაც შემოვა საქართველოში, საქართველოში ამას არავინ წყვეტს, რასაც გავი მისცემს, ეს იქნება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ღარიბი ქვეყნების ჩამონათვალში, ამ 92 ქვეყენაში და და ვინაიდან ყველაფერი შევასრულეთ. სომხეთმა გადაწყვიტა, შეეძინა რუსული ვაქცინა, შესაბამისად ის ამოვარდა იმ 92 ქვეყნიდან, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ვაქცინას. თუ თქვენ იყიდეთ „რაღაცა“ ვაქცინა, მაშინ პირველ ვაქცინას არ მიიღებთ, ვინაიდან სომხეთმა იჩქარა და აიღო რუსული ვაქცინა, ისინი ვერ მიიღებენ ფაიზერის ვაქცინას კოვაქსის პლატფორმიდან, მოგვიანებით მიიღებენ მარტო ასტრაზენეკას.


-ვაქცინაცია არის გარდაუვალი პროცესი, ხალხს ეშინია, რომ ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება? ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას ადამიანის დნმ-ში? როგორია თქვენი პოზიცია? ყველაზე მეტად გათვითცნობიერებული ხართ ამ საკითხში და ფაქტიურად, მანდედან წყდება, ყველაფერი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, სადაც თქვენ იმყოფებით.


-ამჟამად ჟენევაში ყველა ოფისი დაკეტილია მარტამდე. ახლა ვიმყოფები საფრანგეთში, ჩემს სახლში, შემდეგ დავბრუნდები ჟენევაში.

-მეცნიერება ძალიან რთული საკითხია, ჩვენ ახლა ისეთ მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობთ. შეიძლება, ადამიანი ბიოლოგიას სწავლობდეს 15 წელი და ბოლომდე ვერ ხვდებოდეს, რა ხდება შიგნით, ვაქცინაციის პროცესში და ამოიკითავენ ერთ წინადადებას და ამაზე ააგებენ რაღაცას. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, სკოლებში ესწავლათ თავის დროზე ბიოლოგია,ფიზიკაც, მათემატიკა, უკეთესი იქნებოდა. მე უკვე დავიღალე უაზრო, არაპროფესიონალი საუბრით. სხვათა შორის, ექიმებისგანაც მესმის, არაპროფესიონალური მოსაზრება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.


პასუხი არის ძალიან მარტივი, – საშიში რომ ყიფილიყო, 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდებოდა? რაღაც ჩიპებზე ლაპარაკობენ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე. თუ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირება უნდათ, დაფიქრდით, მაშინ ღარიბ, გაღატაკებულ ადამიანებს გაანადგურებდნენ, ამ ხალხის ტვინში ნეტავ ჩამახედა. გააგზავიდნენ ამ ვაქცინას ღარიბ ქვეყანაში, ამოწყვიტავდნენ და მდიდრები იქნებოდნენ კარგად. ლოგიკაც არის, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ისინი არიან პირველები, ვინც არიან ვაქცინაში. 50 ქვეყანაშია ვაქცინაცია, 50-ია მდიდარი ქვეყანა, ერთია ღარიბი ქვეყანა. ეს არის რუსული პროპაგანდა, სხვათა შორის ჩინური პროპაგანდაც არის, იმიტომ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თავიანთი „ნაგავის“ გასაღებას და ღმერთმა გაუმარჯოს რუსულ და ჩინურ ვაქცინას, რომ გაამართლოს. ლანცეტში კი დაიბეჭდა სტატია, ნანახი მაქვს.


დასკვან არის ასეთი რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რუსეთი არის დიქტატურა, ჩინეთი არის დიქტატურა. თუ ასეთი კარგი ვაქცინაა, რა უშლით ხელს, საჯაროდ რომ გახსნან ყველა მონაცემი ვაქცინის შესახებ, მთელი მსოფლიო ეუბნება და არ აჩვენებენ. აქ ისმევა ძალიან მარტივი კითხვა, თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატოომ არ აჩვენებენ? მე არ ვამბობ, რომ არ არის ეფექტური. ეს არის ახალი წამალი მსოფლიოში არის 200-მდე ვაქცინის მწარმოებელი ფირმა, კომპანია, უნივერსიტეტი, 200-მდე დაწესებულება მუშაობს ვაქცინის შემუშვებაში. ამ 200-დან რომელი იქნება კარგი, არავინ იცის. არც ერთი ვაქცინა, რომელიც არის ამჟამად მსოფლიოში, არ აქვს საბოლოო დამტკიცება კოვიდის საწინააღმდეგოდ ყველა ვაქცინა,რომელიც ახლა არის დამტკიცებული სხდასახვა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს არის დროებითი გამოყენების საშუალება. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვუყურებთ, მსოფლიო დაიქცა, მილიონობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით ადამიანი კარგავს სამსახურს, ყველაფერი დაკეტილია, ხომ უნდა დაიწყოს ეს მოძრაობა. ერთადერთი გამოსავალია ვაქცინა. რუსებს და ჩინელებს აწყობთ, თქვენ, ვინც ამბობთ, ვაქცინას არ გავიკთებთ, რომ არ გაიკეთოთ, მოხვდეთ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტუპაცია გაგიკეთონ და გახდეთ ინვალიდები, მე ვარ ქირურგი, ვმუშაობდი რეანიმაციულ განყოფილებაში და იცით რა არის ინტუპაცია? ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი ტრავმა ორგანიზმისათვის.

გადავხდოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენებს, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ. ყველამ, ვინც გაიკეთა ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰისპიტალიზაცია და ა.შ. დაიწია ქვემოთ.


ვიცით, – ვინც კოვიდი ვინც გადაიტანა, 5-6 თვე აქვს იმუნიტეტი. ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე რთული თვე იქნება აგვისტო – ბრიტანეთში და განსაკუთრებით ისრაელში, იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა იქნება აცრილი (დაახლოებით ერთ თვეში დაასრულბენ), ამ დღიდან ჩვენ უნდა გადავთვალოთ 5 თვე, – აგვისტოსათვის მართლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება. თუ რეინფიცირება დაიწყება, მაშინ ცუდად არის საქმე. ჩვენ მოგვიწევს 5-6 თვე აცრა, სანამ მთელი მსოფლიო არ აიცრება, რომ ვირუსს გასაქანი არ მივცეთ

არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა ფაიზერის ვაქცინით. ერთ მილიონზე თითო ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, მძიმე შედეგი უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს მძიმე ალერგია, ეს ახასიათებს ყველა ვაქცინას. ალერგიების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი, უკუჩვენებები გვაქვს ძალიან დაბალი.


რუსეთი აკეთებს ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა რუსული ვაქცინით? რამდენ ადამიანს დაემართა ალერგია? ასევე ჩინეთზეც.

რომ ამბობენ, არ გავიკეთებო ვაქცინას, რა უნდა გაიკეთონ, როცა ფიზიკურად არ არის ამდენი ვაქცინა.

ჩვენ გვეგონა, რომ ბავშვებისთვის არ არის საშიში ეს ვირუსი, ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, კოვიდი ბავშვებში არის ზუსტად ისე, როგორც დიდებში. ყველა ასაკის ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.


2023 წლამდე მსოფლიოს ვაქცინაციის პროგრამა არ დასრულდება. სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება აცრილი, სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება დაცული, პანდემია გრძელდება, ხომ ხედავთ, არის უკვე ექვსი სხვადასხვა ტიპის შტამით.


-თუ არის სხვადასხვა შტამი,, პირბადე მაინც თუ უნდა ვატაროთ, რაღა აზრი აქვს აცრას?


-აქ არის ყველაფერი ერთად, – პირბადე (აცრა თუ გაკეთებული გაქვთ, პირბადე მაინც უნდა ატაროთ), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამ ვირუსის შესახებ არაფერი. ინდოეთში რაც ხდებოდა, მე და ჩემი კოლეგები გადარეულები ვიყავით, 800 ათასი ადამიანი იყო დღეში ვირუსით ინფიცირებული ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ჰყავთ ათი ათასამდე, გაჩერდა, რატომ, არ იციან. მაგრამ გამოჩნდა ახალი ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – ვრცლად

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=234466521565537



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„პანდემიას ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, ყოველ ხუთ თვეში არის პიკი“

13/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრა:


„ჩვენ ერთი რამე ვისწავლეთ, – ამ კონკრეტულ პანდემიას ახასიათებს ხუთთვიანი ციკლურობა, ყოველ ხუთ თვეში არის პიკი. ეს დამოკიდებულია უშუალოდ ამ ვირუსის მოქმედებაზე.

ვიცით, რომ ადამიანებმა, ვინც ვირუსი გადაიტანეს, ხუთი თვე არის დაცული, „ხუთთვიანი ვაქცინა აქვს გაკეთებული“, მაგრამ ხუთი თვის შემდეგ ისევ არის დაუცველი და შეიძლება მოხდეს რეინფიცირება.

საქართველოში ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო ნოემბრის თვეში. ნოემბრიდან გასულია ხუთი თვე. მე იანვარში ვთქვი, გათვლების მიხედვით, საქართველოში მესამე ტალღა იქნებოდა აპრილში.

როცა ვიცით, რომ პანდემიას ახასიათებს ციკლურობა (ეს მეცნიერული დასკვნებია), რა უნდა გააკეთოს მოსახლეობამ და ჯანცავის სფერომ? – უნდა მოემზადოს!


მესამე ტალღა დაიწყო სამი კვირის წინ, მარტის ბოლო კვირას. სამწუხაროდ, არაფერი კეთდება იმისათვის, რომ შეაჩერონ მესამე ტალღა, ყველა აკეთებს საწინააღმდეგოს, რაც შეიძლება ძლიერი ტალღა იყოს ქვეყანაში. როცა ვიცით ყველა მექანიზმი, როგორ ვაკონტროლოთ და როგორ შევაჩეროთ. ძალიან კარგი მაგალითი იყო ნოემბერში, როცა 10 ათასი ადამიანი იყო ინციფირებული და დეკემბერში უკვე აკონტროლებდნენ. ახლა იგივე შეცდომებს უშვებენ.

მე აღარ ვილაპარაკებ, რა არის გასაკეთებელი. ჯანდაცვის სამინისტრომ ძალიან კარგად იცის, რაც არის გასაკეთებელი, მაგრამ ჩემი დასკვნა არის ასეთი: „ჩვენ არაფერი არ ვისწავლეთ, იგივე შეცდომებს ვუშვებთ!“


ჩვენ ვიცით, რომ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება არის სამედიცინო პირბადე (დღესდღეობით სამედიცინო პირბადეს ალტერნატივა არ აქვს. სამედიცინო პირბადე უნდა გამივიყენოთ 5 წლის ასაკიდან), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა, თავშეყრის ადგილებს მაქსიმალურად აარიდეთ თავი.


საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი, რომელიც არის უფრო გადამდები.


სამწუხაროდ, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა არის აწყობილი რაოდენობაზე და არა ხასირისხზე. ხარისხიან ჯანდაცვაზე ყურადღების არმიქცევამ მოგვცა ის შედეგი, რაც გვაქვს. ექიმებს არ აქვთ უწყვეტი სამედიცინო განათლება, არ ტარდება შესაბამისი ტრენინგები.

პრაქტიკულად, ნოემბერში ვირუსის გავრცელების წყარო იყო სამედიცინო დაწესებულებები, ახლაც იქნება იგივე სიტუაცია.


ორი კვირის წინ დავიწყე საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა. ძირითადი მიზანი არის, საქართველოში ჯანდაცვის სისტემა გავააუმჯობესოთ, დავეხმაროთ საავადმყოფოებს, აწიონ ხარისხი. თუ არ დავალაგეთ ჯანდაცვის სისტემა, ყოველთვის ვიქნებით ამ პრობლემების წინაშე.

არც ერთი ვაქცინა არ არის საბოლოოდ დამტკიცებული. 10-ზე მეტმა ვაქცინამ უკვე მიიღო სხვადასხვა ქვეყნებისა და ორგანიზაციების მიერ დროებითი მოხმარების თანხმობა, გადაუდებელ მდგომარეობაში შეიძლება იყოს გამოყენებული.


ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ფაიზერი, ასტრაზენეკა და Johnson & Johnson, ევროკავშირის წამლის სააგენტონ დაამტკიცა ფაიზერი, მოდერნა, Johnson & Johnson და ასტრაზენეკა. აშშ-ის წამლის სააგენტომ დაამტკიცა მხოლოდ და მხოლოდ ფაიზერი, მოდერნა და Johnson & Johnson. ასტრაზენეკა აშშ-ში არ არის დამტკიცებული.


ყველა ვაქცინა არის ცდების, კვლევის პროცესში, ყველა ვაქცინას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი ნაწილი. როცა ჩვენ ვანხორცილებთ ვაქცინაციის პროგრამას, პრინციპი უნდა იყოს, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი, უნდა იყოს პროცესის გამჭვირვალობა, ღიად უნდა უთხრან მოსახლეობას, რა რისკები არსებობს და რა დადებითი შედეგის მოტანა შეუძლია ვაქცინას. უნდა ვითანამშრლოთ მწარმოებლებთან და დიდ ორგანიზაციებთან, გავცვალოთ ინფორმაცია და ვისწავლოთ, სხვა ქვეყნებში რა ხდება.
გუშინ გავავრცელე ინფორმაცია, – სამწუხაროდ, ჩინური ვაქცინა არ არის ისეთი ეფექტური.“



ჩინურ ვაქცინებს „დაცვის მაღალი მაჩვენებელი არ აქვს ფაიზერი / Pfizer-მა მსოფლიოში პირველმა შეიტანა განაცხადი ამერიკის წამლის სააგენტოში (ძლიერი მარეგულირებელი), ამჯერად 12-18 ასაკის ახალგაზრდებში ვაქცინის გამოყენებაზე.

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%91%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90



ასტრაზენეკა აკეთებდა იგივე კვლევას და შეაჩერა“.


ფაიზერი გეგმავს 12-დან 15 წლამდე მოზარდებში ვაქცინაციას…

ლინკი: https://www.accreditation.ge/post/%E1%83%A4%E1%83%90%E1%83%98%E1%83%96%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%94%E1%83%92%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A1-12-%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-15-%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%96%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A5%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1



აშშ-ის ჯანდაცვის ოფიციალურმა უწყებებმა Johnson & Johnson-ის ვაქცინის გამოყენების შეჩერების რეკომენდაცია გასცეს, მას შემდეგ, რაც გავრცელდა ინფორმაცია, ვაქცინაციის შემდეგ ექვს ადამიანს თრომბები განვითარდა. წერს Euronews-ი .
მანამდე ევროპის მედიკამენტების სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, Johnson & Johnson-ის ვაქცინით აცრის შემდეგ თრომბი ოთხ ადამიანს განუვითარდა.
აშშ-მა Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის 6.8 დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

რა პრინციპით მოხდა/ხდება ვაქცინების შენახვის/ხმარების ვადების გაზრდა – ქართული მითი ფაიზერის…

21/02/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორიგიორგიფხაკაძე პრეპარატის შენახვის/ხმარების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელში წერს:


“ქართული მითი ფაიზერის “ვადაგასულ” ვაქცინაზე.

როგორც ირკვევა, ჩვენმა სამედიცინო საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, როგორ, რატომ და/ან როდის ხდება პრეპარატის შენახვის/ხმარების ვადის გაგრძელება. ამიტომ ვრცელდება მითი ფაიზერის “ვადაგასულ” ვაქცინაზე.


როგორც აშშ, ასევე ევროპული ფარმაკოპეით საინექციო პრეპარატების შენახვის/ხმარების მაქსიმალური ვადაა 2 წელი. ტაბლეტების-კაფსულების და ა.შ. – 5 წელი. ამ ვადებში სავალდებულოა მწარმოებლის მიერ მოწოდებული შენახვის პირობების დაცვა.


ბაზრის რეგულატორისთვის ახალი პრეპარატის ბაზარზე დასაშვებად წარდგენილ ტექნიკურ დოკუმენტაციაში (CTD) აუცილებელია შენახვის პირობებისა და ხმარების/შენახვის ვადის მითითება. შენახვის/ხმარების ვადა ასევე მითითებული უნდა იყოს ბაზარზე უკვე დაშვებული (დარეგისტრირებული/ავტორიზებული) პრეპარატის მარკირებაშიც.


როგორ ხდება ახალი საინექციო პრეპარატის (ვაქცინების ჩათვლით) შენახვის ვადის განსაზღვრა:

პრეპარატის პარტიას (რომელიც შეიძლება, იყოს 1 მილიონიდან 10 მილიონ ცალამდე ან მეტი) პრეპარატის შენსახვისთვის აუცილებელ პირობებში (მაგალითად, მინუს 60 გრადუს ცელსიუს ტემპერატურაზე) ინახავენ 6 თვე და შემდეგ რადნომულად ამოწმებენ პრეპარატის სტაბილურობას ანუ ეფექტურობას. თუ პრეპარატი გაივლის სტაბილურობის ტესტს, პარტიის შენახვის ვადა იქნება 6 თვე. წარმოებული პარტიის (დიდი) ნაწილი გამოდის ბაზარზე, ნაწილი კი რჩება შემდგომი ტესტისთვის, რომელიც, როგორც წესი მომდევნო 2-3 თვის შემდეგ ტარდება. ტესტირების შემდეგ თუ პრეპარატს შენარჩუნებული აქვს სტაბილურობა/ეფექტურობა, მთელი პარტიის შენახვის/ხმარების ვადა იზრდება 2-3 თვით ანუ პარტიის შენახვის/ხმარების ვადა ხდება 8 ან 9 თვე. 2-3 თვის შემდეგ ისევ ხდება სტაბილურობის ტესტირება და თუ პრეპარატმა გაიარა ტესტი, პარტიის შენახვის/ხმარების ვადა გრძელდება კიდევ 2 ან 3 თვით ანუ პრეპარატის შენახვის/ხმარების ვადა ხდება 11 ან 12 თვე, შესაბამისად, და ა.შ.


პრეპარატის შენახვის/ხმარების ვადას აგრძელებს ფარმაცევტული რეგულატორი (აშშ- FDA, ევროპაში-EMA ან ნაციონალური რეგულატორი), რომელიც დეტალურად სწავლობს პრეპარატის ტესტირების პირობებს და შედეგებს.


ამ პრინციპით მოხდა/ხდება მოდერნას, ფაიზერის, ჯონსონ@ჯონსონის. ასტრა-ზენეკას და სხვა მწარმოებლების ახალი ვაქცინების შენახვის/ხმარების ვადების გაზრდა”, – წერს ფხაკაძე.



#drpkhakadze Giorgi Pkhakadze

✅ქართული მითი ფაიზერის “ვადაგასულ” ვაქცინაზე.

✅როგორც ირკვევა, ჩვენმა სამედიცინო საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა არ იცის, როგორ, რატომ და/ან როდის ხდება პრეპარატის შენახვის/ხმარების ვადის გაგრძელება. ამიტომ ვრცელდება მითი ფაიზერის “ვადაგასულ” ვაქცინაზე….

მეტის ნახვა




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„პირბადე ხომ გავიტანეთ ერთად?!-გავიტანეთ!!! ახლა, ელექტრონული ბარათები გავიტანოთ!!! წითელი ზონები…

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ბრიტანეთში სუტუაცია არის საგანგაშო – პრაქტიკულად, ბოლო რამდენიმე კვირა, არის „ვირუსის აფეთქება“, ქვეყანა ჩაკეტილია, ყველაფერი დახურულია.


ყველა ვირუსს ახასიათებს, ზოგადად, მუტაცია. ბევრი ვირუსი 2-3 წელიწადში გაქრა. მუტაცია კარგია, მუტაციის შედეგად ქრებიან. რამდენიმე წლის წინ იყო სარსი და მერსი. მერსი ერთ წელიწადში გაქრა, სარსი ერთ წელიწადში, ვაქცინის და წამლის გარეშე.
მუტაციის შედეგად კოვიდი შეიცვალა. თავიდან იყო იფრო აგრესიული.
საქართველოს გაუმართლა, არ არის ისეთი ძლიერი შტამი, ამიტომაც არის სიკვდილიანობის მაჩვენებელიც არ არის მაღალი – ძალიან სასიხარულო და ძალიან კარგია.
ახალი შტამი არის უფრო ვრცელდება, უფრო გადამდებია. საქართველოში 1300 ადამიანი ინფიცირებული როცა იყო, შემდედ ავიდა 500-მდე, სიკვდილიანობის მაჩვენებელი იყო – 50 ადამიანი დღეში.
ახალი შტამი არის უფრო აგრესიული, (როცა დღეში იყო 1300 ადამიანი ინფიცირებული), შესაძლებელია, ეს ვირუსი 50%-ით უფრო ვერგია, ერთ დღეში, ერთ კვირაში, ორ კვირაში, ერთ თვეში ადამიანების ინფიცირების რაოდენობა გეომეტრიულად აფეთქება ხდება (ჩვენ ეს უკვე გამოცდილი გვაქვს) – 1300 ინფიცირებულიდან, შეიძლება ავიდეს 10 ათასამდე. ახალი შტამი არ იწვევს სიკვდილიანობის მაღალ მაჩვენებელს (რეალური ინფორმაცია არავინ იცის), უნდა დაელოდონ, ადამიანი როდის გარდაიცვლება, რომელ ქვეყნებშიც, სადაც ნორმალური ლაბორატორიაა, ნორმალური ჯანდაცვის სისტემაა, ელექტრონული სისტემაა, რომ დაადგინონ, რომელი ვირუსით იყო დაავადებული, რითი გარდაიცვალა ადამიანი (არის მორგში), აკვირდებიან, რა იყო სიკვდილის მიზეზი.


რა არის გამოსავალი, ამ მდგომარეობიდან?
ვინაიდან, ქვეყანაშ არ არის ჩამოყალიბებული ჯანდაცვის სისტემა, ჩვენ არ ვიცით, რამდენი ადამიანია ინფიცირებული ახალი შტამით. ასევე არ ვიცით, რამდენი ადამიანია კოვიდით ინფიცირებული. არ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა კოვიდის გამო.
მე როცა მქონდა საუბარი, პრემიერ-მინისტრთან, მინისტრებთან, დაავადებათა კონტროლის ცენტრის თანამშრომლებთან, ეს საკითხი დავაყენე, ძალიან უხეში პასუხი მივიღე დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, რომ ეს ყველაფერი ვიცითო.


თქვენ ბევრი რაღაც იცით, მაგრამ იმდენი ჩავარდნა იყო, საზღვარი აღარ არის.
ვირუსმა არ იცი არც პოლიტიკოსობა, არც ბიზნესმენობა, არც შენი რელიგია.


საზღვრები დაკეტილი არ არის და, ვირუსი თუ შემოვა საქართველოში, მარტივი კითხვა მაქვს, საიდან შემოვა?
ჩვენს ირგვლივ სამეზობლოში, – სომხეთში, აზერბაიჯანში, რუსეთში, თურქეთში რაც ხდება, ღმერთმა დაგვიფაროს, „აფეთქებაა“ და ჩვენ ვართ ამ „აფეთქების“ შუაგულში“.
ვამბობ, რომ უნდა გაკეთდეს „წითელი დერეფნები“. ტრაილერი შემოვიდა რუსეთიდან და მიდის სომხეთში, – დაულუქე მანქანა.
იყავით ფრთხილად! ვირუსი არის ძალიან ვერაგი!
პირბადე ხომ გავიტანეთ ერთად?!-გავიტანეთ!!!

ახლა, ელექტრონული ბარათები გავიტანოთ!!!

წითელი ზონები გავიტანოთ!!!

მწვანე რაიონები გავიტანოთ!!!

და უმი ,,ხაჭაპური” არ შემოვიტანოთ ქვეყანაში!!!!“- განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159814194760579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

მგონი, ინდოეთში სექს-მუშაკების 99% მიცნობდა – გიორგი ფხაკაძე

28/11/2021


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში გიორგი ფხაკაძემ გადაცემაში „ნოესთან“ ინდოეთში გატარებული წლები გაიხსენა, სადაც ფხაკაძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში სექს-მუშაკებს უფასოდ იკვლევდა და მკურნალობდა.


„ინდოეთის ყველაზე ძლიერ საავადმყოფოში, „აპოლო ჰოსპიტალში“ ვმუშაობდი. მე მგონი ყველა ასაკისა და​ გენდერის სექს-მუშაკების 99% მიცნობდა, იმიტომ რომ ყველა მყავდა გასინჯული, როგორც ექიმს. არა მარტო მათ, ვიცნობდი მათ პარტნიორებს – მუდმივებსა და არამუდმივებს“, – იხსენებს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/mgoni-indoetshi-seqs-mushakebis-99-mitsnobda-giorgi-fkhakadze/


„ბევრჯერ გვქონია ფინანსური პრობლემები…“ – დაუჯერებელი ამბავი გიორგი ფხაკაძის დიდ ბაბუაზე, რომელზეც

02/09/2021

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე, „პრაიმტაიმს“ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და პირადი ცხოვრების აქამდე უცნობ დეტალებზე, ექსკლუზიურად ესაუბრა:


გთავაზობთ ამონარიდს ვრცელი ინტერვიუდან

ყველაზე სასაცილო ის არის, რომ „Factcheck.ge“ – „ნაცების“ სააგენტოა და „მედიაკრიტიკა“ „ოცნების“ და დასკვნა არის, რომ არც ერთის მხარე არ ვარ.

გადარეულები არიან – ვის მხარეს არის ფხაკაძე? – ფხაკაძე, არავისი არ არის! ფხაკაძე დამოუკიდებელი, თავისუფალი ადამიანია. ასე გამზარდეს ჩემმა მშობლებმა. ჩემი დიდი ბაბუიდან მოყოლებული, ჩვენთვის თავისუფლება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ფული.

– რომელ ბაბუაზე საუბრობთ?

ნიკიფორე ფხაკაძეზე – დიდი კაცი იყო ბაბუა, რამდენიმე ფაეტონი ჰქონდა ქუთაისში, ოჯახურ ბიზნესს ეწეოდა. 1921 წელს, როცა საქართველოში რუსული არმია შემოვიდა, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მთელი ჩვენი ქვეყნის განძი (ოქრო, ფული), თბილისიდან ქუთაისის საცავში და შემდეგ, ფოთის პორტის გავლით, საზღვარგარეთ (საფრანგეთში) გაეტანათ.

ქუთაისში, ჩემი დიდი ბაბუის, ნიკიფორეს ფაეტონები დაიქირავეს, რომ ოქრო ფოთამდე გადაეტანათ. ფოთიდან, გვიან ღამით დაბრუნებულა ბაბუა დაღლილი და დაუძინია. ბებიამ დაბინავება გადაწყვიტა და ერთ-ერთ ფაეტონში, ერთი დიდი შეკვრა (ოქრო, ფული) ბანკის ძვირფასეულობა აღმოაჩინა.

მაშინ ეს უდიდესი თანხა იყო. ნიკიფორემ, სამი ვერცხლის მონეტით, მიწა იყიდა, ეს კი იმდენად დიდი თანხა იყო, ნახევარ ქუთაისს იყიდდა.

– და როგორ მოიქცა ბებია?

ძველი ქართული ტრადიციული ოჯახი იყო, რას იზამდა. გააღვიძა ბაბუა და განძეულობა აჩვენა. ნიკიფორემ სასწრაფოდ ჩაიცვა და შუაღამეს ფაეტონით უკან გაემგზავრა, რომ განძი დაებრუნებინა. ასეთი პატიოსანი ადამიანი იყო, რომ არ ჩაებარებინა, კაციშვილი ვერ გაიგებდა ამ ამბავს.

– სავარაუდოდ, არც ამ სასწაულს დაიჯერებენ…

ეს მართლაც სასწაული ისტორიაა ჩვენ ოჯახზე. სახლში დაბრუნებულ ნიკიფორეს, ყველა აღშფოთებული დახვდა, მაგრამ ოჯახის უფროსის გადაწყვეტილება იყო და ვერავინ შეეწინააღმდეგებოდა. დილით როცა საუზმობდა, კითხეს, ნიკიფორე რა ხდება, წუხელ სად იყავიო? ძალიან მარტივი იყო, ბაბუას პასუხი – მირჩევნია, რუხი პური და ტკბილი ძილი, ვიდრე, თეთრი პური და უძილობა!

ეს სიტყვები ჩვენ ოჯახში, დღემდე შემორჩენილია. ბევრჯერ ყოფილა, რომ ფინანსური პრობლემები გვქონია, გვითქვამს – „ნიკიფორე, შენ რა გითხარი, ერთი მონეტა დაგეტოვებინა , ხომ გადავიტანდით ამ გაჭირვებასო!“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/bevrjer-gvqonia-finansuri-problemebi-daujerebeli-ambavi-giorgi-fkhakadzis-did-babuaze-romelzets-qutaisshi-dghesats-laparakoben/


გიორგი ფხაკაძე – “უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები”

26/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ ლაივ-ჩართვის მეშვეობით საქართველოში არსებულ ეპიდისტუაციაზე ისაუბრა.


მისი თქმით, აუცილებელია, რომ სკოლები ონლაინ რეჟიმში იყოს.

„უბედურ მდგომარეობაში ვართ, უკვე ხრამში ვართ ჩავარდნილები. იქ, ისეთი მძიმე მდგომარეობაა, რომ ამაზე უფრო მძიმე, შეუძლებელია. გახსოვთ, ორი-სამი თვის წინ, რომ ვამბობდი, ხალხო, მოვემზადოთ. ვინ მოგისმინა? არავინ. აი ხალხი, ცხოვრობს (იგულისხმება ჟენევაში – რედ.). ყველაფერი მუშაობს. მოსახლეობის დიდი ნაწილი აცრილია. ბიზნესი მიდის წინ.


ქვეყანა ჩასაკეტია. სკოლები კი ონლაინ უნდა იყოს, “- ამბობს გიორგი ფხაკაძე.

ის ახლა ჟენევაში იმყოფება.“




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/giorgi-phkhakadze-ukve-khramshi-varth-chavardnilebi/



გიორგი ფხაკაძე – „ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს”

07/10/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:

„საქართველოს ჯანდაცვაში იმდენი პრობლემაა, ფაქტიურად, საქართველოს ჯანდაუცველობა გვაქვს.


საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა კერძო სექტორს ეკუთვნის. წინა მთავრობამ თქვა, ყველაფერი კერძო იყოს და ყველაფერს ბაზარი დაარეგულირებსო – შეცდნენ. ბაზარი ყველაფერს არ არეგულირებს, განსაკუთრებით, ჯანდაცვის სფეროში.


ჯანდაცვის სფეროში მივიღეთ სიტუაცია, რომ საბოლოო ჯამში სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს ქვეყნის ჯანდაცვის 90%, მაგრამ ამ სერვისს კერძო კომპანიები აწვდიან. ვინ ახორციელებს ამ კერძო კომპანიების ხარისხის კონტროლს?! – არავინ!

მოლოდინი, რომ ბაზარი ყველაფერს დაარეგულირებს, რომ სამედიცინო დაწესებულებები თვითრეგულირებაზე გადავლენ, საკუთარი ნებით გაივლიან აკრედიტაციას, ხარისხის გაუმჯობესებაზე იზრუნებენ – უტოპიაა, რადგან ეს არავის აინტერესებს.


ამ საკითხში სახელმწიფოს ჩართულობა აუცილებელია. ჯანდაცვის სფეროში რეგულირება უნდა იყოს უფრო ძლიერი. სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში ლიბერალიზმმა ეფექტურობა არ აჩვენა.


რეალობა ისაა, რომ კერძო სექტორი მოგებაზეა ორიენტირებული, ეწევა ეკონომიას, რომ შეიძინოს შედარებით იაფი სამედიცინო სახარჯი მასალები, რაც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას.


პირდაპირ ვიტყვი – საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების უდიდესი უმრავლესობა არანაირ ინტერესს არ ავლეს, რომ საკუთარი ხარისხის დემონსტრირება მოახდინოს.


ჯანდაცვის ხარისხს არ განსაზღვრავს მარმარილოთი მოპირკეთებული ფასადი, ფოიეში ნახატები და როიალი. ჯანდაცვის ხარისხს განსაზღვრავს ექიმების უწყვეტი სამედიცინო განათლება, ადეკვატურად კალიბრირებული ხარისხიანი აპარატურა, ხარისხიანი სამედიცინო სახარჯი მასალები, მედპერსონალის ადეკვატური ანაზღაურება და ა.შ…


საქართველოდან სამკურნალოდ ხალხი თურქეთში, ისრაელში და ევროპაში მიდის, ექთნები და სანიტრები საქართველოდან სხვა ქვეყნებში სამუშაოდ გარბიან – რა ჯანდაცვის სისტემის არსებობაზე ვსაუბრობთ?!


სოციალურ ქსელში ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეხვდებით თხოვნას, რომ ამა თუ იმ ადამიანის მკურნალობისთვის თანხაა შესაგროვებელი. ფონდის შექმნა არ არის გამოსავალი. სისტემა უნდა ჩამოყალიბდეს, რომ სახელმწიფომ მიხედოს თავის მოქალაქეს, როცა მას დახმარება სჭირდება.


დავუბრუნდები შიდა პრობლემებს. საქართველოში საგანგაშო სიტუაციაა, სამედიცინო დაწესებულებებში შიდაჰოსპიტალური ინფექციები პრაქტიკულად უკონტროლოა.

სანამ ქვეყანა არ აამოქმედებს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი აკრედიტაციის სისტემას, არაფერი გვეშველება. ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი, სახელმწიფოსთან არააფილირებული ორგანიზაცია, რომელიც განახორციელებს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ობიექტურ შეფასებას. ეს სჭირდება ყველას და ამიტომ ხალხმა უნდა დააყენოს ეს მოთხოვნა, რომ საბოლოო ჯამში შეძლოს ხარისხიანი ჯანდაცვის მიღება.


გავაკეთე სამედიცინო აკრედიტაციის სისტემა, შევთავაზე – დუმილი. კი, ბატონო, ჩემი არ გინდათ, სხვაგან გააკეთეთ, ოღონდ გააკეთეთ!

ჩემნაირი ადამიანი პოლიტიკაში არ გამოგადგებათ. მე ვამბობ იმას, რასაც ვფიქრობ. პოლიტიკა კომპრომისებზე დგას. მე შეიძლება, რაღაც კომპრომისებზე წავიდე, მაგრამ როცა საქმე ადამიანის სიცოცხლეს ეხება, ჩემთვის ეს არის ის წითელი ხაზი, სადაც კომპრომისი არ არსებობს.


საშიშია ის, რაც საქართველოს ჯანდაცვაში ხდება. ეს არის „გზა არსაით“. სამწუხაროა, რომ გიორგი ფხაკაძე ეხმარება მსოფლიოს მრავალ ქვეყანას ჯანდაცვის სისტემების გაუმჯობესებაში, მაგრამ საქართველოში ფხაკაძე არავის სჭირდება, აქ ხომ „ყველაფერი იციან“.


ჩვენ გვჭირდება არა ათასი რაღაცის გაერთიანებული, არამედ ცალკე ჯანდაცვის სამინისტრო, რომელიც პროფესიონალი და კეთილსინდისიერი ადამიანებით დაკომპლექტდება და იქნება პოლიტიკისგან აბსოლუტურად დაცლილი.


პოლიტიკოსები უნდა შეთანხმდნენ, რომ ხელს არ ახლებენ ჯანდაცვას და ამ დარგს მხოლოდ პროფესიონალებმა მიხედონ. როგორც ომბუდსმენს ირჩევენ 5 წლის ვადით, ასევე უნდა მოხდეს ჯანდაცვის მინისტრს არჩევა. ჯანდაცვის მინისტრს უნდა მიეცეს მანდატი, რომ განახორციელოს რეალურად საჭირო რეფორმები, რომელიც შეიძლება, ზოგიერთებისთვის არაკომფორტული აღმოჩნდეს.


ჯანდაცვის მინისტრი უნდა იყოს დამოუკიდებელი, ზეპარტიული ადამიანი. მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც შესაძლოა, არაკომფორტული და არაპოპულარული იყოს გარკვეული წრეებისთვის, მაგრამ მინისტრს უნდა ჰქონდეს გარანტია, რომ შეძლებს ამ რეფორმის ბოლომდე მიყვანას და არ იქნება დამოკიდებული მთავრობის შეცვლაზე.


მინისტრის არჩევისას მან უნდა წარადგინოს მკაფიო საპროგრამო გეგმა, რას გააკეთებს ამ 5 წელიწადში. მისი არჩევა ამ პროგრამის მიხედვით უნდა მოხდეს და არა პარტიული კუთვნილებიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს აბსოლუტურად დაცლილი პოლიტიკური კონიუქტურისგან, რომ რეალური რეფორმის განხორციელება შეძლოს.


კოსმეტიკური რეფორმები საქმეს არ შველის. სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია არის მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება, რომელიც არსებულ მძიმე სიტუაციას ცოტათი გააუმჯობესებს, მაგრამ რევოლუციას ვერ მოახდენს. აქვე ვიტყვი, ჯანდაცვის მინისტრი ვერ უნდა ჩაერიოს რომელიმე დაწესებულებისთვის აკრედიტაციის მინიჭების საქმეში.


ჩემი ამოცანა და დღის წესრიგია, რაც შეიძლება, ნაკლები ავადმყოფი ადამიანი იყოს ქვეყანაში, რაც შეიძლება ნაკლები ადამიანი წავიდეს სამკურნალოდ უცხოეთში და ადგილზე გვექნეს იმავე ხარისხის ჯანდაცვა, რაც მოწინავე სახელმწიფოებს აქვთ.


სამოქმედო პროგრამა მარტივია: გამართული პირველადი ჯანდაცვა; ყველა სამედიცინო დაწესებულება პასუხობდეს მინიმალურ სტანდარტებს; ის ნოზოლოგიები, რასაც კარგად ვმკურნალობთ, გავაუმჯობესოთ; ყოველწლიურად დავნერგოთ რამდენიმე ნოზოლოგიის ახალ-ახალი მკურნალობა, ოღონდ უმაღლესი სტანდარტებით. დანერგვა ნიშნავს იმას, რომ ამ დაავადების მქონე ადამიანს არ დასჭირდება უცხოეთში წასვლა, ადგილზე შეძლებს მკურნალობას.


ეს არის ჯანდაცვის მინისტრის სამოქმედო გეგმა, გადაიღეთ, იმოქმედეთ, მე ჩემთვის არ გთხოვთ.


ხარისხიანი ჯანდაცვა არ არის ფუფუნება, ეს არის უფლება! ამის გაგება და დანერგვა უნდა მოხდეს! ხარისხიანი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა – ეს უნდა იყოს ყველა პოლიტიკური პარტიის უპირველესი ლოზუნგი და ნებისმიერი ხელისუფლების უმთავრესი საზრუნავი!”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/10/giorgi-phkhakadze-phaqtiurad-saqarthvelos-jandautsveloba-gvaqvs/


„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ“ – გიორგი ფხაკაძე COVID 19-ის ვაქცინაზე

13/01/2021



„გაურკვეველი შხამქიმიკატის გაკეთებას სჯობს, პირბადე ვატაროთ და დისტანცია დავიცვათ“, – აცხადებს აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე და კორონავირუსის ვაქცინის შესახებ განცხადებას ავრცელებს.


„ჩინური ვაქცინები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არაა დამტკიცებული და არც ერთ სამედიცინო ჟურნალში ამ ვაქცინის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ არსებობს. მათ არც ერთი კვლევა არ დაუბეჭდავთ. ვიღაცას კი უჩხვლიტეს, მაგრამ შედეგები არავისთვის გაუზიარებიათ. მნიშვნელობა არ აქვს, ვაქცინა რუსული იქნება, ჩინური თუ ბრაზილიური, მთავარია, კარგი იყოს, მაგრამ კარგი მარტო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ჯანმოს ექნება საშუალება, რომ მასზე ნახოს დეტალური ინფორმაცია. მან უნდა გაიაროს მკაცრი წესები იმისათვის, რომ საბოლოოდ დამტკიცდეს. ამიტომ სანამ ჯანმო არ იტყვის, რომ კარგია, ის ვაქცინა არ უნდა მივიღოთ.



მნიშვნელოვანია, როგორ მოვახდენთ ვაქცინაციას. ქვეყანაში უნდა არსებობდეს ვაქცინაციის პირობები.
ჩინურ ვაქცინას იმიტომ მიიჩნევენ მომხიბვლელად, რომ იაფია და მისი შენახვის პირობები მარტივია, ვიდრე მაგალითად „პფაიზერის“…


ჩემი ერთადერთი პასუხი ამ თემასთან დაკავშირებით არის მხოლოდ ერთი. სანამ ჯანმო არ დაამტკიცებს, არც ერთი ვაქცინა ქვეყანაში არ უნდა იყოს შემოტანილი.


ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც პირბადის ხარისხს დაადგენს და ვაქცინის ხარისხის დადგენაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. როცა რაიმე არ გაქვს, უნდა დამშვიდდე, დაელოდო სხვას და როცა გეტყვიან, რომ ეს ვაქცინა კარგია, აირჩიო“.- აცხადებს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/01/gaurkveveli-shkhamqimikatis-gakethebas-sjobs-pirbade-vataroth-giorgi-phkhakadze-covid-19-is-vaqtsinaze/



„PCR ტესტი არ არის 100%-იანი პასუხის მომცემი“ – გიორგი ფხაკაძე ამის მიზეზებს განმარტავს

14/11/2021

როდის უნდა გაიკეთოს ადამიანმა PCR-ტესტი, რომ პასუხი მაქსიმალური სიზუსტით იყოს განსაზღვრული – ამას ჯანდაცვის მსოფლიო ექსპერტი გიორგი ფხაკაძე განმარტავს.


„​კოვიდ პსრ ტესტებზე ისეთი ამბავია საქართველოში და მსოფლიოში. ტესტი არ არის 100%-იანი პასუხის მომცემი, სამწუხაროდ. რატომ? იმიტომ რომ პსრ ტექსტის პასუხი დამოკიდებულია: როგორ აიღეს ტესტი; როდის აიღეს ტესტი; როგორ მიიტანეს ლაბოლატორიამდე მასალა; როგორი ლაბორატორია არის (ხარისხი, ტრეინინგი და ასე შემდეგ); მარკირება თუ იყო სწორი მთელი პროცესის მანძილზე; სწორი პასუხი თუ გაუგზავნეს სწორ პირს; ეს მოკლე ჩამონათვალია. ამ 6 პუნქტიდან “როდის ჩატარდა ტესტი“, საკმაოდ საინტერესო კვლევა ჩატარდა დიდ ბრიტანეთში.

ამ კვლევის მიხედვით, ყველაზე სწორი პასუხი არის ინფიცირებიდან მე-4 დღეს და ეს არის დაახლოებით, 77% (54-88%) და თუ პაციენტმა აიღო პსრ ტესტი ინფიცირებიდან 10 დღეში, სწორი პასუხი იყო მხოლოდ 50% (38-65%)“, – განმარტავს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze





Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/pcr-testi-ar-aris-100-iani-pasukhis-momtsemi-giorgi-fkhakadze-amis-mizezebs-ganmartavs



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights