კვირა, აპრილი 19, 2026

„დაგვიანებული მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა“ – სასწრაფო დახმარების ექიმები 500-ლარიან დანამატს…

18/08/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დაგვიანებული მაგრამ სწორი გადაწყვეტილებაა“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწრაფოდახმარების ექიმები 500 – ლარიან დანამატს მიიღებენ.


„მადლობა მინდა გადავუხადო მთელს სამედიცინო საზოგადოებას, ყველა ჰოსპიტალს, ექიმებს, რომელიც ამ პროცესში პირველივე დღიდან არიან ჩართულნი. არაერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან არის მცდელობა, სამთავრობო გუნდი და ექიმები ერთმანეთს დაუპირისპირონ. ეს შეეხება ექიმების ანაზღაურებას თუ მათ მიმართ მადლობის გადახდას.


მინდა ყველას ვთხოვო, – დღესდღეობით არ არის იმის დრო, მოხდეს მსგავსი დაპირისპირებები. სახელმწიფოს მხრიდან დაცულია ექიმების ყველა ინტერესი. რამდენიმე თვეა, თითქმის წელიწადია, რაც ექიმებს ვაძლევთ დანამატებს, რაც გაწერილია და საკმაოდ მაღალია მთელი სამედიცინო პერსონალის ანაზღაურება.


გადაწყვეტილება იქნა მიღებული, სასწრაფო დახმრების ექიმებს, რომლებიც განსაკუთრებით რთულ პირობებში მუშაობენ, მათ სახელმწიფოს მხრიდან გაეცემათ 500-ლარიანი დანამატი, იმის მიუხედავად რომელ რეგიონში არიან დასაქმებულები“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



გიორგი ფხაკაძე „კომირნატის“ შესახებ წერს და საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის

23/11/2021


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ახალი ვაქცინის შესახებ წერს და საზოგადოებას ახალ ინფორმაციას აწვდის.


საკმაოდ ბევრი ადამიანი მეკითხება, თუ რა არის კომირნატი?!

პასუხი:

ეს არის გერმანული კომპანია ბიონტეკის (BioNTech) მიერ შემუშავებული და ამერიკული ფარმა გიგანტის, ფაიზერის (Pfizer) მიერ დამზადებული კოვიდ ვაქცინა. კომერციული სახელით “კომირნატი” COMIRNATY® (Tozinameran).

მარტივად, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინა (Pfizer-BioNTech COMIRNATY® (Tozinameran) Covid-19 vaccine).

შეგახსენებთ, ფაიზერ-ბიონტეკის კომირნატი კოვიდ-19 ვაქცინის ვადა არის 9 თვე. ის უნდა იყოს შენახული-80 გრადუსზე ტრანსპორტირების დროს, ხოლო უშუალოდ მოხმარების დროს ის შეიძლება იქნას შენახული 2 – 8 გრადუსიან მაცივარში 31 დღემდე.

გახსოვდეთ, სამედიცინო პირბადე რჩება თავდაცვის უალტერნატივო საშუალებად. აცრის შემდეგ მაინც უნდა გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-komirnatis-shesakheb-tsers-da-sazogadoebas-informatsias-atsvdis/


VIDEO: როგორ გვიცავს „ფაიზერის“ ვაქცინა

21/11/2021

საკმაოდ მარტივად (ვინც გაიგებს), საინტერესოდ და მოკლედ არის ახსნილი ამ მოკლე ვიდეოში, თუ როგორ მუშაობს და გვიცავს ფაიზერის და მოდერნას ტიპის ვაქცინები, – ამ შინაარის ფოსტს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე აზიარებს.


„ვინც ვერ გაიგეთ, ეს თქვენი ბრალი არ არის.. ეს არის თქვენი სკოლის, უნივერსიტეტის და საზოგადოების ბრალი, რომელებიც არ აფასებენ განათლებას. არაპროფესიონალიზმი კლავს“, – წერს ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/video-rogor-gvitsavs-faizeris-vaqtsina/


„სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, – უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, სხვა შემთხვევაში…

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„დღეს ვისაუბრებ საკითზე, რომელიც ყველას აწუხებს,- სკოლების გახსნა, შეზღუდვების მოხსნა, ტრანსპორტის გახსნა. თურმე, „დავამარცხეთ კოვიდი“, თურმე, „მსოფლიოში კოვიდი დამარცხებულია“, მოსახლეობის 95 პროცენტს უკვე „ჯოგური იმუნიტეტი“ აქვს, როგორც, მაგალითად, – ბრაზილიის ქალაქ მანასში მოსახლეობის 75 პროცენტი ინფიცირებულია. საქართველოში, ალბათ, უკვე 100 პროცენტმა გადაიტანა კოვიდი, არის ჯოგური იმუნიტეტი, ქვეყანა იხსნება და ვიწყებთ ცხოვრებას. – გილოცავთ, ასეთ „გადასარევ გადაწყვეტილებას“!


ხუმრობას თავი დავანებოთ, მოკლედ, – როცა გავიგე გახნასთან დაკავშირებით, პირველი, ის გვაჩვენა, რომ სახელწიფომ ვერ გაუძლო წნეხს და მიიღეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, ეს გადაწყვეტილება იმდენად უსუსური გადაწყვეტილებაა, რომ მე შემრცხვა, სიმართლე რომ გითხრათ. საინტერესოა, რომ ბატონ მიხეილზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვი, რომ შეეშალა, ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მალტაში – ვაქცინებთან დაკავშირებით, – მალტას ახლაც აქვს პრობლემა ვაქცინასთან დაკავშირებით, კი დაგეგმეს ასტრაზენეკას ვაქცინა, არ ყოფნით ფაიზერის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინას დამატებით ყიდულობენ, – 80 ათას დოზას. როცა ვთქვი, რომ ბატონი მიხეილი არ არის მართალი, დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე უკვე, ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს, ძალიან ნაწყენი ვარ, ისეთი „ნაწყენი“, ღამეები არ მძინავს.


ეს არის ჩვენი სახელმწიფოს რეალობა, პორალიზაცია არის ძალიან დიდი და რასაც ჰქვია გულღია, სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის არ უნდა და გადავარდნილები არიან ერთმანეთის ლანძღვაში და ა.შ. იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს. სახელმწიფო არის ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას და უნდა გადავდოთ ყველაფერი მეორე „პლანზე“. მე როგორც ვატყობ, კარგი მიმართულებით არ მივდივართ, სიმართლე რომ ვთქვა.


მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ და გეტყვით, რაშია საქმე, – გავიდა ერთი წელი და ქვეყანამ ვერაფერი ვერ ისწავლა, სკოლაში სწავლობ მათემატიკას – 2+2, არის ოთხი, შეიძლება ერთი თვე ვერ ისწავლო, ორი თვე, მაგრამ ერთი და ორი წლის მერე რომ ვერ ისწავლი 2+2, რომ არის ოთხი, ამას რა ჰქვია, არ ვიცი!


ნოემბერი ყველას დაავიწყდა, ზაფხული ყველას დაავიწყდა, ვირუსი წავიდა, რეგულაციები დაალაგეთ, ყველაფერი დალაგებულია? რა გახსნაზეა, საუბარი? ხომ უნდა გაგიჟდე, როცა ვიღაცა გააკეთებს შეცდომას. როგორც ბატონ მიხეილმა გააკეთა შეცდომა, არ ვიცი, ვინ მიაწოდა ეს ცრუ ინფორმაცია და შეცდა ადამიანი, განგებ შეცდა თუ არა, ეს ჩემი საქმე არ არის, არასწორი ინფორმაციაა, მორჩა!


დღეს სახელმწიფოზე მაქვს საუბარი, რას ხსნით, გამაგებინეთ, სკოლებს ხსნით? მე ხომ გაფრთხილებდით, ხალხნო მესამე ტალღა მოდის აპრილში, რა ენაზე უნდა ვილაპარაკო?! მთელი ევროპა არის შეშინებული, აპრილში იქნება მესამე ტალღა, კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვები იქნება, ჯინი გამოიპარა ყუთიდან, ეს ჯინი არის როგორც ბრიტანული ვირუსი, ასევე სამხრეთ აფრიკის ვირუსი და კიდევ ბრაზილიაც დაგვემატა. ნუთუ, ვერ ხვდებით, რომ მუტაცია არის უკვე და დაბოდიალობს უკვე ყველგან? ჩვენთანაც არის შემოსული და რატომ ვიტყუებთ თავს? ციფრები რომ ჩამოვიდა ქვემოთ, ეს არაფერს ნიშნავს. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ამოისუნთქა ჯანდაცვის სისტემამ, რომ შენ გაქვს საშუალება, გადაალაგო, მოემზადო, ეს არის როგორც ჯარი, ომი, -ომი იყო ნოემბერში და ვირუსი თავის მომზადებას აკეთებს და ჩვენ ვემზადებით და აპრილში იქნება ხელახლა შეჯახება და ხომ უნდა მოვემზადოთ ამ შეჯახებისთვის?! თუ ვიქნებით შეირაღებული, ვერაფერს გვიზამს და თუ ვიქნებით შეუიარაღებელი, გადაგვივლის მთლიანად.


მართლა არ მინდა, რომ შეგაშინოთ, არ მინდა ცუდი ინფორმაცია, მინდა პოზიტივი, მაგრამ სად არის ეს პოზიტივი, რა?!


ჩემი მოსაზრებაა ძალიან მარტივი, სკოლები გაიხსნა ძალიან ნაადრევად, მე კი არ ვამბობ, რომ არ გაიხსნას, პირიქით, ყველაფერი უნდა გაიხსნას, ოღონდ მკაცრი რეგულაციების დაცვით, – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით, –სამედიცინო პირბადე, (ყველას ცხვირზე უნდა ეკეთოს), ორმეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა სუფთა ტუალეტებში, უკლებლივ ყველა სკოლა უნდა იყოს სტერილური, როგორც საოპერაციო, რათა დავიცვათ ჩვენი მომავალი თაობა დაინფიცირებისაგან, სხვა შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ ჩვენ შვილებს ვუშვებთ ფრონტის წინა ხაზზე.


დაფიქრდით, ბავშვი მიდის სკოლაში, არის საკლასო ოთახში და გვერდით, ბავშვი არის ინფიცირებული, ის გადადებს სხვა ბავშვებსაც ვირუსს, შემდეგ ბავშვი მოვა სახლში და მთელი ოჯახი დაინფიცირდებით. ბავშვებს შორის უნდა იყოს დისტანცია. თუ თქვენ გაუშვებთ სკოლებში ბავშვებს, მოითხოვეთ ეს ყველაფერი, იმიტომ, რომ ვალდებულები არიან. ბავშვი უნდა იყოს დაცული, რომელსაც, რასაც დიდები ეუბნებიან, იმას აკეთებს.

ჟურნალისტებმა ერთი სკოლა მაინც გადაიღეთ. რომელი სკოლაც ვერ დაიცავს რეკომენდაციებს, ვერ გააკეთებს ბარიერებს, ეს სკოლა არ უნდა გაიხსნას, ეს არის დანაშაული.


ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს ცალკე, არ უნდა იყოს ბევრ რაღაცასთან გაერთიანებული. ხომ ხედავთ, მძიმე მდგომარეობაა. შრომის სამინისტრო უნდა იყო ეკონომიკის სამინისტროსთან და ა.შ. კარგი, როლ განათლების სამინისტრო იქნება ცალკე, ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა.


ვიღაცამ დაწერა, როდის მადარდება ადამიანები! – ეს ბავშვები თქვენი შვილები ხომ არიან! მე ბავშვს არ გავუშვებ სკოლაში.


როცა ვამბობ, – ხალხნო, ასე იქნება, სრულდება! ვინმეს თუ ჰგონია, ეს მიხარია, ძალიან ცდება! საქართველოში, ზოგზოგიერთზე ჭკვიანი ვარ და რა ვქნა, ეს ჩემი ბრალია?! ამ ჩართვებს რომ ვაკეთებ, ხომ დროს ვკარგავ, უანგაროდ რომ ვაკეთებ ამას, თქვენს ტვინში არ შედის, რატომ აკეთებს ეს კაცი ამას უანგაროდ?


მსოფლიომ 25 წლით გადაიწია უკან, მსოფლიოში ფული აღარ არის. თქვენ კიდევ გონზე ვერ მოდიხართ, რა ხდება. დონორებს აღარ აქვთ ფული, ვინ უნდა დაგეხმაროს?! უმძიმესი მდგომარეობაა მსოფლიოში! სიღარიბე იზრდება მსოფლიოში! ეს წელი იქნება ძალიან მძიმე წელი მთელ მსოფლიოში, მარტო საქართველოში კი არა. უმუშევრობა არის მთელ მსოფლიოში. იმის მაგივრად, რომ იყოს კონსოლიდაცია ყველასი. ეს ოპოზოციაც, რა, – გააწყალეთ გული! ბუნკერში უნდა ჩაკეტო ყველა პოლიტიკოსი, სანამ არ გამოძებნიან გამოსავალს. ლანძღავენ ერთმანეთს, პატარა ბავშვებივით იქცევიან! ხომ შეიძლება, დამთავრდეს ეს ყველაფერი! არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაინტერსებს პოლიტიკა, მაგრამ ძალაუნებურად ჩაგითრევენ შიგნით! გუგლით მართულია ქვეყანა, გუგლით მართულია ოპოზიცია!


სტანდარტული გეგმაა მთელს მსოფლიოში, 92 ქვეყანას გადაუგზავნეს, ასე უნდა გააკეთოთ. ვიეტნამი ამოიღეს და ჩაწერეს საქართველო!


მე გითხარით, რომ საქართველოში ჩამოვა ჯანდაცვის ორგანიზაციის დამტკიცებული ვაქცინა, ხომ გავაკეთეეთ ეს! მადლობა ყველას! ვისი დამსახურებაა? – ჩვენი დამსახურებაა! მე არასოდეს არ ვიტყვი, რაღაცა არის ჩემი დამსახურება! არის ჩვენი დამსახურება, რომ არ ჩამოვიდა ჩინური ვაქცინა…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159921027545579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე – “ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეს ვერაგი, მაგრამ არ გვინდა”

10/07/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


“ვიცით, როგორ გავაჩეროთ ეს ვერაგი, მაგრამ არ გვინდა.
საქართველოში ეს პროცესი დაიწყება არჩევნების დამთავრების შემდეგ, სამწუხაროდ …
სამედიცინო პირბადე, სადაც არის ხალხმრავლობა და ეფექტური ვაქცინაცია.”



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-vitsith-rogor-gavacheroth-es-veragi-magram-ar-gvinda/



სინოვაკით აცრილებისთვის გიორგი ფხაკაძე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს

01/03/2022


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ახალ კვლევებზე დაყრდნობით, „სინოვაკით“ აცრილებისთვის ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

„ომიკრონისგან“ დასაცავად „სინოვაკით“ აცრილებისთვის რეკომენდირებულია „ფაიზერ-ბიონტეკის“ ან „მოდერნას“ ვაქცინის არა ერთი (ბუსტერი), არამედ ორი დოზით აცრა. ამაზე ვსაუბრობ უკვე რამდენი ხანია. ახლა უკვე საჯაროდ დევს კვლევები იელის უნივერსიტეტიდან, დამიჯერეთ ხოლმე“, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/sinovakit-atsrilebistvis-giorgi-fkhakadze-mnishvnelovan-informatsias-avrtselebs/


THE COVID-19 VACCINE WILL BE A TEST OF ACCOUNTABILITY AND EQUITY

15 DECEMBER 2020


Health For All is a commitment to leave no one behind. In a new op-ed published today in BMJ Opinion, IAP members Joy Phumaphi, Brenda Killen, Giorgi Pkhakadze and Elizabeth Mason argue that vaccine equity must remain a top priority to turn that commitment into action to control the COVID-19 pandemic.

As COVID-19 continues to devastate communities around the world, lack of access to vaccines in low- and middle-income countries could result in further consequences. The defining moment of the race for the vaccine will not be who finishes first, but if and how we can deliver a vaccine equitably, and to people across geographies and levels of income.

Ensuring that everyone everywhere has the right to the highest standard of health is a matter of global accountability, and this means equitable access to COVID-19 vaccines.

Months before the pandemic struck, world leaders committed to achieve universal health coverage in a historic declaration that recognized health for all. Now is the time to put action behind this commitment. It is the responsibility of all stakeholders to protect the right to health and ensure equitable access to COVID-19 vaccines. No one is safe until everyone is safe.

Read the full op-ed https://blogs.bmj.com/bmj/2020/12/15/the-peoples-vaccine-how-a-covid-19-vaccine-will-be-a-test-of-global-accountability-and-equity/

Read the 2020 IAP report, Caught in the COVID-19 Storm https://iapewec.org/reports/annual-reports/iap-2020-report/


IAP-2020-Report_web-sp
.pdf
Download PDF • 1.65MB

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://iapewec.org/news/the-covid-19-vaccine-will-be-a-test-of-accountability-and-equity/

„ვერც ერთი ვაქცინა, პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია ვერ დაგვიცავს ვირუსისაგან“- გიორგი ფხაკაძე

04/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ვერც ერთი ვაქცინა, პირბადე, ორმეტრიანი დისტანცია ვერ დაგვიცავს ვირუსისაგან, როგორც ერთმანეთის სიყვარული, გვერდითდგომა და პოზიტივი!!!“- პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე.


ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159806135960579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა

08.04.2020 ImediNews


გიორგი ფხაკაძე: ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა


ინფიცირებულთა ის დაბალი ციფრები, რაც დღეს გვაქვს, ჩვენი ძალოვნებისა და ჩვენი მთავრობის დამსახურებაა. ეს არის კრიზისის სწორი გადაწყვეტა, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა გიორგი ფხაკაძე “ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადო პოლიციას და მთლიანად შს სამინისტროს, რომელმაც მისი თქმით, გმირული სამუშაო შეასრულა.

გიორგი ფხაკაძემ სწრაფი ტესტების გამოყენების შესახებაც ისაუბრა და ის პრიორიტეტული ჯგუფები დაასახელა, ვისაც პირველ რიგში უნდა ჩაუტარდეს სწრაფი ტესტირება.

„3 ათასამდე ტესტი ჩატარდა საქართველოში და აქედან დაახლოებით 200 ინფიცირებული გვყავს, რაც სტატისტიკურად არაფერი არაა. რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, ჩვენ გვაქვს ლიმიტირებული რესურსები და ვინაიდან ეს მოცემულობა გვაქვს, რესურსი ადეკვატურად და მიზანმიმართულად უნდა გადავანაწილოთ. პირველ რიგში სამედიცინო მუშაკების ტესტირება უნდა ჩატარდეს, იქნება ეს სასწრაფო სამსახური თუ რიგითი მუშაკი, ვინც საავადმყოფოში მუშაობს. ასევე უნდა მოხდეს პოლიციის ტესტირება და იმ საჯარო მოხელეებისა, რომლებსაც საზოგადოებასთან აქვთ შეხება, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ჯანდაცვის სისტემა“ – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.

საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 50 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა. რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/135834/giorgi-pkhakadze-inpitsirebulta-is-dabali-tsiprebi-rats-dges-gvaqvs-chveni-dzalovnebisa-da-chveni-mtavrobis-damsakhurebaa

გიორგი ფხაკაძე: სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხდი, შემდეგ ვიფიქრე, ალბათ ამ ადამიანებმა…

28/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკუთარი ცხოვრების შესახებ იმედის ერთ-ერთ გადაცემაში საუბრობს.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, თავიდან იგი სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლიც იყო, თუმცა მოგვიანებით ხალხის შეურაცხმყოფელ სიტყვებს ყურადღებას აღარ აქცევდა.

„მე ბავშვობიდან მასწავლეს, რომ არ უნდა შევიგინო. ბოლო დროს სოციალურ ქსელში ბულინგის მსხვერპლი გავხდი როდესაც მაგინებენ. თავიდან ვბრაზდებოდი, მერე ვფიქრობდი, ალბათ, ამ ხალხმა მძიმე კოვიდი გადაიტანა და ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს-მეთქი. ზოგადად, ექიმს თმენის ვალდებულება აქვს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანი ვარ. სამჯერ გავბრაზდი, მაგრამ შემდეგ ცუდად ვიგრძენი თავი, რომ ეს არ უნდა გამეკეთებინა“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-sotsialur-qselshi-bulingis-mskhverpli-gavkhdi-shemdeg-vifiqre-albat-am-adamianebma-mdzime-kovidi-gadaitanes-tqo/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights