ოთხშაბათი, მაისი 6, 2026

„ინდური შტამის გავრცელება უკვე დაიწყო ისრაელში, ხალხი შეშინებულია… “ – გიორგი ფხაკაძე

22/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



სხვათაშორის ძალიან ცუდი ამბავი მაქვს დღეს, ისრაელში ხალხმა თვითონ დაიწყო პირბადის ტარება, ამ დროს სავალდებული მისი ხმარება საერთოდ არ არის,იმიტომ, რომ ინდური შტამის გავრცელება,
უკვე დაიწყო ისრაელში, ხალხი შეშინებულია. ,
ამ დროს ჩვენთან, არც ვაქცინაცია არ დაწყებულა.


ჩვენი მეზობელი რუსეთი მთლიანად ინდური შტამითაა მოცული.
ევროპაშიც დღეს განგაშია გამოცხადებული, დაბნეულები არიან, აქსელერაცია ხდება ვაქცინების. საუბარია ვაქცინებს შორის პირველი და მეორე დოზიდან დროის შემცირებაზე, რაც შეიძლება, მალე ორი დოზით იყყვნენ ადამიანები ვაქცინირებულები. ვინაიდან ორი დოზა უფრო იცავს ადამიანს ვირუსისგან. კონკრეტულად ინდური შტამისაგან. საუბარია უკვე, შემცირდეს დრო ოთხი კვირიდან სამ კვირამდე, რათა რაც შეიძლება ბევრი ადამიანი იყოს ვაქცინირებული“, –
ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

იქნებ მივხვდეთ რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში! – გიორგი ფხაკაძე

13/10/2021

„იქნებ მივხდეთ რომ ვერ არის საქმე კარგად ქვეყანაში! საბავშვო ბაღები არის ალბათ დასაკეტი (სამწუხაროდ სხვა გზას ვერ ვხედავ)“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, გიორგი ფხაკაძე წერს.


„სკოლები და უნივერსიტეტები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე (სამწუხაროდ).

სამედიცინო დაწესებულებების 100% თანამშრომლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა ფაიზერის ვაქცინით.

სასწავლო დაწესებულებების 100% თანამშრომლების აცრა უნდა იყოს სავალდებულო მოთხოვნა ფაიზერის ვაქცინით.

ქვეყანა უნდა გადავიდეს ფაიზერის ვაქცინაზე. უნდა დაინერგოს ელექტრონული ვაქცინაციის საშვი მხოლოდ ფაიზერით აცრილებისთვის.

არაპროფესიონალიზმი კლავს“,- წერს ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/iqneb-mivkhvdet-rom-ver-aris-saqme-kargad-qvekanashi-giorgi-fkhakadze/


„სავარაუდოდ, 1-2 კვირაში ლოქდაუნებიც დაიწყება“ – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

22/12/2021


ერთ კვირაში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა 12.6%-დან 73.2%-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ამერიკაში ომიკრონი უკვე გახდა დომინანტი ვარიანტი … ერთ კვირაში ომიკრონით ინფიცირებულთა რაოდენობა 12.6%-დან 73.2%-მდე გაიზარდა… ევროპაში მოწინავე არის ბრიტანეთი და, სავარაუდოდ, 1-2 კვირაში ლოქდაუნებიც დაიწყება … ჰოლანდია უკვე ლოქდაუნზეა …

პირბადე, დისტანცია, ბუსტერი … დაიბანეთ ხელები და გაანიავეთ შენობები ყოველ 10 წუთში,“- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/savaraudod-1-2-kvirashi-loqdaunebits-daitskeba-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/



„დღეს ჯანდაცვის სისტემა არ იმართება: კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე“ – გიორგი ფხაკაძე

10/01/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„არ ცოდნა არცოდვაა. ვხედავთ, რომ ჯანდაცვის მინისტრი არ არის ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი და არის მენეჯერი/პოლიტიკოსი. კი, ბატონო მისაღებია, მაგრამ ამ შემთხვევაში პროფესიონალი მრჩევლები აიყვანეთ მაინც.


ბატონ მინისტრს ვურჩევდი (ვინაიდან ადეკვატური მრჩევლები აშკარად არ ჯყავს), რომ კომუნისტური მეთოდებით დღეს ჯანდაცვის სისტემა არ იმართება:
კომუნისტები და პენსიონერები გაუშვით პენსიაზე. ისინი მავნე პარაზიტებივით არიან. რომელიმე საპატიო “საბჭოში” შეიყვანეთ და ყველანი დავისვენებთ.


ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში მობილური ჯგუფებით არ გვარდება პროკურატურის შეყვანასაც ხომ არ აპირებთ?! ვინც გირჩიათ ასე ამ პრობლემის მოგვარება, არის როგორც მინიმუმ, არაპროფესიონალი,
პანდემია წამლით არ გვარდება და არ/ვერ იმართება,
ჯანდაცვის სექტორი არ არის მზად იანვარ/თებერვლის ტალღისთვის. თავს ნუ იმშვიდებთ და “მრჩევლები” გამოცვალეთ.


კიდევ ერთხელ, ჯანდაცვის მინისტრის წარმატება არის ქვეყნის წარმატება და იმედია, კონსტრუქციული კრიტიკა ადეკვატურად იქნება აღქმული,
კიდევ ერთხელ წარმატებას ვუსურვებ ჯანდაცვის მინისტრს და მის გუნდს.
PS: არც ერთ შეცდომას ყურადღებით გარეშე არ დავტოვებ. ისე, წარმატებას როცა ვხედავ, საჯაროდ ვამბობ, სხვებისგან განსხვავებით.“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/01/dghes-jandatsvis-sistema-ar-imartheba-komunistebi-da-pensionerebi-gaushvith-pensiaze-giorgi-phkhakadze/



„მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში“

21/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ძალიან ბევრ შეურაცხყოფას მაყენებენ. გაფრთხილებთ, გეუბნებით – ცეცხლია, გეუბნებით – ომია, გეუნებით – უბედურებაა, რა ენით უნდა გელაპარაკოთ?! ვცდილობ სამედიცინო ენაზე არ გელაპარაკოთ, ვცდილობ სითბო, სიყვარული დავთესო. გადაცემები დავიწყე მამა პეტრესთან, მე ძალიან მორწმუნე ადამიანი არ ვარ, არც ვიტყუები ამას, მაგრამ რაღაცის მჯერა შიგნით, გულში. დავინახე, ძალიან ბევრ მორწმუნე ადამიანს დახმარება სჭირდება და მაქვს საუბარი მამა პეტრესთან. ამის გამო მლანძღავენ – შენ ფარისეველი ხარო! მითხარით, რა უნდა გავაკეთო კიდევ?! ყველაფრის გაკეთებას ვცდილობ, თუ რამე შემიძლია. მთავრობიდან დამირეკავენ – კი ბატონო, ვაძლევ რჩევებს. არ აკეთებენ! სადაც საქმეს ვაკეთებ და ფულს მიხდიან, იმ საქმეს გადავდებ, როცა საქართველოდან მირეკავენ! შეურაცხყოფის ზღვა მოდის, ამოვიდა უკვე ყელში!!!“ – გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze


რატომ ემადლიერება ანრი ჯოხაძის ოჯახი გიორგი ფხაკაძეს – ეს ამბავი არავინ იცოდა

23/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და მას სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს, სადაც დასაქმებულებს აუცრელობის შემთხვევაში „უხელფასო შვებულებაში“ უშვებენ. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად ანტივაქსერული განცხადებები სწორედ ექიმებისგან მოდის.


ექიმების პარალელურად, ძალიან ბევრი ადამიანი აღმოჩნდა საქართველოში, რომელიც ანტივაქსერია.


ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მომღერალი ანრი ჯოხაძე საჯაროდ ალაპარაკდა და თქვა, რომ რომ არა გიორგი ფხაკაძის მონდომება, დედა აუცრელი დარჩებოდა.

„ფაქტობრივად, ომი გვქონდა სახლში, სირცხვილით ვერ ვამბობდი, რომ დედაჩემი კატეგორიული წინააღმდეგია აცრის. ერთ მომენტში აღმოვაჩინე, რომ ფხაკაძის ლაივებს უყურებდა. როგორც აღმოჩნდა, საკუთარ ოჯახში გიორგი ფხაკაძეს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვს, ვიდრე მე.

ვიდეოქოლით დარეკა გიორგიმ და ეს გაგიჟდა, ხომ გინახავთ, ვარსკვლავებს რომ ეთაყვანებიან, ასეთი შოუ მოაწყო რუსუდანმა. გიორგიმ პირდაპირ უთხრა, ქალბატონო რომ დაგემართოთ კოვიდი აუცილებლად მოკვდებითო, ოღონდ ეს იყო რუსიკოს შემთხვევაში 100-იანიში გარტყმა, რადგან ზუსტად მისი ენით აუხსნა. მახსოვს, დარეგისტრირებულიც არ ვიყავით, უკვე თმას იღებავდა და ასაცრელად მირბოდა”, – ამბობს ანრი ჯოხაძე.

რუსიკოს თქმით, გიორგი ფხაკაძეში მან გულწრფელობა დაინახა.

„იცით რა, მე რომ ამ საუბარს ვუსმენდი, იმდენი გულწრფელობა დავინახე მასში, მე მივხვდი, რომ ის ნამდვილად კარგი ადამიანია“, – ამბობს რუსუდან ჩხაიძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ratom-emadliereba-anri-jokhadzis-ojakhi-giorgi-fkhakadzes-es-ambavi-aravin-itsoda/


გიორგი ფხაკაძე -„ როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა – ვაქცინა უნდა ვიყიდოთ…

05/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„2021 წელს საქართველოში ვაქცინაცია ვერ დასრულდება. საქართველოში უნდა ჩამოვიდეს მხოლოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული ვაქცინა.


როდესაც ქართული ვაქცინაციის გეგმა წავიკითხე, შემრცხვა. ვაქცინაციის დასრულება ნიშნავს – 85%-ის აცრას. ეს ეროვნული გეგმა, რომელიც არის ვაქცინაციის, -მე, როგორც ექსპერტი ამ სფეროში, ვამბობ, – ეს გეგმა არ ვარგა. იქ არის იმდენი შეცდომები, ჩემთან რომ მოვიდეს ასეთი გეგმა და ახლა ამაზე ვმუშაობ ზუსტად, ქვეყნები აგზავნიან ასეთ გეგმებს, პირდაპირ ვამბობ, – ესა და ეს გაკლია. როდესაც წავიკითხე ქართული გეგმა, შემრცხვა, მაგრამ, სამწუხაროდ, არ მაქვს უფლება – ჩავერიო, რადგან ეს არის ინტერესთა კონფლიქტი.


სხვა რამეს ჩვენ ხელი არ უნდა მოვკიდოთ. ბევრი არაოფიციალური ვაქცინა იყიდება, მათ შორის, ჩინეთშიც. გვახსოვს, – საქართველომ ვერ დაადგინა პირბადის ხარისხი, შესაბამისად, მას ძალიან გაუჭირდება ვაქცინის ხარისხის შემოწმება. შესყიდვის კუთხითაც, ვაქცინა უნდა ვიყიდოთ პირდაპირ ქარხნებისგან.


მოლაპარაკებები პოტენციურ მწარმოებლებთან უნდა დაწყებულიყო 5-6 თვით ადრე, სამწუხაროდ, ეს არ მომხდარა.სწორედ ქვეყნის პირველ პირებს აკისრებმა უნდა დაამყარონ კონტაქტი ქარხნებთან, მოქმედება კი უნდა იყოს დროული.ჯდომით არაფერი არ გაკეთდება, ჩვენ უნდა ვიყოთ პროაქტიურები. დრო უკვე დაკარგულია.


საჭირო იყო საქართველოს მოლაპარაკებები სხვადასხვა ქვეყნებთან სახელმწიფოს პირველი პირების ჩართულობით ეწარმოებინა, რათა ვაქცინა მიეღო. , საქართველოს ყველაზე დიდი შანსი ისრაელისგან, მისი მეგობარი ქვეყნისგან, მიღების შესაძლებლობა ჰქონდა, რომელიც არ გამოიყენა”,- განაცხადა ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ „ფორმულას” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგიმ ფხაკაძე _ “თამარ გაბუნია შეიძლება დაიჭირონ და ყველაფერი მას შეაწმინდონ”

07/03/2021


არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი, – ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა, დამოუკიდებელმა ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას შესახებ განაცხადა.


„ქალბატონი გაბუნია, მინისტრის მოადგილე კარგი გოგოა. წინა ცხოვრებაში, როცა კარგ ორგანიზაციაში ვმუშაობდი, ვიცოდი, რომ განათლებული იყო. მაგრამ, ხომ ვიცი, რომ შეთითხნიან მაგას და არ გამიკვირდება, ციხეში რომ ამოყოს თავი.


რას უზამენ იცით? ყველაფერს მაგას დააბრალებენ. თითქოს მაგისი ბრალი იყო, რომ „იმეილი“ დროზე არ გააგზავნა,“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/03/giorgim-phkhakadze-_-thamar-gabunia-sheidzleba-daitchiron-da-qhvelapheri-mas-sheatsmindon/


წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ არჩევნებმა! – გიორგი ფხაკაძე

30/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ის ბოლო დროს ლაივ-ჩართვებში ყოველთვის ხაზს უსვამდა, რომ წინასაარჩევნო კამპანია და აქციები ეპიდვითარებას მეტად ამძიმებს.


„წადით არჩევნებზე! პატივი ეცით იმ ადამიანებს, ვისი სიცოცხლეც შეიწირა ამ არჩევნებმა!“, – დაწერა ფხაკაძემ სოცქსელში.

ცნობისთვის, საქართველოში არჩევნების მეორე ტური მიმდინარეობს. ამომრჩევლები აირჩევენ მერებს 5 თვითმმართველ ქალაქსა და 15 მუნიციპალიტეტში, ხოლო 24 საარჩევნო ოლქში საკრებულოების 42 მაჟორიტარ წევრს.

არჩევნების მეორე ტურში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც მეტი ხმა მიიღებს.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsadit-archevnebze-pativi-etsit-im-adamianebs-visi-sitsotskhlets-sheitsira-am-archevnebma-giorgi-fkhakadze/


“ქალაქში მკვლელების ბანდაა, მე საქართველოდან მივდივარ” – გიორგი ფხაკაძე

27/10/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ლაივ-რეჟიმში აცხადებს, რომ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოში ორ კვირაში კოვიდ კრიზისი მძაფრ ფაზაში შევა. ის ეპიდვითარების გათვალისწინებით გმობს პოლიტიკურ აქციებს და ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.


“კარგად მომისმინეთ ახლა, აღმ. ევროპაში იწყება კატასტროფა, მაგალითად – რუმინეთში. სადაც არ არიან ვაქცინირებულები, ეტირათ ყოფა. ასევე, კატასტროფა ხდება უკრაინასა და რუსეთში. ამ ვითარებასთან შედარებით ცუნამი მოგონებაა…

ეს ზამთარი ზეუმძიმესი იქნება, აქამდე არსებული ტალღები მსუბუქი იყო. დელტას შვილიშვილი ახალი შტამია. მე საქართველოდან მივდივარ. მე საქართველოდან მივდივარ, აზრი არ აქვს – ვისთვის, რისთვის და რატომ… დღევანდელი აქცია კულმინაცია იყო.

რეიტინგები და სხვა პოლიტიკური მიზნები დროებითია… გამეცით პასუხი რას იზამთ დეკემბერში?!

ქალაქში მკვლელების ბანდაა, სად არის პროკურატურა? დღეში 50 კაცი იღუპება. ვაქცინაციის გეგმა კანალიზაციას გაატანეს, წავიდნენ პენსიაზე, გადადგნენ ე.წ. კომპეტენტური პირები… მე ვხედავ სიკვდილს, ხალხი უჟანგბადობით დაიღუპება… ეს ყველაფერი 2 კვირაში დაიწყება. მე არც კაკულია ვარ და არც ნოსტრადამუსი, მეცნიერი ვარ და რეგიონში კატასტროფული ვითარებაა.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qalaqshi-mkvlelebis-bandaa-me-saqartvelodan-mivdivar-giorgi-fkhakadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights