ორშაბათი, აპრილი 20, 2026

გიორგი ფხაკაძე: „ბავშვები კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ“

15/01/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„პანდემიის გამო, ბავშვები, ზუსტად ისეთივე საფრთხის ქვეშ არიან, როგორც უფროსები. განსაკუთრებით, კორონავირუსი საშიშია ჭარბწონიანი ბავშვებისთვის. ძალიან ბევრი კვლევა ჩატარდა, რომელმაც აჩვენა, -ჭარბწონიან ბავშვებს, ეს ვირუსი უფრო მძიმედ გადააქვთ. ამიტომ, მშობლებმა უნდა იცოდნენ, – ამ შემთხვევაში, უფრო მეტი სიფრთხილეა საჭირო.


რაც შეეხება ბავშვების ვაქცინაციას, ჯერჯერობით, არცერთ კომპანიას არ გაუკეთებია კვლევა, შესაბამისად, ვაქცინაციაში მონაწილეობას ბავშვები ვერ მიიღებენ, ვინაიდან, ჯერ, შესაბამისი კვლევები არ ჩატარებულა“, – განაცხადა გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორმა, გიორგი ფხაკაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.


პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა,-საქართველოს მოქალაქეებს საერთაშორისოდ ავტორიზებული ხარისხიანი ვაქცინები ექნებათ.


მთავრობის სხდომა გაიმართა.


„ჯანდაცვის სამინისტრო უახლოეს პერიოდში წარმოადგენს ამ გეგმას, რომელზეც ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად ვიმუშავებთ. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად მუშაობენ ეკონომიკისა და ბიზნესის წარმომადგენლებთან იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად შევიმუშაოთ ის კონკრეტული ღონისძიება, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად დავიწყოთ ეკონომიკის გახსნა, ეს არის როგორც ტესტირებების სქემები, ისე ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები და ა.შ.


ვაქცინაციასთან დაკავშირებით ბევრი აბსურდული ჭორი და აზრი ისმის. ვერც ვხვდები, საიდან ეს ინფორმაცია. ვაქცინაციასთან მიმართებაში დღეს უნდა გვესმოდეს, რომ შექმნილია სპეციალური კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს ჯანდაცვის სამინისტრო. ეს კომისია მიზნად ისახავს რამდენიმე ამოცანას. პირველი არის, რომ მოაგვაროს ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია ლოგისტიკასთან. მოგეხსენებათ, სხვადასხვა ვაქცინას აქვს სხვადასხვა რეჟიმი ლოგისტიკური. ასევე, მოამზადოს ყველაფერი, რათა ქვეყანა იყოს მზად, დაიწყოს მოქალაქეების ვაქცინაცია. მეორე, – წინასწარ განვსაზღვროთ ის მიზნობრივი ჯგუფები, რომლების აცრაც პრიორიტეტულად უნდა დავიწყოთ. მესამე – რაც შეიძლება სწრაფად უზრუნველვყოთ ქვეყანაში ხარისხიანი და საერთაშორისო ავტორიზაციის მქონე ვაქცინის შემოტანა არა მხოლოდ კოვაქსის პლატფორმით, ასევე სხვა საშუალებითაც. ამასთან დაკავშირებით პირველი ორი მიზანი ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დამუშავებული აქვს და გეგმა არსებობს. ორშაბათს საბჭოზე წარმოადგენენ გეგმას, რომელიც შემდგომ უკვე მთავრობაზე დამტკიცდება. ამიტომ, არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ აქ რაიმე კითხვის ნიშნები არსებობდეს. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მოქალაქეებს ექნებათ ყველა ის ხარისხიანი ვაქცინა, რომელიც საერთაშორისო შესაბამისი ორგანიზაციების მიერ იქნება ავტორიზებული“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


გიორგი ფხაკაძის თქმით, ქვეყანა მეოთხე ტალღას მოუმზადებელი ხვდება

13.07.2021 megatv.ge Kutaisi



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს.


პროფესორი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე წერს, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე ტალღა იმაზე გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო.


ფხაკაძის თქმით, ქვეყანა მეოთხე ტალღას მოუმზადებელი ხვდება.


“საქართველოში კოვიდის მე-4 ტალღა დაიწყო!


✅არაპროფესიონალებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ სექტემბრის ნაცვლად ახლა დაწყებულიყო მე-4 ტალღა!


✅ყველაფერი გააკეთეს, რომ დაეჩქარებინათ ეს პროცესი (არაფერი გამოტოვეს)!


✅ქვეყანა არ არის მომზადებული!


ახლა გამოდიან შეწუხებული სახეებით…


✅შეწუხებული სახეები სახლში დატოვეთ!


✅იმუშავეთ, საქმე გააკეთეთ და თუ ვერ აკეთებთ (ფაქტია სახეზე, რომ ვერ აკეთებენ) “წადი სახლში” ლოზუნგით უნდა წავიდნენ, სანამ ეს ლოზუნგი არ გახდება “წადი ციხეში!”


კიდევ ერთხელ – მე არ ვუჭერ მხარს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას!ჯანდაცვა და განათლება უნდა იმართებოდეს პროფესიონალ ტექნოკრატების მიერ და არა პოლიტიკოსების მიერ!”, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.


შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი 1862 ადამიანს დაუდასტურდა.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%92%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%a0%e1%83%92%e1%83%98-%e1%83%a4%e1%83%ae%e1%83%90%e1%83%99%e1%83%90%e1%83%ab%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%97%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%98%e1%83%97-%e1%83%a5%e1%83%95/

გიორგი ფხაკაძე – „ეს შტამი შეხვდება ყველას…“

16/07/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ახალ შტამთან დაკავშირებით საუბრობს და მოსახლეობას აფრთხილებს.


„ეს შტამი შეხვდება ყველას. დიახ, დიახ. თუ თქვენ არ გადაგიტანიათ კოვიდი, თუ კოვიდი თითქმის 2 თვის წინ გადაიტანეთ, ძირითადად, თქვენ ba5 გადაიტანეთ. დანარჩენი, ვისაც არ გადაგიტანიათ, ყველას დაგემართებათ ეს ვერაგი ვირუსი. სასიხარულო ამბავი ნამდვილად არ მაქვს“,- აცხადებს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/07/giorgi-phkhakadze-es-shtami-shekhvdeba-qhvelas/



„საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ჯერ ისევ…“

10/09/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის წინ, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.“


მისი თქმით, როცა ვაქცინა გადადის ბოლო სტადიაზე, მხოლოდ 10% არის ვარგისიანი.


“ეს ნიშნავს, რომ თუ ვაქცინის 10 კანდიდატია, მათგან მხოლოდ ერთი შეიძლება იყოს კარგი ვაქცინა. ზუსტად ასტრაზენეკას ვაქცინამ გვაჩვენა ის, რასაც მე ვამბობდი 5 თვის უკან, – ჩვენ არ უნდა ვიყოთ ძალიან ოპტიმისტურები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით შიდსზე 20 წლის უკან, საუბრობდნენ, რომ 2 წელში გვექნებოდა შიდსის ვაქცინა, თუმცა გავიდა 20 წელი და ეს ვაქცინა ჯერ ისევ არ გვაქვს.

ერთი რამ, რაც ჩვენ ვიცით ამ ვირუსის შესახებ, არაფერი არ ვიცით. არის ძალიან ბევრი ვარაუდები, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლომდე არ ვიცით, როგორ მუშაობს ეს ვირუსი. ეს არის რეალობა.

მაგალითად, ჩვენ გვაქვს ბოლო ინფორმაცია, რომ არის ერთი პაციენტი ჰონკონგიდან და ერთი ამერიკიდან, რომლებიც ხელახლა დაინფიცირდნენ. რა თქმა უნდა, რამდენიმე მილიონი დაინფიცირდა, მაგრამ განმეორების მხოლოდ 2 შემთხვევა დაფიქსირდა და ესეც ბევრ კითხვას აჩენს იმასთან დაკავშირებით, ვაქცინა როგორი ეფექტური იქნება”, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD
drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე
Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

რა პერიოდულობით უნდა გაიკეთოთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინა – გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის ვადებზე

13/11/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვაქცინებსა და ბუსტერ დოზებზე პოსტს აქვეყნებს. ის რეკომენდაციას naturemedicine-ის სტატიას სათაურით “იმუნიტეტის გაძლიერება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინებით“ უწევს, სადაც გრაფიკულად და ტექსტურად განმარტებულია, რა შემთხვევაში ხდება საჭირო ბუსტერის ანუ მესამე დოზის გაკეთება, რა პერიოდულობით გახდება დამატებითი ვაქცინაცია საჭირო და ა.შ.


“საკმაოდ საინტერესო სტატიაა ბუსტერებთან დაკავშირებით.

გრაფიკაში ნათლად ჩანს, თუ როდის არის საჭირო ბუსტერი ანუ მე-3 დოზა (ფაიზერი ან მოდერნა) ანუ 6 თვეში.

ასევე კვლევამ აჩვენა, რომ შესაძლებელია, მე-4 დოზა არ დაგვჭირდეს 6 თვეში და ის გადაიწევს 9 ან 12 თვისთვის.

რა თქმა უნდა, იდეალური იქნებოდა, რომ მომხდარიყო გრიპის და კოვიდის ვაქცინების “შერწყმა” და გადავსულვიყავით “სეზონურ მრავლკომპონენტიან ვაქცინაზე”.

ვნახოთ, ჯერჯერობით კი 6 თვე არის “დაცულობის” ინდიკატორი.

მე ვიცრები კოვიდ ვაქცინის მე-3 დოზით დეკემბერში, თქვენ?” – წერს გიორგი ფხაკაძე.


უცხოური სამედიცინო გამოცემის naturemedicine-ის სტატიაში აღნიშნული გრაფიკი ასეა განმარტებული:

პირველადი ორი დოზისგან შემდგარი ვაქცინა იმუნიტეტის სწრაფ ჩამოყალიბებას იწვევს, რაც COVID-19-ისგან დაცვას უზრუნველყობს. ვაქცინის იმუნოგენურობა და ეფექტურობა ინდივიდუალურ დონეზე მრავალი ფაქტორის მიხედვით მერყეობს, მათ შორის – ასაკისა და იმუნური კომპეტენციის (ზედა და ქვედა საზღვრები მითითებულია წითელი ჩრდილით) გათვალისწინებით.

დროთა განმავლობაში ვაქცინისგან უზრუნველყოფილი დაცვა მცირდება და გარღვევის ინფექციების სიხშირე მატებას იწყებს (ლურჯი ხაზი).

მესამე დოზით იმუნიზაცია სწრაფად აძლიერებს იმუნურ “პასუხებს” SARS-CoV-2-ის მიმართ, მაგრამ ასეთი დაცვის გრძელვადიანი “გამძლეობა” ჯერ კიდევ დაკვირვების საგანია. (ჩაწყვეტილი ხაზები).



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://old.primetime.ge/ra-periodulobit-unda-gaiketot-kovidis-satsinaaghmdego-vaqtsina-giorgi-fkhakadze-vaqtsinatsiis-vadebze


დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა – რა ინფორმაციას აქვეყნებს გიორგი ფხაკაძე

03/12/2021


„დიახ, ჩინეთი და რუსეთი არიან უშუალოდ ჩართული ანტივაქსერული პროპაგანდის უკან მთელს მსოფლიოში, ეს ფაქტია. არა ერთხელ ვაშუქებდი ჩინეთის და რუსეთის როლი ანტივაქსერულ მოძრაობებში და არა ერთი პირდაპირი და ირიბი მაგალითები/მტკიცებულებები გამიზიარებია ჩემს გვერდზე“, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„დღეს გამოქვეყნდა საკმაოდ ვრცელი კვლევა (ასევე გადახედეთ 46 გამოყენებული წყაროც) რომელიც დეტალურად გაშიფრა როგორ, რისთვის და რატომ ეს ორი ქვეყანა აკეთებს ამას.

საქართველოში მაინც უფრო რუსული საოკუპაციო ძალების მოქმედებები ჩანს თავის დაფინანსებით და ასე შემდეგ. ვინ არიან ეს ჯგუფები ეს საკმაოდ ნათელია და უკვე აღარც მალავენ. შეგიძლიათ მიუთითოთ ეს ჯგუფები კომენტარებში. შენ უნდა იცოდე ვინ არის შენი მტერი, ასე იცი ვის ებრძვი. გადათარგმნეთ ეს სტატია ქართულად თავისი ყველა გრაფებით​.

საინფორმაციო სააგენტოებო- ამაზე უკეთესი მასალა ეგრეთ წოდებული ანტივაქსერული მოძრაობის შინააღმდეგ თქვენ ვერ ნახავთ. გაყავით ეს სტატია და თითო პუნქტზე ერთი სტატია მოამზადეთ (მინიმუმ 10 სტატია). ერთიბლივი ძალებით შეუტიოთ რუსეთის საოკუპაციო ძალებს და ამ ვერაგ ვირუსს, “- წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dghes-gamoqveknda-sakmaod-vrtseli-kvleva-ra-informatsias-aqveknebs-giorgi-fkhakadze/


„თუ მინიმუმ ჩემი დონე გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს“, – ვინ იწვევს გიორგი ფხაკაძეს დებატებში

04/09/2021

„ფილოლოგი მეუბნება, შენთან ლაივი მინდა ვაქცინაციასთან დაკავშირებითო… სპორტსმენი მეუბნება, იმუნიტეტი მიცავს და ამიხსენით, რათ მინდა ეს ვაქცინაო?! მსახიობი მიმტკიცებს, რომ ვაქცინაში არის რაღაც ქიმიკატი და ამიხსენიო“,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში, ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„ვაი პოლიტიკოსები დებატებში მიწვევენ ვაქცინაციასთან და ვაქცინებთან დაკავშირებით…(?!) ბებო მარო (სკოლა – 8 კლას დამთავრებული) მეუბნება, ამიხსენით, ვაქცინაში რა არისო….(?!) უმუშევარი ბონდო და ჟუჟუნა მეკითხებიან, რა არის შიგ (ვაქცინას გულისხმობენ)?!

ახალგაზრდა კოლეგა მეუბნება, შენ რა იცი, ამდენს რომ საუბრობო და საერთოდ ეს შენი პუბლიკაციები ნაგავიაო (ერთი ახალგაზრდა, რომელიც, სხვათა შორის, ევროპაში აგრძელებს სწავლას) და ერთი, რძე რომ არ შეშრობია ტუჩებზე, საერთოდ „ჭკუას მასწავლის” და იძახის, რომ მე დეზინფორმაციას და მანიპულაციას ვეწევი… და ასე შემდეგ…. თან ყველამ უკვე იცის, რა არის ვაქცინის შემადგენლობა.

ჩემი პასუხი ამ „ექსპერტებს” და „განათლებულ” ადამიანებს:

მე არ ვარ ფილოლოგი და ქართულ სკოლაში არ მისწავლია, სულ ბოდიშს ვიხდი, რომ კარგად ვერ ვსაუბრობ/ვწერ ქართულად.

მე არ ვარ სპორტსმენი (ბავშვობაში ჭიდაობაზე დავდიოდი), რომ აგიხსნათ, როგორ უნდა ივარჯიშო, რომ ჩემპიონი გახდე…

მე არ ვარ მსახიობი, მაგრამ მყავს მეგობარი ქუთაისელი მსახიობი დათო ლიკლიკაძე, იმას ვერასდროს ვაჯობებ.

მე არ ვარ პოლიტიკოსი და პოლიტიკაზე ვერ ვისაუბრებ.

მე არ მაქვს მარტო 8 კლასი დამთავრებული, სამწუხაროდ თუ საუბედუროდ სკოლა 10 წელი, სამედიცინო 6 წელი, მაგისტრატურა 1 წელი, სადოქტორო 5 წელი… მე-2 სადოქტორო 3 წელი (ვერ დავამთავრე ნერვები არ მეყო… სომალიში წავედი )

მე არ ვიყავი უმუშევარი 18 წლიდან, დიახ, სულ 2-3 და ზოგჯერ 4 სამსახური მქონდა ერთდროულად და ბოლო 25 წელიწადში ვმუშაობდი/ვცხოვრობდი 22 ქვეყანაში და, ალბათ, 90 ქვეყანაში ვარ ნამყოფი/ნამუშევარი სხვადასხვა პროექტებზე ..

მე ვმუშაობდი სანიტრად, მედძმად, უმცროს ექიმად (ქირურგად), გადაუდებელის ექიმად, სამედიცინო საქმიანობის ლიცენზია მაქვს აღებული საქართველოში, ნეპალში, ინდოეთში, კენიაში და სომალიში (მხოლოდ სომალიში – სომალურ ჯიგრულ პონტში მინისტრმა. მომცა/ნახევრად ტერორისტი ტიპი იყო ). პირველი წიგნი 2001 წელს დავბეჭდე და მერე ბევრი წიგნი და სტატია დამიგროვდა ქართულ და ფრანგულ ენებზე.

სამედიცინო განათლების კუთხით რა ვიცი 2007 წლიდან ვასწავლი დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტში ვარ კათედრის გამგე/პროფესორი და ასევე პოლონეთის და უკრაინის სამეცნიერო საბჭოს წევრი და გავის ალიანში ხო საერთოდ წლებია სხვა და სხვა დამოუკიდებელ სამეცნიერო/ტექნიკური საბჭოს წევრი ვიყავი/ვარ, აღარ ვამბობ ევროკავშირის, ამერიკის მთავრობის და გაეროს გენმდივნის მრჩევლობაზე….. ხო და რისი თქმა მინდა …. თქვენ რომ მოდიოდით, მე უკვე 10 ჯერ წამოსული ვიყავი.

როცა გავხდი 43 წლის, გადავწყვიტე, რომ პენსიაზე წავსულიყავი…. და ახლა ვარ პენსიონერი მაგრამ იმდენი ენერგია მაქვს, რომ მაინც ვარ ჩართული 10-ზე მეტ ორგანიზაციაში და ვაკეთებ მარტო იმას, რაც მე მინდა და რაც მე მომწონს.

ვცხოვრობ ჟენევა – პარიზი – თბილისი და ეს ჩემი არჩევანია.

ჩემი პატარა რჩევა ყველა “ექსპერტს” და “ზეგანათლებულ”, “ზეერუდირებულ” ადამიანებს – სანამ დაიწყებთ ვაქცინის შემადგენლობაზე საუბარს, გადახედეთ ამ სურათებს და თუ მიხვდებით, რა არის ამ სურათებზე და მინიმუმ ჩემი დონე (განათლება/გამოცდილება) გექნებათ, მე პრობლემა არ მაქვს, რომ დავსხდეთ და ინტელექტუალური საუბარი გვქონდეს საერთოდ, ინტელექტუალურ საუბრებში იბადება ჯეშმარიტება.

იმედია, მიხვდით, რაც დავწერე და რატომ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tu-minimum-chemi-done-geqnebat-me-problema-ar-maqvs-vin-itsvevs-giorgi-fkhakadzes-debatebshi/


„ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება.. 6-8 თვეც მოვითმინოთ…“- გიორგი ფხაკაძე

25/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„პანდემია უსასრულო ვერ იქნება – ეს ბუნების კანონია. ვაქცინით თუ უვაქცინოდ, ეს პანდემია დამთავრდება, ვაქცინით – უფრო სწრაფად, უვაქცინოდ – უფრო ნელა.

საქმე იმაშია, როგორ დამთავრდება? მსხვერპლის რაოდენობა კი ჩვენს ქცევაზეა დამოკიდებული. თუ ფრთხილად ვიქნებით, იოლად გადავაგორებთ, თუ არა – შესაბამის ფასს გადავიხდით.


მჯერა, 2023 წელი იქნება პანდემიის დამთავრების წელი. წელიწადნახევარი მოვითმინეთ, 6-8 თვეც მოვითმინოთ, წესები დავიცვათ და ყველაფერი იქნება კარგად.

საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს და სიცივეში უფრო აქტიური იქნება, ზაფხულში კი სუფთა ჰაერზე ძალას დაკარგავს. მოვემზადოთ.


უკვე მაქსიმალური ცოდნა დაგროვდა, ვიცით, ვინ არის მტერი და როგორ ვებრძოლოთ, ფაიზერი მეტად, ასტრაზენეკა ცოტა ნაკლებად მუშაობს ინდური შტამის წინააღმდეგ, მოდერნა უკვე ქმნის ბუსტერს, რომელიც სხვა შტამებზეც იქნება ეფექტური.

სექტემბერში უკვე ძლიერი კვლევები წამოვა ვაქცინირებულებზე, განსაკუთრებით, ისრაელიდან. გაიზარდა ვაქცინების წარმოებაც. ასევე კარგია,- საქართველოს კლინიკებშიც უკვე იციან, როგორ მართონ კოვიდინფიცირებულები.


რაც შეეხება ქვეყნის გახსნას, მეც ვიყავი შეშინებული და წინააღმდეგი, მაგრამ ახლა რომ გადავხედე, უაზრო ჩაკეტვებს ეფექტი არა აქვს. თუ ქვეყანას კეტავ, უნდა წარმოადგინო პროგრამა, რატომ კეტავ და რას გეგმავ. თუ პროგრამა არა გაქვს, ჩაკეტვას აზრი არა აქვს, რადგან ამას მოჰყვება ჩაკეტვა-გახსნის უსარგებლო მონაცვლეობა.


სჯობს, გავსხნათ ქვეყანა, ოღონდ ფრთხილად. ტურისტულადაც მომგებიანი იქნება. ხომ რთულია მოსასმენად, რასაც ვამბობ?! ვუთხრათ სიმართლე მოსახლეობას, რომ პასუხისმგებლობა მასზეა, რომ პირბადის ტარება გარდაუვალი აუცილებლობაა, რომ ღარიბები ვართ და თუ გვექნება ვაქცინა, გავიკეთებთ. გვაქვს ხელმისაწვდომი სამედიცინო პირბადე და გამოვიყენოთ, დაცულები ვიქნებით.


საბოლოოდ ეს ვირუსი სეზონური გრიპის სახეს მიიღებს. ჩვენი იმუნური სისტემა ისწავლის მასთან ბრძოლას“, – აცხადებს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს. პედიატრიული საწოლები აღარ გვექნება 1 კვირაში, ჟანგბადის დეფიციტი

30/11/2020

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის დელტა შტამთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს:
„დელტა ვირუსი არის საქართველოში. საქართველო იმეორებს ინდურ სცენარს, ერთი ერთში. პედიატრიული (ბავშვთა) საწოლები აღარ გვექნება ქვეყანაში 1 კვირაში. ჟანგბადის დეფიციტი იქნება, ასევე, 1-2 კვირაში“.


მისი თქმით, საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას.


„ერთიანი ელექტრონული ჯანდაცვის სისტემა (პაციენტის ელექტრონული ბარათი).
პირბადეების ხარისხის ლაბორატორიის ჩამოტანა და გამართვა (ყალბი სამედიცინო პირბადეების ამოღება გაყიდვიდან).
ქვეყნის არჩაკეტვა და მართვა ეპიდემიის რეგიონების მიხედვით (ჩაკეტვა მარტო იმ რეგიონების, სადაც არის ეპიდემიის აფეთქება და არა მთელი ქვეყნის).
მწვანე რეგიონების შექმნა (სადაც ეპიდემიის კონტროლი იქნება უფრო მკაცრი).
წითელი სატრანსპორტო კორიდორების გახსნა (რომ ტრანზიტულმა მძღოლებმა არ გაავრცელონ ვირუსი).
საქართველო შეუერთდეს ევროკავშირის ერთიან კოვიდის “QR” კოდების სისტემას, რათა მინიმუმამდე იქნას დაწეული ყალბი “კოვიდ პასპორტების” გამოყენება საქართველოში”, – მიიჩნევს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი

10.07.2021 megatv.ge Kutaisi



” ინდური შტამის შორეული ნათესავია “ლამბდა”. ძირითადად, ლათინურ ამერიკაში ვრცელდება,- ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს. მისი თქმით, ვირუსის შეჩერება სინამდვილეში ძალიან მარტივია, თუ ჩვენ ხარისხიან სამედიცინო პირბადეს გამოვიყენებთ, თავშეყრის ადგილებზე უარს ვიტყვით და ავირებით.

“ძირითადი 4 ვირუსია და ინდოეთში არის ქვე-ვირუსები. ყველაზე საშიში ვირუსია K404N, რომელიც მართლა ძალიან საშიშია და ადამიანი რეანიმაციაში ხვდება 2-3 დღეში, ეს ვარიანტები გაგრძელდება, სანამ ჩვენ არ გავაჩერებთ ამ ვირუსს და გაჩერების საშუალება არის ძალიან მარტივი – სამედიცინო პირბადე, არანაირი თავშეყრის ადგილები და ვაქცინაცია,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%92%e1%83%90%e1%83%a9%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a8%e1%83%a3%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a1/

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights