სამშაბათი, მაისი 5, 2026

გიორგი ფხაკაძე – “ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე, დედის დღე ….”

03/03/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„ტატიანა ფხაკაძე, გიორგი ფხაკაძე

დედის დღე ….“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/03/giorgi-phkhakadze-tatiana-phkhakadze-giorgi-phkhakadze-dedis-dghe/


ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა – რის შესახებ წერს გიორგი ფხაკაძე

20/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


საქმე ეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, რომლის ეფექტიანობა 5-11 წლის ასაკის ბავშვებშიც დადასტურდა.

„ამ ინფორმაციას ელოდებოდა ყველა, ​ფაიზერის ვაქცინის ეფექტურობა იქნა დადასტურებული 5-11 წლის ასაკის ბავშვებში.


ფაიზერი/ბიონტეკი ამ კვირაში შეიტანენ განაცხადს ავტორიზაციაზე ამ ასაკობრივ ჯგუფებისათვის.

5 წლის ქვევით ასაკის კვლევები მიმდინარეობს და 2-3 თვეში იქნება ხელმისაწვდომი. ალბათ დაშვებულიც იქნება საახალწლოდ.

შეგახსენებთ ფაიზერი/ბიონტეკი სრული ავტორიზაცია აქვს მიღებული ამერიკის წამლის სააგენტოდან 16 წლის ზემოთ ასაკიდან. 12-16 წლის ასაკობრივ ჯგუფში გადაუდებელი მოხმარების ავტორიზაცია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/am-informatsias-elodeboda-kvela-ris-shesakheb-tsers-giorgi-fkhakadze/



რა შეიძლება დაემარათოთ კოვიდგადატანილ პაციენტებს 20 კვირის შემდეგ

08.05.2021 megatv.ge Kutaisi



კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა.

„კოვიდი, თავისი „გრძელი კოვიდით“, ნამდვილად ვერაგია. პაციენტები ვისაც აქვთ „გრძელი კოვიდი“, 56% შანსია, რომ დაავადების დაწყებიდან 6 თვეში ჯანმრთელოს პრობლემები დაუმძიმდეთ.

ასევე კოვიდ გადატანილი პაციენტების 50%-ს, შესაძლოა, 20 კვირის შემდეგ დაემართოს დიაბეტი.

დიაბეტის ახალი ეპიდემია გამოწვეული კოვიდის მიერ“,- ამბობს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a0%e1%83%90-%e1%83%a8%e1%83%94%e1%83%98%e1%83%ab%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%91%e1%83%90-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%94%e1%83%9b%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%97%e1%83%9d%e1%83%97-%e1%83%99/

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი?!“ – „თუ ასეთი კარგია ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე…

23/06/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„საქართველომ დაამარცხა კოვიდი! – რასაკვირველია, ამას გადატანითი მნიშვნელობით ვამბობ. საქართველო აკეთებს იმას, რაც ისრაელმაც კი ვერ გააკეთა ბოლომდე, სადაც ყველა ვაქცინირებულია. ევროპაც ვერ აკეთებს ამას, სადაც თითქმის 60 პროცენტი მოსახელობის ერთჯერადად აცრილია. აქაც მოხსნილია შეზღუდვები, მაგრამ პირბადე გარეთ სავალდებულოა, შიგნით სივრცეებში, რესტორნები და კაფეები არ ფუნქციონირებს.“


როგორც გიორგი ფხაკაძემ აღნიშნა, ჩვენ ვცხოვრობთ პოპულისტურ, არაპროფესიონალურ ქვეყანაში, არაპროფესიონალები, არაექსპერტები, პოპულისტები და ძალიან ბოდიშს ვიხდი, გაუნათლებელი პოლიტიკოსები მართავენ ქვეყანას.

„ვიწყებთ ვაქცინაციას ვაქცინით, რომელიც არ იყო დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ჩვენ უფრო ადრე ვაკეთებთ ყველაფერს. გაგვიმართლა, ჩინურმა ვაქცინებმა მიიღეს ჯანმოს ავტორიზაცია.


კოსტარიკამ თქვა, რომ არ მიიღებს ჩინურ ვაქცინას, ჩინური ვაქცინის ეფექტურობა 50.4 პროცენტია.
ამერიკაში მარტო დაშვებულია „ფაიზერი“, „ჯონსონ ენდ ჯონსონი“ და „მოდერნა“. „ასტრაზენეკა“ რეგისტრირებული არ არის. არც ჩინური ვაქცინები არ არის რეგისტრირებული.

ჩვენ თუ მივდივართ ამერიკული გზით, მაშინ ავიღოთ ამერიკული სტანდარტი. მაგრამ არა, ჩვენ დავუშვით ჩინური ვაქცინა, რომელმაც შანსი არაა, რომ ამერიკაში გაიაროს აკრედიტაცია და ჩვენ ასევე დავუშვით „ასტრაზენეკა“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატებში „რემდესივირის“ გამოყენება დაშვებულია.


„გვეუბნებიან, რომ მიდიან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციების რეკომენდაციებით, მაშინ „რემდესივირი“ რატომ არის დაშვებული?
სიტუაციიდან გამოსავალი არის არაპროფესიონალების გადაყენება და ჯანდაცვის სისტემის ჩაბარება პროფესიონალებისთვის და პოლიტიკურად არაანგაჟირებულებისთვის.
ვაქცინების ყველა დამატებითი შემოსავლის წყარო ჩვენ გადავიკეტეთ. არაპროფესიონალები ზიან იქ, სადაც ზიან. უკრაინა და მოლდოვა უფრო ბევრ ვაქცინას იღებენ, ვიდრე ჩვენ. რატომ? იმიტომ რომ ვიღაც ძალიან ჭკვიანი ჰყავთ.
მარტო პირბადე გამოსავალი არ არის. არავინ არ მუშაობს ისრაელთან, შეერთებულ შტატებთან, ევროკავშირის ქვეყნებთან. სანამ მე არ ავტეხე მთელი ამბავი, მანამდე „ფაიზერისათვის“ იმეილი არ გაუგზავნიათ.
ნორმალურია, როცა მე ვაკეთებ ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის გასაკეთებელ საქმეს?
გაუგებარია, რატომ არის პრობლემა ელექტრონული ჯანდაცვის დანერგვა. სწორედ ამ სფეროს მოუგვარებლობის გამო ვერ მოხერხდა ვაქცინაციის ჩატარება რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ჯანდაცვის სამინისტროში პრობლემების მოგვარება ვიღაცას არ აწყობს.
ყველაზე დიდი ანტივაქსერები არიან დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ასეთი კარგი თუ არის ჩინური ვაქცინები, ბატონი თენგიზ ცერცვაძე ჩინური ვაქცინით რატომ არ აიცრა?
მაგალითი ხომ უნდა მისცე საზოგადოებას? მან თქვა, ქრონიკული დაავადებები აქვს და „ფაიზერით“ იმიტომ აიცრა, ეს სწორი პასუხია?
ამირან გამყრელიძე აიცრა ჩინური ვაქცინით…
ბატონმა ამირანმა ყველანაირ ზღვარს გადააჭარბა. მე მის ადგილას უკვე ხუთჯერ გადავდგებოდი. იმდენი ჩავარდნებია დაავადებათა კონტროლის ცენტრში, გამოდის, რომ პრობლემები არიას და ის კიდევ არის მის თანამდებობაზე.
მე ვიცნობ ბატონ ამირანს. ბოდიში, მაგრამ მან ყველანაირი ეთიკური ზღვარი უკვე გადალახა“, – ამბობს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.



საქართველომ ამერიკული კომპანია „გილეადისგან“ „კოვიდ-19“-ის სამკურნალო მედიკამენტ „რემდესივირის“ ორიგინალი წარმოების 10 ათასი ფლაკონი საჩუქრად მიიღო.


თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს.


„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილეადმა“ ამ დღეებში დიდი საჩუქარი გაუკეთა საქართველოს და კოვიდ პაციენტებს. უფასოდ (საჩუქრად) გადმოსცა დაახლოებით 4 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების „კოვიდ-19“-ის სამკურნალო პირდაპირი ანტივირუსული მოქმედების მედიკამენტ „რემდესივირის“ 10 ათასი ფლაკონი და თან ბრენდული მედიკამენტი (Veklury ) და არა ჯენერიული, რაც ძალიან დაგვეხმარება კოვიდ პაციენტების წარმატებულ მართვაში.

ამ დონაციის მნიშვნელობა რომ შევაფასოთ, უნდა გავიხსენოთ ზოგიერთი გარემოება. არსებული კანონმდებლობით კომპანია „გილეადს“ ბრენდული მედიკამენტის მიწოდების უფლება ძირითადად აქვს მხოლოდ ამერიკის, ევროკავშირისა და კიდევ რამოდენიმე ქვეყნისთვის, ხოლო ყველა დანარჩენ ქვეყნებს „რემდესივირით“ ამარაგებს ინდოეთი, პაკისტანი და ეგვიპტე, რომლებიც კომპანია „გილეადის“ ლიცენზიით აწარმოებენ ჯენერიულ პრეპარატებს.

2020 წლის დეკემბერში საქართველომ ინდოეთისგან შეიძინა დაახლოებით 100 ათასი დოლარის ღირებულების ჯენერიული „რემდესივირი“ – 4000 ფლაკონი. სამწუხაროდ, ანგაჟირებულმა ექიმებმა, მათ შორის ზოგიერთმა უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ექიმმაც ყველაფერი გააკეთეს ამ მედიკამენტის დისკრედიტაციისათვის, მიუხედავად იმისა, რომ იგი ფართედ გამოიყენება მთელ მსოფლიოში, ხოლო აშშ-ში ის შეტანილია ე.წ. სტანდარტულ (საბაზისო) მკურნალობაში. ამით მათ ცუდი სამსახური გაუწიეს ქვეყანას და პაციენტებს, ვინაიდან ნეგატიური პიარის ფონზე საქართველოში „რემდესივირის“ გამოყენება გადაწყვიტა მხოლოდ 27-მა კოვიდ კლინიკამ.

საქართველოს გამოცდილებამ უჩვენა, რომ „რემდესივირი“ სწორი გამოყენების შემთხვევაში – დაავადების ადრეულ სტადიაზე, დამძიმების რისკის მქონე ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებში უმეტეს შემთხვევაში მნიშვნელოვნად ამცირებდა დაავადების დამძიმების (მათ შორის მექანიკური ვენტილაციის საჭიროების) რისკებს, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობას და აჩქარებდა გამოჯანმრთელებას.

პრეპარატს პრაქტიკულად არ აქვს გვერდითი მოვლენები და უსაფრთხოა. მას შემდეგ, რაც შეძენილი მედიკამენტის მარაგი ამოიწურა, ქვეყანა შეეცადა ახალი პარტიის შეძენას, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვინაიდან ინდოეთში დიდი კოვიდ აფეთქების გამო, ინდოეთის მთავრობამ კატეგორიულად აკრძალა „რემდესივირის“ ექსპორტი ინდოეთიდან და თან მთლიანად შეიძინა სხვა ქვეყნებში (პაკისტანი, ეგვიპტე) წარმოებული მედიკამენტის მთელი რაოდენობა. ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციით თვითონ ინდოეთში „შავ ბაზარზე“ ერთი ფლაკონი „რემდესივირის“ ფასმა 1 000 დოლარს მიაღწია.


ზემოთაღნიშნულ სიტუაციაში ჩვენ თხოვნით მივმართეთ კომპანია „გილეადის“ ხელმძღვანელს ბ-ნ Daniel O’day-ის, გამონაკლისის სახით დაგვხმარებოდა რომელიმე ქვეყნიდან „რემდესივირის“ მოწოდებაში. „გილეადის“-ის ხელმძღვანელობამ მყისიერად მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში საქართველოს წარმატებული გამოცდილების და დამსახურების გათვალისწინებით, მათ გადაწყვიტეს, გამონაკლისის სახით, ერთჯერადი დონაციით უფასოდ მოეწოდებინათ უშუალოდ მათივე წარმოების ბრენდული „რემდესივირის“ – Veklury-ის 10 ათასი ფლაკონი. მედიკამენტი უკვე თბილისშია.


ცნობისთვის, „გილეადი“ ის ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც საქართველოს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გასული 5 წლის განმავლობაში უფასოდ მოაწოდა რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტები, რამაც საქართველოში უკვე გადაარჩინა 74 ათასი C ჰეპატიტით ავადმყოფის სიცოცხლე. პროგრამა გრძელდება C ჰეპატიტის სრულ ელიმინაციამდე“, – წერს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„ამაზე ვსაუბრობდი რამოდენიმე თვე, „გრძელი კოვიდი” არის საკმაოდ“ – ვინც კორონავირუსი გადაიტანა…

26/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე აცხადებს:

„ამაზე ვსაუბრობდი რამოდენიმე თვე (საზოგადოებამ და ზოგმა კოლეგამ კი გადამიარეს და …).
სამწუხაროდ, ეს და სხვა კვლევები ადასტურებენ, „გრძელი კოვიდი” არის საკმაოდ საყურადღებო.


59% „გრძელ კოვიდიანი” პაციენტების სიკვდილობა გაზრდილია კოვიდის გადატანიდან 6 თვეში
70%, ვინც გადაიტანა კოვიდი ჰოსპიტალიზაციის გარეშე (მსუბუქ ფორმაში)
180 დღის პერიოდში ხვდებიან ჰოსპიტალში!

გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, შევაჩეროთ ეს ვირუსი ერთად!
დაიცავით 2-ნეტრიანი დისტანცია, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიბანეთ ხელები საპნით …“-წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

ორმა ბოლოდროინდელმა გამოკვლევამ უფრო ნათლად ასახა, რა ხანგრძლივი გვერდითი მოვლენები და სიმპტომები ვლინდება COVID-19 ინფექციიდან დიდი ხნის შემდეგ (“გრძელვადიანი ტრანსპორტირების საშუალებები”). მისურის შტატში ლუის VA სამედიცინო ცენტრის მკვლევარების მიერ გამოქვეყნებულმა ერთმა დიდმა კვლევამ აჩვენა, რომ 6 თვის განმავლობაში, გრძელვადიანი კოვიდის შემდეგ აქვთ 59% სიკვდილის რისკი. კვლევამ, რომელშიც მონაწილეობდა 87,000-ზე მეტი პაციენტი, აღმოაჩინა თრომბები, ინსულტი, დიაბეტი და სუნთქვის გაძნელება, გულის, ღვიძლისა და თირკმელების დაზიანების, დეპრესიის, შფოთვის და მეხსიერების დაკარგვა.


კვლევამ ასევე დაადგინა, ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტების (ოპიოიდები და არაოპიოიდები), ანტიდეპრესანტების, ანქსიოლიზური საშუალებების, ანტიჰიპერტენზიული საშუალებების და პერორალური ჰიპოგლიკემიების მოხმარება და მრავალი ორგანოთა სისტემაში ლაბორატორიული ანომალიების დადასტურება. CDC– ს მიერ ჩატარებულმა სხვა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მსუბუქი დაავადების მქონე პაციენტების თითქმის 70%, რომლებიც არ იყვნენ საავადმყოფოში გადაყვანილი, პირველადი დიაგნოზიდან 180 დღის განმავლობაში ისეთი სიმპტომების გამო, როგორიცაა ხველა, ქოშინი, გულმკერდის ან ყელის ტკივილი და დაღლილობა.
კვლევები გამოქვეყნებულია შემდეგ გვერდებზე:

Nature
https://www.nature.com/articles/s41586-021-03553-9
MMWR
https://www.cdc.gov/mmwr/volumes/70/wr/mm7017e3.htm…

#coronavirus #COVID19 #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #FDA #WHO

რას ნიშნავს გრძელვადიანი კოვიდი და რა იგულისხმება მასში?

კოვიდ გადატანილი მოსახლეობის 25% რჩებათ ე.წ. „გრძელი კოვიდი“ ან პოსტკოვიდური სინდრომი, გულის, ფილტვების პრობლემები, მეხსიერების დაკარგვა, ალცჰაიმერი, ღვიძლი და ა.შ.

იმ ადამიანებს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანეს, მეცნიერები მოუწოდებენ, ყურადღებით დააკვირდნენ საკუთარ ჯანმრთელობას.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე კოვიდ-პანდემიის თანმდევ ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებზე

23, 09, 2020 რადიო თავისუფლება

საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC), გიორგი ფხაკაძე ლაპარაკობს საქართველოში შექმნილ კოვიდ-ვითარებასა და ჯანდაცვის სისტემურ პრობლემებზე, რომელთა აქტუალურობაც კორონავირუსის გავრცელების კვალობაზე იზრდება:

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%98-%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%99%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%94-%E1%83%99%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%98%E1%83%93-%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AC%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%96%E1%83%94/30853410.html

„ველოდები, რომ პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან…“-გიორგი ფხაკაძე

13/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ქვეყანაში ეფექტურ ვაქცინაციაზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;
ქვეყანაში ჩავარდნილი ვაქცინაციის წინამოსამზადებელ სამუშაოებზე პასუხისმგებელია სახელმწიფო;
აჩვენეთ მაგალითი, აჩვენეთ მზაობა, აჩვენეთ, რომ ხართ ხალხთან ერთად;
ველოდები, რომ ხვალ, მაქსიმუმ ორშაბათს, პირდაპირ ეთერში ვაქცინას გაიკეთებენ – პოლიტიკური სპექტრიდან:
პრეზიდენტი;
პრემიერ-მინისტრი;
მინისტრთა კაბინეტის წევრები;
ჯანდაცვის სფეროდან:
ჯანდაცვის მინისტრი;
ჯანდაცვის მინისტრის ყველა მოადგილე;
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძვანელობა;
სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოების ხელმძვანელები.

ვაქცინის არგაკეთების ნებისმიერი მიზეზი მიუღებელია!!!

სიტყვებიდან საქმეზე გადადით!“ – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი პარტია უკვე საქართველოშია.
AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 43 200 დოზა დაავადებათა კონტროლის ცენტრში მიიღეს, სპეციალურ მაცივრებში დააბინავეს.
ვაქცინა რეგიონებში გადანაწილდება. ვაქცინაციის დაწყება 15 მარტიდან არის დაგეგმილი. თავდაპირველად, აიცრებიან სამედიცინო მუშაკები.
უახლოეს კვირებში საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 129 600 დოზა უნდა მიიღოს. მომდევნო ეტაპზე, იგეგმება „ფაიზერ-ბიოენტექის“ ვაქცინის შემოტანაც.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ცდილობს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩათრევასთამბაქოს ინდუსტრია…

26/09/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ელექტრონულ სიგარეტზე ახალგაზრდობის მოთხოვნა ეპიდემიის ზღვარზეა

ამერიკის პედიატრთა ასოციაციამ ბოლო პერიოდში განსაკუთრთამბაქოებული განგაში ატეხა, რადგან ახალგაზრდებში ელექტრონულ სიგარეტზე მოთხოვნა თითქმის ეპიდემიის ზღვარზეა.


ამიტომაც ასოციაციამ დაუყოვნებლად, ელექტრონულ სიგარეტზე იმდენად მკაცრი რეგულაციების შემოღება მოითხოვა, რომ ახალგაზრდებმა ინტერნეტით და სოციალური ქსელებითაც ვერ შეძლონ ელექტრონული სიგარეტის შეძენა.
თამბაქოს ინდუსტრია ნარკოეპიდემიაში თამბაქოს ახალი პროდუქტების შექმნითა და პოპულარიზაციით ცდილობს ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების, ბავშვებისა და ახალგაზრდების ჩათრევას.
არ წამოეგო თამბაქოს ინდუსტრიის მარკეტინგულ ხრიკებს და არ ენდო მათი დაკვეთით გავრცელებულ დეზინფორმაციას, ელ. სიგარეტის ან გახურებადი თამბაქოს (ე.წ. აიქოსის) ნაკლებ მავნეობაზე.
თამბაქოს ნებისმიერი ნაწარმის კვამლი/ორთქლი/აეროზოლი მომწამვლელია!
მოწევა გ-ტეხავს!


ნუ იქნები მოსაწევის მონა, იყავი თავისუფალი!


აირჩიე ჯანმრთელობა და არა თამბაქოს რომელიმე ნაწარმი!


მწეველებს, ვისაც გსურთ, თამბაქოს ნებისმიერი პროდუქტის მოხმარება შეწყვიტოთ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ მოწევის შეწყვეტის უფასო ცხელ ხაზს 116001+1, კვალიფიციური ფსიქოლოგი პირველად დახმარებას გაგიწევთ და საჭიროების შემთხვევაში შესაბამის სპეციალისტთან გადაგამისამართებენ“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.
ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ მოწევის შეწყვეტის მობილური აპლიკაცია და გადმოტვირთოთ ამ ბმულიდან თქვენს მობილურში:


android: https://play.google.com/store/apps/details
ios: https://www.apple.com/us/search/tavs-vanebeb?src=globalnav
#nototobacco #SmokeFreeGeorgia #თავსვანებებ
#აირჩიე_ჯანმრთელობა_და_არა_თამბაქო #საქართველოთამბაქოსკვამლისგარეშე
#არგარისკო! #შენობაშიარვეწევი #გავთავისუფლდეთთამბაქოსყველანაწარმისაგან!

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ქალებს 35 წლის ზემოთ და მამაკაცებს 40 წლის შემდეგ გირჩევთ, რომ…” – ნახეთ, რა რჩევას აძლევს მათ გიორ

11/12/2021


საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში live ჩართვაში რეკომენდაციას 40 წლამდე ქალებს და 40 წელს გადაცილებულ მამაკაცებს აძლევს, კერძოდ: ის 35 წელს გადაცილებულ ქალებსა და 40 წელს გადაცილებულ კაცებს ყოველწლიური სამედიცინო შემოწმებისკენ მოუწოდებს.

“მანდილოსნებმა 35 წლის ზემოთ და მამაკაცებმა 40 წლის შემდეგ უნდა გაიაროთ ყოველწლიური ე.წ ჩექ აფი, უნდა გაარკვიოთ რა ხდება თქვენს ორგანიზმში.

მე გირჩევთ, რომ როცა ამ ასაკს გადაცდებით, გაიაროთ ყოველწლიური სამედიცინო შემოწმება” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/qalebs-35-tslis-zemot-da-mamakatsebs-40-tslis-shemdeg-girchevt-rom-nakhet-ra-rchevas-adzlevs-mat-giorgi-fkhakadze/


„გამოიყენება მხოლოდ საქართველოში…“ – გიორგი ფხაკაძე

18/12/2022


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ფოტოს აქვეყნებს და წერს:

„შექმნილია და დამზადებულია საქართველოში …
გამოიყენება მხოლოდ საქართველოში …
ეფექტურობას აჩვენებს მხოლოდ საქართველოში …
ჯანმრთელობას გისურვებთ …

აფთიაქებში არ იყიდება, იშოვება მხოლო ქვედა მეზობელთან მაყვალასთან …“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/12/gamoiqheneba-mkholod-saqarthveloshi-ishoveba-mkholod-maqhvalasthan-giorgi-phophkhadze/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights