კვირა, აპრილი 19, 2026

რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად – გიორ

17/09/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში „ფაიზერის„ ვაქცინის ეფექტურობაზე და არსებულ კორონავირუსის ვარიანტებზე წერს.


„ფაიზერის“ ვაქცინა დღესდღეობით საკმაოდ ძლიერი და ყველაზე ეფექტური იარაღია… მაგრამ გვახსოვდეს, რაც უფრო ბევრი ადამიანია აუცრელი, მით მეტი მუტაცია და ვარიანტები იქნება ამ მუტაციების შედეგად და სამწუხაროდ, საკმაოდ დიდი ალბათობაა, რომ არსებული ვაქცინები ვეღარ დაგვიცავენ …

გამოსავალი არის – დროზე უნდა ავიცრათ, რათა შევაჩეროთ ვირუსის გავრცელება და ვირუსის მუტაცია ….“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/rats-ufro-bevri-adamiania-autsreli-mit-meti-mutatsia-da-variantebi-iqneba-am-mutatsiebis-shedegad-giorgi-fkhakadze/


სრულად ვაქცინირებულ ორსულებში Covid-19-ით ინფიცირება ძალიან დაბალია

05/11/2021

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) კვლევის თანახმად, ორსულებში Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების ჯამური რაოდენობა 7 338-ია, რაც 8,6%-ს შეადგენს, სრულად ვაქცინირებულებში კი ეს მაჩვენებელი დაბალია.


NCDC-ის მიხედვით, ორსულებში დადასტურებულ შემთხვევათა შორის ყველაზე მაღალი წილი 35-39 ასაკობრივ ჯგუფზე მოდის.

ორსულის საცხოვრებელი რეგიონის მიხედვით დადასტურებულ შემთხვევების წილი მაღალია ქვემო ქართლის, შედა ქართლის და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში.

ფხაკაძე ამბობს, რომ ფეხმძიმობის საკითხთან დაკავშირებით მთელი სამედიცინო საზოგადოება და მარეგულირებელი სააგენტოები უკმაცრესები არიან. მისივე თქმით, არ აქვს მნიშვნელობა ეს საკვებია, წამალი, თუ ვაქცინა.

„ყველა არსებული ვაქცინა გადაუდებელი გამოყენებისთვისაა გათვლილი. მათგან ორი ყველაზე დაწინაურებულია: „მოდერნა“ და „ფაიზერი“. კვლევებით, რომლებიც აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ჩატარდა, დამტკიცდა, რომ ფეხმძიმე ქალებისთვის აღნიშნული ვაქცინები მარტო უსაფრთხო კი არ არის, არამედ აუცილებელიც.

ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ 3 აგვისტოს გამოაქვეყნდა კვლევა, სადაც შეერთებულ შტატებიდან 130 000 ქალი იღებდა მონაწილეობას, ბრიტანეთში – 52 000. მასში თითქმის 200 000 ფეხმძიმე იყო ჩართული, რომლებმაც გაიკეთეს ვაქცინა. შედეგი დაუჯერებელია – ამ 200 000 ქალიდან კოვიდი მხოლოდ სამს შეხვდა. ისიც იმიტომ, რომ ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა ჰქონდათ გაკეთებული. როდესაც ვსაუბრობთ მომავალ თაობაზე, აქ შეცდომის და ცდუნების საშუალება არ არის“.

ორსულობა და ვაქცინა

თუ აპირებთ ოჯახის შექმნას, სჯობს, ვაქცინა გაიკეთოთ. ბიჭები და გოგოები ხშირად მეკითხებიან, ამ შემთხვევაში როგორ მოიქცნენ. ამ დროს ორივე მშობელი დაცული იქნება. თუ დაზუსტებით არ იცით, ხართ თუ არა ფეხმძიმედ, გაიკეთეთ ვაქცინა, ამით თქვენ იქნებით დაცულები.

თუ იცით, რომ ფეხმძიმედ ხართ, სასურველია რომ ვაქცინაციის პროცესში 14 კვირის შემდეგ ჩაერთოთ. თუ დედა არ დაინფიცირდება, შესაბამისად, ბავშვიც უსაფრთხოდ იქნება.

14 კვირის შემდეგ არანაირი შეზღუდვები არ არის. უკუჩვენების შემთხვევაში ზუსტად ის გამოვლინდება, რაც არაფეხმძიმეებში ვლინდება.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/srulad-vaqtsinirebul-orsulebshi-covid-19-it-infitsireba-dzalian-dabalia/



„ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია…“-გიორგი ფხაკაძე

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:

„თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია. ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 83.5%-მდე მერყეობს. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ.“


მისი თქმით, ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა – შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი.


„გასათვალისწინებელია, – არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე! იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ!

ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. დაუკვირდით, რა ხდება – ჩინური ვაქცინა ჩამოიტანა სახელმწიფომ. ყველა, ვინც არის აფილირებული სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან, უკეთებს რეკლამას ჩინურ ვაქცინას. მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის.

სამწუხაროა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, – არ გინდათ!

ჩინური ვაქცინის ეფექტურობა ვისაც გჯერათ, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს.


„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უკვე ყველაფერი გითხარით. მათ კი, ვინც უკვე გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.

ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია – დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით აწონ-დაწონეთ რისკები და ბენეფიტები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.

იმასაც გეუბნებოდით, ვინც კოვიდი გადაიტანა, არა აქვს მნიშვნელობა რთული თუ იოლი ფორმით, ამ ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტამდე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოვლენები უვლინდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარდა, რამაც ეს შედეგები აჩვენა;

მე თქვენ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გეუბნებით იმას, რაც შემდეგ საჯაროვდება. საიდან მომაქვს ეს ინფორმაციები?! – ვარ ძალიან ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში, სადაც შემოდის ეს კვლევები გამოქვეყნებამდე. სანამ ჟურნალში სტატია დაიბეჭდება, ეს სტატია უნდა განიხილონ სხვადასხვა ტიპის ექსპერტებმა, თითოეულ სტატიას უამრავი კვლევა ახლავს. ამ კვლევების საფუძველზე გაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც გაწვდით და რაც არ არის საყოველთაოდ გაჟღერებული.

მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.

კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები;

კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!

ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა. არავინ არაფერს არ იცავს. ყველა ლანძღავს პოლიტიკურ ელიტას – პოზიციას და ოპოზიციას. კი არიან სალანძღავი, მაგრამ მოქალაქეებს საკუთარი პასუხისმგებლობა ავიწყდებათ.

რომ ვუყურებ, ჩემი დასკვნაა:- მოსახლეობას სულ არ აინტერესებს კორონაპანდემია. ნახეთ, რა ხდება მეტროში და ავტობუსში. მე ჩაკეტვის და წესების მკაცრი დაცვის მომხრე ვარ, მაგრამ რეალურად რომ ვუყურებ, ალბათ, სხვა გამოსავალი არ არის, ალბათ, უნდა გაიხსნას ყველაფერი და ადამიანებმა ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, დაიცვან თუ არა პანდემიის წესები;

რასაც ვუყურებ, კუკუდამალობანას აზრი არა აქვს. ხან დაკეტავენ ნახევრად, ხან ნახევრად გახსნიან – ამას აზრი არა აქვს. ვიღაცისთვის რესტორანი გახსნილია, ვიღაცისთვის დაკეტილია. ქვეყანაში ყველას თანაბარი უფლებები უნდა ჰქონდეს. ამით უფრო აღიზიანებთ ხალხს. ბარემ გახსენით ყველასთვის და იმიეცით ადამიანებს უფლება, აკეთონ ის, რაც უნდათ.

ჩვენს სახელმწიფოში არაპროფესიონალების და კორუმპირებულების გოგლიმოგლია. მთავრობის მიმართ მოსახლეობის ნდობა ნულია.

თუ ვერ მართავთ ქვეყანას, აღიარეთ მაინც. მე, მაგალითად ახლა სასწრაფოდ რასაც გავაკეთებდი – გავაკეთებდი კლინიკებში საწოლების მობილიზებას, ჟანგბადის მომარაგებას. ქვეყანაში გაქანებული მესამე ტალღაა.

ვაქცინაციის პროცესი მოუმზადებელია. ელექტრონული ჯანდაცვა არა გვაქვს. ადამიანები ვაქცინაცის მეორე დოზისთვის რეგისტრაციას ვერ ახერხევბენ.

ერთადერთი, რაც მინდა გთხოვოთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, დაიცავით მაქსიმალური დისტანცია, 2 მეტრს მაინც არ დაიცავთ, ვხედავ.

ყველაზე მთავარი, გაუფრთხილდით ნერვებს. არ ინერვიულოთ , დეპრესია უფრო აზიანებს იმუნურ სისტემას, ვიდრე კოვიდი. იარეთ ფეხით, გამოიყენეთ პირბადე, იქონიეთ ნაკლები კონტაქტი ხალხთან“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



გიორგი ფხაკაძე ბიზნესმენებს მიმართავს.

ბიზნესმენებსაც მივმართავ:

– გახსენით ბიზნესებიო, რომ მოითხოვენ, ამისთვის მომზადებაა საჭირო. ეს კოვიდი კარგა ხანს იქნება, ბიზნესმაც და მომხმარებელმაც მასთან თანაცხოვრება უნდა ისწავლოს. ბიზნესმენებს მივმართავ, დაიქიარაეთ კვალიფიციური ექსპერტები, გინდა ფხაკაძე, გინდა სხვა, რომ სწორი რეგულაციებით ბიზნესის წამოებაში დაგეხმარონ…

ბოლო დროს, რაც მახარებს, ეს არის ჩვენი „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“. სულ უფრო მეტი სამედიცინო დაწესებულება გვემატება. ამჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები. მომავალ კვირას უკვე დავიწყებთ უშუალოდ აკტრედიტაციის მინიჭების პროცესს;

კიდევ ერთხელ ვიმეორებ – ქვეყანა უნდა გაიხსნას, ოღონდ მოსახლეობას უნდა აუხსნან არსებული რეალობა და მოსალოდნელი საფრთხეები, ამის შემდეგ მოსახლეობამ თავად უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ უნდა მოიქცეს“.


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.

მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



COVID-ვაქცინა Pfizer-ისგან – იმედი თუ სატყუარა?

10, 11, 2020 რადიო თავისუფლება

მსოფლიოს წამყვანმა მედიასაშუალებებმა, 9 ნოემბერს, ერთმანეთის მიყოლებით, ელვისებურად გაავრცელეს ცნობა ამერიკული ფარმაცევტული კომპანია Pfizer Inc-ის მიერ შემუშავებული კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის კლინიკური კვლევის წინასწარი მონაცემების საიმედო შედეგების შესახებ.

სხვადასხვა გავლენიანი გამოცემა თუ სააგენტო, მათ შორის „ბიბისი“, „ეკონომისტი“, „ნიუ იორკ ტაიმსი“, „როიტერსი“, კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზზე დაყრდნობით წერენ, რომ კლინიკური კვლევის მესამე ფაზის მონაცემების ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ ვაქცინამ 90%-ზე მეტი ეფექტურობა აჩვენა კვლევაში ჩართულ იმ მოხალისეებში, რომლებსაც ადრე არ ჰქონდათ გადატანილი ახალი კორონავირუსი. კომპანიის მტკიცებით, ვაქცინას სერიოზული გვერდითი ეფექტები არ გამოუვლენია და შესაძლოა, რომ ის უსაფრთხოდ ჩაითვალოს.
Pfizer-ი უკვე გეგმავს, რომ ვაქცინის დამტკიცების მიზნით, ამერიკის საკვები პროდუქტებისა და წამლის ადმინისტრაციას (FDA) ნოემბრის ბოლოს მიმართოს. მარეგულირებელი კომპანიების მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, კომპანია აპირებს, რომ 2020 წლის ბოლოსთვის, 50 მილიონი დოზა, ხოლო 2021 წელს – 1,3 მილიარდი დოზა ვაქცინა აწარმოოს. აღსანიშნავია, რომ ვაქცინა ორ ეტაპად, სამკვირიანი ინტერვალით კეთდება. ანუ, თუკი დამტკიცდება, 2021 წელს, მსოფლიოს მხოლოდ 700 მილიონი ადამიანისთვის ექნება ვაქცინა.
კომპანიამ ინფორმაცია ვაქცინის 90%-იანი ეფექტურობის შესახებ, ჯერჯერობით, მხოლოდ პრესრელიზის სახით გამოაქვეყნა და ეს მონაცემები არცერთ რეცენზირებულ სამედიცინო ჟურნალში არ დაბეჭდილა. როგორც „ნიუ იორკ ტაიმსი“ წერს, ამ ეტაპზე, ინფორმაცია ვაქცინის უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ არ არის საკმარისად დეტალური და არ არის გამორიცხული, რომ კვლევის მსვლელობის პროცესში, ვაქცინის ეფექტურობის შესახებ ინფორმაცია შეიცვალოს.
Pfizer-მა კვლევის მესამე ეტაპზე, რომელშიც 43 ათასზე მეტი ადამიანია ჩართული, 27 ივლისს გადაინაცვლა. გამოკვლევაში აშშ-ის, არგენტინის, ბრაზილიისა და გერმანიის მოქალაქეები მონაწილეობენ. სექტემბერში, ტრამპის ადმინისტრაციამ კომპანიას 500 მილიონი დოზა ვაქცინის დასამზადებლად 1,9 მილიარდი დოლარი გამოუყო. 120 მილიონი დოზა ვაქცინა შეუკვეთა Pfizer-ს იაპონიამ. 200 მილიონი დოზა ვაქცინის შეკვეთას გეგმავს ევროკავშირი.
9 ნოემბერს, კომპანიის ხელმძღვანელმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა, რომ „ეს დიდი დღეა მეცნიერებისა და კაცობრიობისთვის“.
Pfizer-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უკვე მიესალმა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი: „დღევანდელი შესანიშნავი ამბავი მომავალ წელს ვითარების შეცვლის შესაძლებლობას გვპირდება, მაგრამ ჩვენ წინაშე მდგარი დღევანდელი ამოცანები უცვლელია“.
„ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის“ ხელმძღვანელობა კი ამბობს, რომ Pfizer-ის განცხადება „იმედის მომცემია“.
ამ ცნობების ფონზე, კომპანია Pfizer-ის აქციების ფასებმა საფონდო ბირჟებზე მნიშვნელოვნად მოიმატა.
“ნაადრევი სიხარული”?
სკეპტიკურად უყურებს Pfizer-ის მიერ გავრცელებულ პრესრელიზს გიორგი ფხაკაძე, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის წევრი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი. მეტიც, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას ის ამბობს, რომ კომპანიამ მედიას ე.წ. უტკა გადაუგდო და ამით, თავისი აქციების ფასი 5,5%-ით, ანუ, ათეულობით მილიარდი დოლარით გაზარდა:
„ძალიან დიდია ალბათობა იმისა, რომ კომპანიამ ეს ინფორმაცია გამოიყენა მისი აქციების ფასის გასაზრდელად, რაც უკვე დაფიქსირდა კიდეც საფონდო ბირჟებზე და მათი აქციების ფასი 82 მილიარდი დოლარით გაიზარდა“.
„ნაადრევი სიხარული“, – ასე აფასებს ის Pfizer-ისა და მსოფლიო მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში COVID-ის საწინააღმდეგოდ ეფექტური ვაქცინის შექმნის თაობაზე:

„ჩემთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტისთვის, ეს ინფორმაცია არის ძალიან საინტერესო მეცნიერული კუთხით, მაგრამ საზოგადოებრივი ჯანდაცვის კუთხით, ეს ინფორმაცია ჩვენთვის არაფრის მომცემია. ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე, ფუჭი იმედების გავრცელება საჭირო არ არის და, რაც მთავარია, არასწორია, რადგან შესაძლოა, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელებამ გამოიწვიოს საზოგადოების ყურადღების მოდუნება, რომ აი, მალე ვაქცინა გვექნება და ის აუცილებელი წესები, რასაც პირბადის გამოყენება, სოციალური დისტანცირება ჰქვია, სრულად იყოს უგულებელყოფილი. გავითვალისწინოთ, რომ ამ ვაქცინის შესახებ, ჯერჯერობით, არცერთ დამოუკიდებელ ექსპერტს საკუთარი მოსაზრება არ გამოუთქვამს. ვაქცინის ეფექტურობა უნდა შეფასდეს დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ, რომლებიც არ არიან დაფინანსებული ფარმაკომპანიების მიერ და იტყვიან იმას, რაც სინამდვილეშია და არა იმას, რასაც მათ ეს კომპანიები დაუკვეთენ. ტექნიკური ინფორმაცია, რასაც დღეს კომპანია გვაწვდის, ძალიან ზედაპირულია, არის ძალიან ზოგადი და არაფრის მთქმელი. ეს არის კლასიკური „უტკა“.
გიორგი ფხაკაძის თქმით, თუკი Pfizer-ის საბოლოო გამოკვლევა მართლაც აჩვენებს ვაქცინის პოზიტიურ შედეგს, ვაქცინა საქართველომდე მინიმუმ 2022 წლამდე ვერ ჩამოაღწევს:
„ამ ვაქცინის შესანახად -80 გრადუსი გვჭირდება. ვაქცინის დამტკიცება ისეთ სირთულეს არ წარმოადგენს, როგორსაც შემდეგ უკვე მისი გავრცელება. მსოფლიოში უამრავი ვაქცინა არსებობს, რომლებსაც ვერ ვიყენებთ, რადგან ვაქცინის მიწოდების, ტრანსპორტირების პროცესი ძალიან მოუხერხებელია. ამ ტიპის ვაქცინების ტრანსპორტირება ძალიან ბევრ სირთულესთანაა დაკავშირებული. გარდა ამისა, ცალკე, დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ ჩატარდა გამოკვლევა, რომლებმაც დაამტკიცეს, რომ ამ ტიპის ვაქცინების ეფექტურობა გრძელდება მხოლოდ 5 თვეს. ამიტომ ასეთი აჟიტირება ნაადრევია და ფუჭი იმედების მომცემი“.
გიორგი ფხაკაძე ფიქრობს, რომ ეფექტური ვაქცინის შექმნამდე და საქართველოში შემოსვლამდე, დიდი ალბათობით, ვირუსის სამკურნალო მედიკამენტი შეიქმნება, რომელიც მძიმე პაციენტების რიცხვს შეამცირებს. ექსპერტი არც იმას გამორიცხავს, რომ შესაძლოა, ვირუსმა ძირეული მუტაცია განიცადოს და როგორც სხვა ვირუსები, მათ შორის, სარსი და მერსი დამარცხდა ვაქცინის გარეშე, ისეთი დასასრული ჰპოვოს COVID-19-მაც:
„ჩვენ რომ თავიდანვე გვქონოდა გლობალური თანხმობა, რომ, მაგალითად, მთელი მსოფლიო, ერთდროულად, 40 დღის განმავლობაში ჩაკეტილიყო, დღეს ვირუსი აღარ იქნებოდა, მაგრამ ვერ ჩავიკეტეთ. დიდი ალბათობით, მომდევნო წლებში, კოვიდი მიიღებს სეზონური ვირუსის ხასიათს. ძალიან კარგი ამბავი ისაა, რომ ვირუსი აღარ არის ისეთი მკვლელი, როგორიც ადრე და შესაძლოა, ის ვაქცინის გარეშე გაქრეს“.
დღეის მდგომარეობით, მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით 170-მდე კანდიდატი ვაქცინა გადის სამეცნიერო ცდებს. მათ შორის, 130-135 ვაქცინა პრეკლინიკური კვლევების ფაზაშია. კვლევების პირველ ფაზას გადის 14 ვაქცინა, მეორე ფაზაზე გადასულია 8 ვაქცინა.
COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის შესაქმნელად გამართულ რბოლაში Pfizer-თან ერთად ასევე დაწინაურებულია ორი კანდიდატი ვაქცინა – ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ბრიტანულ-შვედური კომპანიის მიერ შექმნილი „ასტრაზენეკა“ და ავსტრალიაში, მურდოხის ბავშვთა კვლევის ინსტიტუტში შექმნილი ვაქცინა.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა ძველი, თითქმის 100 წლის წინანდელი, ტუბერკულოზის საწინააღმდეგო, კალმენტისა და გერენის ბაცილის ანუ ბცჟ-ს ვაქცინის რემოდიფიცირება გადაწყვიტეს.
„ასტრაზენეკას“ განცხადებით, დამტკიცების შემთხვევაში, ისინი აწარმოებენ ვაქცინის 2 მილიარდ დოზას. აშშ-ის ადმინისტრაციამ „ასტრაზენეკას“ გამოკვლევების გასაფართოებლად, 1,2 მილიარდი დოლარი გადასცა.
რაც შეეხება ავსტრალიურ ვაქცინას, მკვლევრებმა ბილ და მელინდა გეითსების ფონდიდან 10 მილიონი ამერიკული დოლარი მიიღეს.
ორივე ვაქცინა კლინიკური კვლევების მესამე ფაზას გადის და მასში ათასობით ადამიანია ჩართული.
იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკური კვლევების მესამე ფაზის დასრულებას მინიმუმ 9 თვე სჭირდება, რასაც კვლევაში ჩართული ადამიანების ანალიზი უნდა მოჰყვეს, ჯერჯერობით არ არსებობს კითხვაზე პასუხი, რამდენად შედეგიანი იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ შექმნილი ვაქცინები გრძელვადიან პერსპექტივაში.
თუკი საერთაშორისო სტანდარტებს დავეყრდნობით, აშშ-ის კვებისა და მედიკამენტების სააგენტოს სტანდარტის მიხედვით, იმისათვის, რომ ვაქცინა დამტკიცდეს, მას მინიმუმ 50%-იანი ეფექტურობა უნდა ჰქონდეს. გაცილებით მაღალია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სტანდარტი, რომლის თანახმადაც ვაქცინამ 70-80%-იანი ეფექტურობა უნდა აჩვენოს.
რაც შეეხება ეფექტური ვაქცინის შექმნის ვადებს, ის 2-დან 5 წლამდე მერყეობს. მისი შექმნის ალბათობა, მხოლოდ და მხოლოდ, 6%-ია.
ნახეთ ვაქცინის ტესტირების ეტაპების შესახებ ვიდეო რადიო თავისუფლების არქივიდან ⬇️


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/30940864.html

„ბავშვებს სამედიცინო პირბადე სჭირდებათ – ბავშვები აბსოლუტურად ერთნაირად ავადდებიან, იგივე ტიპის…

09/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კოვიდ პანდემია და სკოლების გახსნა” – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სტუმრად მანანა ნიკოლაიშვილთან.


„ააფეთქეთ“ განათლების სამინისტრო „წერილებით“. მე ძალადობის წინააღმდეგი ვარ, ყველანაირი ფორმით. გინდა იყოს, ფიზიკური ძალადობა, გინდა იყოს, სიტყვიერი ძალადობა. არ მჯერა, რომ ძალადობით რამე საკითხი შეიძლება მოგვარდეს. მჯერა დიალოგის და ასევე მჯერა პროტესტის, მაგრამ უნდა იყოს უსაფრთხო პროტესტი.

რაც შეეხება სკოლების გახსნას, – ამ ვირუსთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ბევრი რამე არ ვიცით, მაგრამ რაც ვიცით და რაც ვისწავლეთ,, ყოველი თვე, ყოველი დღე რაღაცა იცვლება, ის, რაც ჩვენ გვეგონა 9 თვის წინ, რომ სწორი იყო, უკვე ვიცით, რომ არ არის სწორი. ჩვენ გვეგონა, რომ ბავშვები არ ინფიცირდებიან, ან ნაკლებად ინფიცირდებიან, გულწრფელად ვიტყვი, მეც ასე მეგონა, ბავშვების იმუნური სისტემა პირიქით, სწავლიბს და ა.შ. მაგრამ ეს აღმოჩნდა შეცდომა


სექტემბერში არაერთი საერთაშორისო კვლევა იყო დაბეჭდილი. ბევრი კვლევა ჩატარდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. დამტკიცდა, რომ ბავშვები აბსოლუტურად ერთნაირად ავადდებიან, იგივე ტიპის პროცესები მიმდინარეობს ბავშვებში, როგორც დიდებში, არანაირი განსხვავება არ არის. ეს, პრაქტიკულად ცვლის მთელ მიდგომას ბავშვებთან მიმართებაში და სასკოლო პროცესში. ადრე თუ ვამბობდით, რომ ბავშვებს სამედიცინო პირბადე არ სჭირდებოდათ, ახლა ვიცით, რომ სჭირდებათ. არ აქვს მნიშვნელობა, რა ასაკის არის ბავშვი„, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


“კოვიდ პანდემია და სკოლების გახსნა” – ვიდეო





„ყველა სკოლაში, დაწყებული მე-5 კლასიდან ზემოთ, მოსაწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. დეტალური ინსტრუქციები სკოლებს დღესვე დაურიგდება. ეს დაიწყება უკვე ხვალიდან, ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ შენარჩუნდეს ის კარგი დინამიკა, რომელიც უკვე გვაქვს, მაგრამ ამას შენარჩუნება სჭირდება.

თბილისის, რუსთავისა და ქუთაისის გარდა, სხვა სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდა, პროცესი მშვიდობიანად მიმდინარეობს, ამას შენარჩუნება სჭირდება.


ორშაბათიდან, უკვე საქართველოს ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება. მთავარია ჩვენი ბავშვების, შვილების ჯანმრთელობა, მასწავლებლების ჯანმრთელობა. ყველა სკოლა სრულ მზადყოფნაშია, ყველა ინფრასტრუქტურული პრობლემა მოწესრიგდა, მათ შორის სველი წერტილების საკითხი, სკოლებში სამედიცინო პროტოკოლის ყველა ნაწილი ზედმიწევნით იქნება დაცული. სკოლა არის და იქნება უსაფრთხო ადგილი ყველასთვის“, – განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.


თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესი სკოლებში 15 თებერვლიდან განახლდება.



15 თებერვლიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში, სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში გაგრძელებასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სკოლებისთვის რეკომენდაციები განაახლა.


სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია:
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ შესაბამის რეგულაციებთან ერთად, სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით, ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას მიაწოდა. სკოლები მოკლე ტექსტური შეტყობინებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით უზრუნველყოფენ მოსწავლეთა მშობლების ინფორმირებას.


ამ გზით, ყველა მხარეს ექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა ღონისძიებებს ახორციელებს სკოლა Covid-19-ის პანდემიის გამოწვევების საპასუხოდ, როგორც სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან, ასევე სკოლაში არსებულ სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებით. სკოლებში უსაფრთხო საგანმანათლებლო გარემოს შექმნის მიზნით, სამინისტროს ინიციატივით, სკოლებს მშობლებთან კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავება და დამტკიცება დაევალა.
ეს საშუალებას მისცემს მშობლებს, ყველა ხელმისაწვდომი საკომუნიკაციო საშუალებით (სკოლის Facebook-ის გვერდი, ელფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება, TEAMS-ის პროგრამა, ბანერები, საინფორმაციო შეხვედრები), სისტემატურად მიიღონ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა:

სკოლის სპეციალური აღჭურვილობებით, დეზობარიერებით, სადეზინფექციო საშუალებებით, პირბადეებითა და უკონტაქტო თერმომეტრებით უზრუნველყოფა
სკოლის მოვლა-პატრონობისა და დალაგება-დასუფთავების მიზნით გატარებული ღონისძიებები
სკოლაში სველი წერტილების მდგომარეობა
საკლასო ჯგუფების ცვლებში განაწილება, მიმდინარე საგაკვეთილო ცხრილი და სსსმ მოსწავლეებისთვის რესურს ოთახით სარგებლობის განრიგი
სკოლის ეზოსა და შენობაში მოსწავლეთა ნაკადების შესვლის, გასვლისა და გადაადგილების ორგანიზება
თერმოსკრინინგის უზრუნველყოფა
სკოლის პერიმეტრზე პირბადის ტარებასთან დაკავშირებული მოთხოვნები
დისტანციური სწავლების მოთხოვნა საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის
სკოლის პერსონალის სავალდებულო ტესტირება
მშობლებთან კომუნიკაციისთვის გამოყოფილი დრო და ფორმატი.
სამინისტრო მშობლებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ სკოლის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას და ზედმიწევნით დაიცვან შესაბამისი რეკომენდაციები:
სკოლაში წასვლამდე აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა
ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ სკოლას ინფორმაცია
უზრუნველყონ მოსწავლის დროული გამოცხადება სკოლაში
ცხელების დაფიქსირების შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, უმოკლეს ვადაში უზრუნველყონ მოსწავლის სკოლიდან წაყვანა
დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს.

მოსწავლეთა მშობლებს კვლავ ეძლევა შესაძლებლობა, გააკეთონ არჩევანი დასწრებით სწავლებასა და დისტანციური სწავლების ფორმას შორის. აღნიშნული მიდგომა მხოლოდ თბილისის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, თელავის, ზესტაფონის, გარდაბნის, ფოთის, მარნეულის, ბათუმის, ქობულეთისა და გორის საჯარო სკოლებს შეეხება.
მთელი ქვეყნის მასშტაბით, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე, სკოლის ადმინისტრაციაში განაცხადონ მუშაობის დისტანციურ ფორმატში გაგრძელების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სკოლას აქვს შესაძლებლობა, კონკრეტული საგანი გადაიტანოს დისტანციურ ფორმატში, ან პედაგოგი სხვა მასწავლებლით ჩაანაცვლოს. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესი მასწავლებლის უფლებების გათვალისწინებითა და მასთან შეთანხმებით წარიმართოს.

საქართველოს მასშტაბით სკოლებში უკვე მიმდინარეობს მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციული პერსონალის მინიმუმ 20%-ის სავალდებულო სისტემატური ტესტირება, 2 კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება“.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



დისტანცირების მანძილი შესაძლოა 4 მეტრამდეც გაიზარდოს – პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ის…..

16.04.2020 Rustavi2

დისტანცირების მანძილი შესაძლოა 4 მეტრამდეც გაიზარდოს – პროფესორი გიორგი ფხაკაძე COVID-19-ის რეკომენდაციებზე


ვაქცინებისა და იმუნიზაციის გლობალური ალიანსის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერის” ეთერში კორონავირუსთან დაკავშირებით რეკომენდაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რეკომენდაციები შეიცვალოს, რადგან ამ ვირუსთან დაკავშირებით ყოველდღიურად ახალი კვლევები და ცნობები ჩნდება.

“პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი როგორ იქცევა, ვიცით ზოგადი ინფორმაცია. ყოველ დღეს ვიღებთ ახალ ინფორმაციას და რასაც ჩვენ ვფიქრობდით ერთი თვის, 2 კვირის წინ, დღეს ვიღებთ სხვა სურათს და ინფორმაციას. ჩვენ ერთი თვის წინ გვეგონა რომ ერთი მეტრი დისტანცია იქნებოდა საკმარისი, მაგრამ კვლევებმა აჩვენა, რომ 2 მეტრი და ზოგი კვლევა ამბობს, რომ 4 მეტრამდეც უნდა იყოს გაზრდილი. ზოგი კვლევით თუ თქვენ დგახართ მორბენალის უკან ეს დისტანცია შეიძლება იყოს 5 მეტრიც კი. დასკვნა არის ძალიან მარტივი, ჩვენ არ ვიცით ეს ვირუსი როგორ მუშაობს, ჩვენ უნდა გავაკეთოთ მაქსიმალური დისტანცირება და რეკომენდაცია რომ იყო 2 მეტრი, მე ჩემს ახლობლებს ვურჩევ, მინიმუმ 3 მეტრს, საუკეთესო შემთხვევაში 4 მეტრ დისტანციას,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/161575

14-თეთრიან, საბავშვო პირბადეს 45 თეთრად ყიდიან, სირცხვილია!- გიორგი ფხაკაძე

13/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:


„მინდა გაჩვენოთ, უსაყვარლეს ქალაქში ვარ (ყავას ვსვამ და ამ დროს პირბადე არ მიკეთია), ფრანგული ქალაქია, ძალიან ლამაზი, ძალიან საინტერესო.

გეტყვით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რაც მოხდა საქართველოში, ბევრი საინტერესო მოხდა ჯანდაცვის სფეროში, ერთი-მეორეზე უკეთესი. დაწყებული ვაქცინაციის პროგრამით…


მაგრამ, სანამ გადავალ სერიოზულ საკითხებზე, მინდა გაჩვენოთ ძალიან დიდი სილამაზე… ეს არის კერძო საკუთრება, ადრე იყო ციცხე-სიმაგრე.

ვიდეო –

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159946209065579


ვიტყვი სკოლებთან დაკავშირებით,- ერთის მხრივ, მიხარია, სკოლები რონ იხსნება, მეორეს მხრივ, ცოტა მეშინია, რადგან ჩვენი სკოლები მომზადებული არ არის. თავს ნუ ვიტყუებთ, ჩვენ გვიყვარს თავის მოტყუება, – ყველაფერი კარგად არის, ყველაფერი მშვიდად არის. რატომ ვიტყუებთ თავს? – ვერ გავიგე. სკოლებთან დაკავშირებით არის პრობლემა, არაერთი კვლევა ჩატარდა, ამ კვლევის მიხედვით, არის რამდენიმე საკითხი:

ყველა ბავშვი არის რისკი ქვეშ (არ აქვს ასაკს მნიშვნელობა), ვირუსი არის ყველასთვის საშიში, პირბადე უნდა გამოიყენოს ყველამ. სხვა გამოსავალი არ არის. ძალიან ბევრი წინააღმდეგია პირბადის გამოყენების. მე არ მიყვარს პირბადე, ვერ ვიტან, მაგრამ ვცდილობ ყოველთვის, ვიარო ისეთ ადგილებში, სადაც ცოტა ხალხია (საფრანგეთში ყველგან ჯარიმაა 150 ევრო), ვიარო ტყეში. სამწუხაროდ, ჩვენ პირბადესთან ერთად ცხოვრება მოგვიწევს ძალიან დიდხანს, რამდენიმე წელი.


მე ვამბობ იმას, რაც ვიცი, რა ინფორმაციაც არის ჩემთვის ხელმისაწვდომი, ჩემზე ნუ ბრაზობთ, ძალიან გთხოვთ.


ჩემს ფეისბუქ-გვერდზე დავდე ინსტრუქცია, ეს კვლევა იყო დაბეჭდილი7-8 თვის უკან, კარგად არის აღწერილი, რა უნდა გაკეთდეს სკოლებში.


სკოლაში აუცილებლად უნდა იყოს ორმეტრიანი დისტანცია, სახელმწიფოს გადაწყვტილებით, უნდა იყოს ერთმეტრიანი დისტანცია (არ ვეთანხმები), როგორც არ ვეთანხმები, მაგალითად, პრემიერ-მინისტრმა ბავშვებს ხელი ჩამოართვა, ეს არასწორია. ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ეს არასწორია. არასწორია, როცა ბავშვებს არ უკეთიათ პირბადე რაც გინდათ ის თქვით, გამლანძღეთ, ერთი პატარა ანგელოზიც რომ არ გახდეს ავად. როდისმე ხომ მოვხვდებით ზევით, იქ მერე მომკითხავენ, რისი გაკეთევა შეგეძლო და რა გააკეთე და რა არ გააკეთე. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავიცვათ ეს პატარა ანგელოზები, ვიმეორებ, ყველა ბავშვს სჭირდება სამედიცინო პირბადე. სწორად გამიგეთ, არ ვარ არავის წინააღმდეგი, შეიგნეთ, ამნდენი ნეგატივი ნამდვილად არ არის საჭირო. ვამბობ იმას, რასაც მეცნიერება გვეუბნება. ბევრი ადამიანი, მეცნიერებასთან არანაირი შეხება რომ არ აქვს (ახლოსაც რომ არ გაუვლია), რაღაცას ამტკიცებენ, გამოდიან და ათას რაღაცას ლაპარაკობენ. ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ ექიმობას უნდა 20 წელიწადი, რომ ისწავლო და ამის შემდეგაც, ექიმი ხარ თუ არა, საკითხავია.


შეურაცხყოფას არავის ვაყენებ, ვერც მივაყებებ, რადგან სხვანაირად გამზარდეს.

ძალიან გთხოვთ, თქვენი გადასაწყვეტია, ბავშვები არიან თქვენი, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება. ბავშვების ბრალი არ არის, რომ დიდებს ჭკუა არა აქვთ. ამ პატარა ანგელოზებმა, რა დააშავეს?!


მე მირჩევნია, თქვენ მე გამლანძღოთ, მაგრამ პატარა ანგელოზები გადავარჩინოთ. სამედიცინო პირბადე არის აუცილებელზე აუცილებელი. ამაზე ვამბობდი ძალიან დიდი ხნის წინ, კვლევები, რომლებიც არ იყო დაბეჭდილი, გეუბნებით, ისეთ კვლევებზე, რომელიც მსოფლიოში დაბეჭდილი არ არის, არ არის გაჟღერებული. თქვენ, პირველებს გეუბნებით, რომ იყოს მომზადებული. აუცილებელია პირბადე (თუ გინდათ, ფკახაძის პირბადე დაუძახეთ, ძალიან ბევრი მეგობარი მეუბნება, აფთიაქში ფხაკაძის პირბადე მოვითხივეო).


გულახდილას ვამბობ, ეს არის ჩემთვის დამსახურება (არ ვიცი, ამას რა დავარქვა), აბსოლუტურად უცნობი ადამიანი როცა მოგწერს, აფთიაქში ვიყავი და „ფხაკაძის პირბადე“ მოვითხოვე და ფარმაცევტმა გაღიმებულმა მომცა პირბადე!



რომ ამბობენ, ფხაკაძეს რა ინტერესი აქვს?! ალბათ, ექიმი უნდა იყო, რომ მიხვდე ჩემს გრძნობებს, ძალიან ბევრი თქვენგანი, ალბათ, კიდევ ვერ ხვდება, რატომ ვაკეთებ, რისთვის ვაკეთებ ამ ყველაფერს. ექიმი რატომ ექიმობს?! – დაფიქრდით! ექიმობა ძალიან რთულია და როცა ერთხელ გახდები ექიმი, მთელი ცხოვრება ხარ ექიმი! მინდა, თქვენ მოგცეთ სწორი ინფორმაცია, რომელსაც, ვთვლი, რომ სწორია და თუ თქვენ თვლით, რომ არასწორია, კი, ბატონო! ხომ არ გაიძულებთ. მეცნიერებასთან არანაირ კავშირში არ არის, თითქოს, ჟანგბადი არ ყოფნის. პირბადე თუ არის არასამედიცინო, ცუდი ხარისხის, გეთანხმებით, – ჟანგბადი არ ჰყოფნის ადამიანს და არის ალერგიულიც. ამიტომ არის სამედიცინო, კარგი ხარისხის პირბადე პირბადე, რომელიც ჩვენი წყალობით, -ჩვენ შევძელით, რომ საქართველოში პირბადის ფასი არის 14-იდან 20 თეთრამდე. ვინც ყიდის ძვირად, არის უნამუსობა, ეს ხალხი არის დასაჭერი, განსაკუთრებით ფარმაკომპანიები. საბავშვო პირბადეები რომ არის დეფიციტი, მთავრობა უნდა იყოს უფრო ლოგიკური, ლოგიკა აკლია მთავრობას. როდესაც რაღაცას აკეთებ, ხომ უნდა ჩამოყალიბდე, რატომ აკეთებ. უთხარი ყველას კომპანიას (შემომტანსაც და მწარმოებელსაც), ეს არის სავალდებულო და დაიწყეთ წარმოება. ემოციებზე აწყობილია ჩვენი მთავრობა. გულახდილად ვამბობ, ადრე მეცოდებოდა ჩვენი მთავრობა, ჯანდაცვის მინისტრის მეცოდებოდა, ახლა კი რა ვთქვა, ესეც არ ვიცი! ახლა არის იდეალური საშუალება, რომ გააკეთო ყველა რეფორმა. აბა, როდის უნდა გააკეთო რეფორმები?! რას ელოდებიან? მესამე მოსვლას თუ მეხუთე მოსვლას?! შეიძლება არ ვარ მართალი და რაღაცაში ვცდები! ბევრმა კერძო სკოლამ მომმართა.


თქვენ გყავთ მეგობრები, გყავთ ნათესავები, ახლობლები, ჩემი თხოვნაა (რაღა დარჩა, რამდენიმე კვირა) რამენირად პირბადეების პრობლემა ვუზრუნველყოთ. არის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ყიდის საბავშვო პირბადეებს სააფთიაქო ქსელში (არ დავასახელებ სახელს, ყველამ იცის), უნამუსოები არიან, 14 თეთრად იყიდეს საბავშვო პირბადე და 45 თეთრად ყიდიან, რა უნდა დაარქვა, ასეთ ადამიანებს?! სიტყვები არ მყოფნის! გეუბნებით, ვინც უნდა გალანძოთ, -მისამართს გეუბნებით! ეს უზნეო კომპანიები საბავშვო პირბადეს ყიდიან 45 თეთრად!


ექსპერტებიც და ჯანდაცვის ექსპერტებიც, ჯანდაცვის სპეციალისტებიც, ყველანი არიან პოლიტიკური პარტიებთან! სირცხვილია!


თუ ასეთი მაგრები არიან, გააკეთონ რაღაცა ისეთი, რაც, მაგალითად ფხაკაძემ ვერ გააკეთა! ხომ ამოუვიდა ფხაკაძე ზოგიერთს ყელში. მე დავწიე ფასი, თქვენ ერთად პირბადეების! მეორე, – სამედიცინო პირბადე ექვსი თვის წინ, იცოდით, რა იყო?! – დოლბანდი რომ შემოიტანეს! – ყველამ ერთად გავიარეთ ეს თემა და საქართველოში ყველამ იცოდა, სანამ ევროპა ოფიციალურად გამოაცხადებდა, სამედიცინო პირბადე არის სავალდებულო, სანამ ევროპა იფიქრებდა. როცა გავიგე, ჩინური ვაქცინის შემოტანის შესახებ, ავტეხე ამბავი, ტვინი რომ გაგიხვრიტეთ ყველას, გახსოვთ?! „გაფუჭებული ხაჭაპური“, გახსოვთ?! ხომ იმუშავა ამან და ჩინური ვაქცინა ხომ არ გაქვთ, ახლა?! ხომ გეუბნებით, მადლობა გადამიხადეთ, – საერთოდ არ მინდა. ჩემთვის მთავარია, ჩემი მეგობრები, ნათესავები, ჩემი ყოფილი კოლეგები, ისინი არიან უსაფრთხოდ! ზოგი ამობს, ჩინური უნდა შემოეტანათ! ზოგი ამობს, ფხაკაძე ანტივაქსერი.


გახსოვთ, სკოლის გახსნაზე რომ იყო საუბარი, ანერვიულებული რომ ვიყავი და ავტეხე ერთი ამბავი! ვიღაც ქალი გამოვარდა (არ ვიცი, ვინ არის ის ქალი, არ ვიცი, ჟურნალისტია თუ ექიმია) გამლანძღა,- მე პირბადეს არ გავიკეთებ! ბავშვების დედა ვარო! – თუ ბავშვების დედა ხარ, ჯერ ბავშვებზე უნდა იფიქრო! მიუხედავად ამისა, არ გავჩერდი! მივიღეთ ის, რომ მეხუთე კლასიდან, ბავშვებისათვის სავალდებულოა პირბადე. ვამბობდი – საჭიროა ორმეტრიანი დისტანცია და თქვეს, ერთმეტრიანი დისტანციაა საჭირო სკოლებში. რაღაცა ნამდვილად გაკეთდა!


მაქვს ძალიან მარტივი შეკითხვა, რამდენი ექსპერტია საქართველოში, ტელევიზიით რომ გამოდიან. ძალიან გთხოვთ, იფიქრეთ, იმიტომ რომ „ფიქრი არის ძალა“, „ფიქრი არის თავისუფლება“, ამ ექსპერტებიდან (პირდაპირ ვამბობ, ფულს აკეთებს ყველა) რომელიმემ რამე გააკეთა? ლაპარაკის გარდა კონკრეტული რამე გააკეთეს ისეთი, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეხოთ?!


თქვენ აფთიაქში როცა 20 თეთრად ყიდულობთ პირბადეს, დაფიქრდით!, 2 ლარის მაგივრად, ადრე რომ იხდიდით (თან იყო „ნაგავი“), იცით უკვე 20 თეთრზე მეტი არ უნდა ღირდეს სამედიცინო პირბადე. ლაპარაკის გარდა კონკრეტული რამე გააკეთეს ისეთი, რაც კონკრეტულად თქვენ შეგეხოთ?! ეს ხალხი არის ძალიან ბოღმიანი, ძალიან გაბრაზებული, ბოღმა ისეთი რაღაცაა, გაუნათლებლობის ამბავია! როცა რაღასაც ვიტყვი, ბრაზდებიან!


კიდევ ვიმეორებ, არც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი არა ვარ და ვერ ვიქნები! ვერც ერთში ვერ დავინახე, – იმუშაონ და რაღაცა გააკეთონ! – დაგიდგებით გვერდით, რამდენი რამის გაკეთება შემიძლია, პრობლემა არ არის! მაგრამ ვერავინ დავინახე ისეთი, რომ მათთან ერთად გავაკეთო საქმე! ყველა არის საქმოსანი და ბიზნესმენი! არ არიან ისეთები, სახელმწიფოს აშენება რომ უნდოდეთ. ყველას ვუსმენდი ძალიან ყურადღებით არჩევნების წინ! ვერც ერთმა ვერ დამარწმუნა, რომ ჩვენს სახელმწიფოს მართლა აშენებაზე ფიქრობდნენ! მე ვერ დამაწმუნეს! თქვენ დაგარწმუნეს?!


ჟურნალისტებს ვეუბნები, რომ, ნუ მიწოდენ ექსტერტს! – გიორგი ფკახაძე, არც პროფესორი და არც ექსპერტი! ვარ ჩვეულებრივი ქუთაისელი ბიჭი, მორჩა! მაგრამ ამ ქუთაისელმა ბიჭმა შეძლო ის, რაც ვერც ერთმა ექსპერტმა (ვინც საქართველოშია) ვერ გააკეთა. შეკითხვა მაქვს, – რატომ ვერ გააკეთეს?!


ვაქცინასთან დაკავშირებით, – სირცხვილი და თავის მოჭრა! – ინდოთში ვცხოვრობდი 7 წელი. ვიყავი ჯანდაცვის მინისტრის მრჩეველი! იქ მაქვს სადოქტორო დაცული! პრეზიდენტი, – იმის მაგივრად, როცა წავიდა ბრიუსელში (კი, ბატონო, კარგია, მაგრამ) შემდეგ უნდა წასულიყო თელავივში, თელავივიდან უნდა წასულიყო დელიში. ეს არის ის, სადაც შენ შეიძლება გამართო მოლაპარაკება ვაქცინასთან დაკავშირებით! მინიშნება გავაკეთე მთავრობასთან! (ყველაფერი იმართება პიარით!) შემომთავაზე, – ფხაკაძე გახდი საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი, არ მინდა თქვენი ხელფასი, ხომ უნდა იფიქრო და გამოიყენო ჩემი რესურსი! ხომ ყველაფერი იციან, ყველაფერში გამოცდილი არიან! ფულის გარდა არაფერი არსებობს? შენი ქვეყანა რომ არის მთავარი! მსოფლიოში ინდოეთი არის ვაქცინის ყველაზე დიდი მწარმოებელი! – ხომ იციან ინდოეთთან ჩემი კონტაქტები! ხომ იციან, რომ გავლენა მაქვს ინდოეთში! – შემეკითხე, შემაწუხე! ვაქცინის 150 დოზა მიიღეს, ეს არის სასაცილო,

მე მაინც მჯერა, რომ ყველაფერი იქნება კარგად! ბოლო წუთებში რაღაცას გააკეთებენ!

ყველაზე დიდი უბედურებაა, როცა შენ იცი, რა არის პრობლემა, სად არის გამოწვევა, ამბობ და ხალხი გეუბნება – არა, მასე არ არისო! სოციალურ ქსელში რომ ხართ განათლებული ზოგიერთი, ამის გარდა წიგნებიც არის! წიგნის წაკითხვა ერთია და რომ გაანალიზო, კიდევ ოცი წიგნი უნდა წაიკითხო!


ერთ სტატუსს წაიკითხავენ ფეისბუქში და ექსპერტები არიან, ყველაფრის ექსპერტები არიან! იმიტომ არის ჩვენი საქმე „კარგად“!


კიდევ ვამბობ და მინდა, კარგად გაიგოთ, – უჭკუო ვირუსმა, ჩვენ, ჭკვიან ადამიანებს გადაგვიტრიალა ტვინი! მირჩევნია გამლანძღოთ, კიდევ გეუბნებით, თუ ბავშვები იქნებიან პირბადით სკოლაში, ეს იქნება ჩემთვის ყველაზე დიდი „სიგელი“, „ძეგლი“ და სიხარული! სკოლებში ორპირი უნდა იყოს 10-15 წუთი, როცა ბავშვები არიან საკლასო ოთახში! ერთიც რომ იყოს ინფიცირებული, დაააინფიცირებს მთელ კლასს! ყოველ 10 წუთში ვირუსის რაოდენობა იზრდება, ამიტომ არის საჭირო ორპირი 10-15 წუთის განმავლობაში. მე დავიღალე ამდენი ჩაკეტვებით და კარანტინით! ხომ უდა ვისწავლოთ, ვირუსთან ერთად ცხოვრება?!


გუშინ ვნახე, მეტროს სურათი. რა ხდება, მეტროში?! რომ წარმოვიდგინე, ბავშვი მეტროთი მივა სკოლაში, რაც ახლა ვილაპარაკე, ყველაფერი გამოვა წყალში ჩაყრილი!

დრო და გავა და ჩემი ნათქვამი, რაც მითქვამს შარშანდელიდან მოყოლებული აქამდე, ყველაფერი დევს ჩემს ფეისბუქვერდზე. მე რამე პოლიტიკური ინტერესი გამოვხატე? თანამდებობის ინტერესი გამოვხატე? ბიზნესინტერესი გამოვხატე? ძალიან ცუდია, როცა ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ უანგარობა არის ძალიან დიდი ფუფუნება და მიხარია, რომ ამის გაკეთება შემიძლია! მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი! ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ გააკეთებს! თქვენც უნდა გადადგათ ერთი ნაბიჯი!


პირბადე არის ერთადერთი საშუალება, ბავშვები, პატარა ანგელოზები რომ გადავარჩინოთ! ვაქცინები, რომლებიც დამტკიცებულია, დროებითია! „არც ერთი ხაჭაპური კარგად შემწვარი არ არის!“ გამგები გაიგებს! მაგრამ როცა გშია, უმ ხაჭაპურსაც შეჭამ და ჩვენ ახლა ასეთ სიტუციაში ვართ!


ჯანმრთელობას გისურვებთ! – აუცილებელია სიარული სუფთა ჰაერზე 30-35 წუთი! აუცილებლად ვიყოთ კარგ ხასიათზე! კარგ მუსიკას მუსმინეთ! გიყვარდეთ ერთმანეთი! ძალიან მიყვარხართ! თქვენ ხართ საქართველო! – მიყვარხართ ძალიან! შენ თუ გიყვარს შენი სამშობლო, უნდა გიყვარდეს შენი თავი!თუ გიყვარს შენი თავი, შენ გიყვარს ყველა, ვინც არის შენს გვერდით და ეს არის შენი სამშბოლო! ვცეთ ერთმანეთს პატივი! არაფერს ვითხოვ! გაუფრთხილდით ჩვენს პატარებს!


გამოიყენეთ ყველგან პირბადე! ძალიან წინააღმდეგი ვიყავი და ახლაც წინააღმდეგი ვარ, მეტრო არ უნდა გახსნილიყო, ეს არის დანაშაული! ავტობუსების მართვა კიდევ შესაძლებელია!

ერთადერთი რაც გადაგავრჩენს, – სიყვარული გადაგვარჩენს!


ვაქცინა, სკოლები, რეგულაციები -ნახეთ ვიდეო

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159946209065579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს ერთდროულად 2 კოვიდის ვარიანტი?“ – ფრანგული კვლევის დეტალები

04/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ბევრი მეკითხება შეიძლება თუ არა ადამიანს ჰქონდეს ერთდროულად 2 კოვიდის ვარიანტი. პასუხი, კი შეიძლება, მაგრამ ეს საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. ფრანგული კვლევის დეტალები იხილეთ ბმულში.“ – წერს „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


Can a patient be co-infected with different #SARSCoV2 #variants?

Yes, not very common but possible!

Here’s a pre-print on #Delta #Omicron co-infections in #France for immunocompetent & epidemiologically unrelated patients. These co-infections were detected by #PCR assays targeting #SARSCoV2 S-gene mutations and confirmed by whole #genome sequencing For 2 patients, Delta or #OmicronVariant can outcompete the other.
https://www.medrxiv.org/con…/10.1101/2022.03.02.22271694v1


შეიძლება თუ არა პაციენტის თანადაინფიცირება სხვადასხვა #SARSCoV2 #ვარიანტებით?
დიახ, არ არის ძალიან გავრცელებული, მაგრამ შესაძლებელია!


აქ არის წინასწარი ბეჭდვა #Delta #Omicron-ის ერთობლივი ინფექციების შესახებ #საფრანგეთში იმუნოკომპეტენტური და ეპიდემიოლოგიურად დაუკავშირებელი პაციენტებისთვის. ეს ერთობლივი ინფექციები გამოვლინდა #PCR ანალიზებით, რომლებიც მიზნად ისახავს #SARSCoV2 S-გენის მუტაციებს და დადასტურდა მთლიანი #გენომის თანმიმდევრობით 2 პაციენტისთვის, Delta-ს ან #OmicronVariant-ს შეუძლია კონკურენცია გაუწიოს მეორეს.


ჩვენ ვახსენებთ Delta/Omicron SARS-CoV-2 ერთობლივი ინფექციების მტკიცებულებას საფრანგეთში COVID-19 პანდემიის მეხუთე ტალღის დროს 7 იმუნოკომპეტენტური და ეპიდემიოლოგიურად დაუკავშირებელი პაციენტისთვის. ეს ერთობლივი ინფექციები გამოვლინდა PCR ანალიზებით, რომლებიც მიზნად ისახავს SARS-CoV-2 S-გენის K417N და L452R მუტაციებს და დადასტურდა მთლიანი გენომის თანმიმდევრობით, რამაც შესაძლებელი გახადა თითოეული სუბპოპულაციის პროპორციის შეფასება. 2 პაციენტისთვის, 7-დან 11 დღის ინტერვალით შეგროვებული გრძივი ნიმუშების ანალიზმა აჩვენა, რომ დელტას ან ომიკრონს შეუძლიათ კონკურენცია გაუწიონ სხვა ვარიანტს ორმაგი ინფექციის დროს.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

ამოყავით თავი სილიდან, ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას – გიორგი ფხაკაძის მიმართვა…

16/08/2021

პროფესორი, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში მორიგ რჩევებს აქვეყნებს.


ფხაკაძე აღნიშნავს, რომ საქართველომ მაგალითი ისრაელისგან უნდა აიღოს. “ისრაელში სიტუაცია სამწუხაროდ დრამატულად შეიცვალა. მიზეზები თუ რატომ ახლა და რატომ ასეთი დიდი აფეთქება:


ნაადრევად პირბადეების მოხსნა, ვერ გათვალეს და არჩევნებმაც იმოქმედა. ხალხმრავლობები ნაადრევად დაუშვეს, აქაც არჩევნების ბრალი იყო. უკვე ვიცით, რომ ფაიზერის 2 დოზა 6 თვე გვიცავს და სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში ის კარგავს ძალას, მე-2 დოზიდან 6 თვის თავზე მე-3 ფაიზერის “ე.წ. ბუსტერი” დოზა არის საჭირო.

ისრაელში ახლანდელი კოვიდ აფეთქება ძირითადად არის არავაქცინირებულ ადამიანებში.

რას აკეთებს ისრაელის მთავრობა:

პირბადეები არის სავალდებულო ყველგან; თავშეყრის ადგილების შეზღუდვა და დისტანციის რეგულაციის გაძლიერება; ფაიზერის-მე 3 დოზა “ბუსტერი” უკვე 1 მილიონი ადამიანი აიცრა და ეს ეხება 50 წელს გადაცილებულ პირებს; ფაიზერის ვაქცინა 12 წლის ასაკიდან არის ისრაელში დაშვებული.

500 ბავშვი 5-დან 11 წლის ასაკამდე უკვე აიცრა ისრაელში, ძირითადად ვისაც აქვს მძიმე ქრონიკული დაავადებები; რა უნდა ქნას საქართველომ:

სირაქლემის პოზიციიდან ამოვიდეს … თავი ამოყავით სილიდან.პრაგმატულად შევხედოთ, თუ რა რესურსები გვაქვს და ამ რესურსების სრული მობილიზაცია უნდა მოხდეს. ვისწავლოთ ისრაელიდან – ეს ხელისუფლებას:

სამედიცინო პირბადე 2 წლის ასაკიდან ყველგან, 100% პირბადის გარემო. აიკრძალოს ყველა, აბსოლუტურად ყველა ხალხმრავალი ღონისძიება. მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინაცია, ახლა და არა 6 თვის თავზე ვიზრუნოთ “ბუსტერზე” რომ აცრილებში არ მივიღოთ ვირუსის აფეთქება, ისიც უნდა ავუხსნათ მოსახლეობას, რომ ზოგიერთი ადამიანისთვის მე-3 დოზაც არ დაიცავს და იმიტომ უნდა გავაგრძელოთ პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა.

კლასტერების კონტროლი გააგრძელეთ, ასე ხელის ჩაქნევა არ შეიძლება, გამოიყენეთ თანამედროვე ტექნოლოგიები (ბებო მაროს პასტა/ ფურცელი სირცხვილია დღეს)

”კოვიდ საშვები” დანერგეთ რაც შეიძლება მალე, აიღეთ საფრანგეთის/ ევროპული მაგალითი.

ეს მოსახლეობას:

გვახსოვდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თქვენი და თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანების სიცოცხლე. გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე ეს გჭირდებათ თქვენ და არა ჩვენს მთავრობას.

დარჩით სახლში თუ შეგიძლიათ თუ არა ან ვერ რჩებით სახლში აერიდეთ ხალხმრავალ ადგილებს და მაქსიმალურად ეცადეთ დაიცვათ 2 მეტრიანი დისტანცია ყველგან და ყოველთვის.

ყველანი აიცერით ფაიზერის ვაქცინით, რას ელოდებით?! ფაიზერი არ დაგიცავთ 100% ინფიცირებისგან, მაგრამ საკმაოდ მაღალი დაცვის მექანიზმი აქვს 60%-დან 94%-მდე გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ისიც გახსოვდეთ, რომ ფაიზერის მე-3 დოზაც 100% არ დაგიცავთ და გააგრძელეთ სამედიცინო პირბადის გამოყენება და დაიცავით დისტანცია.

გაანიავეთ შენობები/ოთახები ხშირად და სადაც არის ხალხმრავლობა კონდიციონერები არ გამოიყენოთ. მანქანებში კონდიცირება არ გამოიყენოთ თუ თქვენი ოჯახის წევრი არ არის მანქანაში. დაუჯერეთ საღ აზრს… ჯანმრთელობას გისურვებთ”-წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/amokavit-tavi-silidan-es-gtchirdebat-tqven-da-ara-chvens-mtavrobas-giorgi-fkhakadzis-mimartva-qartvelebs/


„წაიკითხეთ ეს სტატია. საკმაოდ კარგი ანალიზია“ – გიორგი ფხაკაძის მეგობრული რჩევა „ექსპერტებს“

18/09/2021

„ისეთი „ბრძნული” აზრი მოვისმინე/წავიკითხე შეძენილ იმუნიტეტზე, არსებულ ვაქცინებზე და რაც მთავარია, იმდენი „ექსპერტია” საქართველოში მე მგონი პირველები ვართ მსოფლიოში, – ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„ხუმრობა იქით იყოს, წაიკითხეთ ეს სტატია. საკმაოდ კარგი ანალიზია. ვინც ვერ კითხულობთ ამ სტატიას და ვინც ვერც იგებთ, ამ სტატიაში რა წერია ჩემი მეგობრული რჩევაა, მიხედეთ თქვენს საქმეს ,,თქვენს სპეციალობას და ნუ მიედ-მოედებით ყველაფერს

კარდიოლოგი არ არის ოფთალმოლოგი, შევთანხმდეთ ამაზე მაინც… ყველამ აკეთოს თავისი საქმე, მეპურემ – პური, ელექტრიკოსმა – ელექტროგაყვანილობა… არაპროფესიონალიზმი კლავს,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/tsaikitkhet-es-statia-sakmaod-kargi-analizia-giorgi-fkhakadzis-megobruli-rcheva-eqspertebs/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights