ორშაბათი, აპრილი 20, 2026

კარგი ამბებით უნდა დავიწყო… – რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

01/02/2022


ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)“, – ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს და შესაბამის სტატისტიკის სურათს აქვეყნებს.


მისი თქმით, კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს.

„2022 წლის პირველი “კოვიდ-ამბები”. რა თქმა უნდა, კარგი ამბებით უნდა დავიწყო.

ქვემოთ მოცემული გრაფიკა აჩვენებს ლონდონის რეანიმაციული საწოლების მდგომარეობას 2013 წლიდან დღემდე. ლურჯი ფერის გრაფიკა არის შარშანდელი მდგომარეობა (როცა ვაქცინაცია არ იყო- იანვარ-თებერვალი) და დღევანდელი მდგომარეობა ასახულია შავი გრაფიკით, სადაც ნათლად ჩანს, რომ ვაქცინაცია მუშაობს

დიახ, კოვიდის ომიკრონის აფეთქება კი არის ლონდონში, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვაქცინაციიის მაღალი მაჩვენებელი (71% ორჯერ ვაქცინირებული და 51% ბუსტერით ვაქცინირებული) იცავს ადამიანებს რეანიმაციაში მოხვედრისგან. ეს არის ფაქტი

ბუსტერდოზები 70%-ით იცავს ჰოსპიტალიზაციისგან (საავადმყოფოში არ მოხვდებით)

კოვიდის ომიკრონის ვარიანტი, დელტასთან შედარებით, უფრო მსუბუქად მიმდინარეობს და დამძიმება/საავადმყოფოში გადაყვანა/მკურნალობა 3-ჯერ ნაკლებია ანუ დელტა ვარიანტის დროს 50 ინფიცირებული ადამიანიდან 9 ადამიანს სჭირდებოდა ჰოსპიტალში გადაყვანა სამკურნალოდ, ომიკრონის დროს კი მხოლოდ 3 ადამიანს თუ დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

გახსოვდეთ, ომიკრონი არის კორონა ვირუსი და პოსტკოვიდური მდგომარეობა ისევ გამოწვევად რჩება ყველასთვის, ვინც გადაიტანა კორონა სიმპტომურად (გამოხატულად ჩანდა, რომ ავად იყავით – სიცხე, სურდო, კუნთების ტკივილი, კანზე გამონაყარი და ა. შ.), თუ უსიმპტომოდ (არაფერი გაწუხებდათ, მხოლოდ ტესტმა აჩვენა, რომ კორონათი ინფიცირებული ხართ).

დაიცავით საკუთარი თავი, დაიცავით თქვენს ირგვლივ მყოფი ადამიანები და ყველაფერი კარგად იქნება“, – წერს გიორგი ფხაკაძე.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kargi-ambebit-unda-davitsko-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/


„ძალიან კარგი სიახლე გვაქვს…“- გიორგი ფხაკაძე

01/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – რა ხდება, საქართველოში?!


„103 ქვეყანა უკვე ახორციელებს სხვადასხვა ტიპის ვაქცინაციას. ისიც უნდა გავითვალისწინო, რომ ამ ქვეყნებიდან ყველა არ ატარებს კარგ ვაქცინაციას (ზოგი არის ჩინური, ზოგი რუსული, რომლებიც ჯერ ბოლომდე დამტკიცებული არ არის). მსოფლიოში ორი ვაქცინა არის, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ დამტკიცებული. ძალიან კარგი სიახლე გვაქვს, რომ შეიარაღებაში შემოვიდა „ჯონსონ ენდ ჯონსონის“ ვაქცინა, რომელიც იქნება ერთერთი ყველაზე დიდი მნიშვნელოვანი პროცესი, რადგან ეს არის ჩვეულებრივ მაცივარში შესანახი ერთდოზიანი ვაქცინა. არ არის ისეთი ეფექტური, როგორც ფაიზერი, მაგრამ ძალიან დიდ საქმეს გააკეთებს. კიდევ იქნება რამდენიმე თვეში რამდენიმე ვაქცინა. ზაფხულისთვის იქნება სხვადასხვა ტიპის ვაქცინა და წამლები.


ვაქცინებთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს სახელმწიფოები ახორციელებენ. ვიღაცა, კერძო თუ იწყებს მოლაპარაკებას, ეს არის ფეიკი, შავი და არასწორი. ვაქცინაციაზე ბატონი ამირანი უნდა იყოს პასუხისმგებელი“, – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია TV „პირველის“ ეთერში.




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!“

24/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე – ვაქცინა, პირბადეები, ელექტრონული ბარათები!- რა არის, გამოსავალი?!


„გამოსავალია, – ერთობლივი ძალებით ვნახოთ გამოსავალი. იმიტომ, რომ მთავრობა თავის საქმეს ვერ აკეთებს, სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ აკეთებენ ან არ აკეთებენ, თუ სხვა მიზეზია, ვერ გავიგე!


გადავიდეთ თვითრეგულაციაზე. თვითრეგულაცია არის, -„სახალხო კონტროლი“. იმიტომ, რომ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს, კომპანიები თავის თავს ვერ აკონტროლებენ (ზოგი აკონტროლებს, ზოგი ვერა). პრაქტიკულად, საქართველოს ჯანდაცვის სფეროში, მთლიანად, რაც ეხება ჯანდაცვას, არანაირი კონტროლი არ არსებობს! ან არის ჩამოშლილი, ან არის „ფასადური“!


წლებია, ლაპარაკობენ და არავინ არ გადადგა კონკრეტული ნაბიჯი. დგას უკვე საკითხი, – ვინ მოკიდებს ამას ხელს?! ვხედავ, რომ საქართველოს ეს ნამდვილად სჭირდება! მაგრამ, როცა იწყებ რაღაც საქმეს, უნდა იყო ჩამოყალიბებული. არაერთხელ მქონდა მცდელობა, შევთავაზე საავადმყოფოებს და ა.შ. – იქნებ რამე გავაკეთოთ?! მაგრამ, – არა, -ინტერესი არის ნული, სახელმწიფოს ინტერესიც არის ნული!


პირბადეების საკითხმა თვითონ იფეთქა. პირბადეებთან დაკავშირებით, გადავწყვიტე, – დავიწყე – „პირბადეების სალხო კონტროლი!“ თქვენი დაჟინებული თხოვნით შედეგად, არაერთ კომპანიას მივმართე (რაც შეეხება სამედიცინო პირბადეს, სამედიცინო პირბადეების ხარისხს), სამედიცინო პირბადე არის ყველაზე მინიმალური, ყველაზე იაფი, ყველაზე მარტივი პროდუქტი, რომელიც იოლი შესამოწმებელია, იოლია ტრანსპორტირება (ყველაზე მარტივი სამედიცინო პროდუქტია, ასე ვთქვათ).


ერთადერთი გამოსავალი რაც არის ამ პანდემიის დროს, -ჩვენ გვჭირდება სამედიცინო პირბადე, მოქალაქეების უსაფრთხოება რომ იყოს დაცული, ორმეტრიანი დისტანცია და სამედიცინო პირბადე, – ამაზე უკეთესი საშუალება, სამწუხაროდ, საქართველოში არ არსებობს და ახლო მომავალშიც არ იქნება!


მე ადრე ვთქვი, გახსოვთ, ალბათ, საქართველოში ვაქცინა არ ჩამოვა ახალ წლამდე. ხომ გითხარით, ახლაც გეუბნებით, თებერვლის ბოლოს ვაქცინა საქართველოში არ შემოვა, – ასრულდა!


გითხარით, რომ, შეიძლება, ფრთხილად თუ არ ვიქნებით, აპრილში, მესამე ტალღა „აფეთქდეს“. ძალიან მინდა, რომ ვცდებოდე. სამწუხაროდ, ეს ბოლო წელიწადი, რასაც ვამბობ,- ხდება! ეს არანაირ სიამოვნებას არ მანიჭებს! როცა ვამბობ, არის მეცნიერული გათვლები! გვაქვს პრობლემა წინ და პრობლემა უნდა მოვაგვაროთ! როგორც ნოემბერში გავაკეთეთ, -„ავიწყვიტეთ“, აგვისტოში „ყველაფერი კარგად იყო“ და მივიღეთ ნოემბერი. ახლაც ხომ „ავიწყვიტეთ“, აპრილიც შორს არ არის. იმედია, რაღაც ზომები იქნება მიღებული და ფრთხილად შეხვდებით და არ იქნება ეს მეორე „აფეთქება“. მათემატიკური გათვლები არის, რომ აპრილში, შეიძლება, იყოს „აფეთქება“. გთხოვთ, გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე, რომელიც ახლა იყიდება „ავერსში“, „ციტმედში“ და პსპ-ში. დღეს, ვერც ერთ საბავშო პირბადეს ვერ მივცემ რეკომენდაციას, იმიტომ, რომ არ მინახავს აცრ ერთი სერიფიკატი!


სანამ მთელი მოსახლეობა, არ იქნება ვაქცინირებული, როგორც ისრაელში, პირბადის და ორმეტრიანი დისტანციის გარდა, სხვა გამოსავალი არ არის!

ქალბატონო ეკა, ელექტრონული ბარათების თემა არის ძალიან რთული საკითხი, რომელიც მე წამოვწიე წინ. -ვისაუბრე და ავუხსენი, რომ ეს არის აუცილებელი!


ელექტრონული ბარათი, ეს არის სახელმწიფოს მიერ გასაკეთებელი საქმე. აქ უკვე არის პოლიტიკური და ტექნიკური გადაწყვეტილება. მე, გიორგი ფხაკაძე მაგას ვერ გავეკეთებ! მე ამოვიღე ხმა, ვილაპარაკე. თქვენც უნდა ამოიღოთ ხმა, მიწერეთ!


ელექტრონული ბარათების სისტემა არსებობს ჯანდაცვის სამინისტროში, ჩვეულებრივ, ბრძანება არის გასაშვები, მაგრამ ყველას ეშინია „გადახტეს იმ ხრამში, მაგრამ უნდა „გადახტნენ“, იმიტომ, რომ სხვა გზა არ არის. არის ქაღალდმატარებლები და საავადმყოფოებშია ცალ-ცალკე სოფტები, ეს ყველა სოფტი არის ძალიან დიდი დანაშაული, არასწორი მიდგომა არის. ჩვენ ვართ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში.


ელექტრონულ ბარათებს აქვს ორი მიმართულება. რატომ არის, ელექტრონული ბარათები კარგი? – ელექტრონულ ბარათზე არის თქვენი დაავადების ისტორია, თქვენი ყველა ტესტი, სისხლის ტესტი, რენტგენის პასუხი, კატეს, კომპიუტერული ტომოგრაფიის, – ყველაფერი ეს მოთავსებული იქნება ერთ ადგილას,- ელექტრონულად1 დაასკანერებენ და იქნება თქვენს ტელეფონში და ეს ინფორმაცია იქნება დალაგებული, იქნება ელექტრონული ბაზა (როგორც არის ისრაელში), თუ გაქვთ მიმდინარე ვაქცინები გასაკეთებელი, თუ გაქვთ დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება, ნახავს სისტემა! ბევრი ხმარობს ელექტრონულ საათსაც! თქვენს მკურნალ ექიმს ექნება ყველა ინფორმაცია პაციენტთან დაკავშირებით!


მაგალითად, გაიკეთეთ სისხლის ანალიზი, პასუხი ქაღალდზე კი არ იქნება, ელექტრონულ ბარათებზე იქნება! წარმოიდგინეთ, – თქვენს ტელეფონში, აპლიკაცია (როგორც ბანკის აპლიკაცია) გექნებათ კოდი. ძველი ტესტების პასუხებიც, ყველაფერი უნდა იყოს ერთად დალაგებული, როგორც წიგნების თაროებზე გაქვთ ჩაწყობილი ყველაფერი! ბავშვობის ისტორიებიც რომ იყოს დატანებული, კარგია, იმიტომ, რომ, მაგალითად, ჩვენ როცა ვიზრდებით, აუცილებელია, ვნახოთ დინამიკა, -გულის დინამიკა სისხლის ანალიზების დინამიკა (შეიძლება, ხუთი წლის წინ სხვა, სისხლის ანალიზი გქონდათ, წელს სხვა)… ძალიან ბევრი სამედიცინო ინდიკატორი იქნება. ელექტრონულად ეს იქნება მარტივი, – წონის კონტროლიც კი! ძალიან ბევრი რეცეპტი იქნება ერთად! შეიძლება, ამოიბეჭდოს, შეიძლება, აფთიაქში აჩვენო რეცეპტი.


ქართველები, რომლებიც ცხობრობენ საზღვარგარეთ, კარგია მათთვის (გაქვთ ქრონიკული დაავადება და გჭირდებათ წამალი) და ეს წამალი ექიმმა გამოგიწერათ საქართველოში, რეცეპტი თუ გექნებათ ევროპაში (წესით 90% ქვეყნებში) და წარადგენთ, შეიძენთ წამალს! ანტიობიოტიკსაც კი.


ჯერ მივხედოთ პირბადეებს და შემდეგ ავირჩიოთ სხვა მიმართულება, „ორი კურდღლის მადევარი, ვერც ერთს ვერ დაიჭერს!“ ლაბორატორიებზეა საუბარი! – ვიდეო

ttps://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159979264410579




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ…

02/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივ ჯანდაცვი ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის შესახებ საუბრობს:

„ყველა კათოლიკეს ვულოცავ დღევანდელ დღევაქცინას, ძალიან დიდი დღესასწაულია.

აღარ ვაპირებდი ვაქცინაციაზე საუბარს, უკვე დავიღალე ამაზე საუბრით. რასაც ვამბობ, 2-3 თვეში ხდება.

მე ვთქვი, სისულელეებს როგოც კი დავინახავ, აუცილებლად ვილაპარაკებ.

საქართველოში ფაიზერის და ასტრაზენეკას ვაქცინის საკითხი ვერ დაალაგეთ, რა ჩინური ვაქცინის შემოტანაზეა ლაპარაკი, რომელი კვლევების საფუძველზე აკეთებთ დასკვნას, ფეისბუქის კვლევების საფუძველზე?!

არაპროფესიონალიზმი მესმის, მაგრამ ასეთი დონის მავნებლობა რა უბედურებაა?

ხომ უნდა დამთავრდეს ამ ქვეყანაში ყველაფერში ფულის გაკეთება, აფერისტობა. ხალხნო, არ შეიძლება, რა!

ამოვიდა ყელში, კორუმპირებული ხალხის და არაპროფესიონალების ბუდეა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. გაანადგურეთ ქვეყანა, – მესამე ტალღა დაიწყო ქვეყანაში, გეუბნებით, იწყება მესამე ტალღა, მაგრამ არა,- მიდის ქეიფი და მერე გამოდიან შეწუხებული სახეებით.


პირდაპირ ვეუბნები დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, ხართ ძალიან პატივცემული ხალხი, ყველა ვართ კოლეგები, გასაგებია, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი, გავიგეთ, რომ კორუმპირებულები ხართ, ქვეყანაში ეს ნებისმიერმა ადამიანმა იცის, ყველამ ყველაფერი იცის!

ერთი თხოვნა მაქვს, ამ სისულელეებს ნუ აყვებით!


თავის ნათესავებს, ოჯახის წევრებს გაუკეთონ ჩინური ვაქცინა!

ვაქცინა უნდა იყიდოთ მწარმოებლისგან, დადონ მწარმოების კონტრაქტი, სად არის მწარმოების კონტრაქტი?

მსოფლიოში ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით არის ძალიან ბევრი კითხვა, პირველი არის კორუფცია, შუამავლები ყიდიან ორჯერ, სამჯერ და ხუთჯერ ძვირად ამ ვაქცინებს!

ჩინეთის მთავრობა ცდილობს ე.წ. მსუბუქი პოლიტიკის გატარებას, მოგცემს 100 ათას ვაქცინას! ეს ცალკე პოლიტიკური ინსტრუმენტია!

გადასაყრელი ფული გაქვთ? – კი ბატონო, იყიდეთ! იმის მაგივრად, 100-100 ლარი დაურიგოთ მოსახლეობას, ამ სისულელეებზე ხარჯავთ ფულს!


დაასაწყობეთ ჩინური ვაქცინა. ვაი, თქვენი ბრალი, თუ დაიწყებთ ჩინური ვაქცინით აცრას, მე ვიქნები ყველაზე პირველი ანტივაქსერი ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, 24 საათი ვიქნები ლაივში. ჩაგიგდებთ ამ ვაქცინაციის პროგრამას!

მე, რაც ინფორმაციული კამპანია მაქვს გაკეთებული ვაქცინასთან დაკავშირებით, არც ერთს არ გაგიკეთებიათ!

ამბობენ, ძლიერი მარეგულირებელია უნგრეთი, ვინ არის უნგრეთი?! კორუმპირებული, განადგურებული, ადამიანის უფლებები არ არის, ევროკავშირიდან გაგდებას უპირებენ!

საფრანგეთის მაგალითს რატომ არ იღებთ? გერმანიის მაგალითს რატომ არ იღებთ? ბრიტანეთის მაგალითს რატომ არ იღებთ?

უნგრეთი და ზიმბაბვეა შენთვის მაგალითი?


ესენი არიან მავნებლები! ყველაფერი ეს ხდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან.

მე ჯანდაცვის სამინისტროსთან პრობლემა არა მაქვს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი უთხრის მიწას ჯანდაცვის სამინისტროს!

მე არაფრის მეშინია, იმიტომ რომ მე ვარ ერთადერთი, ვინც არ არის პოლიტიკაში და ბიზნესგარიგებებში გარეული. პოლიტიკოსებიც ხმას ვერ იღებენ, იმიტომ რომ გარეულები არიან ბევრ რამეში და ბოლომდე მაინც ვერ ლაპარაკობენ!


გამოდიან ყოფილი მინისტრები და ჭკუას გვარიგებენ. როცა იყავით თანამდებობებზე, მაშინ მიგეხედათ საქმისთვის! რა თქმა უნდა, ყველაზე არ მაქვს საუბარი. ვინც მართალია, ის თავის თავზე არ მიიღებს ამას.

ქვეყანა გაანადგურეს. ჰგონიათ, რომ გიორგი ფხაკაძე გაჩუმდება. საავადმყოფოების აკრედიტაციას მაინც გავაკეთებ, ძალიან რთულ საქმეს მოვკიდე ხელი და აუცილებლად გავაკეთებ. თქვენ არაფრის გამკეთებლები არ ხართ. განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, ეს არის მავნებელი ორგანიზაცია. ყველაზე ანტივაქსერული ორგანიზაცია არის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი. რაც მაგათ ჩაიდინეს, ყველაფერი იმისკენ არის მიმართული, რომ ხალხს ვისაც გადაწყვეტილი ჰქონდა ვაქცინის გაკეთება, ამათ ყველაფერი გაასწორეს მიწასთან!


ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, ურთიერთობა მაქვს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრებთან, ვეხმარები და რჩევებს ვაძლევ, დამირეკეთ და შემეკითხეთ! ჯანდაცვის სამინისტრო მიკავშირდება, პრემიერ-მინისტრი მიკავშირდება, თანამდებობის სხვა პირებიც მიკავშირდებიან, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში ისეთი ჭკვიანები არიან, არ მიკავშირდებიან, იციან, რომ ღიად ვამბობ სიმართლეს, პირდაპირ ვეუბნები, რომ არ არიან მართლები. საქართველოში მათ ვერავინ ეწინააღმდეგება.


მთავრობა ამბობს, რომ ძლიერი მარეგულირებლის მიერ არის ვაქცინა აღიარებული. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი? რემდისივერის შემოტანაზე როცა საუბრობდნენ, ამბობდნენ, ამერიკის წამლის სააგენტომ თქვა, უნდა შემოიტანოთო. მაქვს შეკითხვა, ასტრაზენეკას ვაქცინა ახლაც არ არის დარეგისტრირებული ამერიკაში, ამერიკაში ასტრაზენეკას ვაქცინით ხალხი არ იცრება. ამერიკის შეერთებულ შტატებში „ასტრაზენეკას“ ვაქცინები ნაყიდია, მაგრამ არ იყენებენ, ელოდებიან მარეგულირებელი როდის გასცემს პასუხს. მიპასუხეთ, ეფდიაის რეკომენდაცია არის თუ არა ძლიერი? თქვენ გგონიათ, ხალხს ინტერნეტი არა აქვს?

მე ჩემს საქმეს მაინც გავაკეთებ, ასეთ სისულელეებს არავის ვაპატიებ! ვარ და ვიქნები ხალხის სადარაჯოზე! რასაც მე ვაკეთენ, ნეტავ თქვენ აკეთებდეთ ამის 10%-ს. თქვენგან განსხვავებით მე არაფერს არ ვითხოვ, თანამდებობა არ მინდა, არ მაინტერესებს, პოლიტიკა არ მინდა და არც მაინტერესებს, არც ბიზნესი მაინტერესებს, შეიგნეთ!

ახლა საქმეს ვაკეთებ ჩემი რესუსრებით, ქრთამიც არ ამიღია ცხოვრებაში, სხვებისგან განსხვავებით!


ყველა სამსახური გამოცდების ჩაბარებით, ტესტირებებით მაქვს დაწყებულია, ასე მაქვს მიღებული ყველა თანამდებობა!

საქართველოში რომელ ექსპერტს უნდა ველაპარაკო? – კორუმპირებულს?!

ქვეყანაში არის ორი პრობლემა, – კოვიდი და რუსეთის ოკუპაცია! კონცეტრირებული უნდა იყოთ ამ ორ პრობლემაზე!


კანადაში და საფრანგეთში 55 წლის ქვემოთ მოსახლეობას ასტრაზენეკას ვაქცინას არ უკეთებენ, გარმენიაში აკრძალულია 60 წლის ქვემოთ მოსახლეობის ასტრაზენეკას ვაქცინით აცრა.

გეუბნებოდით, გაფრთხილებდით, – ფრთხილად იყავით!


სახელმწიფო ამბობს, ჩვენ ვუყურებთ ძლიერ მარეგულირებელს. ვინ არის ძლიერი მარეგულირებელი?! ზიმბაბვეს ჯანდაცვის სამინისტრო?! საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტრო, გერმანიის ჯანდაცვი სამინისტრო, კანადის ჯანდაცვის სამინისტრო როცა გუბნება, 50-55 წლის ქვევით სასურველი არ არის „ასტრაზენეკას“ გამოყენება, ალბათ დასაფიქრებელია და ამას კიდევ მეორე მომენტი ემატება. ხალხს აქვს ინტერნეტი. უყურებენ ამ ინტერნეტს და ამბობენ, იქ თუ აკრძალულია, ჩვენთან რატომ არ არის აკრძალული? ამ ყველა კითხვაზე პროფესიული პასუხი უნდა იყოს გაცემული“.


ვაცხადებდი, მესამე ტალღა დიდი ხანია დაწყებულია, ორი კვირის წინ დაიწყო. ყველა ზომაა მისაღები. ხომ ვამბობდი, აპრილში იქნება მესამე ტალღა. ყველაფერი გააკეთეს, ეს რომ მომხდარიყო. მე თუ ვიცი, საფრანგეთიდან, რაც ხდება საქართველოში, იმათ არ იციან?

ვინ არის ამაში დამნაშავე? დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან უნდა წასულიყვნენ პენსიაში, უნდა გადამგდარიყვნენ ხელმძღავენლობაც, როცა პრემიერ-მინისტრი გადადგა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი არის ამაზე პასუხისგებელი. მე ვამბობ სიმართლეს. რაც მოხდება არასწორი, ვიტყვი მაშინვე. გიორგი ფხაკაძე არ იყიდება. რაც გინდათ, ის გააკეთეთ, ვერ გამაჩუმებთ, სიმართლეს ვიტყვი ყოველთვის. არ გავჩერდები! პირბადეებზე ფასის დაწევა ვერ მოინელეს, რაც გავაკეთე! ახლა ვაქცინით უნდა გააკეთონ ფული!

რაც პანდემია დაიწყო, რამე ტყუილი ვთქვი და არ მოხდა ჩემი ნათქვამი?


ამ მთავრობას საერთოდ არ აინტერესებთ არაფერი, განსაკუთრებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს, თქვენი არ სჯერა მოსახლეობას!

ქვეყანა მიდის ქვემოთ, ქვეყანა ნადგურდება. კი არ უნდა შეაშინოთ ხალხი, გეგმა დადეთ.

იმიტომ ვნერვიულობ, რომ ჩემი ქვეყანაა. ორი კვირის წინ მე ვიყავი პირველი ადამიანი, ვინც თქვა, – საქართველოში მესამე ტალღა დაიწყო. მანამდე ყველას ეშინოდა ამის აღიარების. ფაქტია, სტატისტიკა არის ჯიუტი. მეცნიერება მარტივია, ორს რომ მივუმატოთ ორი არის ოთხი. შენ როცა გაქვს სხვადასხვა ინდიკატორები და მაჩვენებლები, ეს მაჩვენებლები დიდი მიწისძვრის წინ არის პატარ პატარა ტალღები. ზუსტად ამ მაჩვენებლებით შენ უკვე იგებ, რა არის მოსალოდნელი. პატარა მიწისძვრების შემდეგ უკვე იცი, მოსალოდნელია ცუნამი. ყველა მაჩვენებელი და ინდიკატორი აჩვენებს, საქართველოში მესამე ტალღა ორი კვირის წინ დაიწყო.


ეს არის პირველი მაჩვენებელი და თავს ნუ ვიტყუებთ. ტყუილების პროცესში უკვე ერთი წელია ვართ. რატომ ვიტყუილებთ თავს?! მე მაინც ვერ გავიგე. ამას მაინც შედეგი არ მოაქვს. საბოლოო ჯამში ჩვენ მივიღებთ იმას, რაც გვქონდა ნოემბერში. ჩვენ ხომ თავი მოვიკატუნეთ,ნოემბერში ერთ-ერთი მწარე ფასი გადავიხადეთ მსოფლიოში.

დაიცავით ორმეტრიანი დისტანცია, ერთი-ორი გაჩერება თუ გაქვთ გასავლელი, ფეხით გაიარეთ, გამოიყენეთ სამედიცინო პირბადე, სამედიცინო პირბადეები ძალიან კარგი იწარმოება საქართველოში, ხელები დაიბანეთ ხშირად, კონდიციონერი არ შეიძლება, არ ისაუბროთ საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან

17.11.2020 ImediNews

პრემიერ-მინისტრმა საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან ერთად განიხილა


საქართველოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და კოვიდ-19-ის მართვის პროცესში არსებულ გამოწვევები საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებთან შეხვედრაზე განიხილა.

მთავრობის მეთაურმა დეტალურად მოისმინა სფეროს ექსპერტების პოზიციები ეპიდვითარებასთან დაკავშირებით.

ყურადღება გამახვილდა ჰოსპიტალური სექტორის მზაობაზე. საუბარი შეეხო, თუ რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის თავიდან აცილების მიზნით, რათა კლინიკის მიღმა არ დარჩნენ ის ადამიანები, ვისაც პირველ რიგში სჭირდება სპეციალური სამედიცინო სერვისებით მკურნალობა. აღინიშნა, რომ ამ მიმართულებით აუცილებელია მოხდეს მხოლოდ მძიმე პაციენტების ჰოსპიტალიზაცია, ხოლო მსუბუქი შემთხვევების მკურნალობა გაგრძელდეს ბინაზე, ოჯახის ექიმთან კონსულტაციით, ან კოვიდ-სასტუმროებში, სადაც უზრუნველყოფილია ინფიცირებულთა სამედიცინო მეთვალყურეობა.

შეხვედრაზე ერთობლივად აღინიშნა, რომ მობილობის შემცირების მიზნით საჭიროა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვები. აქვე ხაზი გაესვა, რომ საუბარი არ ეხება საყოველთაო „ლოკდაუნს“.

ასევე კიდევ ერთხელ გამახვილდა ყურადღება პირბადის ტარებისა და დისტანციის დაცვის მნიშვნელობაზე, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს.

შეხვედრას საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი ესწრებოდნენ.

დისკუსიაში მონაწილეობდნენ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე, ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი, ჯანდაცვის ექსპერტი აკაკი ზოიძე, იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, ექიმი-ინფექციონისტი გიორგი კანდელაკი, ექიმები – გიორგი გოცაძე და ზურაბ გურული. შეხვედრას ვიდეოკონფერენციის რეჟიმში შვეიცარიიდან შეუერთდა გაერო-ს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძე, ასევე – ესტონეთში მოღვაწე ექსპერტი ზაზა წერეთელი.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://imedinews.ge/ge/covid19/172789/premierministrma-saqartveloshi-sheqmnili-epidemiologiuri-mdgomareoba-jandatsvis-speros-eqspertebtan-ertad-ganikhila

კორონავირუსი – მათ, ვინც COVID-19 გადაიტანეს…

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



ფსიქოლოგები ამბობენ, რომ გაიზარდა ისეთი პაციენტების მიმართვიანობა, რომლებმაც კოვიდ 19 გადატანეს, გამოჯანმრთელების შემდეგ პრობლემები შეექმნათ, გახდნენ მეტად ემოციურები, მათში ნეგატიური განწყობები გაიზარდა.


„კორონავირუსის გადატანის შემდეგ პაციენტებს ხშირად ახასიათებთ დაღლილობა და მოთენთილობა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საერთაშორისო კვლევებიც, მსგავსი სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში პაციენტებმა სპეციალისტს დროულად უნდა მიმართონ, მდგომარეობა რომ არ გართულდეს“, – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ფართო კვლევის ფარგლებში, ექიმებმა შენიშნეს, რომ ინფექციაგამოვლილი პაციენტების 55%-ს, როგორც მინიმუმ, ფსიქიკური აშლილობა აღმოაჩნდათ. შედეგების თანახმად, COVID-19-ის გადატანის შემდეგ პაციენტების 28%-ს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა, 31%-ს დეპრესია, 42%-ს შფოთვა აღენიშნებათ. ხშირად პაციენტებს ერთდროულად რამდენიმე აშლილობა აქვთ.


კვლევის მიხედვით ისიც დგინდება, რომ ვირუსის გადატანის შემდეგ ადამიანთა 40%-ს უძილობა აწუხებს.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„იმედია, მოსახლეობა სიფრთხილეს გამოიჩენს – ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად“

09/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:
„რამდენიმე საკითხზე მინდა ვისაუბრო.


პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მისმენს, განსაკუთრებით ჟურნალისტებს, რომლებიც ჩემს ლაივებს, როგორც პლატფორმას, იყენებენ და საზოგადოებამდე მიაქვთ ინფორმაცია მაღალპროფესიულ დონეზე, ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

დღეს 9 აპრილია, განსაკუთრებით მძიმე და რთული დღეა ჩვენი სამშობლოსთვის, მაგრამ ამავე დროს, ეს არის საქართველოს თითოეული მოქალაქის გაერთიანების დღე, ვინც არ უნდა ვიყოთ და სადაც არ უნდა ვიყოთ. ჩვენ 9 აპრილის იდეამ უნდა გაგვაერთიანოს. 9 აპრილი არის ჩვენი სიძლიერის, სიმამაცისა და სამშობლოს სიყვარულის სიმბოლო.
შენს საქმეს კარგად თუ აკეთებ, ეს არის სამშობლოს სიყვარული, ეს არ უნდა ავურიოთ სხვა რაღაცაში. აი, იმაში, რაც დღეს ხდება. ამაზე მე კომენტარს არ გავაკეთებ, აპოლიტიკური ვარ, მაგრამ ბევრი რამეს, რაც ხდება დღეს საქართველოს პოლიტიკაში, მე, როგორც ადამიანი, ფიზიკურად ვერ ვგებულობ.


მეორე საკითხი: „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ – 24-საათიან რეჟიმში ვმუშაობთ, ახალ ვებგვერდს ვაკეთებთ, ერთი ქართული კომპანია გვეხმარება. თანმშრომლობის სურვილი რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოთქვა, სხვადასხვა მიმართულებით: შშმ პირთა და პაციენტთა უფლებების დაცვა, თამბაქოს კონტროლი, უწყვეტი სამედიცინო განათლება და ა.შ. შემოგვიერთდნენ ექსპერტებიც;

10 დღეში 21 ორგანიზაციამ გამოთქვა აკრედიტაციის გავლის სურვილი, მათგან ხუთ ორგანიზაციასთან კონტრაქტი უკვე გაფორმდა;


მესამე საკითხი – ე.წ. ჭიები პირბადეებში.
ათასობით ადამიანი მეკითხება. გპასუხობთ,-არანაირი ჭიები პირბადეებში არ არსებობს, ამაზე სერიოზულად საუბარი სირცხვილია.

ერთხელ გაეროში ერთ-ერთ შეხვედრაზე რუსებს პირში ვუთხარი, – თქვენ ხართ ოკუპანტები და ფაშისტები! 9 აპრილიც რუსული ფაშიზმის გაგრძელებაა. ამ ვიდეობის გავრცელების უკანაც რუსეთი დგას. გეტყვით, რატომაც.


ეშმაკი დეტალებშია, – ინფორმაციები, თითქოს პირბადეებში ჭიებია, რუსული ვაქცინა „სპუტნიკი“ კარგია და ა.შ. – ეს რუსული ფაშისტური პროპაგანდაა საქართველოს წინააღმდეგ.


საქართველოში დღეს არის ორი მტერი – რუსეთი და კოვიდი, საქართველოში თანამოქალაქეები ნუ ვებრძვით ერთმანეთს; ჩვენი ურთიერთდაპირისპირება აწყობს რუსეთს! დიახ, რუსეთს აწყობს, – ვიყოთ ურთიერთკინკლაობაში, საქართველოში არ იყოს გამართული ჯანდაცვის სისტემა, განათლება, გავრცელდეს უაზრო ვიდეოები, თითქოს პირბადეებში ჭიებია და დავრჩეთ თავდაცვის საშაულების გარეშე;
მე ამ ვიდეოების გავრცელების უკან ვხედავ რუსულ სტრატეგიულ გეგმას. ეს არის რუსეთის პოლიტიკა საქართველოში, რათა შიგნიდან გაანადგურონ ქვეყანა;
ჩვენი ქვეყნის პატრიოტები თუ ვართ, თუ გვახსოვს 9 აპრილი, მაშინ მიტინგი – ეს არ არის გამოსავალი. მუშაობა, აი, ეს არის გამოსავალი! ყველამ აკეთოს თავისი საქმე, – ეს არის გამოსავალი!


ჩვენ თუ გვინდა, პატივი მივაგოთ 9 აპრილის გმირების ხსოვნას, ხელებდაკაპიწებულებმა უნდა ვიმუშაოთ, მთელ მსოფლიოს და ჩვენივე საკუთარ თავს უნდა ვაჩვენოთ, რომ ვართ ძლიერები და შეგვიძლია, ავაშენოთ ძლიერი სახელმწიფო!
ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ განათლებას, ძლიერ ჯანდაცვას! ამისკენ უნდა წავიდეთ!
როცა იქნება ხარისხიანი ჯანდაცვა, ხარისხიანი განათლება, ხარისხიანი საკვები, ეს იქნება შემდგარი სახელმწიფო!
არც ერთი უცხოელი, არც ერთი დონორი და არც ერთი ინვესტორი ჩვენს ქვეყანას არ ააშენებს. ჩვენი ქვეყანა ჩვენი ასაშენებელია!


მე, გიორგი ფხაკაძე, არ ვეთანხმები იმ სიტუაციას, რაც ხდება ქვეყანაში. მე არ ვარ პოლიტიკოსი, არ მაინტერესებს პოლიტიკა , მე ვარ საქართველოს ერთი მოქალაქე, მიყვარს ჩემი ქვეყანა! მე ჩემი სამსობლოსთვის ვაკეთებ იმას, რაც ვიცი, რაც შემიძლია გავაკეთო! ვხედავ, საქართველოს ჯანდაცვის სისტემას სჭირდება გამართვა, ხარისხის გაუმჯობესება, დავაფასოთ ჩვენი პროფესიონალი ექიმების, ექთმების, სანიტრების კოლოსალური შრომა და თავდადება. მე მთელ ენერგიას, მთელ ჩემს გულს ვდებ ამ საქმეში! ამას ვაკეთებ თქვენთან ერთად!


მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარული! ყველამ ვაკეთოთ ის, რაც ვიცით, რაც შეგვიძლია, რაც გამოგვდის და ამით გვიყვარდეს საქართველო! საქმით გვიყვარდეს საქართველო!

9 აპრილი 9 აპრილს არ დამთავრებულა, ის დღემდე გრძელდება. დღესაც 9 აპრილია, ხვალაც 9 აპრილი იქნება, ჩვენთან 9 აპრილი არის ყოველი დღე, რადგან ბრძოლა დამოუკიდებლობისთვის ეს არ არის ერთდღიანი ბრძოლა, ეს არის პროცესი, ჩვენ ჩვენი შრომით და ბრძოლით დამოუკიდებლობა ყოველდღე უნდა მოვიპოვოთ!
როცა მიდიხართ სამსახურში და თქვენს საქმეს ძალიან მაღალ დონეზე ასრულებთ, თქვენ ქვეყნის თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძვით! როცა თქვენს საქმეს აკეთებთ სიყვარულით და პროფესიონალურად, ამით სახელმწიფოს აშენებთ და აძლიერებთ! აი, ამ დროს ვერ მოგვერევა მტერი! ნებისმიერი სამუშაო, ნებისმიერი საქმე, რომელსაც კარგად შეასრულებთ, ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის ქვეყნის სიყვარული!
ეს სხვისი ბრალი არ არის, ჩვენი ბრალია, რომ ვართ იქ, სადაც ვართ, გამოსავალი ჩვენს ხელშია! უნდა ვიმუშაოთ და გამოვასწოროთ, სხვა გზა არ არსებობს!


კორონავირუსის მესამე ტალღა დაიწყო. ყველა ბერკეტი, რითაც შეიძლებოდა შეკავება, გაწყდა! დღეს ბოლო თოკი გაწყდა იმ თავყრილობით, რასაც ყველანი ვუყურებდით!
ჩემო კოლეგეო, ექიმებო, ექთნებო, სანიტრებო, საავადმყოფოს ტექნიკურო პერსონალო, მოემზადეთ!- მომავალი ორი კვირა ძალიან მძიმე იქნება, მოვამზადოთ ჟანგბადები, პერსონალური თავდაცვის საშაულებებეი, პირბადეები.
გაუფრთხილდით თავს, თქვენ ფრონტის წინა ხაზზე ხართ! თქვენ თუ გახდებით ავად, მოსახლეობა ჯანდაცვის სისტემის გარეშე დარჩება. თქვენ ხართ ახლა მთავარი! ნურავის უსმენთ. უსმინეთ თქვენს გულს და თქვენს პროფესიონალიზმს!
თქვენ თუ გადაიტანეთ კოვიდი, ეს არ ნიშნავს, დაცულები ხართ, არ უნდა იაროთ პირბადის გარეშე.


საქართველოში უკვე არის ბრიტანული შტამი!
ბრიტანული შტამი უფრო სწრაფად ვრცელდება!
მესმის, რომ პოლიტიკური დუღილია, მაგრამ საბოლოო ჯამში რად გინდა ის პოლიტიკა, ხალხი თუ აღარ დაგრჩა?!
სამწუხაროდ, მე ვერავისგან ვხედავ ვერც პოლიტიკურ და ვერც ზნეობრივ გადაწყვეტილებას. არავინ ამობს, – კოვიდი რახან მძვინვარებს, დროებით გადავავადოთ ყველა აქტივობა, დაველოდოთ ვირუსის შემცირებას და შემდეგ გავაგრძელოთ პოლიტიკური პროცესები. აგიზგიზებულ ცეცხლში ყველა შეშას უკეთებს, მე არ ვიცი, ყველაფერი ეს რითი დამთავრდება!


მივმართავ მოსახლეობას:
გამოიყენეთ სამედიცინო პირბადეები, დაიცავით 2-მეტრიანი დისტანცია, დაიბანეთ ხელები, ნუ მიხვალთ ხალხმრავალ ადგილებში. ეს არის ერთადერთი საშუალება, მესამე ტალღა უფრო იოლად გადავიტანოთ!
იმედია, მოსახლეობა იქნება უფრო მობილიზებული და სიფრთხილეს გამოიჩენს!“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

დეკემბრის თვე საქართველოში იქნება უმძიმესი – გიორგი ფხაკაძე

10/11/2021

დეკემბრის თვე საქართველოში იქნება უმძიმესი,- ამის შესახებ ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


„საქართველოში დაიწყო კოვიდის მე-5 ტალღა;

დღეს საქართველომ დაკარგა 78 მოქალაქე;

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სასაწყისი;

დაკემბრის თვე საქართველოში იქნება უმძიმესი;

გამოფხიზლდით, გონს მოეგეთ… საკუთარ თავს უწყობთ გენოციდს.

ყველა ვართ დამნაშავე, დიახ ყველა.

გამოსავალი არის მხოლოდ ერთობაში.

საქართველოს ყავს ორი მტერი: კოვიდი და რუსეთი.

78 ადამიანი …..

მაინდამაინც 100 ადამიანის სიკვდილის შემდეგ დავიწყებთ შეწუხებული სახეებით სიარულს, რა გვჭირს.

ყველა ვინც არ იყენებს სამედიცინო პირბადეს არის მკვლელი, ყველა ვინც არ იცრება არის მკვლელი,

ყველა არაპროფესიონალი ვინც იღებს უაზრო გადაწყვეტილებებს (ჩამონათვალი დიდია) არის მკვლელი,

ყველა ეგრეთ წოდებული “ანტივაქსერი” “ბლოგერი” თუ ჯანდაბა ყველანი არიან მკვლელები.

კვდება არა აცრილი ადამიანი,

ვირუსს ავრცელებენ არა აცრილი ადამიანები.

გამოსავალი დღეს არის მხოლოდ:

ქვეყანა უნდა გადავიდეს დღესვე ერთ ვაქცინაზე (ფაიზერზე)

ვაქცინა უნდა იყოს სავალდებული 100% დაფარვით კონკრეტული ჯგუფებისთვის:

სამედიცინო სფერო, საგანმანათლებლო სფერო, სერვისი სფერო, ძალოვანი სტრუქტურებე, და მედია სფერო.

კივიდ ელექტრონული სტატუსი უნდა იყოს დანერგილი ქვეყანაში რაც შეიძლება მალე, მაქსიმუმ 1 კვირაში და წარდგენილი “მწვანე” კრიტერიუმები არის გადასახედი და უნდა იყოს მხოლოდ 2 კრიტერიუმი – აცრილი ფაიზერით 6 თვე ან პსრ ტესტი 72 საათი.

თავს ნუ ვიტყულებთ – მწვანე საშვი არ უნდა გჭირდებიდეს: აფთიაქი, საავადმყოფო, სასურსათო მაღაზია და შიდა საქალაქო ტრანსპირტი.

ყველა დანარჩენ შემთხვევაში უნდა იქნას ამოქნედებული მწვანე საშვი თავისი ჯარიმით. 500ლარი იმ დაწესებულებას, თითოეულ არა მწვანე საშვიანზე

სამედიცინო პირბადე უნდა იყოს სავალდებული ყველგან გარე და შიდა სივრცეებში (განსაკუთრებით სასწავლო დაწესებულებებში) და ჯარიმა უნდა იყოს მყისიერი, 50 ლარი.

დისტანცია მინიმუმ 1 მეტრა უნდა იქნას დაცული საზოგადოებრივ ტრანსპირტში და სხვა დახურულ სივრცეში 1.5 ნეტრა, სასურვრლია 2 მეტრიანი დისტანცია.

ყველა დაწესებულება განიხილოს მაქსიმალურად დისტანციურ რეჯიმზე გადასვლა. დიახ, ყველა კერძო და საჯარო სამსახურები უნდა გადავიდნენ დისტანციურზე.

გეკითხებით ბუღალტერს, ანალიტიკოსს, და იურისტს რა უნდა ოფისში ?!

გამოვიყენოთ საღი აზრი და გადავარჩინოთ სიცოცხლე სხვა ალტერნატივა არ არის“,- წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/dekembris-tve-saqartveloshi-iqneba-umdzimesi-giorgi-fkhakadze/


„მაშინ როგორ გაყიდიან “ფუფალას რეცეპტით” დამზადებულ წამალს?! – სიმართლე ვის უნდა?! …

21/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„შეკითხვა არ გიჩნდებათ, ჩინური და რუსული ვაქცინები რატომ არ/ვერ გადიან რეგისტრაციას ევროპის წამლის სააგენტოში ისე, როგორც ასტრაზენეკა, მოდერნა, ფაიზერი, ჯონსონი?! ალბათ, იმიტომ, რომ დარწმუნებული არიან, დამოუკიდებელი ექსპერტები იტყვიან სიმართლეს … სიმართლე კი ვის უნდა?! … ვის აინტერესებს?!… მაშინ როგორ გაყიდიან “ფუფალას რეცეპტით” დამზადებულ წამალს?!.

ვაქცინაციის პროცესი უნდა იყოს
ნებაყოფლობითი,
უსაფრთხო,
ეფექტური,
გამჭვირვალე და
პროფესიონალების მიერ მართული! ….“ – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

2021 წლის 20 აპრილის შეხვედრაზე EMA– ს უსაფრთხოების კომიტეტმა (PRAC) დაასკვნა, – COVID-19 ვაქცინის ჯანსის პროდუქტის შესახებ ინფორმაციას უნდა დაემატოს გაფრთხილება დაბალი თრომბოციტებით უჩვეულო თრომბების შესახებ. PRAC– მა ასევე დაასკვნა, რომ ეს მოვლენები შეტანილი უნდა იყოს, როგორც ვაქცინის ძალიან იშვიათი გვერდითი მოვლენები.

https://www.ema.europa.eu/ – COVID-19 ვაქცინა იანსენი: EMA პოულობს შესაძლო კავშირს იშვიათ შემთხვევებში სისხლის უჩვეულო თრომბებით დაბალი თრომბოციტებით

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ? – „დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური…

22/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„დიდი მადლობა …. მართლა დავიღალეთ ამდენი არა ადექვატური ინფორმაცით“, – წერს ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი, პროფესორი, გიორგი ფხაკაძე.

George Kavkasidze
19 თებერვალი, 13:53-ზე ·


უკვე მერამდენე კვლევაა რომელიც აჩვენებს ანტიგენის სწრაფი ტესტის “ცრუ უარყოფითი” რეზულტატების მაღალ (>50%) პროცენტს.
რატომ არის ეს ძალზე შემაშფოთებელი ?


დღეს ე.წ. რისკჯგუფების უმეტესობა იტესტება ანტიგენის სწრაფი ტესტებით. საქართველოში არავის გადაუმოწმებია ამ ტესტების სიზუსტე. არ ვიცით ანტიგენის სწრაფი ტესტით უარყოფით რეზულტატებიდან რა ნაწილია ცრუ უარყოფითი, ანუ რამდენი ადამიანია ინფიცირებული და კოვიდ-19 გამავრცელებელი “ოფიციალურად” არაინფიცირებულებს შორის.


ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგად, როდესაც ანტიგენის სწრაფი ტესტის უარყოფითი რეზულტატები შეამოწმეს PCR-ტესტირებით, 52% ინფიცირებული აღმოჩნდა.
აშშ-ში ჩატარებული კვლევით – 54.5%.


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ცრუ უარყოფით რეზულტატების მაღალ პროცენტი საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვას.
The high proportion of false-negative antigen tests (54.5%) may have public health implications.

ნახეთ: https://www.jpeds.com/article/S0022-3476(21)00034-2/fulltext?fbclid=IwAR3UpnuVCsHPRNthx_zkg0iWbtbfvE9tAIs3QyGgu4BaFBDexUZwmaGPl40


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

рофессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights