ორშაბათი, აპრილი 20, 2026

დავკარგეთ ეპოქა … – გიორგი ფხაკაძე

09/11/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე გელა ჩარკვიანის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება.


„დავკარგეთ დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი… დავკარგეთ ეპოქა.. დავკარგეთ გელა ჩარკვიანი…“, – წერს ექიმი სოციალურ ქსელში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/davkarget-epoqa-giorgi-fkhakadze/


ყველაფერი ჩვენს ხელშია! – გიორგი ფხაკაძე

09/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში იმუნიზციის საბჭოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, საქართველოში 18 წელს გადაცილებულ ყველა მოქალაქეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ბუსტერ დოზის გაკეთების უფლება ეძლევა.


„სერიიდან – ფხაკაძის რეკომენდაციების აღსრულება. სჯობს გვიან ვინდრე არასდროს… სხვა რეკომენდაციებიც განხორციელდებ არა რა თქმა უნდა.


უდროდ დროს ვკარგავთ და სიცოცხლეებს… დამიჯერეთ ხოლმე, ისე ამხელა/ამდენი საბჭოები კი იკრიბება და საბოლოოდ ერთ დასკვნამდე მივდივართ: გიორგი ფხაკაძის ყველა რეკომენდაცია და წინასწარ გათვლები არის სწორი და მართლდება.

როგორც არ უნდა ატრიალო საბოლოოდ ყველა ჩემი რეკომენდაცია სრულდება. ოღონდ დაგვიანებით და იქ სადაც ბოლომდე არ მიჯერებენ და თავისებურად ამახინჯებენ ყველგან წავარტყით ცხვირი, სმწუხაროდ.

დაველოდოთ შემდეგ ნაბიჯებს და ეს არის: ელექტრონული კოვიდ სტატუსის დანერგვა (დეტალებზე ცალკე ვისაუბრებ).

გადასვლა ერთ ვაქცინაზე (Pfizer-BioNTech და თუ დაამტკიცეს Miderna) ისე როგორც ეს გააკეთა თურქეთმა.

სამედიცინო პირბადის სავალდებული გამოყენება ყველა დახურილ და ღია თავშეყრის ადგილებში. სოციალური დისტანცია უნდა იქნას დანერგილი როგორც ნორმა და ყველა დაწესებულება, ტრანსპორტი და სერვისი ამაზე უნდა იყოს აგებული (მინიმუმ 1 მეტრი და საუკეთესოა 2 მეტრიანი დისტანცია)

არ ჩავაკეტინოთ ქვეყანა! ყველაფერი ჩვენს ხელშია! აიცერით ფაიზერის ვაქცინით+ გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე + დაიცავით დისტანცია (ხელებს თუ დაიბანთ კარგი იქნება)” – წერს ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelaferi-chvens-khelshia-giorgi-fkhakadze/


როგორ მოვიქცეთ, როგორ დავიცვათ თავი, ბირთვული იარაღის გამოყენების შემთხვევაში?

12/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„რუსეთის მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების საშიშროების შესახებ გახშირებული საუბრების გამო,
იხილეთ დეტალური ინსტრუქცია, თუ როგორ მოვიქცეთ ამა თუ იმ შემთხვევაში, რა რისკები მოსდევს ამ სფეროში სხვადასხვა მოვლენას, და როგორ შეიძლება დავიცვათ თავი.
ჯანმრთელობას გისურვებთ …“

#drpkhakadze Giorgi Pkhakadze
https://www.cdc.gov/…/resourcelibrary/infographics.htm

მადლობა: David Nadareishvili საქართველოში არიან ამ სფეროს ექსპერტები.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„სად არის ვაქცინა?!“-„ბატონმა ამირანმა მითხრა, გიორგი ნუ გვასწავლი” – გიორგი ფხაკაძე

03/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„საქმე საქმეზე როდესაც დგება, კიდევ ერთხელ გავაკეთე კომენტარი, -ბატონმა ამირანმა მითხრა, -გიორგი ნუ გვასწავლი, ჩვენ ყველაფერი ძალიან კარგად ვიცითო. აი, ვინ რას ასწავლის, აი ეს არის პასუხი, – სად არის ვაქცინა?! სად არის პასუხისმგებლობა 3000 ადამიანზე, ვინ აგო პასუხი, კოვიდისაგან გარდაცვლილ 3000 თანამოქალაქეზე?! პირბადეების კონტროლი ვერ გააკეთეს ელემენტარულად და ახლა ვსაუბრობთ პროფესიონალიზმზე?!


ამ ყველაფერზე, მინისტრი პასუხისმგებელი ვერ იქნება, იმიტომ, რომ მინისტრი არის პოლიტიკური თანამდებობა. მინისტრთან სხვა პრეტენზიები გვაქვს ჩვენ, ყველას. აქ ვიღაც სხვა უნდა იყოს პასუხისმგებელი პირი.


მე როდესაც ვიყავი პრემიერთან შეხვედრაზე, პრაქტიკულად დაავადებათა კონტროლი ლაპარაკობდა. მინისტრი ხმას არ იღებდა. ჩანდა, -ლიდერშიფი იყო ის“, – განაცხადა პროფესორმა, გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, გიორგი ფხაკაძემ „დღის კურიერის” ეთერში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


,,საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში…”- გიორგი ფახაკაძემ

19.01.2021 megatv.ge Kutaisi



“ფაიზერმა” 1 კვირის წინ შეაჩერა ვაქცინის მიწოდება. არავინ იცის სინამდვილეში რატომ შეაჩერეს”, -ამის შესახებ პროფესორმა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ “ტვ პირველის” ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ვაქცინა ბაზარზე არ არის.

“საქართველოს საკოორდინაციო საბჭო არ იღებს გადაწყვეტილებას რომელი ვაქცინა შემოვა საქართველოში, ჩვენ ამისი არც ფინანსური და არც პოლიტიკური უნარი არ გვაქვს. შევხედოთ რეალობას თვალებში.

ერთადერთი ვაქცინა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ არის დამტკიცებული „ფაიზერის“ ვაქცინაა. კონტრაქტების მიხედვით, ჯერჯერობით „ფაიზერის“ ვაქცინა არ არის კოვაქსში. რაც შეეხება საქართველოს, ის მიიღებს იმ ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ და იქნება დაკონტრაქტებული კოვაქსის მიერ.

ეს არის რეალური მოცემულობა. ჯერ-ჯერობით, ვაქცინა ბაზარზე არ არის. შეიძლება შემოვიტანოთ, 1000-2000 ვაქცინა, ეს კი საქმეს არ აკეთებს. საქართველოსნაირი კიდე 180 ქვეყანაა. ჩვენ ვართ რიგის ბოლოში… „ფაიზერმა“ შეაჩერა 1 კვირის წინ ვაქცინის მიწოდება. სინამდვილეში მართლა არავინ იცის რეალურად რა ხდება.”- განაცხადა გიორგი ფახაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://megatv.ge/%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%99%e1%83%98%e1%83%93%e1%83%94-180-%e1%83%a5/

“რემდესივირის” მიღების შედეგად გამოჯანმრთელების დრო ორი-სამი დღით მცირდება, ეს არ არის პრეპარატი…

05.05.2020 Rustavi2



“რემდესივირის” მიღების შედეგად გამოჯანმრთელების დრო ორი-სამი დღით მცირდება, ეს არ არის პრეპარატი, რომელიც გადაგვარჩენს – პროფესიორი გიორგი ფხაკაძე


გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში და პროფესიორი გიორგი ფხაკაძის განცხადებით, პრეპარატი “რემდესივირი” კორონავირუსით ინფიცირებული მძიმე პაციენტებისთვის გამოიყენება და ის, რამდენიმე დღით ამცირებს მათი რეანიმაციაში დაყოვნების დროს. ამის შესახებ გიორგი ფხაკაძემ “დღის კურიერში” სტუმრობისას განაცხადა.


“რემდესივირის” უკან დგას დიდი ფარმაკომპანია, რომელსაც ჰქვია გილიადი. რემდისევირი არის წამალი, რომელიც კომპანიამ ებოლის დროს შეისწავლა, თუმცა სამწუხაროდ, არ იმუშავა და თაროზე იყო შემოდებული. როდესაც თაროდან გადმოიღეს და თქვეს, რომ შესაძლოა, კოვიდისთვის იყოს ეფექტური, კომპანიის აქციები 30 პროცენტით აიწია.


ბევრმა საავადმყოფოებმა თვითნებურად დაიწყეს კლინიკური კვლევების ჩატარება, ეს კი არის არასწორი. როცა ვლაპარაკებთ მედიკამენტზე და ვაქცინაზე, მთავარია, რომ არ დავაზიანოთ ჩვენი პაციენტები.


ამერიკაში გარდაიცვალა ბევრი ადამიანი. ვინაიდან ეს წამალი, რაღაც იმედის მომცემია, გადაწყვიტეს, რომ დროებით მისცენ შანსი. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს საშუალება დიდი კლინიკური კვლევების ჩატარების, ეს პროცესი ჩვენ გვეხმარება 80 პროცენტით დავწიოთ დრო.


რემდესივირი ძირითადად, მუშაობს მძიმე პაციენტებზე და კვლევები, რომელიც ამჟამად არის ხელმისაწვდომი გვეუბნება, რომ თუ, არის მძიმე პაციენტი და რეანიმაციაში დაყოვნების საშუალო დღე არის 15, მაშინ რემდისევირის მიღების შედეგად ეს 15 დღე მცირდება 11-მდე. ეს არის და ეს. ეს არის ორი-სამი დღის მოგება რეანიმაციულ განყოფილებაში. ეს არ არის ის სიახლე, რომელიც მართლა გადაგვარჩენს და უშველის კოვიდს,” – განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, ვაქცინის შექმნას და მის დატესტვას, რამდენიმე თვე სჭირდება და 100-ზე მეტ ვაქცინაზე კვლევები უკვე მიმდინარეობს.


“ნებისმიერი ვაქცინის მომზადებას 12-18 თვე სჭირდება. ერთადერთი საშუალება, რომ პროცესი უფრო დაჩქარდეს არის სამხედრო ლაბორატორიების დახმარება. ყველაზე დიდი სირთულე ვაქცინებში არის არა თვითონ ვაქცინის გაკეთება, არამედ დატესტვა. გვჭირდება დრო, რომ ის ვაქცინები, რომელზეც უკვე კლინიკური კვლევები ტარდება ადამიანებს ჩაუტარდეთ და დადგინდეს, რომ მას არანაირი ცუდი ეფექტები არ აქვს.


თუ ჩვენ გვექნება ვაქცინები, შემდეგი ეტაპი არის რთული, რაც ეხება მის წარმოებას. ვთქვათ ვაქცინა კეთდებოდეს კოპენჰაგენში და ეს ვაქცინა შესაძლოა ჩავიდეს ზუგდიდში ან ქუთაისში, ეს უკვე ცალკე პრობლემა იქნება ლოჯისტიკური. შესაბამისად, რეალურ სურათს თუ გადავხედავთ, მე არ მგონია, რომ ვაქცინა ჩვენ გვქონდეს ერთ წელიწადში,” – განაცხადა ფხაკაძემ.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.rustavi2.ge/ka/news/163504

ასეთი რამ მარტო საქართველოში არის შესაძლებელი … იქნებ დაამთავროთ „გაპრავება“ – გიორგი ფხაკაძე

01/11/2021

„ასეთი რამ მარტო საქართველოში არის შესაძლებელი. აღნიშნული კვლევა ჩატარდა ჩინეთში (ჰონკონგი ისე რომ იცოდეთ ჩენეთია) და მონაწილეობა მიუღია 360 ადამიანს.“- ამის შესახებ სოციალურ ქსელში ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე წერს.


„იქნებ დავამთავროთ ამ ჩინური ვაქცინების “გაპრავება”.

მსოფლიოში ამჟამად 17 სხვადასხვა ტიპის კოვიდ ვაქცინას იყენებ და მხოლოდ ერთმა შეძლო სრული ავტორიზაცია ეს არის Pfazer -BioNTech. გამეცით მართლა პასუხი რატომ უნდა გამოვიყენოთ “ექსპეტიმენტული” ვაქცინა როცა გვაქვს ქვეყანაში ჭარბი რაოდენობის არა ექსპერიმენტული ვაქცინა?

რატომ ვაქცინაციის საბჭო არ იღებს მკაფიო გადაცყვეტილებას და არ გადადის მთლიანად Pfazer- BioNTech ვაქცინაზე ისე როგორც ყველა მოწინავე ქვეყნები რას ველოდებით ? ვის ველიდებით?არაპროფესიონალიზმი კლავს.

პს: ფაიზერის ვაქცინის გარეშე ევროპაში და ამერიკაში ვერ ჩახვალთ, ჩინური ვაქცინით კი ჩახვალთ, ჩინეთში, მონღოლეთში, ზიმბაბვეში და ასე შემდეგ… არჩევანი თქვენზეა რა თქმა უნდა, მაგრამ საღი აზრი რომ გამოვიყენოთ ვერა?! მართლა დამღლელია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/aseti-ram-marto-saqartveloshi-aris-shesadzlebeli-iqneb-daamtavrot-gapraveba-giorgi-fkhakadze/


მისი სახელია B117: პასუხები Covid 19-ის ახალ შტამზე

05, 01, 2021 რადიო თავისუფლება

Covid 19-ის ახალი შტამის, B117-ის შესახებ დადასტურებულად მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე მისი წინამორბედი.
“სხვა, მეცნიერულად დადასტურებული ინფორმაცია ჯერ არ გვაქვს”, – ეს განცხადება 5 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ გააკეთა და ისიც თქვა, რომ ახალი შტამი „კლინიკურად იგივენაირად მიმდინარეობს, როგორც Covid 19“.

რადგან B117 უფრო სწრაფად ვრცელდება, სიფრთხილესაც მეტს მოითხოვს. თუმცა, ჯერჯერობით, თავდაცვითი ზომებიც იგივე რჩება და რეკომენდაციაც არ შეცვლილა – პირბადე, ხელის ხშირი დეზინფექცია და ორმეტრიანი დისტანცირება.
5 იანვარს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიას ასევე უთხრა, რომ ჯერჯერობით, მხოლოდ ვარაუდია, თითქოს ახალი შტამი მეტად აზარალებს ახალგაზრდებს.
რა ვიცით საქართველოში B117-ის ჯერჯერობით ერთადერთ დადასტურებულ შემთხვევაზე?
ვიცით, რომ 50 წლის მამაკაცს, ერთ-ერთს სამი საეჭვო შემთხვევიდან, რომელსაც Covid 19-ის ახალი შტამი დაუდასტურდა, არსად უმოგზაურია. მას ჰქონდა კონტაქტი პირთან, რომელმაც უცხოეთში იმოგზაურა.
ვიცით, რომ მისი ყველა კონტაქტი ამ ეტაპზე შესწავლილია. ყველამ გაიარა 14 დღიანი კარანტინი.
ახალი შტამით ინფიცირებულს კოვიდის დადასტურების მიზნით პსრ კვლევა ჩაუტარდა თბილისის ერთ-ერთ ლაბორატორიაში.
ვიცით, რომ დაავადების სიმპტომები გამოიხატა 2020 წლის დეკემბრის ბოლოს, ხოლო სიმპტომების დაწყებიდან 2 დღეში შემთხვევა დიაგნოსტირებული იყო როგორც კოვიდ-19.

82 წლის ჯეიმს შოუ “ასტრაზენეკას” ვაქცინით იცრება.
თუმცა, დიაგნოსტირების ლაბორატორილ ეტაპზე გამოვლენილი გენური თავისებურების გამო, ნიმუში მოხვდა შენარჩევში, რომელიც ექვემდებარებოდა შემდგომ დეტალურ შესწავლას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ახალი შტამის აღმოჩენის ამბავი 5 იანვარს მედიას ასე მოუთხრო:
„როდესაც გამოქვეყნდა მონაცემები, რომ ბრიტანეთში გაჩნდა ასეთი შტამი და გამოქვეყნდა სამეცნიერო მტკიცებულებები, რა შემთხვევაში შეიძლებოდა ეს ყოფილიყო, ჩვენ ვნახეთ ყველა დადებითი შემთხვევა საქართველოში, რაც კი იყო ყველა ლაბორატორიაში, იმისთვის, რომ მოგვენახა საეჭვო დადებითი შემთხვევები. საეჭვო, დადებითი შემთხვევა არის მაშინ, თუ PCR-ში გამოყენებული სამი სამიზნე გენიდან [არის რომელიმე განსხვავებული] 2 იყო დადებით და 1 არ იყო დადებითი, ასეთი იყო სულ 3 შემთხვევა, რომელიც ჩვენ ავიღეთ რამდენიმე ათასი დადებითი შემთხვევიდან“.
იმნაძემ ასევე თქვა, რომ საქართველოში აქამდე არსებული ყველა შემთხვევა იყო სამივე გენზე დადებითი, რაც მისი თქმით, იმას მიუთითებს, რომ ახალი შტამი საქართველოში გავრცელებული არ არის.
„ახალ შტამს აბსოლუტურად იგივენაირად იჭერს PCR-ის ტექტიც და ანტიგენის ტესტიც“,- ამბობს პაატა იმნაძე.
კიდევ სად დაფიქსირდა B117?
მსოფლიო მედიის ცნობით, Covid 19-ის ე.წ. ბრიტანული შტამის შემტხვევები 30-ზე მერ ქვეყანაში დაფიქსირდა.
4 იანვრის მონაცემებით, Covid 19-ის ახალი შტამის 38 შემთხვევა უკვე დადასტურდა ინდოეთში.
სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, ირანმა დიდი ბრიტანეთიდან ჩამოსულ მოგზაურში კორონავირუსის ახალი ვარიანტის პირველი შემთხვევა დაარეგისტრირა.
ასევე ნახეთკორონავირუსის ახალი შტამი იტალიაშიც აღმოაჩინეს
ახალი ბრიტანული ვირუსი უკვე დაფიქსირებულია დანიაში, ნიდერლანდებში, ავსტრალიაში, იტალიაში, შვედეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, შვეიცარიაში, გერმანიაში, კანადაში, იაპონიაში, ლიბანში, სინგაპურში, ჩინეთში, აშშ-ში, თურქეთში, ვიეტნამში.
B117-ის გარდა, მსოფლიო ყურადღების აკვირდება Covid 19-ის კიდევ ერთ ახალ შტამს, რომელიც სამხრეთ აფრიკაში გამოჩნდა.
რატომ აშფოთებს მსოფლიოს ახალი შტამი?
ამ კითხვაზეც პასუხი იგივეა – უფრო სწრაფი გავრცელება.
ახალი შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში, სექტემბერში აღმოაჩინეს. ნოემბერში ლონდონში შემთხვევების დაახლოებით მეოთხედი სწორედ ახალი ვარიანტით ინფიცირების შემთხვევები იყო.
დეკემბრის შუა რიცხვებში კი ამ შტამიტ დაინფიცირებამ თითქმის ორ მესამედს მიაღწია.
ასევე ნახეთრამდენად საშიშია კორონავირუსის ახალი შტამი?
ჯერჯერობით არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ ახალი შტამი უფრო მომაკვდინებელია და სახიფათო, არ არსებობს. თუმცა საფრთხეებზე წერისას, მსოფლიო პრესა მიანიშნებს იმაზე, რომ მისი სწრაფი გავრცელების ხასიათიდან გამომდინარე, ამ შტამმა, შესაძლოა, საავადმყოფოების ისევ გადატვირთვა გამოიწვიოს, რაც ქვეყნებისთვის ისევ გამოწვევად იქცევა.
არსებობს გარკვეული მოსაზრებები B117-ის შესახებ, რომლებიც ორ კვლევას – ლონდონის საიმპერატორი კოლეჯისა მკვლევრების მიერ ჩატარებულ და Wellcome Sanger ინსტიტუტისა და ევროპის ბიოინფორმატიკის ინსტიტუტის (EBI) თანამშრომლობით ჩატარებულ გამოკვლევებს ეყრდნობა და რომლის მიხედვით, ახალი შტამი, შესაძლოა, ზაფხულის ბოლოსაც კი გაჩენილიყო.
ამავე კვლევების თანახმად, ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისა, რომ მუტირებული ვირუსი უფრო მომაკვდინებელი იქნება. ექსპერტები ასევე ვარაუდობენ, რომ ახალი შტამის შემთხვევაშიც ახლად შექმნილი ვაქცინებიც ჩვეულებრივ იმუშავებს.
დამაფიქრებელი მათი აზრითაც ვირუსის ახალი შტამის გავრცელების სიჩქარეა და ბოლო ინფორმაციით, ის 50%-ით მეტად გადამდები შესაძლოა იყოს, ვიდრე მისი წინამორბედი.

მკვლევრების დაკვირვებით, ეს შტამი უფრო ხშირად ვლინდებოდა 0-19 წლამდე ასაკის ადამიანებში, თუმცა ჯერჯერობით არც ის არის დადასტურებული, ამის მიზეზი იყო ის, რომ ახალი შტამი ახალგაზრდებს უფრო ადვილად აინფიცირებდა, თუ ის, რომ ლოკდაუნის დროს ბრიტანეთში არ დახურულა სკოლები, განსხვავებით სხვა ობიექტებისგან.
და ასევე, როგორც რასელ ვაინერმა განაცხადა, ლონდონის პედიატრიისა და ბავშვთა ჯანმრთელობის სამეფო კოლეჯიდან, ბავშვების და ახალგაზრდების აბსოლუტურ უმრავლესობაში დაავადება ან უსიმპტომოდ ან ძალიან მსუბუქად მიმდინარეობს“.
პრობლემა ის არის, რომ ისინი შეიძლება გახდნენ ახალი შტამის გადამტანები მოზრდილებზეც.
„გჯერათ, რომ საქართველოში ახალი შტამით მხოლოდ ერთი ადამიანია ინფიცირებული?
სწორედ ამ საფრთხეზე უფრო ამახვილებს ყურადღებას რადიო თავისუფლებასთან საუბარში საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი (EWEC) და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების (AMC) დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი გიორგი ფხაკაძე – მისი აზრით ეს არის არა საშიში, არამედ საყურადღებო პროცესი.

სამეცნიერო თვალსაზრისით, მისთვის ვირუსის მუტაციის პროცესი საინტერესოა იმიტომაც, რომ როგორც წესი, ვირუსი ხდება ნაკლებად აგრესიული და ხშირად სეზონურ გრიპად იქცევა. ამ შემთხვევაშიც, შესაძლებელია, რომ ეს ვირუსიც, როგორც ეს SARC-ის დროს მოხდა, სეზონურ გრიპად იქცეს.
თუმცა, ჯერჯერობით სწორი პასუხი იმაზე, თუ რა ვიცით ამ ახალი შტამის შესახებ, „არის ის, რომ არაფერი ვიცით“, – გვეუბნება გიორგი ფხაკაძე.
მისი თქმით, არ არსებობს არც რაიმე დასრულებული კვლევა, რომელიც ამ შტამით დაინფიცირებულ ადამიანებში სიკვდილიანობის უფრო მაღალ მაჩვენებელს დაადასტურებდა.
ოპტიმიზმის საფუძველს იძლევიან ვაქცინის შექმნის პროცესში ჩართული ექსპერტებიც, აცხადებს გიორგი ფხაკაძე – მათი განცხადებით, ახალი შტამისთვის, ახალი ვაქცინის შექმნა საჭირო არ გახდება.
რაც შეეხება ასაკობრივ ფაქტორს: გადადის თუ არა დანამდვილებით ახალი შტამი უფრო ადვილად ბავშვებსა და 19 წლამდე ახალგაზრდებში?
ამაზე ფხაკაძე ასე გვპასუხობს:
„ამაზე მე ჯერ კიდევ სექტემბერში ვსაუბრობდი და ახლაც გავიმეორებ – ჰარვარდის უნივერსიტეტმა ინდოეთში ჩაატარა ძალიან დიდი კვლევა და შეამოწმა, თუ რა შედეგი მოიტანა ბავშვების სკოლაში გაშვებამ კოვიდის გავრცელების მხრივ. მაშინ გაკეთდა დასკვნა, რომ ბავშვები არიან ამ ვირუსის ყველაზე დიდი გადამცემები. ეს ასეა ზოგადად, სხვა ვირუსების შემთხვევაშიც. ბავშვების უმრავლესობისათვის, განსხვავებით დიდებისგან, ვირუსი გადის უსიმპტომოდ. მაგრამ ახლა არის ახალი წლის და შობის პერიოდი, ისინი შეიძლება მივიდნენ და ჩაეხუტონ თავიანთ ბებოებს და ეს იყოს მათი ბოლო ჩახუტება, რადგან მათ მიუტანონ ეს ვირუსი – აი, ეს არის საფრთხილო.
გიორგი ფხაკაძეს ასევე ნაკლებ სარწმუნოდ მიაჩნია, რომ ახალი შტამი საქართველოში მხოლოდ დღეს გამოჩნდა.
„ეპიდემიოლოგიაში არსებობს ძალიან მარტივი წესი – თუ თქვენ რაიმე დაავადებას არ ეძებთ, ის დაავადება არ არსებობს და თუ ეძებთ, იმ დაავადებას ყოველთვის მოძებნით. დღეს ვინმეს სჯერა, რომ ერთი ადამიანია საქართველოში ამ შტამით ინფიცირებული? ამ შტამით შესაძლოა უკვე ასი და მეტი ადამიანი დადის საქართველოში. ჩვენ ამ პროცესის კონტროლი თავის დროზე გაგვეპარა, როცა წითელი კორიდორები არ შემოიღეს და საზღვარზე შემოსულ ადამიანებს მკაცრად არ აკონტროლებდნენ. თუმცა, იმით შეგვიძლია თავი დავიმშვიდოთ, რომ ზაფხულისთვის ეს ვირუსი ნაკლებ აგრესიული გახდება. დავინახავთ, რომ მაისის მესამე კვირაში ჩვენი საავადმყოფოების რეანიმაციული განყოფილებები ცარიელი იქნება“.
გიორგი ფხაკაძე ასევე ამბობს, რომ ვირუსის სწრაფად გავრცელების პერიოდი საქართველომ ნოემბერში გამოიარა, უკვე აქვს გამოცდილება თუ როგორ მოიქცეს და ეს გამოცდელება ახლა ახალი შტამის სამართავადაც უნდა გამოიყენოს.
კიდევ რაზე გვაფრთხილებენ ექიმები?
კიდევ ერთი კითხვა, რომელიც ყველას აწუხებს არის – დაინფიცრდებიან თუ არა ახალი შტამით უკვე კორონაგადატანილი ადამიანები? ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი ვახტანგ კალოიანი მედიასთან საუბრისას შენიშნავს, რომ „ამის რისკი დაბალია“ და რომ ჯერჯერობით „განმეორებითი ინფიცირების და დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს“.

იმუნოლოგ-ალერგოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კი ამბობს, რომ რადგან ვირუსმა შეცვალა თავდასხმის მეთოდი, უნდა შეიცვალოს თავდაცვის ღონისძიებებიც – მისი თქმით, დაავადების მარტივი გადამდებადობა მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. და სახელმწიფოს მხრიდან თავდაცვითი ღონისძიებებისათვის უკეთ მომზადებას.
ამასთან, როგორც კულუმბეგოვი აცხადებს, კორონავირუსის ახალი შტამის გამო, საპანიკო და საგანგაშო მდგომარეობა არ უნდა იყოს.
„რაც გულისხმობს უფრო მეტი ტესტირების და გენომური კვლევის შესაძლებლობას, მეტი ექიმის გადამზადებას. ადამიანების წილი პასუხისმგებლობა არ შეცვლილა ისევ გვევალება პირბადე, სოციალური დისტანცია და ხელების დაბანა“, – განაცხადა კულუმბეგოვმა პალიტრა ტვ-ს ეთერში.
ამასობაში, დიდი ბრიტანეთმა, სადაც პირველად დაფიქსირდა კოვიდ 19-ის ახალი შტამი, 4 იანვრიდან ახალი ,,ლოკდაუნი’‘ გამოაცხადა, რომელიც, სულ მცირე, თებერვლის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება კორონავირუსის ახალი, უფრო სწრაფი გავრცელების უნარის მქონე ვარიანტით ინფიცირების შესაჩერებლად.

  • ეკა ქევანიშვილი
    მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, ადამიანის უფლებების, ქალთა და ბავშვთა, უმცირესობების, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და სხვა სოციალურ საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2008 წლიდან.
    kevanishvilie@rferl.org

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе

https://youtube.com/@drpkhakadze

Source: https://www.radiotavisupleba.ge/a/31034511.html

გიორგი ფხაკაძე სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს – „შეპირებული კარგი ამბები“

01/09/2021



გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს.


„შეპირებული კარგი ამბები. კიდევ ერთი (წლის ბოლომდე კიდევ ბევრი ასეთი კარგი ამბავი იქნება) პოტენციურად საინტერესო წამალი Molnupiravir მოადგა კვლევების მე-3 ფაზას.

მე-2 ფაზაში საკმაოდ კარგი შედეგები აჩვენა.

დაველოდოთ. მაგრამ სანამ ეს ან სხვა წამალი/წამლები იქნებ ხელმისაწვდომი ჩვენ უნდა გაუფრთხილდით ერთმანეთს.

აიცერით დროზე ფაიზერით სანამ ის კიდევ არის ხელმისაწვდომი …

ჯანმრთელობას გისურვებთ.

პ.ს.: ისე „მერსკი“, ამ წამლის კვლევაში ჩართული კომპანიაა, ვაქცინაზე მუშაობდა და ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი ვაქცინა იყო, მაგრამ ვერ გაამართლა და განაცხადა, რომ მთელ რესურს წამალზე გადაიტანს. დაველოდოთ…” – წერს გიორგი ფხაკაძე.

Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/giorgi-fkhakadze-sasikharulo-informatsias-avrtselebs-shepirebuli-kargi-ambebi/


ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ევროპის ყველაზე ანტივაქსერულ ქვეყანაში – ნახეთ რა ინფორმაციას ავრცელებს…

17/09/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესზე საუბრობს და მას სხვა ქვეყნების მაგალითს ადარებს, სადაც დასაქმებულებს აუცრელობის შემთხვევაში „უხელფასო შვებულებაში“ უშვებენ.


როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, სამწუხაროდ, საქართველოში ყველაზე მეტად ანტივაქსერულიგანცხადებები სწორედ ექიმებისგან მოდის. ამის შესახებ ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს (სტილი დაცულია)


„საფრანგეთში, 2021 წლის 15 სექტემბრიდან ყველა სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს (სამედიცინო და არა სამედიცინო) მუშაობის უფლება აქვს მხოლოდ კოვიდვაქცინით ვაქცინირებული. დღეს 3 000-მდე მუშა კი ძირითადად მცირე და საშუალო რგოლის მუშაკი არ დაუშვეს სამსახურში და გაუშვეს “უხელფასო შვებულებაში”. ეს არის უპრეცედენტო ფაქტი ევროპის ყველაზე ანტივაქსერულ ქვეყანაში სადაც მოსახლეობის 81.7% უკვე ვაქცინირებულია (ჩემი თავის ჩათვლით)

საქართველოში, 2021 წლის 15 სექტემბრის მაჩვენებლით, ექიმების სულ 58%-ია სრულად აცრილი, ექთნების 50%-ის ფარგლებში სრულიად აცრილი;

უმცროს სამედიცინო პერსონალში 35% სრულად აცრილი; სამედიცინო დაწესებულებების ადმინისტრაციული პერსონალის 50%მდე სრულიად აცრილია; ფარმაცევტების რამდენი პროცენტია აცრილი არავინ იცის, კოვიდ გავრცელების ყველაზე დიდი წყაროები საქართველოში არიან პანდემიის პირველივე დღიდან (მარნეული გაიხსენეთ) სამედიცინო დაწესებულებები და ეს არის მწარე ფაქტი.

ყველაზე დიდი ანტივაქსერული მოძრაობა ქვეყანაში მოდის ზუსტად, სამწუხაროდ, ჩემი კოლეგებისგან (გადახედეთ ამ ბოლო დროს ზოგიერთი ჩემი კოლეგის პოსტს… და ზემოთ აცრების სტატისტიკას).

„პრაიმტაიმის“ პუბლიკაციის, ფოტო, ვიდეო,აუდიო მასალის გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე!!!


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/es-aris-upretsedento-faqti-evropis-kvelaze-antivaqserul-qvekanashi-nakhet-ra-informatsias-avrtselebs-giorgi-fkhakadze/



შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights