ორშაბათი, აპრილი 20, 2026

„კიდევ ერთი კარგი ამბავი… 12 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი…“-გიორგი ფხაკაძე

27/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კიდევ ერთი კარგი ამბავი სამედიცინო სფეროდან:
კიდევ ერთი წამალი გვაქვს შეიარაღებაში “სოტროვიმაბი” (Sotrovimab VIR-7831)
ამ წამლის გამოყენება 12 წლის ასაკიდან არის შესაძლებელი;
წამალი გამოიყენება მსუბუქ და საშუალი სიმძიმის პაციენტებში;
ეს არის მესამე წამალი, რომელსაც აქვს ამერიკის წამლის სააგენტოს დროებითი ავტორიზაცია (Regeneron and Eli Lilly’s antibodies)“, – წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


FDA has granted emergency use authorization (EUA) for sotrovimab (VIR-7831), a therapeutic antibody for the treatment of mild-to-moderate COVID-19 in people aged 12 years and older. The antibody co-developed by Vir Biotechnology and Glaxo is the third antibody treatment authorized by EUA in the United States, following previous authorizations for Regeneron and Eli Lilly’s antibodies. Treatment with sotrovimab lowers hospitalizations by 85% in high-risk patients, and the antibody is effective against several variants of concern, including the South Africa (B.1.351), Brazil (P1), and India (B.1.617) variants. FDA letter available at:
FDA Emergency Use Authorization Letter (May 26, 2021):
https://www.fda.gov/media/149532/download
Glaxo Press Release (May 26, 2021):
https://www.gsk.com/…/vir-biotechnology-and-gsk…/
https://www.reuters.com/…/eu-regulator-permits-use-gsk…/
https://www.reuters.com/…/us-fda-gives-emergency-use…/
#COVID19 #COVID #health #globalhealth #publichealth #medicine #biotechnology #pharmaceuticals #pandemic #infectiousdiseases #FDA #WHO #CDC #clinicaltrials #immunology #Vir #Glaxo




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ქუთაისში ასეთ ხალხს გოიმებს ეძახდნენ“ – გიორგი ფხაკაძე

18/05/2022



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„კომენტარებს გადავხედე.. თქვენ რომ ჩემსკენ ქვებს ისვრით, ამით რა გგონიათ, კოვიდი აღარ იქნება და ეს ჰეპატიტი გაჩერდება?! ამდენი უვიცობა, უცოდინრობა და, უბრალოდ, უკულტურობა საიდან მოდის?!


არ მოგწონს, ნუ კითხულობ. მე გაწვდით ინფორმაციას, თან უანგაროდ, შეირგეთ რამეს ვითხოვ თქვენგან?!
კიდევ ერთხელ, თქვენი “კომენტარებით” თქვენ მე ვერაფერს დამაკლებთ, საკუთარ თავს კი ….


კოვიდი არსად წასულა, არც ეს ახალი ჰეპატიტი წასულა,არც წავა და ეს შეიგნეთ, თქვენი უვიცობა კი საჯაროდ რომ გამოგაქვთ, რა ვიცი, ქუთაისში ასეთ ხალხს “გოიმებს” ეძახდნენ. თავად განსაზღვრეთ, ვინ ან რა ხართ,
მართლა დამღლელია ამდენი იდიოტის კომენტარის ყურება“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2022/05/quthaisshi-aseth-khalkhs-goimebs-edzakhdnen-giorgi-phkhakadze/



„იქნებ შეირგოთ, როცა გაფრთხილებთ…“ – შესაძლოა ადამიანებს, ყოველწლიური რევაქცინაცია…

16/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„კომპანია „ფაიზერში“ ამბობენ, რომ ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ. ამის შესახებ კომპანიის დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა.


შეგახსენებთ, გიორგი ფხაკაძე ამაზე ჯერ კიდევ 2020 წლის მაისში ლაპარაკობდა…
„იქნებ შეირგოთ როცა გაფრთხილებთ…“ – წერს პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.

კომპანია „ფაიზერის“ დირექტორმა, ალბერტ ბურლამ განაცხადა:

„ადამიანებს, შესაძლოა, სრულად ვაქცინაციიდან 6 თვის განმავლობაში ვაქცინის მესამე დოზის მიღება, შემდეგ კი, ყოველწლიური რევაქცინაცია დასჭირდეთ. მაგრამ ეს ყველაფერი უნდა დადასტურდეს“.


თავდაპირველმა მონაცემებმა აჩვენა, Moderna Inc- ისა და Pfizer Inc და BioNTech SE ვაქცინები ინარჩუნებენ ეფექტურობის დიდ ნაწილს მინიმუმ ექვსი თვის განმავლობაში. ვაქცინის ხანგრძლივი მოქმედება ჯერ კიდევ შესწავლილია.
ყოველ ექვს თვეში უნდა გავიკეთოთ ვაქცინა. მაგალითად „ფაიზერი“ 1 დოზა, შემდეგ მეორე დოზა 28 დღის მერე, შემდეგ მესამე დოზა (მეორე ფაზიდან 5 თვის შემდეგ), მეოთხე დოზა და ასე შემდეგ.


აშშ თვალყურს ადევნებს ინფექციებს იმ ადამიანებში, ვინც სრულად არის აცრილი.
დოქტორ ვალენსკის თქმით, აშშ-ში 77 მილიონი ვაქცინირებული ადამიანიდან 5 800 ასეთი შემთხვევა მოხდა, მათ შორის 396 ადამიანს ჰოსპიტალიზაცია დასჭირდა, 74 გარდაიცვალა.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



წყარო: https://www.abc.net.au/news/2021-04-16/pfizer-boss-says-third-covid-vaccine-dose-needed-within-a-year/100073356?utm_campaign=abc_news_web&utm_content=facebook&utm_medium=content_shared&utm_source=abc_news_web&fbclid=IwAR3BqpXkFhts30lB8trVkihbLfyKxIz2mMmhOCsrN2j9zOllh6D6rqL4wpU


ტელევიზიებში ეთერს უთმობთ მკვლელობაში მონაწილე ადამიანებს, პოლიტიკოსები აწყობენ მიტინგებს

01/11/2021

პოლიტიკური პანდემია საქართველოში, – ასე აფასებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე.


„ეს ზამთარი საქართველოში უკვე უმძიმესია. ოფიციალურად, 10 000-მა ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე კოვიდის გამო, მაგრამ რეალურად, 40 000 ადამიანია. დღეში ოფიციალურად ვკარგავთ 50-მდე მოქალაქეს, რეალობაში კი 200-მდე ჩვენი მოქალაქე კარგავს სიცოცხლეს. და რას ვშვრებით – ტელევიზიებში ეთერს უთმობთ მკვლელობაში მონაწილე ადამიანებს, პოლიტიკოსები აწყობენ მიტინგებს (ეს ყველა პარტიას ეხება).

გაუნათლებელი ექიმები „არწმუნებენ“ მოქალაქეებს, რომ აცრა არ არის საჭირო, ან პროპაგანდას უწევენ ექსპეტინებტული ჩინურ ვაქცინას, რომელიც დაბალეფექტურია. მსოფლიოში საუკეთესო ვაქცინა გვაქვს ქვეყანაში და გვიფუჭტება.

სამედიცინო პირბადეზე ლაპარაკობს ქართველი პროფესორი ევროპიდან და მან შეძლო, მარტო დანერგვა სამედიცინო პირბადეები საქართველოში (სახელმწიფო დოლბანდებს კერავდა), აეწია ამ პირბადეების ხარისხი საქართველოში ევროპულ სტანდარტებამდე და დაწია ფასი 1.2 ლარიდან 20 თეთრამდე. არაპროფესიონალიზმი კლავს, ჯანდაცვის პოლიტიზირება კლავს, საღი აზრი საქართველოში მოკვდა“, – წერს ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/televiziebshi-eters-utmobt-mkvlelobashi-monatsile-adamianebs-politikosebi-atskoben-mitingebs-giorgi-fkhakadze/


„რომელი ვაქცინა ჯობს?!“ – გიორგი ფხაკაძე

31/08/2021



აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს:


„რომელი ვაქცინა ჯობს?!

მე ჩემს მეგობრებს ვურჩევ ფაიზერს (Pfaizer) და რატომ:

ყველაზე უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში დღესდღეობით.

ყველაზე ეფექტურია დელტა (ინდური) ვარიანტის წინააღმდეგ (88-64% გააჩნია ასაკს/ ჯანმრთელობის სტატუსს და ასე შემდეგ)

ყველაზე დიდხანს ინარჩუნებს მაღალეფექტურობას (თვეში მხოლოდ 2.3% ეფექტურობას კარგავს). და ამიტომ 6-8 თვეში მე-3 დოზა (ბუსტერი) არის საჭირო, რომ ეფექტურობა 94-96% აწიოს მომდევნო თვეებში.


ერთადერთი ვაქცინაა, რომელიც არის სრულიად აღიარებული (დამტკიცებული/აკრედიტებული) მსოფლიოში ყველაზე ძლიერი მარეგულირებლის, ამერიკის წამლის სააგენტოს მიერ.


ყველაზე ბევრი კვლევა არის ჩატარებული ამ ვაქცინაზე და რაც მთავარია, სხვადასხვა ქვეყანაში, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი და აღიარებული მკლევარების მიერ (არაფერი რომ არ გამოეპარებათ, ისეთების მიერ).

100% დაცვა არც ფაიზერს აქვს, სამწუხაროდ ფაიზერი არ არის “მაგიური უკვდავების ელიქსირი”:

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანები შესაძლოა, დაინფიცირდნენ (12-36% გააჩნია ასაკს და ჯანმრთელობის მდგომარეობას)

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა მოხვდეს საავადმყოფოში (დაახლოებით 2%)

დიახ ფაიზერით ვაქცინირებულ ადამიანს შესაძლოა, ჰქონდეს უკურეაქცია (დაახლოებით 0.001%)

დიახ, ფაიზერით ვაქცინირებული ადამიანი შესაძლოა, გარდაიცვალოს (დაახლოებით 0.15%)

ზუსტად მინიმუმამდე რომ შევამციროთ ზემოთ ჩამოთვლილი ციფრები, საჭიროა ვაქცინაციის შემდეგ დავიცვათ დისტანცია, დაიბანოთ ხელები, გაანიავოთ შენობები და გამოიყენოთ სამედიცინო პირბადე.

აიცერით ფაიზერით, სანამ ის ხელმისაწვდომია“.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/08/romeli-vaqtsina-jobs-giorgi-phkhakadze/





რატომ არის საქართველოში უდიდესი უნდობლობა ვაქცინის მიმართ – რატომ უნდა გაიკეთონ მაღალი თანამდებობის

14/03/2022

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელმა, პროფესორმა გიორგი ფხაკაძემ განაცხადა:

„ზოგადად ვაქცინაციის საკითხი ისტორიიდან წამოსული, ჩვენ ვხედავთ, რომ ყველა ქვეყანაში ვაქცინაცია ყოველთვის მუშაობს იმ ქვეყანაში, სადაც მოსახლეობას აქვს ნდობა სახელმწიფოს მიმართ. სახელმწიფოს მიმართ რაც უფრო დიდა ნდობა მოსახლეობის მხრიდან, მით უფრო მაღალია სახელმწიფო მიერ ჩატარებული ვაქცინაციის პროგრამა.


მეორე საკითხია, სახელმწიფოს პირველი პირები, განსაკუთრებით პოლიტიკური პირები და ის პირები, ვინც იღებს მონაწილეობას ამ პროცესში, უნდა გაიკეთონ ვაქცინა. მსოფლიოში სადაც ვაქცინაცია დაიწყო, ყველგან პირველი პირები იკეთებდნენ ვაქცინას. ეს არის პოლიტიკური გზავნილი, რომ მე ვარ მმართველი და მე მჯერა, რასაც ვაკეთებ, დაინახეთ, მე თქვენთან ერთად ვარ. ქვეყნის ხელისუფალი მაგალითს აძლევს, – მე ვაკეთებ რომ გაჩვენო, – ნუ გეშინია, მე შენთან ერთად ვარ, რამე თუ ცუდად იქნება, ერთად ვიქნებით ცუდად, ყველაფერი თუ კარგად იქნება, ერთად იქნება კარგად. ნდობია მომენტია, შენ ეუბნები მოსახლეობას, – მენდე! საუბარია სუფთა საზოგადოების ჯანდაცვის კუთხიდან.


რა არის გასაკეთებელი? ყველა პოლიტიკოსი, ვინც არის საქართველოში, განსაკუთრებით მაღალი თანამდებობის პირები, ჯანდაცვის მესვეურები, ყველა, ვინც ჩართული იყო და არის ვაქცინაციის პროგრამაში, ისინი უნდა აიცრან საჯაროდ, უნდა აჩვენონ მოსახლეობას, რომ თქვენთან ერთად ვარ. აი ეს მიგდომა უნდა იყოს, რომ ჩვენ ვართ მოსახლეობასთან. ეს პრაქტიკა არის მთელ მსოფლიოში.

მე მიკვირს, ჩვენი მთავრობის წევრები და ჯანდაცვის სპეციალისტები კომენტარებს აკეთებენ, – მე ისეთი კარგი ვარ, ჩემს ვაქცინას სხვას მივცემ. ეს აბსოლუტურად არასწორი მიდგომაა.


საქართველოში არის უდიდესი უნდობლობა ვაქცინის მიმართ იმიტომ, რომ მოსახლეობას არ ჯერა მთავრობისა და ჯანდაცვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ქვეყნის მეთაურებმა და ჯანდაცვის მენეჯერებმა გაიკეთონ ვაქცინა“



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

„ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული, იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების…

19/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე ვაქცინაციის შესახებ გვესაუბრება:


„თავად ჩინეთიც აღიარებს, რომ ჩინური ვაქცინების ეფექტურობა მხოლოდ 50%-ია. ჩემს გვერდზე დავდე კვლევები, რომლის თანახმადაც სხვადასხვა ქვეყანაში ჩინურ ვაქცინის ეფექტურობა 50%-დან 83.5%-მდე მერყეობს. ასეთი დიდი ცდომილების მეცნიერული ახსნა არ არსებობს, ეს უკვე იმაზე მეტყველებს, რომ რაღაც რიგზე ვერ არის.

მსოფლიოში ვაქცინების ომია. დიდი დიქტატორული სახელმწიფოები მთელი რიგი ქვეყნების მიმართ საკუთარი ვაქცინების პოპულარიზაციის გზით პოლიტიკურ, კორუფციულ და ეკონომიკურ წნეხს ახორციელებენ.


ქვეყნებში, სადაც არის რუსული გავლენა, შეტანილია რუსული ვაქცინები, სადაც ჩინეთს აქვს გავლენა – შეიტანეს ჩინური ვაქცინები. საქართველოში ჩინური ინვესტიციების და ბიზნესის გავლენა დიდია, მარტივი და გასაგებია ყველაფერი.

გასათვალისწინებელია, – არც ერთმა დამოუკიდებელმა ექსპერტმა არ დადო დამოუკიდებელი დასკვნა ჩინურ ვაქცინაზე! იმედია, ჩვენი ქვეყანა ბოლომდე შეინარჩუნებს პოზიციას, რომ ვაქცინაცია არის ნებაყოფლობითი და თქვენ, მოქალაქეები, შეძლებთ სწორი გადაწყვეტილების მიღებას, რა უნდა გააკეთოთ!

ზოგიერთები საქართველოში ჩინური ვაქცინის პროპაგანდას ეწევიან. დაუკვირდით, რა ხდება – ჩინური ვაქცინა ჩამოიტანა სახელმწიფომ. ყველა, ვინც არის აფილირებული სახელმწიფო სტრუქტურებთან და ხელისუფლებასთან, უკეთებს რეკლამას ჩინურ ვაქცინას. მარტივი ლუსტრაციაა, ჩანს, ვინ ვინ არის.


სამწუხაროა, ზოგიერთი ჩემი კოლეგა გახდა პოლიტიკური თამაშის ნაწილი. პოლიტიკაში ყველაფერი დროებითია, გამოიყენებენ ამ ადამიანებს და მოისვრიან. არ ღირს, მეგობრებო, დამიჯერეთ. ხალხი ყველაფერს იმახსოვრებს, – არ გინდათ!

ჩინური ვაქცინის ეფექტურობა ვისაც გჯერათ, კი, ბატონო, გაიკეთეთ, ღმერთმა შეგარგოთ, იქნებ პლაცებოს ეფექტმა მაინც იმუშაოს.

„ასტრაზენეკას“ ვაქცინაზე უკვე ყველაფერი გითხარით. მათ კი, ვინც უკვე გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზაც აუცილებლად უნდა გაიკეთოთ.

ვისაც გეშინიათ აცრის, ჩემი პასუხი მარტივია – დაუკავშირდით თქვენს ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას. თანმხლები დაავადებების გათვალისწინებით აწონ-დაწონეთ რისკები და ბენეფიტები და იმის მიხედვით მიიღეთ გადაწყვეტილება.


იმასაც გეუბნებოდით, ვინც კოვიდი გადაიტანა, არა აქვს მნიშვნელობა რთული თუ იოლი ფორმით, ამ ადამიანების დაახლოებით 30 პროცენტამდე სხვადასხვა ტიპის ნარჩენი მოვლენები უვლინდება. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში სხვადასხვა ტიპის კვლევები ჩატარდა, რამაც ეს შედეგები აჩვენა;

მე თქვენ წინასწარ, რამდენიმე თვით ადრე გეუბნებით იმას, რაც შემდეგ საჯაროვდება. საიდან მომაქვს ეს ინფორმაციები?! – ვარ ძალიან ბევრი სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოში, სადაც შემოდის ეს კვლევები გამოქვეყნებამდე. სანამ ჟურნალში სტატია დაიბეჭდება, ეს სტატია უნდა განიხილონ სხვადასხვა ტიპის ექსპერტებმა, თითოეულ სტატიას უამრავი კვლევა ახლავს. ამ კვლევების საფუძველზე გაწვდით იმ ინფორმაციას, რასაც გაწვდით და რაც არ არის საყოველთაოდ გაჟღერებული.

მსოფლიოში კორონავირუსის უამრავი შტამია გავრცელებული, რომლებზეც ვაქცინების უდიდესი უმრავლესობა არაეფექტურია, ეს ვაქცინები ე.წ. უხანის ვირუსის საწინააღმდეგოა, ეს ვირუსი კი უკვე მილევადია.


კარგი ამბავი არის ის, რომ ვაქცინები, რომლებიც რნმ ტექნოლოგიითაა დამზადებული (მაგალითად, ფაიზერი), იოლად შეიძლება, გადაეწყონ ახალი შტამების წინააღმდეგ და უკვე დაიწყო ამ მიმართულებით პირველი კვლევები;

კიდევ ერთი რამ მინდა შეგახსენოთ – მაგალითად, „ფაიზერით“ ვაქცინაციის შემთხვევაში ვაქცინის მესამე დოზაც აუცილებლად იქნება გასაკეთებელი, ვაქცინაციიდან 5-6 თვის შემდეგ. ამაზე ვინმე ლაპარაკობს საქართველოში?!“.


როდის დაიწყება, Sinopharm-ით ვაქცინაცია საქართველოში…


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით:

-„სინოფარმით” ვაქცინაცია აპრილის ბოლოდან დაიწყება. ჯანმო „სინოფარმისთვის“ ავტორიზაციის განხილვას სწორედ ამ დროისთვის დაასრულებს.


მიმდინარეობს მუშაობა, „სინოფარმის” ვაქცინის დასანერგად მოსამზადებელი სამუშაოები დასრულდეს ამ კვირაში და რეგისტრაცია დაიწყოს 27 აპრილიდან. „სინოფარმი“ დღემდე რეგისტრირებულია 35 ქვეყანაში, ახალი შემთხვევების თავიდან აცილების თვალსაზრისით, მისი ეფექტურობა საკმარისად მაღალია, 80 პროცენტამდეა, თუმცა რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მძიმე შემთხვევებისგან დაცვისა და ლეტალობის შედეგების თავიდან აცილების მხრივ, ამ ნაწილში “სინოფარმის” ეფექტურობა საკმაოდ მაღალია იმ ქვეყნებში, სადაც „სინოფარმის“ გამოყენება დაიწყო. ეს მაჩვენებლები საკმაოდ კარგ და იმედისმომცემ შედეგებს იძლევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარე პერიოდში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განიხილავს „სინოფარმის” ავტორიზაციის საკითხს გადაუდებელი გამოყენებისთვის. ვფიქრობთ, აპრილის ბოლოსთვის ეს პროცესი დასრულდება, საქართველოც დაიწყებს “სინოფარმის” გამოყენებას აქტიურად”.


საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო. ვაქცინაციის პროცესი ამ ეტაპზე „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით მიმდინარეობს. საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 ათასი დოზა მიიღო.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze

გიორგი ფხაკაძე – “ესაა კოვიდისგან დასაცავი ყველაზე მაგიური საშუალება…”

02/07/2021


აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე ამბობს, რომ ინდოეთში კორონავირუსისახალი შტამის აფეთქება ბავშვებიდან დაიწყო. მისი რეკომენდაციით, 2 წლის ასაკიდან ყველამ პირბადე უნდა ატაროს.


„ინდოეთში, როცა დაიწყო აფეთქება, ეგონათ, იყო ჩვეულებრივი კოვიდი. შტამების დადგენა ძვირადღირებული სიამოვნებაა და ეს მხოლოდ მდიდარ ქვეყნებს შეუძლიათ.

ინდოეთში თავდაპირველი განგაში ბავშვთა საავადმყოფოებში ატყდა. პედიატრიული რეანიმაციული განყოფილებები ძალიან მოკლე დროში გადაიტვირთა. აფეთქება დაიწყო ბავშვებისგან. ის უკვე აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში უფრო ვერაგია.


ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადეები არ სჭირდებოდათ. ჩემი რეკომენდაციაა, 2 წლის ასაკიდან ბავშვებმა პირბადეები გამოიყენონ. პირბადე აბსოლუტურად ყველამ უნდა გამოიყენოს: ვისაც აქვს ვაქცინა გაკეთებული, არ აქვს, კოვიდიგადატანილი აქვს, თუ არ აქვს. ერთადერთი გამოსავალი ეს მაგიური საშუალებაა, რასაც სამედიცინო პირბადე ჰქვია“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil



წყარო: https://akhalitaoba.ge/2021/07/giorgi-phkhakadze-esaa-kovidisgan-dasatsavi-qhvelaze-magiuri-sashualeba/



იწვევს თუ არა „ომიკრონი“ ხმის დაკარგვას – გიორგი ფხაკაძის განმარტება

01/03/2022


ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე „ომიკრონთან“ დაკავშირებით ვიდეოჩართვაში საუბრობს.

კითხვაზე, იწვევს თუ არა აღნიშნული შტამი ხმის დაკარგვას, ფხაკაძე ამბობს, რომ ეს მას არ ახასიათებს. ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ საქართველოში „ომიკრონთან“ დაკავშირებით თავს იტყუებენ და აბსურდულ მოლოდინებს იქმნიან.

„ომიკნონთან“ დაკავშირებით ხალხი ოცნებებშია გადავარდნილი. რეალურად, არ ვიცით, რა არის. ბევრი კითხვაა და ბევრი გაუცემელი პასუხი. „ომიკრონი“ ხმის დაკარგვას არ იწვევს“, – განაცხადა ფხაკაძემ.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze




Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/itsvevs-tu-ara-omikroni-khmis-dakargvas-giorgi-fkhakadzis-ganmarteba/


ყველგან მოითხოვეთ „ფხაკაძის“ პირბადე – გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას მიმართავს

10/12/2021

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მოსახლეობას პირბადეების გამოყენების აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ ესაუბრება.

როგორც ფხაკაძე ამბობს, დღეს სამედიცინო პირბადე უალტერნატივოა

„სამედიცინო პირბადე არის ყველაზე ეფექტური, სწრაფი და ყველასთვის მისაღები იარაღი კოვიდის წინააღმდეგით

გამოიყენეთ “ფხაკაძის” პირბადე ყველგან. ყველგან მოითხოვეთ “ფხაკაძის” პირბადე.

ჩვენ ერთიბლივი ძალებით:

ავწიეთ სამედიცინო პირბადეების ხარისხი

დავწიეთ ფასი 1.20 ლარიდან 20-14 თეთრამდე

შევინარჩუნეთ მაღალი ხარისხი და დაბალი ფასი იქვე თითქმის ერთი წელია. ყველაფერი შესაძლებელია“,- წერს გიორგი ფხაკაძე.





Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelgan-moitkhovet-fkhakadzis-pirbade-giorgi-fkhakadze-mosakhleobas-mimartavs/


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights