ხუთშაბათი, მაისი 7, 2026

რუსული და ჩინური ვაქცინა- „თუ ასეთი კარგი ვაქცინაა, რა უშლით ხელს, საჯაროდ რომ გახსნან ყველა…

08/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაცია • Health Federation of Georgia – მეგი საჯაია, ჟურნალისტი, პაციენტთა უფლებადამცველი, “საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის” თანადამფუძნებელი.


სტუმარი – საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივანი და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველი, გიორგი ფხაკაძე.


თემა: ვაქცინაცია, შეზღუდვების მოხსნა და მოსალოდნელი შედეგები!


–ვაქცინაციის პროგრამა საქართველოს მთავრობამ განახორციელა ზუსტად ისე, ხომ უნდა ვთქვათ, რაც მთავრობამ გააკეთა კარგი, როგორიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მოითხოვა, ყველაფერი შეასრულეს, საკანონმდებლო ცვლილებები იყო შეტანილი, გეგმაც დაწერეს, მაცივრებიც არის. 92 ქვეყანამ შეიტანა აპლიკაცია, ჩვენ ვართ ამ ქვეყნების ნაწილში. მოვხვდით იმ 18 ქვეყნის ჩამონათვალში, რომლებიც მიიღებენ, პირველ, – ფაიზერის ვაქცინას, ჩვენს რეგიონში მიიღებენ მოლდოვა და საქართველო, დაახლოებით15 ათასი მედპერსონალი რომ იყოს ვაქცინირებული. ვაქცინაციის მეორე ეტაპი, ვინაიდან არ არის იმდენი რაოდენობის ფაიზერის ვაქცინა, აქ უფრო იქნება ასტრაზენეკას ვაქცინა, აზტრაზენეკას ვაქცინის კომპონენტშიც საქართველოში დაახლოებით 180 ათასი ვაქცინა შემოვა. დაახლოებით 90 ათას ადამიანზე.


რამდენი ვაქცინაც შემოვა საქართველოში, საქართველოში ამას არავინ წყვეტს, რასაც გავი მისცემს, ეს იქნება. ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა, ღარიბი ქვეყნების ჩამონათვალში, ამ 92 ქვეყენაში და და ვინაიდან ყველაფერი შევასრულეთ. სომხეთმა გადაწყვიტა, შეეძინა რუსული ვაქცინა, შესაბამისად ის ამოვარდა იმ 92 ქვეყნიდან, ვინც პირველ ეტაპზე მიიღებს ვაქცინას. თუ თქვენ იყიდეთ „რაღაცა“ ვაქცინა, მაშინ პირველ ვაქცინას არ მიიღებთ, ვინაიდან სომხეთმა იჩქარა და აიღო რუსული ვაქცინა, ისინი ვერ მიიღებენ ფაიზერის ვაქცინას კოვაქსის პლატფორმიდან, მოგვიანებით მიიღებენ მარტო ასტრაზენეკას.


-ვაქცინაცია არის გარდაუვალი პროცესი, ხალხს ეშინია, რომ ერთ წელიწადში შექმნილი ვაქცინა რამდენად ეფექტური და უსაფრთხო იქნება? ხომ არ გამოიწვევს გარკვეულ ცვლილებას ადამიანის დნმ-ში? როგორია თქვენი პოზიცია? ყველაზე მეტად გათვითცნობიერებული ხართ ამ საკითხში და ფაქტიურად, მანდედან წყდება, ყველაფერი საქართველოშიც და მთელ მსოფლიოშიც, სადაც თქვენ იმყოფებით.


-ამჟამად ჟენევაში ყველა ოფისი დაკეტილია მარტამდე. ახლა ვიმყოფები საფრანგეთში, ჩემს სახლში, შემდეგ დავბრუნდები ჟენევაში.


-მეცნიერება ძალიან რთული საკითხია, ჩვენ ახლა ისეთ მაღალ მატერიებზე ვლაპარაკობთ. შეიძლება, ადამიანი ბიოლოგიას სწავლობდეს 15 წელი და ბოლომდე ვერ ხვდებოდეს, რა ხდება შიგნით, ვაქცინაციის პროცესში და ამოიკითავენ ერთ წინადადებას და ამაზე ააგებენ რაღაცას. მე ამ ადამიანებს მოვუწოდებ, სკოლებში ესწავლათ თავის დროზე ბიოლოგია,ფიზიკაც, მათემატიკა, უკეთესი იქნებოდა. მე უკვე დავიღალე უაზრო, არაპროფესიონალი საუბრით. სხვათა შორის, ექიმებისგანაც მესმის, არაპროფესიონალური მოსაზრება ამ ვაქცინასთან დაკავშირებით.


პასუხი არის ძალიან მარტივი, – საშიში რომ ყიფილიყო, 100 მილიონი ვაქცინა გაკეთდებოდა? რაღაც ჩიპებზე ლაპარაკობენ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირებაზე. თუ, მსოფლიო მოსახლეობის შემცირება უნდათ, დაფიქრდით, მაშინ ღარიბ, გაღატაკებულ ადამიანებს გაანადგურებდნენ, ამ ხალხის ტვინში ნეტავ ჩამახედა. გააგზავიდნენ ამ ვაქცინას ღარიბ ქვეყანაში, ამოწყვიტავდნენ და მდიდრები იქნებოდნენ კარგად. ლოგიკაც არის, რომ ყველაზე მდიდარი, ყველაზე გავლენიანი ადამიანები, ისინი არიან პირველები, ვინც არიან ვაქცინაში. 50 ქვეყანაშია ვაქცინაცია, 50-ია მდიდარი ქვეყანა, ერთია ღარიბი ქვეყანა. ეს არის რუსული პროპაგანდა, სხვათა შორის ჩინური პროპაგანდაც არის, იმიტომ, რომ ჩინეთი და რუსეთი ცდილობენ თავიანთი „ნაგავის“ გასაღებას და ღმერთმა გაუმარჯოს რუსულ და ჩინურ ვაქცინას, რომ გაამართლოს. ლანცეტში კი დაიბეჭდა სტატია, ნანახი მაქვს.


დასკვან არის ასეთი რუსულ ვაქცინასთან დაკავშირებით, რუსეთი არის დიქტატურა, ჩინეთი არის დიქტატურა. თუ ასეთი კარგი ვაქცინაა, რა უშლით ხელს, საჯაროდ რომ გახსნან ყველა მონაცემი ვაქცინის შესახებ, მთელი მსოფლიო ეუბნება და არ აჩვენებენ. აქ ისმევა ძალიან მარტივი კითხვა, თუ დასამალი არაფერი გაქვს, რატოომ არ აჩვენებენ? მე არ ვამბობ, რომ არ არის ეფექტური. ეს არის ახალი წამალი მსოფლიოში არის 200-მდე ვაქცინის მწარმოებელი ფირმა, კომპანია, უნივერსიტეტი, 200-მდე დაწესებულება მუშაობს ვაქცინის შემუშვებაში. ამ 200-დან რომელი იქნება კარგი, არავინ იცის. არც ერთი ვაქცინა, რომელიც არის ამჟამად მსოფლიოში, არ აქვს საბოლოო დამტკიცება კოვიდის საწინააღმდეგოდ ყველა ვაქცინა,რომელიც ახლა არის დამტკიცებული სხდასახვა ქვეყანაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ეს არის დროებითი გამოყენების საშუალება. იმიტომ, რომ ჩვენ ხომ ვუყურებთ, მსოფლიო დაიქცა, მილიონობით ადამიანი იღუპება, მილიარდობით ადამიანი კარგავს სამსახურს, ყველაფერი დაკეტილია, ხომ უნდა დაიწყოს ეს მოძრაობა. ერთადერთი გამოსავალია ვაქცინა. რუსებს და ჩინელებს აწყობთ, თქვენ, ვინც ამბობთ, ვაქცინას არ გავიკთებთ, რომ არ გაიკეთოთ, მოხვდეთ საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში და ინტუპაცია გაგიკეთონ და გახდეთ ინვალიდები, მე ვარ ქირურგი, ვმუშაობდი რეანიმაციულ განყოფილებაში და იცით რა არის ინტუპაცია? ეს არის საშინელება, ეს არის ძალიან დიდი ტრავმა ორგანიზმისათვის.


გადავხდოთ ისრაელს, სტატისტიკა ძალიან ნათლად აჩვენებს, – ყველა მაჩვენებელმა დაიწია ქვემოთ. ყველამ, ვინც გაიკეთა ვაქცინა, ყველა ასაკობრივ ჯგუფში ჰისპიტალიზაცია და ა.შ. დაიწია ქვემოთ.


ვიცით, – ვინც კოვიდი გადაიტანა, 5-6 თვე აქვს იმუნიტეტი. ასევე, ვაქცინასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, ყველაზე რთული თვე იქნება აგვისტო – ბრიტანეთში და განსაკუთრებით ისრაელში, იმიტომ, რომ მთელი ქვეყანა იქნება აცრილი (დაახლოებით ერთ თვეში დაასრულბენ), ამ დღიდან ჩვენ უნდა გადავთვალოთ 5 თვე, – აგვისტოსათვის მართლა ყურადღებით უნდა ვიყოთ, რა მოხდება ისრაელში, თუ იქნება რეინფიცირება. თუ რეინფიცირება დაიწყება, მაშინ ცუდად არის საქმე. ჩვენ მოგვიწევს 5-6 თვე აცრა, სანამ მთელი მსოფლიო არ აიცრება, რომ ვირუსს გასაქანი არ მივცეთ, არც ერთი ადამიანი არ გარდაიცვალა ფაიზერის ვაქცინით.


ერთ მილიონზე თითო ადამიანი უნდა გარდაიცვალოს, მძიმე შედეგი უნდა ჰქონდეს, უნდა ჰქონდეს მძიმე ალერგია, ეს ახასიათებს ყველა ვაქცინას. ალერგიების მაჩვენებელი გვაქვს ძალიან დაბალი, უკუჩვენებები გვაქვს ძალიან დაბალი.


რუსეთი აკეთებს ვაქცინაციას. ჩვენ ვიცით, რამდენი ადამიანი გარდაიცვალა რუსული ვაქცინით? რამდენ ადამიანს დაემართა ალერგია? ასევე ჩინეთზეც.


რომ ამბობენ, არ გავიკეთებო ვაქცინას, რა უნდა გაიკეთონ, როცა ფიზიკურად არ არის ამდენი ვაქცინა. ჩვენ გვეგონა, რომ ბავშვებისთვის არ არის საშიში ეს ვირუსი, ახლა ვიცით, რომ ეს ასე არ არის, კოვიდი ბავშვებში არის ზუსტად ისე, როგორც დიდებში. ყველა ასაკის ადამიანმა უნდა გამოიყენოს სამედიცინო პირბადე.


2023 წლამდე მსოფლიოს ვაქცინაციის პროგრამა არ დასრულდება. სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება აცრილი, სანამ მთელი მსოფლიო არ იქნება დაცული, პანდემია გრძელდება, ხომ ხედავთ, არის უკვე ექვსი სხვადასხვა ტიპის შტამით. -თუ არის სხვადასხვა შტამი,, პირბადე მაინც თუ უნდა ვატაროთ, რაღა აზრი აქვს აცრას? -აქ არის ყველაფერი ერთად, – პირბადე (ცრა თუ გაკეთებული გაქვთ, პირბადე მაინც უნდა ატაროთ), 2-მეტრიანი დისტანცია, ხელების დაბანა. ჩვენ კიდევ არ ვიცით, ამ ვირუსის შესახებ არაფერი. ინდოეთში რაც ხდებოდა, მე და ჩემი კოლეგები გადარეულები ვიყავით, 800 ათასი ადამიანი იყო დღეში ვირუსით ინფიცირებული ვაქცინაცია დაიწყო და ახლა ჰყავთ ათი ათასამდე, გაჩერდა, რატომ, არ იციან. მაგრამ გამოჩნდა ახალი ვირუსი სხვადასხვა ქვეყანაში…“ – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალურმა მდივანმა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა, გიორგი ფხაკაძემ.


ვიდეო – ვრცლად

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=234466521565537




Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ნახეთ გამოკითხვის შედეგები – საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასება“

26/03/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების დამოუკიდებელი შეფასებისა და აკრედიტაციის ინიციატივით გამოდის.

აღნიშნული ინიციატივა ფრანგული ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – მიერ არის მხარდაჭერილი.


გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორ გიორგი ფხაკაძის „საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივა“ გულისხმობს საქართველოს სამედიცინო დაწესებულებების ხარისხის კონტროლის ამაღლებას.


„ჯანდაცვის სფეროში ხარისხზე ლაპარაკი უნდა დავიწყოთ – პრიორიტეტი უნდა გახდეს არა რაოდენობა, არამედ ხარისხი; საქართველოში ჯანდაცვის რეფორმები ყოველთვის იწყებოდა და ჩერდებოდა. ხალხს რა უნდა, არავინ ეკითხებოდა. მოსახლეობის მოთხოვნილებებსა და გადაწყვეტილების მიმღებთა შორის თანხვედრა არასდროს ყოფილა. ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ, ეს არის სამედიცინო დაწესებულებების ხარისხი.

ამ პრობლემის მოსაგვარებლად დავიწყეთ ინიციატივა, – „საქართველოს აკრედიტაცია“. სამ დღეში გაკეთდა ვებგვერდი. ლოგოდ ავირჩიე ქართლის დედა, როგორც ხარისხის კონტროლის სიმბოლო. ქართლის დედა მოკეთეს ხვდება ღვინის ფიალით და კეთილგანწყობით, მტერს კი – მახვილით. ეს არის აკრედიტაციის კონცეფციაც – ვინც ყველაფერს კარგად აკეთებს, უნდა შევაქოთ, ვინც ცუდად – მკაცრად დაისაჯოს.

აკრედიტაციის ინიციატივის წამოწყება 99% არის ხალხის იდეა, თქვენი კომენტარებიდან წამოსული.


ჩემს ვებგვერდზე https://www.accreditation.ge – განთავსებულია სამედიცინო დაწესებულებების მიერ აკრედიტაციის გავლის პირობები;


ასევე არის განყოფილება – „შეაფასე დაწესებულება“.

მეილზე 24 საათში 75 კონკრეტული საჩივარი შემოვიდა საავადმყოფოების მისამართით, თუმცა მათ ვერ გავასაჯაროებ, იურიდიულად არ იქნება მართებული.

ამ საკითხის მოსაგვარებლად მოვიფიქრე შემდეგი: – შეფასების განყოფილება გავაკეთე, როგორც ბლოგი, სადაც თქვენ უნდა დარეგისტრირდეთ ან ფეისბუქით ან მეილით, და ა.შ. თქვენ ნებისმიერი, თუნდაც სხვა სახელით და გვარით გახსნილი ანგარიშიდან შეგიძლიათ, გამოგზავნოთ ინფორმაცია, რომელსაც მე საჯაროდ განვიხილავ.

მადლობას გიხდით ჩვენს გამოკითხვაში მონაწილეობისთვის“, – წერს გაეროს გენერალური მდივნის მრჩეველი ჯანდაცვის საკითხებში, პროფესორი გიორგი ფხაკაძე.


ნახეთ გამოკითხვის შედეგები:



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„უშველეთ საკუთარ თავს!“ – გიორგი ფხაკაძის რეკომენდაცია მოსახლეობას

28/10/2021

ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიმართავს და ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს. მისი თქმით, კორონავირუსის გარდა სხვა მრავალი დაავადებაც არსებობს, ამისთვის ვაქცინა აუცილებელია.


„გამგები გაიგებს… კოვიდის გარდა არის უამრავი სხვა დაავადება და ეს დაავადებები არსად არ წასულა. ამერიკაში 6 თვის კვლევის შედეგად (14/12/2020-31/07/2021) მკაფიოდ ჩანს, რომ „ფაიზერით“ და „მოდერნით“ აცრილი ადამიანები უფრო დაცულები არიან და მათში სიკვდილიანობა არის უფრო დაბალი, ვინდრე აუცრელებში. განასუკუთრებით, 65 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

ფაქტები ჯიუტია, მეცნიერება ჯიუტია, სიმართლე ჯიუტია, საქართველოში გვაქვს „ფაიზერი“. საქართველოში აიცერით მხოლოდ „ფაიზერით“ (თუ სხვა ქვეყანაში ხართ, მოდერნაც კარგია). აიცერით ყველა „ფაიზერით“ (საზღვარგარეთ მოდერნაც მოსულა) განსაკუთრებით ვინც ხართ:

ალერგიულები, ვინც უჩივის წნევას, გულის პრობლემებს მქონდა ადამიანები, დიაბეტიანები, მსუქნები (ჭარბწონიანები), მწეველები და ფილტვების პრობლემიანები, ფეხმძიმეები, ჰეპატიტებით დაავადებული ხალხი, ყველა ვისაც გააქვთ ნებისმიერი ქრონიკული დაავადება, კოვიდგადატანილები (30 დღის შემდეგ გადატანიდან), უშველეთ საკუთარ თავს და დროზე აიცერით, გამოიყენეთ მხოლოდ სამედიცინო პირბადე, დაიცავით დისტანცია“, – წერს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ushvelet-sakutar-tavs-giorgi-fkhakadzis-rekomendatsia-mosakhleobas/


რა კავშირშია ახალი, საშიში შტამი ნავთობის და ფასიანი ქაღალდების ფასის ვარდნასთან – მნიშვნელოვანი…

27/11/2021

ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე მსოფლიოში გავრცელებულ ახალ შტამის შესახებ საუბრობს. როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, შესაძლოა ამ ვარიანტმა უფრო კარგად აუაროს გვერდი ჩვენს იმუნურ სისტემას და უფრო სწრაფად შეაღწიოს ორგანიზმში.


„გაიცანით ახალი მუტირებული კოვიდ ვარიანტი B.1.1.529 – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს სახელი შეურჩია – „ომიკრონი“ (Omicron). „ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο ). აჟიოტაჟია საფონდო ბირჟებზე.


ამ ამბავმა გამოიწვია დღეს მსოფლიო ნავთობის ფასის ვარდნა ევროპაში 5%-ით და ამერიკაში 6.2%-ით. ევროპულ ბირჟებზე ფასიანი ქაღალდების ფასების ვარდნა 2.4%-მდე, ლონდონის ბირჟაზე 3%, ბიტკოინმა დაკარგა 7%.

სამხრეთ აფრიკული ახალი მუტანტი აღმოაჩინეს, რომელიც შესაძლოა, დელტაზე 10-ჯერ უფრო ძლიერი იყოს. ეს ვარიანტი უკვე გასცდა სამხრეთ აფრიკას და დაფიქსირდა სხვა ქვეყნებში.

სად არის გავრცელებული ახალი ვარიანტი:

სამხრეთ აფრიკა;​ ბოტსვანა; ნამიბია; ბელგია; ლესოტო;​ ესვატინი; ზიმბაბვე;​ ჰონგკონგში (ჩინეთი) /ისრაელი.

რა ვიცით ამ ვარიანტის შესახებ?!

ძალიან სწრაფად ვრცელდება

არსებული ვაქცინების ეფექტურობის საკითხი. შესაძლოა ის ვაქცინები რომლებიც იყვნენ შექმნილი უჰანურუ შტამის წინააღმდეგ შესაძლოა ვერ იმუშაონ ამ ვარიანტის შესაჩერებლად. უფრო დეტალური ინფორმაცია იქნება დაახლოებით 2 კვირაში. სავარაუდოდ ფაიზერ/ბიონტეკი და მოდერნას ვაქცინები იქნება ამჟამად ყველაზე ეფექტური ვაქცინები.

რა უნდა ქნას საქართველოს მთავრობამ ახლა – დროებით ჩაკეტოს შემოსვლა რისკის მქონე ქვეყნებიდან ისევ როგორც ეს უკვე გააკეთეს: შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი, იაპონიამ, და ჰოლანდიამ. სინგაპური, იტალია, საფრანგეთი და ისრაელი ასევე გააწითლეს მოზამბიკი.

დროებით უნდა შეჩერდეს შემოსვლა:

ნამიბიიდან;​ ლესოტოდან;​​ ესვატინიდან; ზიმბაბვედან;​ ბოტსვანადან; მოზამბიკიდან; სამხრეთ აფრიკიდან

ჰონგკონგიდან (ჩინეთი)

რა უნდა გააკეთოთ თქვენ:

მოიმარაგეთ სამედიცინო პირბადეები

დროზე აიცერით ფაიზერ/ბიონტეკით ან მოდერნას ვაქცინებით, არ გადადოთ“,- წერს გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/ra-kavshiria-akhali-sashishi-shtami-navtobis-da-fasiani-qaghaldebis-fasis-vardnastan-mnishvnelovani-informatsia-romelsats-giorgi-fkhakadze-omikronis-shesakheb-aziarebs/


„ასეთი ღია ტყუილი რად გინდათ… “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს” – გიორგი ფხაკაძე

24/05/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



„ასეთი ღია ტყუილი რად გინდათ. “ტყუილს მოკლე ფეხები აქვს” – ბავშვობაში არ გასწავლეს? იმედია, უბრალოდ გაუგებრობა მოხდა და შეეშალათ. ხდება ხოლმე ….
მოკლედ და კონკრეტულად,
1 ივლისიდან ამოქმედდება ევროპული კოვიდ სერტიფიკატის ელექტრონული სისტემა
თუ დააპირებთ ევროპაში წასვლას, გაითვალისწინეთ, ევროკავშირი აღიარებს ამჯამად,


მხოლოდ:
Pfizer/BioNTech, (ფაიზერი),
Moderna, (მოდერნა),
Oxford/AstraZeneca (ასტრაზენეკა),
Johnson & Johnson (ჯონსონი),
ვინც აპირებთ ჩინეთში დასვენებას, გირჩევთ ჩინური ვაქცინით აიცრათ. ასევე ჩინეთი აღიარებს უკვე ფაიზერს, მოდერნას და ჯონსონის ვაქცინებს. “the Chinese embassy in the United States confirmed on April 20 that travelers with confirmed history of vaccines from Pfizer-BioNTech, Moderna and Johnson & Johnson vaccines would also be eligible.”
რუსეთში სამოგზაურიდ რუსული ვაქცინები ალბათ გამოგადგებათ: Sputnik V, EpiVacCorona, CoviVac,
ვინც არასად არ აპირებთ წასვლას თქვენთვის არსებითი მნიშვნელობა არ არის რას გაიკეთებთ,
სამედიცინო პირბადე მაინც ყველაზე მაგარია, ყველგან უნდა გამოიყენოთ “ -წერს პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


Which vaccines are recognised in EU?
All COVID-19 vaccines authorised by the European Medicines Agency will be recognised by the EUDCC.
These include the jabs developed by Pfizer/BioNTech, Moderna, Oxford/AstraZeneca and Johnson & Johnson.
“Today, [19 may 2021] E.U. ambassadors agreed to update the approach to travel from outside the European Union,” European Commission spokesman Christian Wigand told reporters. The European Council “now recommends that member states ease some restrictions, in particular for those vaccinated with an E.U.-authorized vaccine.”
That means all the coronavirus vaccines available in the United States would be greenlighted, but vaccines manufactured in Russia and China would not be.
When it comes to waiving free movement restrictions, Member States will have to accept vaccination certificates for vaccines which received EU marketing authorisation.
https://www.euronews.com/…/everything-you-need-to-know…
https://www.washingtonpost.com/…/64196bc0-b897-11eb…
https://www.bloomberg.com/…/europe-opens-door-to…
https://ec.europa.eu/…/covid-19-digital-green…
https://www.china-briefing.com/…/china-relaxes-entry…/
https://edition.cnn.com/…/china-travel-covid-19/index.html



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе



https://youtube.com/@drpkhakadze

მაგარი ბებო მყავდა, ეს არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი – უცნობი ფაქტები, რაზეც…

17/08/2021

ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საზოგადოებას ხშირად უზიარებს რჩევებს კორონავირუსთან დაკავშირებით, ვაქცინებსა და სხვა საინტერესო საკითხებზე. ერთ-ერთ ჩართვაში ფხაკაძე პირად ცხოვრებაზე საუბრობს და მისი პროფესიის შესახებ ელაპარაკება.


ამბობს, რომ ცხოვრებაში პოზიტივი და ღიმილი მთვავარია და პირადი გამოცდილების მაგალითზე ყვება, როგორ გადაარჩინა ღიმილმა ტერორისტების გარემოცვაში.

პროფესორი, დიპლომირებული მედიკოსი (MD), ჯანდაცვის მაგისტრატურა (MPH), მედიცინის დოქტორი (PhD), საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის (GAVI) მრჩეველი გიორგი ფხაკაძე იხსენებს იმ საწყის ეტაპს, როდესაც მისი ოცნება ქუთაისში, საღორის საავადმყოფოში ქირურგად მუშაობა იყო.

ამჯერად, გთავაზობთ ჯანდაცვის ექსპერტის მოწოდებას, რომ აკეთონ სიკეთე, თუნდაც დღეში ერთი. პანდემიის პირობებში ბებია-ბაბუას მაქსიმალურად მოვუფრთხილდეთ, დავურეკოთ, მივწეროთ, სითბო და სიყვარული არ დავიშუროთ.


ექსპერტის თქმით, მათი როლი ჩვენს ცხოვრებაში შეუფასებელია.

„უეჭველად, დღეში ერთი კეთილი საქმე უნდა გააკეთოთ. ბოლოსდაბოლოს, ერთი შეტყობინება გაუგზავნეთ ბებოს ან ბაბუს, რომლებიც ძალიან შორს არიან. ან დაურეკეთ: – ბებო, როგორ ხარ? როგორ გაუხარდებათ, იცით?!

თუმცა, თუ ნახავთ არ ჩაეხუტოთ, თუ გინდათ, რომ მათ ხაჭაპურები გაგიკეთონ მომდევნო წელს… თუ გაქვთ საშუალება, ფული გაუგზავნეთ.

ძალიან მაგარი ბებო მყავდა. ბებია-ბაბუას სიტყვა არის წამალი. მე არ გამიმართლა: ბაბუა ძალიან ახალგაზრდა გარდაიცვალა და არასდროს მინახავს. რა ბედნიერები ხართ, ვისაც გყავთ ბებია. თითოეულ დღეს გაუფრთხილდით, არ იცით რა სიმდიდრეა. ამას ოქროთი ვერ იყიდი. რომ გეტყვის :„ბებო, როგორ ხარ?“ ამაზე უკეთესი წამალი რა უნდა იყოს? დამთავრდა – რა ტკივილი, უფულობა, ჩხუბი. ზოგს დედ-მამა ჰყავს ასე. მამა მყავს, დედამ დიდი ხანია დამტოვა. ვისც გყავთ, გაუფრთხილდით. მეგობარს გაუშვებ, ცოლს, ან ქმარს, მაგრამ დედაა ისეთი ვინმეა, არ არსებობს რომ არ გაგიგოს. მოეფერეთ დედებს, მხოლოდ 2-მეტრიანი დისტანცია დაიცავით“, – ამბობს გიორგი ფხაკაძე.


Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/magari-bebo-mkavda-es-ar-itsit-ra-simdidrea-amas-oqroti-ver-ikidi-utsnobi-faqtebi-razets-giorgi-fkhakadze-ishviatad-saubrobs/


„არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები უყურადღებობის და პირადი ინტერესების გამო…“

16/10/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



რადიო ,,ჯორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემა „ჩარჩოს მიღმა”
სტუმარი – პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი, გიორგი ფხაკაძე.


ბათუმის ტრაგედია არ უნდა განმეორდეს.

არ უნდა ხდებოდეს უკანონო მშენებლობები, არ უნდა კვდებოდნენ ადამიანები უყურადღებობის და პირადი ინტერესების გამო…

ჩვენთან ბევრი ავარიული შენობა-ნაგებობაა…

გიორგი ფხაკაძის უბანში წარმოებულმა მშენებლობამ სახლის კედლების დაბზარვა გამოიწვია…


უფრო ვრცლად რადიო ,,კორჯიან თაიმსის” ეთერში გადაცემა ,,ჩარჩოს მიღმა” და გიორგი ფხაკაძე

ვიდეო – https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=757728372291836



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


„ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა, განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო – გიორგი ფხაკაძე

30/10/2021

ფაიზერით/მოდერნით ვაქცინირებულები არიან უფრო დაცულები, ვიდრე კოვიდ-გადატანილები. ამ კვლევას ბევრი ელოდა მსოფლიოში და საბოლოოდ, კიდევ ერთი მტკიცებულება დევს (ვისაც არ სჯერა წაიკითხეთ კარგად ბმულები), – ამის შესახებ ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში წერს.


აქვე, ის კოლეგებს მოუწოდებს, მიხედონ თავიანთ ვიწრო სპეციალობებს, თავიანთ დარგს.

„იქნებ ამ ქვეყანაში ვისწავლოთ, რომ ფხაკაძე როცა საუბრობს საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე და ვაქცინაციაზე, დაუჯეროთ ხოლმე. ჩემს ქართველ კოლეგებს ვურჩევ, მიხედონ თავის ვიწრო სპეციალობებს, სადაც არიან. ამ ბოლო 20 თვის მანძილზე არაერთი უაზრო კომენტარი/რჩევა/მოსაზრება მიგვიღია ქართველი კოლეგებისგან. გაუფრთხილდით თქვენ რეპუტაციას და მიხედეთ თქვენს დარგს.

ვიცი, რომ ეს პოსტი ბევრი ჩემი კოლეგისთვისაა. არაა სასიამოვნო, მაგრამ ეს არის ფაქტი და სიმართლე. ბოლო 20 თვის მანძილზე შემახსენეთ ერთი პოსტი/განმარტება/წინასწარ გათვლები, რომლებიც არ მოხდა/შესრულდა. პასუხს გეტყვით – არცერთი.

საქართველოში ყოფნისას მივხვდი, რომ არაპროფესიონალიზმი არის ყველა სფეროში და „ყველაფერშიკებმა“ გაანადგურეს ეს ქვეყანა განსაკუთრებით ჯანდაცვის სფერო.

საქართველოს ვაქცინაციის საბჭო – მაპატიეთ, მაგრამ მე ერთმა ადამიანმა უფრო ბევრი გავაკეთე საქართველოსთვის ამ პერიოდის მანძილზე, ვიდრე მთელი საბჭო. ეს არის ფაქტი, მოსახლეობაში თქვენი ნდობა არის 0-ის ტოლფასი.

ბოდიში, კიდევ ერთხელ ყველასთან, მაგრამ ყველამ მიხედოს თავის საქმეს. მე გავაგრძელებ, რასაც ვაკეთებ. არჩევნების დამთავრების შემდეგ იქნებ მივხედოთ რეალურ პრობლემას“, – ვკითხულობთ ფხაკაძის ფეისბუკ-პოსტში.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze #გიორგიფხაკაძე #accreditationge

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


Prepared by: ირინა დათაშვილი #datashvil


წყარო: https://old.primetime.ge/kvelafershikebma-gaanadgures-es-qvekana-gansakutrebit-jandatsvis-sfero-giorgi-fkhakadze/



„ბატონ მიხეილზე, ვთქვი, რომ შეეშალა, არ არის მართალი -ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს“

05/02/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია – „აკრედიტაციასაზღვრებისგარეშე“ ხელმძვანელი, გიორგიფხაკაძე აცხადებს:

საინტერესოა, რომ ბატონ მიხეილზე ერთი-ორი სიტყვა ვთქვი, რომ შეეშალა, ალბათ, ვიღაცამ შეცდომაში შეიყვანა, მალტაში – ვაქცინებთან დაკავშირებით, – მალტას ახლაც აქვს პრობლემა ვაქცინასთან დაკავშირებით, კი დაგეგმეს ასტრაზენეკას ვაქცინა, არ ყოფნით ფაიზერის ვაქცინა, მოდერნას ვაქცინას დამატებით ყიდულობენ, – 80 ათას დოზას. როცა ვთქვი, რომ ბატონი მიხეილი არ არის მართალი, დამესია ხალხი, გამლანძღეს და დავისვენე უკვე, ზოგი არხი უკვე აღარ მაწუხებს, ძალიან ნაწყენი ვარ, ისეთი „ნაწყენი“, ღამეები არ მძინავს.“


მისი თქმით, ეს არის ჩვენი სახელმწიფოს რეალობა, პორალიზაცია არის ძალიან დიდი და რასაც ჰქვია გულღია, სწორი ინფორმაციის გაჟღერება არავის არ უნდა და გადავარდნილები არიან ერთმანეთის ლანძღვაში და ა.შ.


„იმის მაგივრად, რომ ყველამ ერთად ვიმუშაოთ და დავუჭიროთ მხარი ერთმანეთს. სახელმწიფო არის ერთი, არ აქვს მნიშვნელობა, ოპოზიცია ხარ თუ პოზიცია, ყველა ერთად უნდა დავეხმაროთ ქვეყანას და უნდა გადავდოთ ყველაფერი მეორე „პლანზე“. მე როგორც ვატყობ, კარგი მიმართულებით არ მივდივართ, სიმართლე რომ ვთქვა.

მე, როგორც ექიმი ვხედავ, რომ ქვეყანა მიდის უფსკრულისკენ და გეტყვით, რაშია საქმე, – გავიდა ერთი წელი და ქვეყანამ ვერაფერი ვერ ისწავლა, სკოლაში სწავლობ მათემატიკას – 2+2, არის ოთხი, შეიძლება ერთი თვე ვერ ისწავლო, ორი თვე, მაგრამ ერთი და ორი წლის მერე რომ ვერ ისწავლი 2+2, რომ არის ოთხი, ამას რა ჰქვია, არ ვიცი!“- განაცხადა გიორგი ფხაკაძემ.


ნახეთ ვიდეო – სკოლები უნდა გაიხსნას, მხოლოდ მკაცრი რეგულაციებით

https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=10159921027545579



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze



„გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა! -გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი!“ – გიორგი ფხაკაძის მიმართვა

15/04/2021

ავტორი: ირინა დათაშვილი

#datashvil



პროფესორი, ორგანიზაცია „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

„ქუთაისში, ჩემს ქალაქში – მე არ მახსოვს, ოდესმე ამდენი ხალხი გამოსულიყოს. ეს ძალიან დასაფიქრებელია. როცა საზოგადოება რამეს ითხოვს, უნდა მოუსმინონ… ვინც საზოგადოებას არ უსმენს, ყოველთვის აგებს. დიალოგიც, მოლაპარაკებაც და დათმობაც უნდა იყოს. საბოლოო ჯამში, მოსახლეობასთან ხისტი ურთიერთობა ყველას აზარალებს.

მე ძირძველი ქუთაისელი ვარ, გეუბნებით, როგორც წესი, ქუთაისელები მიტინგზე არ დადიან. ასეთ ქალაქში ამდენი ხალხი რომ გამოვიდა, ეს ნიშნავს, რომ საქმე არ არის მარტივად. ის, რაც ქუთაისში ხდება, დასასრულის დასაწყისია.


სანამ დროა, მოუსმინეთ ხალხს!


თქვენ თუ გგონიათ, კაბინეტებში რაიმეს მოაგვარებთ, ძალიან ცდებით, თქვენ აცდენილი ხართ რეალობას. ქვეყანა დუღს, ჭკვიანი ხელისუფალი უნდა გრძნობდეს, რა ტკივა მოსახლეობას, უნდა მოუსმინოს ხალხს, უნდა გააკეთო არა ის, რაშიც ფულს მოტეხავ, არამედ ის, რაც ხალხს სჭირდება….იმიტომ, რომ ბოლოს მაინც არ შეგრჩება;
ქუთაისელის მიტინგზე გამოყვანა, – ეს არის „განგაშის ზარი“. მე ხელისუფლების ადგილზე ახლა ყველას დავუძახებდი კონსულტაციებისთვის, ეშმაკსაც კი დავუძახებდი რჩევისთვის, ოღონდ გამოსავალი მეპოვა.


არავითარი ძალის გამოყენება! ძალას მოჰყვება უფრო ძლიერი ძალა, ჩვენ ეს არ გვინდა, ჩვენ გვინდა სიმშვიდე და ქვეყნის აშენება.


ამ თემასთან დაკავშირებით მე ვერანაირ პოლიტიკურ განცხადებას ვერ გავაკეთებ, ჩემი სფერო ჯანდაცვაა, მაგრამ ქართველი ვარ და საქართველო მტკივა, ამიტომაც მოვლენებისადმი ჩემს დამოკიდებულებას გამოვხატავ. დეტალებში არ ჩავალ, მე პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ არაპროფესიონალიზმი და კორუფცია რომ არის ყველგან, ამის შედეგია ის, რაც დღეს ხდება. ასეა არა მარტო ჯანდაცვაში, არამედ ყველა სფეროში.



პოლიტიკოსებო, ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევას რომ გადაყევით, ეკთილი ინებეთ, ახლა ყველაფერი გვერდზე გადადეთ, დასხედით ერთ ოთახში და მიიღეთ გონიერი გადაწყვეტილება. ქვეყანას არეულობა არ სჭირდება, ჩვენ გვჭირდება ქვეყნის აშენება. ქვეყანაა მისახედი, დასხედით და მოაგვარეთ მოსაგვარებელი! იფიქრეთ, მოილაპარაკეთ, გამოდით და გამოაცხადეთ, – რასაც გააკეთებთ. არ უნდა ამას 20 და 30 რაუნდი, – იმოქმედეთ! ქვეყანას სჭირდება ერთობა. ყველა ვინც არის პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, ასე უნდა მოიქცეს.

ჩვენ გვყავს ორი მტერი – რუსეთი და კორონავირუსი! სხვა მტერი საქართველოში არ არის და მტრის ხატებს ხელოვნურად ნუ ქმნით!
ხალხი თუ გამოვიდა, უნდა მოუსმინოთ! ამას ქვია ანგარიშვალდებულება!
ქვეყანა გვაქვს ერთი, ქვეყანა ინგრევა, უნდა მივხედოთ. გეყოთ ფულის ჭამა და კინკლაობა!


სიახლეები ვაქცინებზე.
მე შეგპირდით, ცუდსაც და კარგსაც, მაშინვე შეგატყობინებდით, ამჯერად ცუდი ამბებია.
„ჯონსონი და ჯონსონზე“ დიდ იმედებს ამყარებდნენ, ბევრი პლიუსი ჰქონდა (იყო ერთდოზიანი, არ სჭირდებოდა დიდი სიმძლავრის მაცივრები), სამწუხაროდ, გამოვლენილი პრობლემების გამო კომპანიამ მისი გამოყენება დროებით შეაჩერა. კომპანია პასუხისმგებლიანად მოიქცა, გამოიკვლევენ მიზეზებს, პრობლემა თუ არ დადასტურდა, წარმოება გაგრძელდება, თუ არადა – საერთოდ შეჩერდება!


რაც შეეხება „ასტრაზენეკას“ ვაქცინას, დღეს დანიამ ის საბოლოოდ შეაჩერა იმავე მიზეზით, რაც ჯონსონი და ჯონსონის შემთხვევაში მოხდა. ორივე ვაქცინა არის ერთი ტიპის, ერთი მეთოდოლოგიის. ასტრაზენეკა გამოიყენება საფრანგეთში და კანადაში (55 წლის ზემოთ, გერმანიაში – 60 წლის ზემოთ);
ბოლო კვლევებით, ასტრაზენეკა შედარებით კარგად მუშაობს ხანდაზმულებში, – 60 წლის ზემოთ, განსაკუთრებით 80 წელს გადაცილებულ ადამიანებში.
არავინ გაბედოს, ანტივაქსერობა დამაბრალოს. რაც მე ცოდნა, ენერგია, გამოცდილება მაქვს ჩადებული ვაქცინების პოპულარიზაციასა და ეფექტურ მართვაში, შემედარონ ზოგიერთები. უბრალოდ, მე ვამბობ იმას, რაც არის უახლესი ინფორმაცია და რაც მოსახლეობამ უნდა იცოდეს;
კიდევ ერთხელ განვმარტავ:
– მე ვარ ვაქცინაციის ყველაზე დიდი მომხრე, მაგრამ მომხრე ვარ პროცესის მხოლოდ გონივრულად წარმოების. ვაქცინაციის პროცესი არის არის რთული და საპასუხისმგებლო მთელი მექანიზმი. ეს უნდა იყოს გამჭვირვალე, ნებაყოფლობით და უსაფრთხო. ადამიანებს უნდა მისცენ ყველანაირი ინფორმაცია, თავი რომ იგრძნონ უსაფრთხოდ.
ვაქცინას, როგორც ყველა წამალს, უნდა ჰქონდეს ერთი ფუნქცია, – მოგვცეს შედეგი და ასევე, როგორც ყველა წამალს, ვაქცინასაც აქვს უკუჩვენება. ყველაფერი კარგად უნდა აიწონ-დაიწონოს!
მინდა იყოთ დაცული და ინფორმირებული. ძალა არის ცოდნაში, ძალა არის ინფორმაციაში. როცა თქვენ გაქვთ სწორი ინფორმაცია, შეგიძლიათ, მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება!
რაც შეეხება ჩინურ და რუსულ ვაქცინებს, მათთან დაკავშირებით ბევრი შეკითხვებია. ათობით მილიონ ადამიანს გაუკეთეს და ვითომ არავის არაფერი გვერდითი მოვლენა არ გამოუვლინდა. ეს არის აბსურდი!
კორონავირუსთან ბრძოლის მთავარი იარაღი არის პირბადე და წესების დაცვა. არ დაგავიწყდეთ ოქროს წესი, – დისტანცია 2 მეტრი, ხელების დაბანა და სამედიცინო პირბადე 5 წლის ასაკიდან.
ახლა კიდევ ერთხელ მივმართავ პოლიტიკოსებს, მთავრობას – ჯერ კიდევ იანვარში გითხარით, თან ცუდაც გითხარით, ნუ იქნებით მკვლელები-მეთქი! კოვიდის გამო დღეში 10 ადამიანი მაინც იღუპება. ანუ თვეში 300 ოჯახში შედის სიკვდილი. ეს არის რეალური, ყოველდღიური ომი. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაზე დიდი პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ, კეკლუცობენ, რა დროს კეკლუცობაა. იპოვეთ კონსენუსი და მიხედეთ რეალურ საქმეს!
ჩვენ ყველამ უნდა ვიფიქროთ, რისი გაკეთება შეგვიძლია ყველას ერთად!
ახლა მოუწოდებენ, – პირბადეები გაიკეთეთო, ის პირბადე ლარნახევარი და ორი ლარი ღირდა ცოტა ხნის წინ, როგორ უნდა ეყიდა ხალხს? გახსოვთ, რამდენი ვიომე და ფასი 14-20 თეთრამდე როგორ დავწიეთ ხალხის ჩართულობით?!


ნოემბრიდან იმიტომ დავიწყე პირბადეებზე კივილი, რომ პირბადე არის ერთადერთი რეალური გზა ამ ვირუსის შესაჩერებლად!


მწერენ, მეუბნებიან, – ჩამოდი საქართველოშიო. კარგი, მაგრამ მინისტრადაც რომ დამნიშნონ, საქმეს გამაკეთებინებენ? ლამის 3000 კაცი გასაყრელია, მე არაპროფესიონალებთან ეერ ვიმუშავებ!


საქართველოში არიან ძალიან კარგი ექიმები, ექთნები და სხვადასხვა დარგის მაღალკვალიფიციური სოეციალისტები, მაგრამ მათ გასაქანს არ აძლევენ. საუკეთესო განათლების მქონე ადამიანები სამსახურს ვერ შოულობენ, და ვიღაცეების არა პროფსეიონალი ბიძაშვილ-მამიდაშვილ-საყვარლებითააა გამოტენილი კაბინეტები.
საქართველოს ეკონომიკა დიდხანს ასე ვერ გასტანს. ივლისში ხაზინაში ფული აღარ იქნება. გონივრული რეგულაციებით უნდა ამუშავდეს ქვეყანა, ბიზნესი, ეკონომიკა, ოღონდ გონივრული რეგულაციებით და სწორი მენეჯმენტით!


ჩვენ ყველამ უნდა ვიპოვოთ გამოსავალი, უნდა ვაკეთოთ ყველამ ის, რაც ვიცით და რაც შეგვიძლია! ეს არის პატრიოტიზმი, ეს არის სამშობლოს სიყვარული;
რაც შეეხება საქართველოს აკრედიტაციის ინიციატივას – პროცესი მიდის ძალიან კარგად, უკვე 25 ორგანიზაცია ჩაერთო, მე ამ საქმეს ბოლომდე მივიყვან! ჩვენ გვექნება არა რაოდენობრივი, არამედ ხარისხიანი ჯანდაცვა ქვეყანაში! – გვესაუბრა პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე.



Professor Giorgi Pkhakadze, MD, MPH, PhD

#drpkhakadze#accreditationge#გიორგიფხაკაძე

Профессор Гиорги Пхакадзе. #ПрофессорПхакадзе


https://youtube.com/@drpkhakadze


შენიექიმი
sheniekimi.ge · PHIG
გამარჯობა 👋
სასურველი სერვისი აირჩიეთ ქვემოთ
⚡ გადაუდებელი შემთხვევა?
მყისიერი სამედიცინო დახმარება
📞 112
🩺
სიმპტომების შეფასება
150 კლინიკური სცენარი · WHO · AHA · NICE · 29 CDR
💉
ვაქცინაციის კალენდარი
WHO · ECDC · NCDC საქართველო 2025
💊
დანამატების შემოწმება
supplement.ge — 2,095 ინგრედიენტი
ℹ️ეს სისტემა ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. ყოველი გადაწყვეტილება დაფუძნებულია WHO, AHA, NICE, BTS სახელმძღვანელოებზე. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
პირადი ინფორმაცია
სიმპტომების ზუსტი შეფასებისთვის შეიყვანეთ ასაკი და სქესი
👤სავალდებულო
📏 ანთროპომეტრია
სიმაღლე · წონა · BMI — არასავალდებულო
🩺 სასიცოცხლო მაჩვენებლები
წნევა · პულსი · ტემპერატურა · SpO2 — არასავალდებულო
ნორმა: 90–129
ნორმა: 60–100
36–37.2
12–20
≥95%
სიმპტომების შეფასება
აირჩიეთ სცენარი სისტემის მიხედვით
🔍
კითხვა 1 / 1
📋 მტკიცებულებითი საფუძველი
World Health Organization (WHO) — IMAI სახელმძღვანელო
American Heart Association (AHA) / ACC
National Institute for Health and Care Excellence (NICE)
ICD-11 (2025) · World Health Organization
ეს ინსტრუმენტი ახდენს ტრიაჟს — არა დიაგნოზს. სიმპტომები შეიძლება მიუთითებდეს — ეს არ ნიშნავს, რომ დაავადება გაქვთ. ექიმის კონსულტაცია სავალდებულოა.
📰 სიახლეები ყველა ›
ვაქცინაციის კალენდარი
აირჩიეთ ასაკობრივი ჯგუფი
WHO ECDC NCDC 2025
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
ასაკობრივი ჯგუფი
📚წყარო: NCDC საქართველო 17.09.2025 · WHO · ECDC
📰 ვაქცინაციის სიახლეები ყველა ›
დანამატების შემოწმება
გადადით supplement.ge-ზე და შეამოწმეთ ნებისმიერი პროდუქტი
SUPPLEMENT.GE
საქართველოს სასურსათო დანამატების უსაფრთხოების შემოწმების სისტემა
📊 2,095 ინგრედიენტი 📦 688 პროდუქტი
supplement.ge-ზე გადასვლა
ახალი ფანჯარა გაიხსნება
რას შეგიძლიათ შეამოწმოთ
🔬
ინგრედიენტის შემოწმება
NIH · EU · FDA · Health Canada მონაცემები
📷
ეტიკეტის სკანირება
AI ამოიცნობს ყველა ინგრედიენტს ფოტოდან
🌍
ქვეყნის მიხედვით სტატუსი
რეგულაცია 14 ქვეყანაში — აშშ, ევროკავშირი, კანადა
⚠️
წამალთან ინტერაქცია
აუცილებელი გაფრთხილებები მიმდინარე მკურნალობისას
✅ supplement.ge — საქართველოში ერთადერთი სრული სისტემა დანამატების უსაფრთხოების შესაფასებლად, PHIG-ის (საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტის) კონტროლით.
Verified by MonsterInsights